გიორგობას მომხდარ ავტოავარიას ცოლ-ქმარი და 2 შვილი ემსხვერპლა - გზაპრესი

გიორგობას მომხდარ ავტოავარიას ცოლ-ქმარი და 2 შვილი ემსხვერპლა

მუსხელიშვილების ოჯახი ვაზისუბნის მე-2 მიკრო რაიონში ცხოვრობდა. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით კაზრეთში სტუმრად ყოფილან.

იქიდან მომავალი ოჯახი, - ცოლ-ქმარი, 2 შვილით, ავტოავრიაში მოჰყვა.

როგორც ოჯახის ახლობლები და მეგობრები ამბობენ, ცოლს ნასვამი მეუღლე საჭესთან არ დაუსვამს, - რაიმე უბედურებას არ გადაგვყაროო და საჭეს თავად მისჯდომია. როგორც ირკვევა, ავტომანქანა ბუნებრივ აირზე იყო. საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილთან შეჯახებისას, ბუნებრივი აირის ბალონი გასკდა, აფეთქდა და შიგ მსხდომი ცოლ-ქმარი და ორი შვილი - 7 წლის მარი და 12 წლის მერაბი მაქანაში გამოიწვა. ჭირისუფალმა 2 კუბოში განაწილებული გადარჩენილი ნაწილების დაკრძალვა შეძლო.

ახლობლები მომხდარი ტრაგედიით განადგურებულები არიან. ამბობენ, რომ ძალიან თბილი, ტკბილი და ლამაზი ქართული ოჯახი იყო.

სოფო ჭონშვილი, სპეციალურად საიტისთვის

GzaPress

GzaPress

GzaPress

GzaPress