შვილმკვდარმა დედამ 4 წლის ბავშვი ბალიშით გაგუდა
font-large font-small
შვილმკვდარმა დედამ 4 წლის ბავშვი ბალიშით გაგუდა

ვხედავდი, ლიზი როგორ იტანჯებოდა, ფეხებს აფართხალებდა...

მკვლელს მოკლული ბავშვი ელანდებოდა


4 წლის ლიზი შენგელიას შემზარავი მკვლელობის დეტალები 11 ნოემბერს გაცხადდა. სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, შენგელიების ბიცოლა, 38 წლის მზია ნინუა დააკავეს. თურმე მან ჯერ თავის მეუღლესთან აღიარა ბავშვის მკვლელობა და შემდეგ პოლიციელებს დეტალურად უამბო, როგორ გაგუდა ბალიშით 4 წლის პატარა. ეს აღიარება მოკლულის ოჯახის წევრებისთვის სრული შოკი იყო. შენგელიებმა ბავშვის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მოსვენება დაკარგეს და ცდილობდნენ, დაედგინათ მისი სიკვდილის მიზეზი. მათ ვერ აეხსნათ, რატომ დაიღუპა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი. სწორედ ამის დასადგენად, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ამ დასკვნის მოლოდინში იყვნენ, როცა ყველაფერი გაცხადდა და შოკის მომგვრელი ამბავი შეიტყვეს. მათი შვილი ბიცოლას მოეკლა.

აი, რა გვიამბო პატარა გოგონას დედამ, ლელა ახალაძემ:

- სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში ვცხოვრობ, ოჯახთან ერთად. ორი შვილი მყავდა. უფროსი გოგონა, ლიზიკო, 4 წლის იყო, პატარა ბიჭი 2 წლის მყავს. ამ სახლში ჩვენთან ერთად, ჩემი მაზლი და მისი ოჯახიც ცხოვრობს. ჩვენთან სტუმრად ხშირად მოდიოდა ჩემი მეუღლის ბიცოლა, მზია ნინუა. მას ამ ზაფხულს მდინარე ცხენისწყალში 11 წლის შვილი დაეხრჩო. შვილმკვდარი დედა გვეცოდებოდა და ვცდილობდით, მისთვის ტკივილი შეგვემსუბუქებინა. ის ჩვენი სახლიდან 2 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. სახლში რომ მოდიოდა, პატარებს ეთამაშებოდა. ზოგჯერ ჩვენთანაც რჩებოდა ღამით და ჩვენც დავრჩენილვართ მასთან. მკვლელობამდე, მოვიდა და ლიზიკოს უთხრა, - წამო, ჩემს სახლში წაგიყვან, კანფეტებს და "პეჩენიებს" გიყიდი, მაცივარში ქათმის ბარკლები მაქვს და იმასაც შეგიწვავო. იმ დღეს ბავშვი არ გაჰყვა. ამ საუბრიდან მესამე დღეს ბავშვი მაინც წაიყვანა. ჩემი შვილი მარტო არასოდეს დამიტოვებია და ვფიქრობ, ამიტომ ავფორიაქდი, სხვა საფუძველი არ მქონდა. ჩემს მამამთილს ვუთხარი, - წამომყევი, ბავშვი წამოვიყვანოთ-მეთქი. რომ მივედით, ბავშვი სახლის ზედა სართულზე ჰყავდა აყვანილი, იქვე იდო ჩანთა, რომელშიც სათამაშოებს ულაგებდა ლიზიკოს. ძირს დაყრილი წამლები შევნიშნე და მზიას მაშინვე ვკითხე, - რა წამლები ყრია-მეთქი? მითხრა, - თავის ტკივილის წამლებიაო. სიმართლე გითხრათ, ის წამლები არ ამიღია და არ დამითვალიერებია. ბავშვი წამოვიყვანე და სახლში დავბრუნდით. სამშაბათი დღე იყო, ისევ რომ მოვიდა, ბავშვს გაეთამაშა და ისევ წაყვანა შესთავაზა. 

