მორიგი ვანდალური ფაქტი რუსთავში (ფოტოების ნახვა სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის არ შეიძლება)
font-large font-small
მორიგი ვანდალური ფაქტი რუსთავში (ფოტოების ნახვა სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებისთვის არ შეიძლება)
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მკვდარი ძაღლი პროტესტის ნიშნად რუსთავის მერიის წინ დაგვედო...



თამაზ ელიზბარაშვილი ”ფეისბუკის” გვერდზე რუსთავში მომხდარი ფაქტის შესახებ საუბრობს:


”ადამიანის სისასტიკეს რომ საზღვარი არ აქვს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით...

რუსთავიდან დარეკა ქალბატონმა და გვაცნობა, რომ შარტავას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლი საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას.

ადგილზე მისულ ჩვენს ბრიგადას, შემზარავი სურათი დახვდა...

ქართული ქოფაკი სასიკვდილოდ გაუმეტებია არაადამიანს...

გარეგნული დათვალიერებით, ძაღლი იყო ცეცხსასროლი იარაღით დაჭრილი, ყელზე ემჩნეოდა ღრმა ჭრილობის კვალი და ქვედა ყბა მთლიანად დამსხვრეული ჰქონდა...

უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ძაღლი გადმოვიყვანეთ ჩვენს თავშესაფარში და არმოუჩინეთ პირველადი დახმარება...

ამის შემდეგ კი, მივმართეთ ცნობილ ვეტ-ექიმს აკაკი რუაძეს...

სამწუხაროდ, ბატონმა აკაკიმ საიმედო ვერაფერი გვითხრა: ,,ურთულესი პაციენტია, გარდა იმისა რომ სხეულის უამრავ ადგილზე აქვს ჭრილობა, რაც ყველაზე საგანგაშოა, ქვედა ყბაზე ძვალი საერთოდ არ არის შერჩენილი, როგორც გავს პირდაპირ ყბაში ესროლა, ენაც კი შუაზეა გაჭრილი... ამ საბრალო ცხოველის გადარჩენის საკითხი, ნოლის ტოლია... უკიდურესი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, უნდა ვიხსნათ ძაღლი ტანჯვისგან, მოგვიწევს დავაძინოთ"...

რთული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა ექიმმა...


GzaPress

ეს იყო შოკისმომგვრელი სანახაობა, ჩვენს თვალწინ, სიკვდილს ებრძოდა სასიკვდილოდ დაჭრილი ძაღლი და ფეხზე დადგომას ლამობდა, გაქცევა უნდოდა, სიკვდილისგან გაქცევა...

ჩვენ კი, ვიდექით და ვუყურებდით ჩვენივე მოდგმის სისასტიკის კვალს... ჩვენივე მოდგმის უგულობას და საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულების უტყუარ მაგალითს...

იმ წუთში არ მინდოდა ადამიანად ყოფნა...

ჩვენთვის არახალია, ადამინის ასეთ სისასტიკესთან პირისპირ დგომა, ჩვენს თავშესაფრში ხომ ასობით ძაღლია ადამინისგან გამეტებული...

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მკვდარი ძაღლი პროტესტის ნიშნად რუსთავის მერიის წინ დაგვედო...

გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ, ორიოდე საათის წინ, რუსთავის მერიასთან დავტოვეთ ძაღლის ცხედარი და თაბახის ფურცელზე სახელდახელოდ ამობეჭდილი ,,კმარა რუსთავი”!!!'

ცხოველთა უფლებადამცველი რამდენიმე ქალბატონიც მოვიდა,ერთ-ერთმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახა...

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა, ჯერი რუსთავის სამართალდამცავებზეა, მოახდენენ თუ არა ამ ვანდალური ფაქტის გამოძიებას.

გუშინდელი ფაქტის შემდეგ, ისე დავითრგუნე, აღარ ვიცი რა დავწერო...
ახლაც, თვალწინ მიდგას მომაკვდავი ძაღლი, რომელიც მიუხედავად დიდი ტანჯვისა ებრძოდა სიკვდილს... სიცოცხლე სწყუროდა და თვალებით გვთხოვდა შველას...
ჩვენ კი, არ შეგვეძლო, ჩვენი სიცოცხლიდან რამდენიმე საათი მაინც გვეჩუქებინა მისთვის...
მე არ დამავიწყდება აკაკი რუაძის სახე, აკანკალებული ხელით გაკეთებული სამუდამო ძილის ინექცია...
დღეს, დილამშვიდობისა ვერ გითხარით მეგობრებო, დღეს ვერ შევძელი, ჩვენს ბინადრებზე თვალის გასწორება...
უკვე მერამდენედ გადავხედე, ამ საშინელი ფაქტის ამსახველ ფოტოებს, აი ეს ფოტო მენიშნა...
ეს ფოტო, ზუსტი სურათია ჩვენი საზოგადოების...
მშვიდობიან დღეს გისურვებთ მეგობრებო!!!


GzaPress
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (27)
18.12.2014
ხალხო რამ გაგაბოროტათ ესე როგორ უნდა მოექცეთ ცოცხალ არსებას ერთმა ადამიანმა ამ კომენტარებში დაწერა გმერთმა ადამიანი თავის ხატად შექმნაო მე ყველას შევახსენებ გმერთმა ადამიანი ცხოველების მოსავლელად შექმნა პირველი ადამიანი ამიტომ შეიქმნა რომ ცოცხალ არსებებს გაფრტხილებოდა ტუკი ის გახსოვთ რომ უფალმა ადამიანი ხატად შექმნა მაშინ ისიც არ უნდა გვახსოვდეს რომ პირველი უფალმა ცხოველები და ფრინველები შექმნა გტხოვთ ამას ნუ დავივიწყებთ
თეონა უსტიაშვილი
14.12.2014
მაწანწალა ძაღლმა გამვლელ მანქანას დაუყეფა და მძღოლს მიახტა, იმ უბედურს ფანჯარა ჩაწეული ქონდა არ უკბენია მაგრამ მოულოდნელობისაგან კაცს ინფაქტმა დაარტყა და ადგილზე მოკლა ოჯახის კაცი.
გივი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2443 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი