ქალმა ქმრის ტაბელური იარაღით ერთი საყვარელი მოკლა, რომ მეორეს ცოლად გაჰყოლოდა...
font-large font-small
ქალმა ქმრის ტაბელური იარაღით ერთი საყვარელი მოკლა, რომ მეორეს ცოლად გაჰყოლოდა...

ადვოკატი: ასე გამაცურა მეც



შემზარავი დანაშაული, რომლის დეტალებზეც დღეს გიამბობთ, 9 წლის წინ მოხდა. 2005 წლის 3 ნოემბერს, კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში 41 წლის ირმა ნადირაძემ თავისი მეგობარი მამაკაცი, რეზო თხილიშვილი საშინელი წამებით მოკლა. არადა, რეზო ამ ქალის ცოლად შერთვას აპირებდა, ორი წელი ერთად დადიოდნენ, ოჯახის წევრებსაც გააცნო. ირკვევა, რომ ირმას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, - რეზოს მოცილება სურდა და ეს განახორციელა კიდეც.
ქალმა ლამისყანის მინდვრებში "მაკაროვის" პისტოლეტიდან გასროლით რეზო მოკლა. ამის შემდეგ თხილიშვილის "ჟიგული 07" მარკის ავტომანქანას 3 ლიტრი ბენზინი გადაასხა და ცხედარი შიგნით ჩაიფერფლა. მეორე დღეს იპოვეს დანახშირებული ცხედარი, მაგრამ ეს მკვლელობა 9 წლის შემდეგ გაიხსნა.

მართალია, საქმე მაშინვე აღიძრა, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა და დამწვრობის მიუხედავად, თავის ქალაზე აღმოჩნდა ნატყვიარი, მაგრამ დამნაშავე არ დაუკავებიათ. ძალოვანებმა მაშინ იარაღის მფლობელის ვინაობაც დაადგინეს. მკვლელობა ტაბელური "მაკაროვით" იყო ჩადენილი და ეს იარაღი ირმა ნადირაძის პოლიციელ ქმარს, გიორგი ნადირაძეს ეკუთვნოდა.
გამოძიების მტკიცებით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. დადგინდა, რომ ირმა ნადირაძე 2005 წლიდან დღემდე სხვადასხვა სახელითა და გვარით პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელს. შიდა ქართლის პოლიციამ ის ხაშურში დააკავა და მისი აღიარებითი ჩვენების ფრაგმენტიც გაავრცელა.
"სოფელ ლამისყანაში, უკაცრიელ ადგილას რომ მივედით, მანქანიდან გადმოვედი, ჩანთაში მქონდა იარაღი, ამოვიღე და პირდაპირ თავში ვესროლე. ამის მერე საწვავი მოვასხი მანქანას და დავწვი, მერე თბილისისკენ ფეხით წავედი"... - ამბობს ნადირაძე. როგორ გაიხსნა დანაშაული, ამ დეტალებზე ძალოვანები არ საუბრობენ.

GzaPress
ირმა ნადირაძის ადვოკატმა, ფრიდონ მაღრაძემ ჩემთან დეტალურად ისაუბრა საქმის შესახებ და არც თავისი ეჭვები დაუმალავს. ისიც მითხრა, - არ არის გამორიცხული, გამოძიებას ბრალდებულთან სხვა კითხვებიც გაუჩნდესო. საქმე ეხება 2007 წელს თბილისში მომხდარ კიდევ ერთ მკვლელობას: ირმა ნადირაძის ქმარი, პოლიციის მაიორი, გიორგი ნადირაძე საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მას დანით 6 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ეს მკვლელობა დღემდე გაუხსნელია. ქმრის მკვლელობასთან აქვს თუ არა კავშირი ირმა ნადირაძეს და პროკურატურას - მის წინააღმდეგ სამხილი, ამას მოგვიანებით შევიტყობთ, თუმცა ფაქტია, ქმრის დაღუპვის შემდეგ ირმა ქმრის გვარზე გადავიდა და მის კვალს 9 წელი ვერავინ მიაგნო. ჩვენი წყაროს მტკიცებით, თურმე ნადირაძის მეზობელი თავის ჩვენებაში ამბობს, - დავინახე, ირმა როგორ რეცხავდა სისხლიან დანასო. მაშინ რატომ არ დაისაჯა ირმა ნადირაძე, უცნობია. როგორც ჩანს, თხილიშვილის საქმეშიც საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა პროკურატურას და ამიტომ გადაწყვიტა, საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა ბრალდებულთან. აღიარების სანაცვლოდ, ბრალდებულმა ქალმა შეღავათი მიიღო, პოლიციამ კი - გახსნილი საქმე.
ბრალდებულის ქმედებები გამაოგნებელია. ამ დღეებში მან თურმე თავისი ადვოკატიც მოატყუა და დაპირებული გასამრჯელოც არ გადაუხადა.

ფრიდონ მაღრაძე, ირმა ნადირაძის ადვოკატი:
- ახალგაზრდა ქალმა დამირეკა და მითხრა, რომ ადვოკატი სჭირდებოდა. მივედი იმ ადგილას, სადაც დამითქვა შეხვედრა. ვითარებაში გავერკვიე, გავაფორმეთ ხელშეკრულება და შევთანხმდით, რომ გასამრჯელოს, 500 ლარს გადამიხდიდა. ჩავერთე საქმეში. დიდხანს არ ვყოფილვარ მისი დამცველი, რადგან ყველაფერი ორ დღეში დასრულდა - საპროცესო გაუფორმეს. მან აღიარებითი ჩვენება მისცა, სადავო არაფერი იყო. დადგენილია, რომ ირმა ნადირაძემ თავისი საყვარელი, რეზო თხილიშვილი ქმრის პისტოლეტით მოკლა. ამ დროს მეუღლესთან გაცილებული არ იყო, მაგრამ პარალელურად საყვარელიც ჰყავდა. როგორც თვითონ ამბობს, რეზოს გარდა, კიდევ ერთი საყვარელი ჰყავდა, პროფესიით - ექიმი. ის კაცი მეუღლეს გაშორებული იყო და ნადირაძეს თურმე ცოლობას სთხოვდა. ირმას უნდოდა, ქმარს გასცილებოდა და ექიმს გაჰყოლოდა, მაგრამ ამბობს, - ამის უფლებას რეზო არ მაძლევდა, ვერ ვიშორებდიო, - ამიტომ ჩაუჯდა მანქანაში, მიიყვანა სოფელში ისეთ ადგილას, სადაც ხალხი არ იყო და თავში ესროლა. მერე 3 ლიტრი ბენზინი გადაასხა მის მანქანას და დაწვა. ამის მერე სახლში დაბრუნდა. ამ დროს მის ქმარს პოლიციაში უკვე შეტანილი ჰქონდა განცხადება იარაღის დაკარგვის თაობაზე. იარაღი უკან მიიტანა, ერთი ტყვია აკლდა. მან პირდაპირ უთხრა ქმარს, - კაცი მოვკალიო. მისი ქმარი, პოლიციის მაიორი გიორგი ნადირაძე კარგად ხასიათდება. მაშინ რატომღაც არავინ დასჯილა, თუმცა საქმეში არის გიორგი ნადირაძის ჩვენებაც. ის ამბობდა, რომ მისმა ცოლმა წაიღო იარაღი. კარგა ხნის შემდეგ გიორგი ნადირაძეც მოკლეს. ეს საქმეც დღემდე გაუხსნელია. თხილიშვილის მკვლელობის საქმე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაიხსნა. მან მითხრა, - მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილებიც მყავსო, - მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, სიმართლეს ამბობს თუ ტყუის. როცა მისი დაცვა დავასრულე, ვუთხარი, - შენი ოჯახის წევრების ნომრები და მისამართი მომეცი-მეთქი. ჰონორარი ხომ უნდა მიმეღო? - ეს ჩემი მეუღლის ტელეფონიაო, - მიპასუხა და ნომერი და მისამართიც დამიწერა. არც ეს ნომერი აღმოჩნდა სწორი და არც მისამართი. როცა ხელმეორედ შევხვდი, ვუთხარი, - რატომ მომატყუე-მეთქი? მიპასუხა, - არ მინდა, ჩემმა ოჯახმა გაიგოს, რომ დამიჭირესო. ასე გამაცურა მეც. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. თვითაღიარება "გაუკეთა" პოლიციამ და ამიტომ 5 წელი მიუსაჯეს რეალური სასჯელი და 4 წელი - პირობითი. პოლიციამ მის საქმეში არ მიუთითა, რომ ის ძალოვანებმა დაიჭირეს. ისე გაფორმდა, თითქოს ბრალის აღიარებით გამოცხადდა და ამით შეუმსუბუქდა მდგომარეობა. ახლა ნადირაძის საქმეზეც მიდის მუშაობა. იმ საქმეშიც ბევრი კითხვა არსებობს. არის მეზობლების საყურადღებო ჩვენებები. ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ.

ადვოკატმა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების ფრაგმენტიც გამაცნო:
"მე ირმა კობლიაშვილი ვიყავი, მაგრამ ქმრის სიკვდილის შემდეგ მის გვარზე გადავედი... როცა გვამი იპოვეს კასპში, 2005 წლის 20 დეკემბერს დამკითხეს. გამოძიებას ნაწილობრივ ცრუ ჩვენება მივეცი. ახლა ვამბობ სრულ სიმართლეს. 2005 წელს, თბილისში ვცხოვრობდი, დიდ დიღომში, მეუღლესთან, გიორგი ნადირაძესთან და შვილთან ერთად. მეგობრისგან გავიცანი რევაზ თხილიშვილი და მისი და, ქეთინო. ისინი სოფელ აღაიანიდან იყვნენ, თბილისში ნაქირავებში ცხოვრობდნენ. კარგი ურთიერთობა გადაიზარდა სქესობრივ კავშირში. რეზოს "07" მარკის მანქანა ჰყავდა და "ტაქსაობდა". მას შევუყვარდი. ვგრძნობდი, ვერ ვიცილებდი. ვთხოვე, დავშორებულიყავით. მერე გავიცანი ექიმი, რომელთანაც იგივე ურთიერთობა მქონდა, ის ცოლობას მთხოვდა. მისთვისაც თანხმობა არ მითქვამს. ამ ურთიერთობის შესახებ შეიტყო რეზომ, ის ცოლობას მთხოვდა, ვერ ვიშორებდი და მოვკალი..."
ამ ვერსიის არ სჯერათ მოკლული რეზო თხილიშვილის ოჯახის წევრებს. მათ კასპის რაიონის სოფელ აღაიანში ჩავაკითხე...

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (8)
28.02.2015
მანიაკი მკვლელია პლიუს ავხორცი რათ უნდა მაგას გარჩევა. ნორმალური ქალი რაც არ უნდა გაფაეტანა დამიჯერეთ ცივსისხლიან მკვლელად ვერ იქცეოდა. ასე მარტივი არაა სადისტი რომ გახდეს ადამიანი.
ირმა
02.12.2014
ახურებული ბოზი!!!ყველა ქალი ქალია?
111
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი