პრეზიდენტის სიძეს სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი - ვინ არის მინდია გოგოჭური? - გზაპრესი

პრეზიდენტის სიძეს სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი - ვინ არის მინდია გოგოჭური?

მინდია გოგოჭური პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. ექიმის თქმით პაციენტს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

"ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის და ასევე გამჭოლი ჭრილობები წვივების შუა მესამედში. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ინსტრუმენტული კვლევები, აღენიშნე ბა დიდი წვივის ძვლისდამსხვრეული მოტეხილობა. ქირურგიულ და ტრავმატოლოგიური ბრიგადის მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება", განაცხადა ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მას მერე, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, შეიძლება ითქვას, რომ გამუდმებით თან სდევს სიძის, მისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის მაშო ჩიჩუას მეუღლის, მინდია გოგოჭურის სკანდალური ამბები.

გოგოჭურის გვარი არაერთხელ ფიგურირებდა კრიმინალურ საქმეებში. ambebi.ge-ის მასალაში ვკითხულობთ: "მისი სახელი 2013 წელს მომხდარი დაჭრის ამბავში ფიგურირებდა, დაპირისპირება გოგოჭურსა და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო). ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა". გაგრძელება