"მკვლელი ბიზნესმენის სახლთან იყო ჩასაფრებული და მის მოსვლას ელოდებოდა... ზედიზედ 5-6-ჯერ გაისროლა" - გზაპრესი

"მკვლელი ბიზნესმენის სახლთან იყო ჩასაფრებული და მის მოსვლას ელოდებოდა... ზედიზედ 5-6-ჯერ გაისროლა"

ამ დრომდე მკვლელობის მოტივიც არ ხმაურდება. შემზარავი ტრაგედია თბილისში, დოლიძის 29 ნომერთან მოხდა. სავარაუდოდ, დამნაშავე ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლთან იყო ჩასაფრებული და მის მოსვლას ელოდებოდა. საღამოს საათებში ლევან სიგუა სახლში მანქანით დაბრუნდა. როგორც ჩანს, მანქანიდან გადმოსულს ბოროტმოქმედმა ტყვიები დაახალა, ამის შემდეგ დამნაშავე თავის მანქანაში ჩაჯდა და ელვის სისწრაფით გაუჩინარდა.

მიყენებული ჭრილობებით ლევან სიგუა საცხოვრებელ კორპუსთან გარდაიცვალა. როგორც ჩანს, სროლის ხმა გაიგეს მეზობლებმა, მაგრამ სიტუაციის გასარკვევად ეზოში გასვლა არავის უცდია. როგორც იქ მაცხოვრებლები ამბობენ, გამვლელმა შენიშნა ძირს დაგდებული მამაკაცი და მან ატეხა ხმაური. სამწუხაროდ ლევანს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარი პოლიციას შეატყობინეს და საქმეში ძალოვნები ჩაერთვნენ. დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და პოლიციელები. ამ დრომდე ლენტით არის შემოსაზღვრული დანაშაულის ადგილი. მკვლელობის ადგილი დოლიძის პოლიციის ქვეგანყოფილებიდან რამდენიმე მეტრშია, სავარაუდოდ იქამდეც მიაღწევდა გასროლის ხმა.

მეზობლები ამბობენ, რომ ჩხუბის ხმა არ გაუგიათ. გაგრძელება