"ძალიან მინდა, ეს ლექსი უწმინდესმა წაიკითხოს, ამაზე ვოცნებობ..." - გზაპრესი

"ძალიან მინდა, ეს ლექსი უწმინდესმა წაიკითხოს, ამაზე ვოცნებობ..."

ექიმმა ქალბატონმა ნინო დოლიძემ რედაქციაში თავისი ლექსების კრებული მოგვიტანა. ამბობს, რომ ბოლო დროს ხშირად წერს ეკლესიაზე, რწმენაზე, წმინდანებსა და ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქზე. ნატვრად აქვს, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ოდესმე წაიკითხოს მისი ლექსები. ამბობს, რომ პატრიარქისგან ნამუშევრების შეფასების მოსმენა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

- ჩემს ერთ-ერთ ლექსში "წმინდა ნინოს შემოსვლა საქართველოში", დაწყებული ანდრია პირველწოდებულიდან დღემდე, მთელი საქართველოს ისტორიაა გადმოცემული. ძალიან მინდა, ეს ლექსი უწმინდესმა წაიკითხოს, ამაზე ვოცნებობ... მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ მივაღწიე...

"ანდრია, სიმონ, მატათა,/ თომა, თადეოზ, ბართლომე,/ იბერიაში პირველსა/ საუკუნესა გამოჩნდნენ!/ და იქადაგეს მათ ქრისტეს/ სარწმუნოება და სჯული,/ მაგრამ ქართველთა სულები,/ კერპებსა ჰქონდათ დახშული!/ და მაშინ ღმრთისა დედამა/ თავად ინება ჩამოსვლა,/ და განემზადა უბიწო/ საქართველოსკენ წამოსვლად!/ მაგრამ ეუწყა მას ძისგან/ რომ მოდიოდა გასვლის დღე,/ და იბერიას ანდრია/ მას წარეგზავნა თავითვე!/ და შემობრძანდა ანდრია,/ აჭარის მხრიდან ამაყად,/ და მოაბრძანა მან ხატი,/ დედა ღვთისმშობლის ქალაქად!/ და დააბრძანა აწყურსა,/ ხატი ღვთისმშობლის უქმნელი,/ და იქადაგა მან ქრისტეს/ სარწმუნოება სულმქმნელი!/ და მერე იყო მატათა/ და სიმონ კანანელი,/ თომა, თადეოზ, ბართლომე,/ და უფლის მოციქულები!/ მაგრამ ქართველთა სულები/ კერპებსა ჰქონდათ დახშული,/ და ქრისტეს წმინდა მოძღვრება,/ მათ ვერ მიიღეს გულებით!/ და მაშინ ღმრთისა დედამა/ მის წილხვედრ საქართველოში,/ გამოაგზავნა პაწია/ ნინო ქალწული, ჯვრით ხელში./ და როს იხილა პატარამ/ მცხეთას არმაზის კერპები!/ ცრემლით შესთხოვა ღვთისმშობელს/ ერს შეწეოდა ღვთის ნებით!/ და ნინოს წმინდა ცრემლები/ ცაში ავიდა ღმერთთანა,/ მცხეთას დაიმსხვრა კერპები,/ განთავისუფლდა ქვეყანა!/ და განკურნავდა ქართველ ხალხს,/ და ასწავლიდა ქრისტეს სჯულს,/ და ნინოს წმინდა სახელი/ უცებ მოედო ქართლის გულს!/ გავიდა წლები და ქალმა/ შემოიკრიბა ქვეყანა!/ დაიმეგობრა ქართველნი/ მათ უფლის მცნება ასწავლა!/ განკურნა თვით დედოფალი/ და მისი ერთადერთი ძე,/ მაგრამ ქართველთა მეფემან/ კერპობა არ მოიშალა!/ და ერთხელ როცა ხელმწიფემ/ გულში გაივლო ავია,/ რათა მოეკლა ქალწული/ ქრისტესთან მოუბარია!/ თვალთ დაუბნელდა მეფესა,/ ნადირობის დროს მთაშია!/ მაშინ დაემხო მირიან/ მიწაზე საცოდავია!/ და ნინოს ღმერთსა შეჰვედრა/ კვლავ აეხილა თვალია!/ როს დაასრულა სიტყვები/ მას აეხილა თვალია!/ და მეფემ ღმერთსა მაღალსა!/ ცრემლით შეჰვედრა მადლია!/ და მოინათლა იმ დღესა!/ ყველა კაცი და ქალია./ გავიდა წლები და ქართლში,/ კვლავაც იმძლავრა ეშმაკმა!/ კვლავაც გამრავლდა უსჯულო/ და გადაგვარდა ქვეყანა!/ და მაშინ ღვთისა დედამა,/ მის წილხვედრ საქართველოში/ გამოაგზავნა ცამეტი,/ ასურის მამა ჯვრით ხელში!/ და დღემდე საქართველოში/ რეკენ ზარები მცხეთაში!/ და დღემდე სვეტიცხოველში/ დაფლული არის ღვთის კუართი!/ ალბათ, მეორედ მოსვლისას,/ როს მობრძანდება უფალი,/ სვეტიცხოველში აღდგება/ და გაცხადდება ღვთის მადლი!/ და სიდონიაც აღდგება,/ უფლისა კვართის მფლობელი./ და განათდება დიდებით/ დიადი სვეტიცხოველი!/ და გარდამოვა იმ დღესა, ღვთიური ცეცხლი ცხოველი./ უფლის საფლავზე მცხეთაში/ სიდონიასთან მყოფელი!/ და მობრძანდება ღვთის დედა,/ ჩვენი უფლისა მშობელი,/ და საქართველოც აღდგება, უფალთან ერთად მყოფელი!"

