დედა, 18 წლის ვაჟთან და რძალთან ერთად ნარკოტიკით მოიწამლა - შემთხვევისას სახლში 2 წლის ბავშვი იმყოფებოდა - გზაპრესი

დედა, 18 წლის ვაჟთან და რძალთან ერთად ნარკოტიკით მოიწამლა - შემთხვევისას სახლში 2 წლის ბავშვი იმყოფებოდა

ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

პორტალის ცნობით, ნარკოტიკული საშუალება დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ. ფაქტი "ინფო რუსთავს" თავად ქალმა დაუდასტურა, რომელმაც შვილთან და რძალთან ერთად ნარკოტიკები მიიღო.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა მარიხუანასთან ერთად სხვა ნარკოტიკული საშუალებაც გასინჯეს, რის გამოც გონება დაკარგეს და ცუდად გახდნენ. ახალგაზრდა მამაკაცმა მოასწრო და 112-ში დარეკა, სადაც განაცხადა რომ CO-თი მოიწამლნენ. შემთხვევის დროს ბინაში 2 წლის ბავშვიც იმყოფებოდა. (იხილეთ გაგრძელება და ვიდეო)