"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი - გზაპრესი

"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი

შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მათი ძებნა იმავე დღეს, შეტყობინების შესვლისთანავე, დაიწყეს. ცოლ-ქმარი, სამწუხაროდ, გარდაცვლილები ნახეს, ბიჭუნას ცხედარი კი მაშველებმა დღეს იპოვეს.

თავდაპირველი ინფორმაციით, გრდაცვლილებს თითქოს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა როგორც kvirispalitra.ge-ისთვის ცნობილი გახდა, საქმე უბედურ შემთხვევასთან კი არა, მკვლელობასთან გვაქვს და სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილიც უკვე დააკავეს.

როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. ისინი უკვე 7 წელია ცხოვრობდნენ მარნეულში.

დუშეთის რაიონის მერის, ზურაბ სეხნიაშვილის განცხადებით, მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული.

“ჩემი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ ანახა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვი ჰყავდა გადამალული. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სავარაუდოდ. ამ დროისთვის ჩემი ინფორმაციით, მცირეწლოვანს თოფი აქვს ნასროლი. კონფლიქტი მოზარდის მშობელსა და მწყემსს შორის ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა და სავარაუდოდ, თოფი ესროლა. ეს არის ვერსია. მწყემსი დაკავებულია“, - განუცხადა სეხნიაშვილმა "ინტერპრესნიუსს".