და­ღეს­ტან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტა­ძა­რი - გზაპრესი

და­ღეს­ტან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ტა­ძა­რი

ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბით ქარ­თ­ველ პრო­ფე­სორ­თა ჯგუ­ფი იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით (პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი ცი­რა ბა­რა­მი­ძე)... ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, ფოლ­კ­ლო­რის­ტი, კავ­კა­სი­ო­ლო­გი ხვთი­სო მა­მი­სი­მე­დიშ­ვი­ლი.

- სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბის მი­ზა­ნი იყო ად­გილ­ზე გვე­ნა­ხა და­თუ­ნას ეკ­ლე­სია - შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც და­ღეს­ტან­ში, ავა­რი­ის ყო­ი­სუს ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ და­თუ­ნას მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს. 18 ივ­ლისს მა­ხაჩ­ყა­ლა­ში დავ­ბი­ნავ­დით, ხო­ლო მე­ო­რე დი­ლით და­თუ­ნას ტაძ­რის სა­ნა­ხა­ვად ხე­ო­ბა­ში გერ­გე­ბი­ლის რა­ი­ო­ნი­დან გორ­ბო­ნის უღელ­ტე­ხი­ლით გა­და­ვე­დით. გა­ვი­ა­რეთ ავა­რი­ის ყო­ი­სუს ხე­ო­ბა­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი და­ღეს­ტ­ნის უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი აულე­ბი: ყა­რა­და­ხი, გო­ლოტ­ლი, ზა­ი­ბი და ბო­ლოს სო­ფე­ლი და­თუ­ნა. ჩვენს სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­ცა გა­მოჩ­ნ­და სოფ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი წარ­წე­რა. თუმ­ცა ტა­ძა­რი სოფ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. სულ მა­ლე ლა­მა­ზი მშრა­ლი წყო­ბით ნა­შენ გა­ლა­ვან­ზე შევ­ნიშ­ნეთ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რა: «датунски храм» და მანიშნებელი ისარი, რომელიც გვაუწყებდა, რომ საავტომობილო გზიდან მარჯვნივ, ხეობაში, დათუნას ტაძრისკენ საცალფეხო ბილიკი მიემართებოდა. მას მივყავდით ავარიის ყოისუს ერთი პატარა შენაკადის მომცრო და ვიწრო ხეობაში, რომელსაც ჰატან-ბუღებ-კხოლი ერქვა. იგი ქართულად ითარგმნება, როგორც „საკვირაო ხეობა“ ან „სალოცავის ხეობა“. ტოპონიმის ქრისტიანული წარმომავლობა არანაირ ეჭვს არ იწვევდა... საცალფეხო ბილიკის მარცხნივ, დაბლა, გარგარის ბაღები იყო გაშენებული, ხოლო მარჯვნივ მაღალი კლდოვანი მთაა აღმართული. ვიწრო და ხრიოკი ხეობა გარგარის ბაღის გასწვრივ იწყებოდა. ხეობის ვიწრო შესასვლელიდან ასიოდე მეტრში გამოჩნდა თაღოვანი ხიდი, რომელსაც გვერდი ავუარეთ, კლდის ძირას ვიწრო საცალფეხო ბილიკს ავყევით და 100-150 მეტრის შემდეგ მოხრიოკებულ, მაღალი და შიშველი კლდეებიით შემოსაზღვრულ ტაფობში, ერთგვარ ვიწრო ქვაბულში აღმოვჩნდით, რომლის შუაგულშიც, ერთ მომაღლო ქვის კლდოვან კონცხზე დათუნას ტაძარია აღმართული... ეკლესიის მშენებლობისას, როგორც ჩანს, უხეშად დათლილი ოქროსფერი და ყვითელი ქვიშაქვის ბლოკები გამოიყენეს. დათუნას ეკლესია გადახურული იყო თიხის კრამიტით. მისი კედლების გარე შეფერილობა მთლიანად ერწყმოდა ადგილობრივ ლანდშაფტს. ტაძრის ფერისა და არქიტექტურული სტილის ასეთ ზუსტ შერწყმას გარემოსთან, ტაძრის ამგვარ სისადავესა და გრაციოზულობას იშვიათად თუ შეხვდება ადამიანი. მნახველი ერთბაშად დატკბება საოცარი ჰარმონიით - უდაბნოს მყუდროებითა და ტაძრის სიწმინდით. ალბათ ამითაც აიხსნება დათუნას ეკლესიის მნახველების სიმრავლე. დამთვალიერებლები ბლომად ირეოდნენ, უმეტესად რუსი ტურისტები. საკურთხეველთან სავარაუდოდ, რუსი ტურისტებისგან შეწირული ხატები და ტკბილეული ეწყო. ტაძრის დამთვალიერებელთა შორის მრავლად იყვნენ დაღესტნელი ახალგაზრდებიც, რომლებიც ინტერესით აკვირდებოდნენ ქრისტიანთა უძველეს სალოცავს... ტაძარი საავტომობილო გზიდან დაახლოებით 200-300 მეტრის დაშორებით შიშველ და ხრიოკ კლდეებს შორის იყო ჩამალული. იქნებ ამანაც გადაარჩინა ეს ტაძარი დანგრევასა და განადგურებას. თუმცა, როგორც ექსპედიციის წევრებმა ადგილობრივი მთხრობელისგან მოისმინეს, შამილმა, რომელიც ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდა მთიან აულებში ისლამს, ეს ერთადერთი ტაძარი არ დაანგრევინა.

367614830-666573232171716-3536429199445841535-n-1699203745.jpg

- რატომ?

- თითქოს პარადოქსია, მაგრამ დათუნას ეკლესიაში ღვთისმსახურება სწორედ იმამ შამილის მოღვაწეობის ხანაში აღდგენილა. XIX საუკუნეში აქ წირვა-ლოცვა კვლავ განახლებულა. როგორც ამბობენ, კავკასიური ომების პერიოდში დათუნას ეკლესია ღვთისმსახურების მისაღებად გადასცეს იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც შამილის მხარეს იბრძოდნენ. ხუნძური გადმოცემებით, რომელსაც რუსი მეცნიერი მარკოვიც ადასტურებს, შამილის დროს დათუნას ტაძარში ბერებიც ყოფილან. დათუნას ტაძრის ყველაზე ძველი აღწერილობა სწორედ მარკოვს ეკუთვნის. იგი 1887 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოცემულ წიგნში რამდენიმე გვერდს უთმობს დათუნას ეკლესიის აღწერას და გვაწვდის უაღრესად საინტერესო ცნობას: შამილს უბრძანებია, სასტიკად დაესაჯათ ის, ვინც გაბედავდა მონასტრის დანგრევას და ბერების დახოცვას, რადგან ხუნძებს მიაჩნდათ, რომ ტაძრისა და ეკლესიის მსახურთა ხელყოფის შემთხვევაში მათ დაატყდებოდათ ზეციური არსების სასტიკი რისხვა... მარკოვი ასევე საუბრობს ტაძრისადმი ლეკების განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ. აღნიშნავს, რომ მისი გამცილებელი ლეკები, ისევე როგორც ყველა ქრისტიანულ ტაძარს, დათუნას ეკლესიასაც „ჰატანს“ უწოდებდნენ და მას, როგორც სიწმინდეს, ცრუმორწმუნეობაში გადაზრდილი მოწიწებით ეთაყვანებოდნენ. „ჰატან“ ხუნძურ ენაზე აღნიშნავს არა მხოლოდ „კვირას“, არამედ „სალოცავს“, „სიწმინდეს“. მიუხედავად იმისა, რომ ქართული „ხ“ ბგერის ხუნძურში „ჰ“-დ გარდაქმნის ფონეტიკური დაბრკოლება შეიძლება არსებობდეს, მიმაჩნია, რომ ხუნძური „ჰატან“, სავარაუდოდ, ქართული სიტყვა „ხატიდან“ უნდა მომდინარეობდეს. კვირა, როგორც წირვისა და ხატობის დღე, ხუნძურ ენაში აღინიშნება სიტყვით „ჰატან-ყო“. ასევე ხეობას, სადაც აღმართულია დათუნას ეკლესია, ჰქვია „ჰატანის ხეობა“ ანუ „ხატის“, „სალოცავის“ ხეობა. მუსლიმანური დაღესტნის შუაგულში დათუნას ქრისტიანული ტაძარი ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციულმა რწმენამ გადაარჩინა. ხუნძები დათუნას ეკლესიას ძველ ჰატანად მიიჩნევდნენ და მასთან შეხების ეშინოდათ, რადგან მათი რწმენით, ტაძარი მრისხანე ზეციური არსების მიწიერ საბრძანისს წარმოადგენდა. ხუნძეთში დღემდეა გავრცელებული გადმოცემები, რომ ძველად, მთელი დაღესტანი ჯვარს სცემდა თაყვანს და ხალხი ასეთ ხატებსა და „ჰატანებში“ ლოცულობდა... სხვადასხვა წყარო ხუნძეთის ტერიტორიაზე საერთო ჯამში 18 ქრისტიანული ეკლესიის არსებობას ადასტურებს...

- ადგილობრივი მოსახლეობა რას ამბობს ამ ტაძრის შესახებ?

- დათუნას ეკლესია თავისი არქიტექტურული სტილით უგუმბათო, დარბაზული ტიპის ტაძრების მსგავსად იყო აგებული. დაღესტნური გადმოცემები დათუნას ეკლესიის აშენების შესახებ კონკრეტულად არაფერს მოგვითხრობენ. თუ ვინ ააგო ეს „ჰატანი“, არ იცოდნენ თვით ყველაზე ხანდაზმულმა, ასი წლის მოხუცებმაც. ისინი ამბობდნენ, რომ მათი პაპებიც არ იცნობდნენ იმ ხალხს, რომლებსაც ადრე იქ უცხოვრიათ და ეს მშვენიერი ტაძარი აუგიათ. ლეკების ბუნდოვანი ლეგენდები, რომ დაღესტანი ოდესღაც ქრისტიანული მხარე იყო, ისტორიულ სიმართლედ უნდა მივიჩნიოთ. ქრისტიანულ რელიგიას კი ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს მეფე-მთავრები, ქართველი მისიონერები და სასულიერო პირები ავრცელებდნენ. ამის დასტურია ჩრდილოეთ კავკასიის ბევრ კუთხეში, მათ შორის დაღესტანში აღმოჩენილი ქართული ტაძრები და მათი ნანგრევები; ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ეკლესიათა კედლებზე, ქვა-ჯვარებსა და ცალკეულ ქვის ფილებზე ქართული ასომთავრული და ხუცური ანბანით შესრულებული ლიპიდარული წარწერები; ქართული კულტურის გავლენის დასტურია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ენებში ქართული ქრისტიანული ლექსიკის არსებობა, რაც ნათლად მიუთითებს, რომ იქ ღვთისმსახურება ოდესღაც ქართულად სრულდებოდა... ცხადია, დათუნას ტაძარიც შუაგულ დაღესტანში ქართველმა მისიონერებმა ააგეს, მაგრამ რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში სპეციალურად ხდებოდა და ახლაც გრძელდება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებზე შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული კულტურის გავლენის კვალის მიჩქმალვა ან მისი სრული იგნორირება. ქართული კულტურის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა პერიოდში არ დაწყებულა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის II ნახევრის ავტორი ევგენი მარკოვი ცდილობს უარყოს დათუნას ეკლესიის ქართული წარმომავლობა. ის ტაძრის მშენებლობას ბერძენ და უფრო მეტიც, გენუელ ქრისტიანებს მიაწერს. მისი აზრით, "იუსტინიანეს მმართველობის დროს, ქრისტეს შობიდან VI საუკუნეში, ბერძნულმა მონასტრებმა, სამლოცველოებმა და ციხე-სიმაგრეებმა განსაცვიფრებელი უნარით შეაღწიეს მთიანი კავკასიონის ყველაზე მიყრუებულ კუთხეებში“. სინამდვილეში, ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა უკავშირდება X-XII საუკუნეებს, ქართული სამეფო-სამთავროების გაძლიერებას და ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნას. დაღესტანში არსებობდა ხუნძახისა და ანწუხის ეპარქიები, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოში შედიოდა. ის, რასაც მარკოვი და ბევრი სხვა მკვლევარიც კავკასიის მთის ხალხების წარმართულ წეს-ჩვეულებებად ნათლავს, სხვა არაფერია, თუ არა გახალხურებული „ფოლკლორიზებული“ ქრისტიანობა.

363537939-228795949693946-570592188219661055-n-1699203757.jpg

კავკასიის მთის ხალხებში X-XII საუკუნეებში საქართველოდან გავრცელდა ქრისტიანული რელიგია, მაგრამ მოგვიანებით, ფეოდალური მონარქიის დაცემის შემდეგ, როცა ქართული ეკლესია ვეღარ გზავნიდა იქ მღვდელმსახურებს, ქრისტიანული მსახურება გახალხურდა და ბოლომდე ხალხური წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების სახით მოაღწია ისლამთან ერთად, რომელიც დაღესტანში XVI-XVII საუკუნეებში დამკვიდრდა, ხოლო ჩეჩნეთსა და ინგუშეთში უფრო მოგვიანებით, XVIII-XIX საუკუნეებში.

შმერლინგმა 1956 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XI სამეცნიერო სესიაზე არაერთი არგუმენტით დაასაბუთა, რომ დათუნას ეკლესია გეგმის კონცეფციით, შინაგანი სივრცის გაფორმებითა და ფასადების გადაწყვეტით, უკავშირდება X საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნის დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. მისი აზრით, ეს გვაძლევს საფუძველს ჩავთვალოთ, რომ ნაგებობა შესრულებულია ქართველების მიერ. დღეს გაზიარებულია თვალსაზრისი, რომ დათუნას ეკლესია აშენებული ყოფილა ქართველი მისიონერების მიერ.

ტაძრის გეოგრაფიული მდებარეობა თავის დროზე იქ მონასტრის არსებობაზე მიგვანიშნებს, რადგან ეკლესიის ირგვლივ, ქვაბულში, უეჭველად სხვა ნაგებობებიც უნდა ყოფილიყო. დათუნას ეკლესიის დათარიღებაში სპეციალისტები ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ მისი ფასადები მოკლებულია ყოველგვარ დეკორაციულ ორნამენტაციას. XI საუკუნიდან ფასადების მორთვა აუცილებელ მოთხოვნილებად იქცა ქართულ ხუროთმოძღვრებაში... საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ არსებულ სათავსებს, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, შეიძლება თავდაცვის ფუნქციაც ჰქონოდა.

2023 წლის 19 ივლისს, როცა დათუნას ტაძარი დავათვალიერეთ, მხატვრობის არავითარი კვალი არ ჩანდა, რადგან კედლები მთლიანად შეუთეთრებიათ. თუმცა, სპეციალისტებმა გამოთქვეს თვალსაზრისი, რომ კედლის მხატვრობის კვალი დასტურდებოდა სამხრეთ კარის თავზე. რაც შეეხება ძველ წარწერას, ტაძარში არც გარედან, არც შიგნიდან მისი არანაირი კვალი არ ჩანდა და არც უწინ შეუნიშნავთ, თუმცა დამთვალიერებლებს ეკლესიის თეთრ კედლებზე აქა-იქ რუსული ასოები ამოუკაწრავთ...

ჩვენ დათუნას ეკლესია რესტავრირებული დაგვხვდა. იგი კავკასიური ფონდის ინიციატივითა და დაღესტნის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით 2010-2011 წლებში აღუდგენიათ. ეს, რა თქმა უნდა, საშვილიშვილო საქმეა. ტაძარს აღარ აწვიმს და ამ ეტაპზე ფიზიკური დაზიანების საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა კარგი იქნებოდა, რესტავრაციის პროცესში ბოლომდე ყოფილიყო გათვალისწინებული ტაძრის ისტორიული კონტექსტი, რადგან ფასადის კედლის თავზე ეტყობა აღდგენის კვალი.

დათუნას ტაძარი, როგორც შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული კულტურის ბრწყინვალე ნიმუში, მრავალმხრივ მნიშვნელოვანი ძეგლია. ის ყურადღებას იქცევს ხელოვნების თვალსაზრისით, რადგან თავისი სილამაზითა და სისადავით, გეოგრაფიულ გარემოსთან ბუნებრივი შერწყმით ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ძეგლებს უტოლდება...

ამჟამად დამუშავებისა და შესწავლის პროცესშია მოპოვებული მასალა, რომელიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კავკასიოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის განვითარებაში, ასევე ქართველ და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში...

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე