პრეზიდენტის სიძეს სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი - ვინ არის მინდია გოგოჭური?
font-large font-small
პრეზიდენტის სიძეს სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი - ვინ არის მინდია გოგოჭური?
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.

მინ­დია გო­გო­ჭუ­რი პირველი ლედის, მაკა ჩი­ჩუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლის, მაშო ჩი­ჩუ­ას მე­უღ­ლეა. ექიმის თქმით პაციენტს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

"ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის და ასევე გამჭოლი ჭრილობები წვივების შუა მესამედში. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ინსტრუმენტული კვლევები, აღენიშნე ბა დიდი წვივის ძვლისდამსხვრეული მოტეხილობა. ქირურგიულ და ტრავმატოლოგიური ბრიგადის მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება", განაცხადა ექიმმა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომხდარის გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 3-დან 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მას მერე, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა, შეიძლება ითქვას, რომ გამუდმებით თან სდევს სიძის, მისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის მაშო ჩიჩუას მეუღლის, მინდია გოგოჭურის სკანდალური ამბები.

გოგოჭურის გვარი არაერთხელ ფიგურირებდა კრიმინალურ საქმეებში. ambebi.ge-ის მასალაში ვკითხულობთ: "მისი სახელი 2013 წელს მომხდარი დაჭრის ამბავში ფიგურირებდა, დაპირისპირება გოგოჭურსა და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა (ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო). ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა". გაგრძელება
ბეჭდვა