"მსურს მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად შევაყვარო" - გზაპრესი

"მსურს მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად შევაყვარო"

ახლახან სამოდელო სააგენტო "კატრინის" ხელმძღვანელის - ეკატერინე მგალობლიშვილის ორგანიზებით საერთაშორისო პროექტის - World Rising Stars ფარგლებში, თბილისში საერთაშორისო ფესტივალი, დაჯილდოების ცერემონია და მოდის კვირეული გაიმართა. პროექტმა 120-მდე სტუმარს უმასპინძლა...

პირველ დღეს მონაწილეები საერთაშორისო ჟიურის წევრების შეკითხვებს პასუხობდნენ. ტრადიციულად, ჟიურისთან ინტერვიუ არ მოიცავდა რელიგიურ და პოლიტიკურ შეკითხვებს. საღამოს პროექტის მონაწილეებმა ნაციონალური სამოსი მოირგეს და ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა. მათთვის ხმის მიცემა მსოფლიოს მასშტაბით, ინტერნეტის საშუალებით დაიწყო. ხმების რაოდენობით, საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლები ლიდერობდნენ. საბოლოოდ, სომხეთის წარმომადგენელმა - დიანა ბარსეგიანმა გაიმარჯვა ნომინაციაში - "ხალხის რჩეული". პროექტის მეორე დღეს, მონაწილეებისა და სტუმრებისთვის თბილისში მოეწყო ექსკურსია. აღსანიშნავია, რომ მოლდოვიდან და ნეპალიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოში პირველად იმყოფებოდნენ და თბილისის დათვალიერებისას აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ.

ფინალამდე 1 დღით ადრე, თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში "ფეშენ შოუ" გაიმართა, რომელშიც 13 დიზაინერი მონაწილეობდა. ეკატერინე მგალობლიშვილის ინიციატივით, ქართული ნაციონალური სამოსის ჩვენებაც გაიმართა, ქართული ხალხური ცეკვის ელემენტებით, რომელშიც "კატრინის" მოდელები - ნუცა გრიგალაშვილი, ანასტასია ბაკურაძე, მარიამ ბერძენიშვილი, ნიკა საკანდელიძე და ქართული ხალხური ცეკვის სკოლის (ხელმძღვანელები: ლიკა თოლორაია, ნინო სულაბერიძე და დავით როკვა) ანსამბლის წევრები მონაწილეობდნენ.

ფინალური საღამოს წამყვანები ტრადიციულად, ეკატერინე მგალობლიშვილი და "კატრინის" წარმატებული მოდელი - ნინი გრძელიშვილი გახლდნენ. ქართველი კონკურსანტები საერთაშორისო ჟიურისა და მაყურებლების წინაშე ნაციონალურ სამოსსა და საღამოს კაბებში გამოწყობილები ღირსეულად წარდგნენ. ცნობილი დიზაინერის - ფატუნა ბუშიჰედის ქალიშვილი ანდრეანა ბუშიჰედი პროექტში საქართველოსა და ამერიკის სახელით მონაწილეობდა.

საღამო მუსიკალურად გააფორმეს მომღერლებმა - მარკუს მეტრეველმა და ქეთი ორჯონიკიძემ.

ნომინაციაში - Grand Prix Talent - ქართველი კონკურსანტი, 16 წლის ლიკა ტერტერაშვილი დაჯილდოვდა, რომელმაც ცეკვა "აჭარულით" მაყურებლები კიდევ ერთხელ მოხიბლა. ასევე, დაჯილდოვდნენ: ლიზი წერეთელი - Grand Prix Model, მეა იაშვილი - Grand Prix Beauty, დიანა ბარსეგიანი - Grand Prix Talent, "მის ევრაზია" მარიამ მეგრელიშვილი გახდა, თავის ასაკობრივ კატეგორიაში, "მის ელეგანტი" - 29 წლის მარიამ ჯაშიაშვილი, "წლის დედოფალი" - 30 წლის ლელუკა გიორგაშვილი. სპეციალურმა სტუმარმა მონღოლეთიდან - ჰუსლენ განზორინგმა, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებოდა, 2 საპრიზო ნომინაციაში გაიმარჯვა და ოქროს გვირგვინით დაჯილდოვდა. ჭორლდ ღისინგ შტარს-ის ფინალზე ასევე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული და წარმატებული მოდელები: ანასტასია ბაკურაძე, რომელსაც საერთაშორისო საპროდიუსერო კომპანიის ხელმძღვანელმა - ალბანა ჩახშირმა ოქროს გვირგვინი გადასცა, ასევე მარიამ ბერძენიშვილი, ნუცა გრიგალაშვილი, ნანუკა წიკლაური, ნიტა საკანდელიძე, მეა გუგუშვილი. მათ საქართველო კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოადგინეს.

ფინალური საღამო, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ ბავშვებთან ერთად, ანასტასია ბაკურაძემ სიმღერით (რომლის ავტორიც ქეთი ორჯონიკიძე გახლავთ) დახურა.

1te-1676366646.jpg

ეკატერინე მგალობლიშვილი:

- 2017 წლიდან, ჭორლდ ღისინგ შტარს საქართველოში ყოველწლიურად იმართება. პროექტი წელსაც წარმატებით განვახორციელეთ. ყველა ბავშვი დაჯილდოვდა დიპლომით, ნომინაციით, გვირგვინით, სამახსოვრო საჩუქრებით... სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საუბრობდნენ, რომ საქართველო მათი მეორე სახლია. ჩემი მიზანი არა მხოლოდ სილამაზისა და სამოდელო კონკურსების ჩატარება, არამედ - ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მსოფლიოსთვის გაცნობაა. მსურს, მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად შევაყვარო. ამჟამად მილანის "ფეშენ ვიკზე" გასამგზავრებლად ვემზადებით. 20 მოდელი და დიზაინერი ხათკო მიმყავს. ასევე, ბრენდის - "ლუსი და ანასტასია კატრინისთვის" კოლექცია - "სტუმრად გრაფ დრაკულასთან" მიმაქვს. ჩვენთან ერთად მოდიან გურამ შეროზია და ბაგირა.

- როგორც ვიცი, მათ ისეთი ურთიერთობა აღარ აქვთ, როგორიც - მაშინ, როცა მილანის საგზურებით დაასაჩუქრეთ...

- მილანში წამოსვლასთან დაკავშირებით, ორივეს ვკითხე და მათგან თანხმობა მივიღე. მე ხომ მშვიდობის მტრედი ვარ, არა (იცინის)?!. ყველაფერი კარგად იქნება - მილანიდან სიყვარულით, სიკეთით, მეგობრულად დავბრუნდებით.

ეთო ყორღანაშვილი