ლიზიკომაც მოინდომა წასვლა და მეც არ ვუთხარი უარი. 28 ოქტომბერი იყო, ვიცოდი, ბავშვი იქ რომ დარჩებოდა ღამით. საღამოს 7 საათზე მზიას მესიჯი მივიღე, - შენს შვილს ფეხები დავბანე, დავუთბილე და დავაწვენო. ვიცოდი, სახლში მზიას 19 წლის გოგო, მაიაც იყო, მზიას დედა - ლალი და ვფიქრობდი, ბავშვს ყურადღებას არ მოაკლებდნენ. საღამოს 10 საათი ხდებოდა, მზიას ძმამ რომ დამირეკა, - შენი შვილი მოწყენილია, მოდი და ბავშვი წაიყვანეთო. - იქნებ თქვენ მომიყვანოთ-მეთქი? ტელეფონი როგორც კი დავდე, მაშინვე მზიას დედამ, ლალი ნინუამ დამირეკა, აფორიაქებული იყო და მითხრა, - მოდი ჩქარა, შენი შვილი ცოცხალი აღარ არისო. ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა, მაშინვე გავიქეცით. იქ რომ მივედით, საშინელება დაგვხვდა. სახლთან პოლიცია და "სასწრაფო" იდგა. ვყვიროდი, - მითხარით, სად არის ჩემი შვილი, ჩემი ლიზი მანახვეთ-მეთქი. ოთახში რომ შევედი, ბავშვი საწოლში იწვა, ხელ-ფეხი და ყბა ახვეული ჰქონდა. თავთან ედგნენ მზია ნინუა, მისი ქალიშვილი - მაია და დედამისი, ლალი ნინუა. ვყვიროდი, - მითხარით, ჩემს შვილს რა დაემართა-მეთქი? სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი და რამდენიმე საათში ცოცხალი აღარ მყავდა.

- რა გითხრათ მზიამ?
- არ ვიცი, რა მოხდა, ბავშვი საწოლში დავაწვინე, მერე ოთახში რომ ავაკითხე, უკვე გარდაცვლილი იყოო. პოლიციელებმაც დაათვალიერეს ჩემი გაყინული შვილი და მითხრეს, არანაირი დაზიანება გარეგნულად ბავშვს არ აღენიშნება, ამიტომ გირჩევთ ექსპერტიზის ჩატარებასო. ბავშვი სახლში გადმოვასვენეთ. ჩემი მეუღლე თბილისში მუშაობდა და იქ გაიგო, რა უბედურებაც დაგვატყდა თავს. ძალიან ლამაზი შვილი მყავდა, ისეთი ნიჭიერი და ჯანმრთელი იყო, ვერ წარმოიდგენთ. ბაღშიც დამყავდა. იქაც გამორჩეული იყო. მზია და მისი ოჯახის წევრები დაკრძალვამდე სულ დადიოდნენ ჩვენთან. მზია ტიროდა... თურმე შვილი მომიკლა და მსახიობობდა. ფსალმუნებსაც უკითხავდა ჩემს პატარას. მეც მეუბნებოდა, - შვილმკვდარი დედა ვარ, მე გასწავლი, რა უნდა წაუკითხო შენს შვილს, ეს ლოცვები წაუკითხეო. ბავშვის სურათიც კი გაადიდა და მოიტანა. რას წარმოვიდგენდით, რომ ჩემი შვილის მკვლელი ჩვენ თვალწინ ტრიალებდა? ექსპერტიზის ჩატარებაზე ვორჭოფობდით, არ გვინდოდა ბავშვის გაჭრა, მაგრამ დაკრძალვის წინადღეს გადავწყვიტეთ, ექსპერტიზა ჩაგვეტარებინა, მიზეზი ხომ უნდა გვცოდნოდა? ექსპერტიზა რომ ვახსენეთ, მზია, მისი გოგო და დედა ძალიან შეშინდნენ, სამივეს სახეზე დაეტყო, რომ ეს არ უნდოდათ, მაგრამ ექსპერტიზა ჩავუტარეთ და დღემდე დასკვნას ველოდებოდით.

- ბავშვს რაიმე კვალი არ ეტყობოდა?
- ტუჩთან პატარა დაზიანება ჰქონდა, მოჭმულივით იყო. ეტყობა, ბავშვი წინააღმდეგობას უწევდა და სიმწრით მოიჭამა ტუჩი. ბავშვს პირი ნერწყვით ჰქონდა სავსე. ეს ქალი სულ იძახდა, ახალ წლამდე ვიღაც უნდა გავამწაროო. სულ ვეუბნებოდი, ასეთ რამეს რატომ ამბობ, შვილმკვდარი დედა ხარ-მეთქი. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემი გამწარება ჰქონდა ჩაფიქრებული?
- თუ ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ გაქვთ, როგორ გაირკვა, რომ შვილი მან მოგიკლათ?
- ამ ქალზე ეჭვი არ მიგვიტანია. ამას რას წარმოვიდგენდით? თვითონ აღიარა ქმართან ყველაფერი. მაგიდას მიუსხდნენ თურმე საჭმელად, მზია არ ჭამდა. ქმარს უკითხავს, - რა გჭირს, საჭმელს რატომ არ ჭამო? უთქვამს, - იმ ამბის შემდეგ ლიზი არ მასვენებს, სულ თვალწინ მიტრიალებს მისი სახე და თმას მწიწკნის, მე დავღუპე ეს ბავშვი, ბალიშით გავგუდეო. მერე პოლიციაშიც აღიარა დეტალურად ყველაფერი, თუ როგორ მომიკლა ჩემი ლამაზი ლიზი: - გარდაცვლილი შვილის სურათებს ვათვალიერებდი, ამის მერე ლიზის დაჭერა დავუპირე, მაგრამ გამექცა, მაინც დავიჭირე და ბალიშით გავგუდეო. ამ ქალს ფსიქიკური პრობლემა არ ჰქონდა. ახლა შეიძლება თავი გიჟად მოაჩვენოს ყველას, მაგრამ ის შეურაცხადი არ არის. აზროვნებს კარგად. თუ გიჟია, მაშინ თავისი შვილი რატომ არ მოკლა და ჩემი რატომ მოკლა? 19 წლის გოგო ჰყავს და ის მოეკლა. მოვითხოვ, დაისაჯოს ის გოგოც და მზიას დედაც. სამივენი ჩემი შვილის მკვლელობის თანამონაწილეები არიან. მზიას შვილს უთქვამს, - ვხედავდი, ლიზი როგორ იტანჯებოდა, ფეხებს აფართხალებდა და მერე მუცელიც გაებერაო. ამას შორიდან უყურებდა? მოვითხოვთ, ისინიც მიუსხდნენ მკვლელს გვერდით! ეს თუ იცოდნენ, ამდენ ხანს რატომ იყვნენ ჩუმად? არ გავჩუმდებით, სანამ ყველანი უმკაცრესად არ დაისჯება!

GzaPress

- ოჯახებს შორის კონფლიქტი ხომ არ იყო? რატომ უნდა მოეკლა თქვენი შვილი?
- არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. ჩემი ქმრის ბიძამ საერთოდ არაფერი იცოდა. მანამდეც თურმე სულ ეჩხუბებოდა, სხვისი ბავშვები ნუ მოგყავსო. ჩვენი შვილები მიიჩვია. ჩემს მაზლის შვილებსაც ეფერებოდა, ისინიც მიჰყავდა თავისთან. ვფიქრობ, მას განზრახული ჰქონდა ჩვენი სახლიდან რომელიმე ბავშვი მოეკლა. მე-3 კლასელია ჩემი მაზლის შვილი, ავადმყოფობს. ბავშვს ძილში ასლოკინებს. ერთხელ ჩვენთან დარჩა მზია, იმ ღამით თურმე მძინარე ბავშვს შუბლზე ხელი დაადო, თავზე საბანი გადააფარა და ახრჩობდა. ბავშვს გამოეღვიძა და ამის შესახებ გვიამბო, მაგრამ არ დავუჯერეთ. მეორე დილით თვითონაც თქვა, - ბავშვს იმდენი რამე გავუკეთე, მაგრამ სლოკინი მაინც ვერ შევუჩერეო. არ დაგვიშვია, რომ ბავშვის გაგუდვა უნდოდა, მაგრამ დრო იხელთა და შვილი მომიკლა. რომ შემეტანა რამეში ეჭვი, ბავშვს გავაყოლებდი? - მზია ბებო, მზია ბებო, - ასე ეძახდა ჩემი შვილი და დასდევდა. მითხარით, ამ საშინელების მერე რა ჭკუაზე უნდა ვიყო?

