რატომ მოკლა ქალმა რძალი და შვილიშვილი? (ექსკლუზივი)
font-large font-small
რატომ მოკლა ქალმა რძალი და შვილიშვილი? (ექსკლუზივი)

დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ იგი პოლიციამ დააკავა



"არ მჯერა, ვერ ვიჯერებ, რომ ცოცხალი არ ხართ. დაინგრა გულის შიგნით თითქოს ყველაფერი. შენ ისევ ცოცხალი ხარ, არსებობ, სუნთქავ ჩემში და სულ ასე იქნება".
"კოშმარული ღამეა, დღეს უნდა დავემშვიდოთ საბოლოოდ ჩვენს მეგობარს და მის პატარა ანგელოზს. სულ მათზე ვფიქრობ. ჩემო გოგო, ჩემო საუკეთესო მეგობარო, როგორ მომაკლდები. ღმერთმა ნათელში გამყოფოთ შენ და შენი პატარა ანგელოზი. თქვენს ცხედარს რომ შევხედე, თვალწინ ისეთები წარმოგიდგინეთ, როგორი კარგებიც აქედან გაგიშვით ბაქოში. რატომ ხდება ასე, როცა ყველაზე ძვირფას ადამიანს კარგავ? თქვენ ხომ უნდა გაგეხარათ, ყველას გვჭირდებოდით. არ მჯერა, რომ ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი აღარ მყავს. ტკბილად მახსენდება ჩვენი ბავშვობა, სულ ერთად ვიყავით, განუყრელი მეგობრები... ტყუპებივით ვიცვამდით... სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს გულის ტკივილს. ენო, არ მჯერა, რომ ამ ახალ წელს შენს გარეშე შევხვდებით და ჩვენთან აღარ იქნებით შენ და შენი პატარა ანგელოზი..." - ასე ემშვიდობიან სადისტურად მოკლულ დედა-შვილს მეგობრები, დაკო ხუციშვილი და ნინი წინამძღვრიშვილი.

13 დეკემბერს, 20 წლის ე.ნ-ს და მისი 6 თვის პატარა გოგონას ცხედარი რუსთავიდან სოფელ გომბორში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს. ისინი ოჯახის წევრმა საშინელი წამებით მოკლა. 40 წლის შ.ჰ.-მ აზერბაიჯანში მოკლა საკუთარი რძალი და შვილიშვილი. სურახანსკში, გოვსანშის დასახლებაში ისინი სულ სამი თვის ჩასულები იყვნენ საქართველოდან და იქ ნაქირავებში ცხოვრობდნენ. საქართველოდან წასვლის მიზეზი უმუშევრობა იყო. იქ გარდაცვლილის მეუღლეს  სამსახური გამოუჩნდა და ოჯახთან ერთად წავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი რძალსა და დედამთილს შორის მოხდა. მოულოდნელად, დედამთილმა რძალს თავში აგური რამდენჯერმე ჩაარტყა, შემდეგ 6 თვის შვილიშვილი საწოლში ბალიშით გაგუდა. პატარას ზევიდან საბნები და ბალიშები დააყარა. ჩადენილი დანაშაულის შემდეგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ იგი პოლიციამ დააკავა.
ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიკურად შეურაცხადია. მეორე ვერსიით, მას რძალთან კონფლიქტი საქართველოში დაბრუნების გამო მოუხდა. გოგონამ შეიტყო, რომ მამას სიმსივნე აღმოჩნდა და მის სანახავად უნდოდა, ჩამოსვლა, დედამთილმა უარი თქვა, გაბრაზებულმა კი ისინი მოკლა. ტრაგედიის დროს სახლში არ იყო გოგონას მეუღლე, ის მომხდარით შეძრულია.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება, ალბათ ბრალდებულის ფსიქიკურ მდგომარეობას ექსპერტიზა დაადგენს და მალე გაირკვევა, რატომ მოკლა ქალმა ასე სადისტურად რძალი და შვილიშვილი.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
06.03.2015
ქალებზე არ არის სამუდამო პატიმრობა.მაქსიმუმ 25 წელს მისცემენ.
ჯიმი
15.12.2014
Viziqreb mati ojaxis mwuxarebas. Sashinelebaa ratom xdeba aseti ragaceebi. Gmerto daifare yvela
sofo
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი