დედა, 18 წლის ვაჟთან და რძალთან ერთად ნარკოტიკით მოიწამლა - შემთხვევისას სახლში 2 წლის ბავშვი იმყოფებოდა
font-large font-small
დედა, 18 წლის ვაჟთან და რძალთან ერთად ნარკოტიკით მოიწამლა - შემთხვევისას სახლში 2 წლის ბავშვი იმყოფებოდა
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო, ინ­ფორ­მა­ცი­ას "ინფო რუს­თა­ვი" ავ­რცე­ლებს. ისი­ნი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან.

პორ­ტა­ლის ცნო­ბით, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა დე­დამ, მის­მა 18 წლის ვაჟ­მა და 22 წლის რძალ­მა ერ­თად მი­ი­ღეს, რის შემ­დე­გაც ისი­ნი ცუ­დად გახ­დნენ. ფაქ­ტი "ინფო რუს­თავს" თა­ვად ქალ­მა და­უ­დას­ტუ­რა, რო­მელ­მაც შვილ­თან და რძალ­თან ერ­თად ნარ­კო­ტი­კე­ბი მი­ი­ღო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა მა­რი­ხუ­ა­ნას­თან ერ­თად სხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაც გა­სინ­ჯეს, რის გა­მოც გო­ნე­ბა და­კარ­გეს და ცუ­დად გახ­დნენ. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა მო­ას­წრო და 112-ში და­რე­კა, სა­დაც გა­ნა­ცხა­და რომ CO-თი მო­ი­წამლნენ. შემ­თხვე­ვის დროს ბი­ნა­ში 2 წლის ბავ­შვიც იმ­ყო­ფე­ბო­და. (იხილეთ გაგრძელება და ვიდეო)
ბეჭდვა