"მისი ქალიშვილი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს" - რატომ დაასრულა ქართველმა ემიგრანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით?!
font-large font-small
"მისი ქალიშვილი ქურდობის ბრალდებით დააპატიმრეს" - რატომ დაასრულა ქართველმა ემიგრანტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით?!
რამდენიმე ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში სამუშაოდ წასულმა ქართველმა ემიგრანტმა თეა (თეკია) ნიკოლაიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ინფორმაციას დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ბევრი მისი ნაცნობი ქალის დეპრესიულ მდგომარეობაზე საუბრობდა. ცნობილია, რომ მისი ერთადერთი, 19 წლის ქალიშვილი ლელა იტალიაში სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დედა ტრაგედიის წინა დღეს თურმე შვილს ციხეში შეხვდა.
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ამბობენ, რომ მან ვერ გადაიტანა შვილის დაპატიმრება და ნერვებმა უმტყუნა; ნაწილი კი
თვლის, რომ დედა შვილს უცხოეთის ციხეში მარტო ვერ მიატოვებდა. მათი თქმით, თეა ცხოვრებისთვის მებრძოლი, ენერგიული და პრობლემების გადამლახავი ქალი იყო, ამიტომ ვერ აუხსნიათ ტრაგედიის მიზეზი. როგორც ახლობლები ამბობენ, სიკვდილის წინ მან ქალიშვილს წერილი დაუტოვა..."

"გოგონას ბრალეულობა ჯერ არაა დამტკიცებული. ბოლო დღეებში ქალი შეუძლოდ გრძნობდა თავს, დასუსტებული იყო. რატომ ამტკიცებენ, რომ მიზეზი შვილთან ციხეში შეხვედრა იყო? გოგოს ის ტკივილიც ეყოფა, დედის გარეშე, მარტოდმარტო რომ დარჩა და იქ არავინ ჰყავს..."


"ლელამ ცოტა ხნით ადრე დაწერა სოციალურ ქსელში, რომ შეყვარებული იყო. ყველას გაგვიხარდა და გვინდოდა, ბედნიერი მომავალი ჰქონოდა. მერე უცებ შევიტყვეთ მისი დაჭერის ამბავი და ძალიან ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი გვაქვს. ძალიან გვინდა, სიმართლე გავიგოთ. ვფიქრობთ, ლელა იყო რაღაცის მსხვერპლი და ვიღაცამ უბიძგა მას დანაშაულისკენ. დარწმუნებული ვართ, მალე გავიგებთ სიმართლეს. დედაზე იყო მიკედლებული და სულ მარტო დარჩა უცხო ქვეყანაში..."

ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 24 მაისის ნომერში წაიკითხავთ

პ.ს. გარდაცვლილის ახლობელი "ფეისბუკის" მეშვეობით შემდეგ მიმართვას ავრცელებს: "თხოვნა მაქვს მეგობრებო! იტალიაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი თეა ნიკოლაიშვილის ირგვლივ ამტყდარია აჟიოტაჟი, რა აღარ დაწერეს ამ ვაიჟურნალისტებმა, სიმართლე შემდეგშია: თეას შვილს 19 წლის გოგოს გზა-კვალი აურია ერთ-ერთმა ემიგრანტმა ბიჭმა, ჩაადენინა დანაშაული, სიყვარულის სახელით, ეს ბიჭი გაქრა იტალიიდან, გოგონა დაიჭირეს, დედამ ვერ გაუძლო ამ უბედურებას და თავი მოიკლა... ეხლა ჭირისუფალმა ამ ჭორების გამარვცელებლებს სდიოს თუ თავის გაჭირვებაზე იფიქროს, ამ დროს გვერდით დგომა ვიცით ქართველებმა, ხოდა შევუმსუბუქოთ ეს ტვირთი ჭირისუფალს".


თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი