ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - გზაპრესი

ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ბათუმში, აეროპორტის გზატეკეცილის მიმდებარე დასახლებაში მცირეწლოვანი ოჯახის ახლობელმა მოკლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს.