"მკვლელს მანქანაში ჰქონია სანადირო თოფი, გადმოიღო და ესროლა" - რატომ მოკლეს ბიზნესმენი სურამში? - გზაპრესი

"მკვლელს მანქანაში ჰქონია სანადირო თოფი, გადმოიღო და ესროლა" - რატომ მოკლეს ბიზნესმენი სურამში?

მოკლული 60 წლამდე ასაკის ბიზნესმენი მამია ბითაძეა. მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული კი, სურამის მკვიდრი კ.ტ.-ა.

როგორც kvirispalitra.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე თქმით, ბრალდებულის ვინაობა ოპერატიულად დადგინდა. ის მიმალვაშია და მის დასაკავებლად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

მომხდარის დეტალებზე მოკლულის კარის მეზობელს ვესაუბრეთ, რომლის ვინაობასაც,

მისი სურვილით არ ვამხელთ.

- საქმე სასტუმროს მშენებლობას შეეხება. სურამში, ტყეში ერთი ტრიალი მინდორია, რომელიც მამია ბითაძეს 49-წლიანი იჯარით გადასცა სახელმწიფომ, ამბობდნენ, იყიდაო, რაც სიცრუეა.

იქ უნდა აეშენებინა სასტუმრო. რაც ყველაზე მთავარია, ერთი ხეც კი არ უნდა მოჭრილიყო, უბრალოდ სასტუმრო იქნებოდა ტყეში. მამიამ არაერთგზის განაცხადა, რომ მშენებლობას ერთი ხეც კი არ შეეწირებოდა. მიუხედავად ამისა, სასტუმროს მშენებლობა უბნის ნაწილმა გააპროტესტა, მათი მტკიცებით, მშენებლობა ტყის საფარს შეუქმნიდა საფრთხეს. ამიტომ მშენებლობის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. რეალურად, ამ ხალხს ტყე კი არ ადარდებს, უბრალოდ, ფიქრობდნენ, რომ სასტუმრო მიმდებარედ მცხოვრებთ დამსვენებლებს წაართმევდა. გაგრძელება