"სამივე ახალგაზრდას თავში აქვს ტყვია მოხვედრილი" - საზარელი დანაშაულის დეტალები - გზაპრესი

"სამივე ახალგაზრდას თავში აქვს ტყვია მოხვედრილი" - საზარელი დანაშაულის დეტალები

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი პირი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

მეზობლების ინფორმაციით, ხობში გარდაცვლილი ახალგაზრდები ახლო მეგობრები იყვნენ და იარაღი ერთ-ერთ მათგანს ჰქონდა, რომელიც დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.

როგორც მეზობლებმა ტელეკომპანია "იმედს" განუცხადეს, არავინ იცის რა მოხდა. მათივე ინფორმაციიით, ახალგაზრდები სუფრასთან ისხდნენ, როდესაც ერთ-ერთის დედა სახლში დაბრუნდა ისინი გარდაცვლილები ნახა.

"სამივე ახალგაზრდას თავში აქვს ტყვია მოხვედრილი. დაცვის პოლიციაში მუშაობდა ერთ-ერთი და იარაღიც ჰქონდა", - აცხადებს ერთ-ერთი გარდაცვლილის მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ ხობში სამი ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ნახეს.