"დღისით - მზისით შვილი ჩიტივით მომიკლეს. არც კი ვიცი, მკვლელს საერთოდ თუ ეძებენ" - გზაპრესი

"დღისით - მზისით შვილი ჩიტივით მომიკლეს. არც კი ვიცი, მკვლელს საერთოდ თუ ეძებენ"

გარდაცვლილი 1988 წელს დაბადებული ხალილ მამოევია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა. მკვლელობა დღის 3 საათზე, ეზოში მოთამაშე პატარების თვალწინ მოხდა, რის გამოც ამ უკანასკნელთ ფსიქოლოგების დახმარება სჭირდებათ.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დამნაშავე დაკავებული არ არის. ხალილ მამოევის მამა, თეიმურაზ მამოევი კი პოლიციას შვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას აკისრებს და დამნაშავის სასწრაფოდ დაკავებას სთხოვს.

თეიმურაზ მამოევი:

- შვილი ჩიტივით მომიკლეს. არც კი ვიცი, მკვლელს საერთოდ თუ ეძებენ, მე ამას არავინ მეუბნება. ხალხი მელაპარაკება, - იცოცხლე და გამაგრდი, ხალილს შვილი დარჩა და იმას დაეხმარეო, მაგრამ მე მარტო ჩემი შვილი მინდა ცოცხალი მყავდეს!

რატომ მოკლეს ან მისი მკვლელი ასე როგორ გაქრა, რომ პოლიცია მის კვალს ვერ აგნებს?! გაგრძელება