271782645-2715978245214628-3947266529799369412-n-1678690380.jpg

P.S. ამ ლექსის პირველი ნაწილი დაიწერა 2011 წელს, ჯანმრთელობის ცენტრში, სამსახურში ყოფნის დროს, ხოლო მეორე ნაწილი - ზუსტად 10 წლის მერე, 2021 წელს.

- პატრიარქის დაბადების ამბავსაც მიუძღვენით ლექსი, არა?

- დიახ. როცა გავიგე, რომ მის დაბადებამდე მამამისს გამოცხადება ჰქონდა, უნებურად ესეც გავლექსე, ჩანჩქერივით წამოვიდა სიტყვები:

"სიჩუმით იყო მოცული ის დღე!/ და საოცარი იდუმალება,/ თითქოს უფალმა ინება იმ დღეს,/ დედამიწაზე ჩამობრძანება!/ დიდმა არწივმა ფრთები შემოჰკრა,/ და დაივანა თქვენს ერდო-ბანზე,/ მშობელი მამა მიხვდა, რაც მოხდა,/ რადგან სიზმარში იხილა ასე:/ რომ გაჩნდებოდა მის გვარში ბიჭი,/ ბიჭი მეშვიდე, თავად ილია,/ რომ იქნებოდა ის ღვთის რჩეული,/ და წარუძღვოდა ერს ვით ელია!/ და დაიბადა იმ დღეს ირაკლი,/ ვაჟი სათნო და გამორჩეული,/ ფრთები გაშალა არწივმა უცებ,/ და ცას შეერწყა ვით მთვარეული!/ თითქოს ახარა უფალს მან ცაში,/ რომ დაიბადა ერის რჩეული,/ და ცაც გაბრწყინდა, განათდა მაშინ,/ და აკაშკაშდა ვარსკვლავთ კრებული!/ გავიდა წლები და იგი გახდა,/ ეკლესიისა საჭეთმპყრობელი,/ და ის აკურთხეს სვეტიცხოველში,/ უწმინდესი და უნეტარესი!/ მე ვხედავ ნათლად რომ მალე, მალე,/ უფლის შეწევნით და მოწყალებით,/ კვლავ გათენდება მზიანი ღამე,/ გამობრწყინდება, რასაც მოველით,/ ეს დღე სულ მალე, სულ მალე მოვა,/ როს განათდება ირგვლივ ყოველი,/ და საქართველო აღდგება მკვდრეთით,/ როგორც უფალი ჩვენი ცხოველი!"

ჩვენი პატრიარქი საოცრად ბრძენი ადამიანია. მინდა ერთი ამბავი გავიხსენო: სააკაშვილის მმართველობის დროს მანქანა აჩუქეს. მერე ვიღაცამ უთხრა, - უწმინდესო, გისმენენო. იცით, რა უპასუხა ამ თემით დაინტერესებულ ჟურნალისტებს? - რომ მისმინონ, მეც ეგ მინდა, მაგრამ ვინ მისმენსო?!.

- თქვენ უსმენთ პატრიარქს?

- პირადად მე, ნამდვილად ხშირად ვუსმენ პატრიარქის ქადაგებას. მრწამსში არის ასეთი სიტყვები: ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ჩემთვის ვფიქრობდი, კაცო, რატომ ვლოცავთ ჯერ კათოლიკეებს-მეთქი? ერთხელაც, ქადაგებისას უწმინდესი ამბობს: თქვენ ხომ არ გგონიათ, მრწამსში რომ წერია "ერთი წმინდა კათოლიკე", კათოლიკე მორწმუნე იგულისხმება? "კათოლიკოს" არის ერთი საქრისტიანო და იმას ვლოცავო... ხომ ამბობენ, არცოდნა ცოდვა არ არის, მაგრამ ამის საპირისპიროდ, მე მიმაჩნია, რომ არცოდნა სწორედაც რომ ცოდვაა. სწორედ ჩვენი არცოდნით სარგებლობენ სხვები. უნდა ვიცოდეთ ჩვენი წარსული, რათა უფრო მაგრები, უფრო ძლიერები ვიყოთ და რაც გვეკუთვნის, სხვას არ დავუთმოთ... მით უმეტეს, დედა ღვთისმშობელი გვიცავს, ამას ხომ ვგრძნობთ?.. დაბოლოს, კიდევ ერთი ლექსი მინდა გაგიზიაროთ, რომელიც მივუძღვენი უწმინდესის აღსაყდრების 33 წლის იუბილეს:

"ორმოცი წელი ატარა მოსემ/ ებრაელები დიდ უდაბნოში/ და გაიყვანა სამშვიდობოზე/ და აღასრულა მან ვალი თვისი!/ თქვენც, დაგაკისრათ ღმერთმა მაღალმა,/ როგორც თვით მოსეს სამშვიდობოზე ერის გაყვანა!/ და უწმინდესო ამისთვის ძალა,/ თქვენ მოგანიჭათ თავად უფალმა!/ და მე მტკიცედ მწამს, რომ მალე, მალე,/თქვენ ერს გაიყვანთ დიად ნათელში,/ და იბერია კვლავ გაბრწყინდება!/ და გაიხარებს თვით მამა ღმერთი!"

ლიკა ქაჯაია