ზუგდიდში ძმამ და დაჭრა - გზაპრესი

ზუგდიდში ძმამ და დაჭრა

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, ხოლო მამაკაცი იუსტიციის სახლთან დააკავეს.

გოგონას ჭრილობები მხრის და გულ-მკერდის არეში აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის ჰოსპიტალში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3-დან 6 წლამდე

თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.