შენგელიების მეზობელი მარიკაც დამნაშავის დასჯას ითხოვს:
- შოკირებული ვართ ყველანი. ყველა ამბობს, რომ ბავშვი მზიამ გაგუდა. არადა, ეს ქალი სულ აქ ტრიალებდა. თავიდან ბევრი ვერსია იყო, - ზოგი ამბობდა, მენინგიტით დაიღუპაო. ექსპერტიზა რომ გადაწყვიტეს, მზიას უთქვამს მეზობლისთვის, - ახლა რა მეშველება, მე მომადგებიანო, მაგრამ არც მაშინ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის ვინმეს ყურადღება. იფიქრეს, - რადგან მის სახლში მოხდა, ამიტომ განიცდიდა ამას. მას უღიარებია პოლიციაში ყველაფერი, უთქვამს, - ხელით გავგუდეო. რატომ მოკლა ბავშვი, არ ვიცით. როგორი ცოცხალი, ენერგიული ბავშვი იყო, იცით? ყველას თავს აყვარებდა, ისეთი გოგონა იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. მზია ნინუა დანაშაულს აღიარებს და მის წინააღმდეგ საქმე 109-ე მუხლით, - დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობით აღიძრა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულში გადაიყვანეს, თუმცა, ამ ინფორმაციას არ ფლობენ მოკლულის ოჯახის წევრები. ბავშვის ბიძის, სულიკო კალანდაძის თქმით, მზია ნინუა ფსიქიკურად შეურაცხადი არ არის. "ის ყველაფერს კარგად აანალიზებს. ფსიქიატრიულში რა უნდა მაგას, ახლა შეიძლება მოაჩვენოს ვინმეს გიჟად თავი, მაგრამ გიჟი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. ამას ვერ შევეგუებით, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მან დეტალურად თქვა ყველაფერი. ახლა ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით და ამით უფრო გამყარდება მისი ბრალეულობა. ეს ქალი მკვლელია, უჭკვიანესი ლიზის მკვლელი! თავს რომ იგიჟებს, ამას ვერ შევეგუებით, ისედაც გამწარებულია ოჯახი".
ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (41)
22.01.2015
უფალო დაგვიფარე ასეტი განსაცდელისგან ყველა მარტლაც რომ სჰემზარავი ამბავია უფალო ნატელსჰი ამყოფე პატარა ლიზიკო სანტელ საკმელ არმოკლებოდეს მის უმანკო სულს.მის მსობლებს გადზლება მიეცი უფალო ვიზიარებ მატ დიდ მცუხარებას
მზია
19.01.2015
თავდაგმა უნდა დაკიდო დედა და სვილი და ცეცხლი უნდა სჰეუნტო სჰვილმა რატომ არ სჰეუსჰალა ხელი ეცჰვი მეპარება ტავიანტიც მაგატ ხო არ დაახრცჰვეს ცკალს ჰი
ეკა
31.12.2014
სულ დამბურძგლა...
მანანა
30.11.2014
შეიძლება კიდევ აღიაროს ვინმეს მკვლელობა ამ დედაშვილმა....ვინ იცის,რამდენი ყავთ გაგორებული,ამ სექტანტებს და ეშმაკის მსახურებს
ინკუბუსია ალბათ
29.11.2014
უმკაცრესად დაისაჯოს! გული შემეკუმშა ეს რა ხდება ქვეყანაზე...
ნინო
28.11.2014
ღმერთო შენ გვიშველე !!!
ნინო
27.11.2014
Gმერტო სჰენ უსჰველე სულიტ მახინჯ ხალხს სადაა ამდენი ბოროტება ?იმქვეყად Mისვლის მაინც არესჰინიატ?ფუუ Aდამიანის ადამიანობას...
Lუსი
27.11.2014
Gმერტო სჰენ უსჰველე სულიტ მახინჯ ხალხს სადაა ამდენი ბოროტება ?იმქვეყად Mისვლის მაინც არესჰინიატ?ფუუ Aდამიანის ადამიანობას...
Lუსი
26.11.2014
ჯოჯოხეტიც ცოტა მათთვის არვიცი რა ხალხი კოფილა ის ქალიც დედაც და შვილიც უნდა გამოიყვანონ სახალხოდ მიუკიდონ ცეცხლი და ცოცხლად დაწვან ღირსები არია.ნ სიცოცხლისთვის ზედმეტნი არიან რაც მაგათ გაკეთს.ეჰ დედის ტანჯვას და ტკივილს ვერაფერი მოუშუშებს ვერც მატი დასჯა და ვერც ვერაფერი ბავშვიც დაგუპეს და ოჯახიც გამცარეს მაგ უგმერთობმა.ღმერთმა ნათელში უმკოფოტ პატარა ლიზი ია და ვარდი ჰფენოდეს მის სავალ გზას ნატელი და სანტელი არ მოჰკლებოდეს მის პატარა სულს
ნათია
23.11.2014
მგონი რაღაც სექტასთან გვაქვს საქმე.მასეთები უნდა განადგურდეს ყველა!
ანა
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2443 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი