თექაზე ამეტყველებული პორტრეტები - გზაპრესი

თექაზე ამეტყველებული პორტრეტები

და საზოგადოებას მისი შეფასება სთხოვა. პოსტს დიდი გამოხმაურება, აღფრთოვანება მოჰყვა... "...მოხიბლული ვარ, აღფრთოვანებული! ამ მიმართულების ელემენტებში ვერკვევი და საოცრად სუფთა, დახვეწილი ნამუშევრები გაქვთ. რეალისტური პორტრეტები, ცოცხალი გადმოცემა - სულიერების სხივებით. მდგომარეობა და ასაკი რომ ხელს მიწყობდეს, ყველა ღონეს ვიხმარდი და მოსწავლედ დაგიდგებოდით. მახარებს, რომ ამ დარგს ასეთ დონეზე ეფერებით. დარდი აღარ მაქვს, რომ დაიკარგება! წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებასა და შემოქმედებაში!.."

"ამაზეა ნათქვამი; უფალმა შექმნა ადამიანი ხატად თავისაო! საოცრებაა... ფერები, ხასიათი, ემოცია... თვალის სისველეც კი იგრძნობა ნამუშევარში. სიამოვნებით შევიძენდი ყველას და დიდ თანხასაც გადავიხდიდი, რომ შემეძლოს! ჩემი აზრით სჯობს, უცხოელი ცნობილი ადამიანების პორტრეტებზე გადახვიდეთ და უცხოურ საიტებზე გაყიდოთ! დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ათასს გადაიხდიან! წარმატებებს გისურვებთ..."

a1a84162-35ae-477c-a1cc-e8802537f6d2-1720429132.jpg

- მე ვარ ნინო გაფრინდაშვილი. დავიბადე და გავიზარდე საჩხერეში, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვედი და მუშაობა დავიწყე საპროექტო ინსტიტუტში...

- როდის გაგიჩნდათ ხელოვნების მიმართ ინტერესი?

- ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა. ორი წელი დავდიოდი ხატვის წრეზე. თექაზე მუშაობა ხუთი წლის წინ დავიწყე. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ თურმე თექით შესაძლებელია შეიქმნას სხვადასხვა ნამუშევარი, სურათი, სათამაშო... თუმცა ჩემი დაინტერესება უფრო კედლის ნახატებისკენ გადაიხარა... მასალები შევიძინე, ჩემი პირველი ნამუშევარი შევქმენი, რომელსაც დღემდე ვინახავ.

- რამდენად რთული სამუშაოა?

- მუშაობის პროცესი ძალზე სასიამოვნოა და ორმაგად ბედნიერებაა, როცა ნამუშევარი სრულყოფილ სახეს იღებს.

- ცნობილი ადამიანების პორტრეტებს ამზადებთ...

- დიახ, ცნობილების პორტრეტები შეკვეთით დავამზადე, მათთვის გადასაცემად. ახლა გამოფენის მოწყობას ვგეგმავ. სწორედ ამას ემსახურება ქართველი მსახიობების პორტრეტების ხაზი. მინდა დავაგროვო და შესაძლოა, ცალკეული მიმართულებები ავირჩიო. გამოფენისთვის მომზადება მჭირდება. ასევე ამოუწურავია მწერლების, საზოგადო მოღვაწეების მიმართულება. ამას ეხმიანება ვაჟას, გალაკტიონის და სხვა მწერლების პორტრეტები... დაინტერესებული ვარ ხატების შექმნით, მათზე მუშაობა ყველაზე მეტ სიამოვნებას მანიჭებს. როდესაც საკმარისი რაოდენობის პორტრეტი და ნამუშევარი დაგროვდება, გამოფენას აუცილებლად იხილავთ.

- უცხოელებისგან ალბათ დიდია დაინტერესება თქვენი შემოქმედების მიმართ...

- უცხოელებს ზოგადად, ძალიან მოსწონთ ქართული თემატიკის სურათები, ბუნების პეიზაჟები და უმეტესად ცდილობენ ორიგინალური საჩუქარი გაუკეთონ საყვარელ ადამიანებს... თექით შესრულებული თემატური ნამუშევრები საუკეთესო სუვენირია მათთვის. ამიტომ ინტერესი დიდია.

86d585c0-8332-4c91-b222-771118f3e744-1720429124.jpg

- მოწაფეები თუ გყავთ?

- არის დაინტერესება, რომ შეისწავლონ თექაზე მუშაობა და ამ საკითხზე ვმუშაობ.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?

- ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია რომ მოსწონთ ჩემი ნამუშევრები და ბევრ დადებით კომენტარს ვიღებ. ეს მაძლევს სტიმულს შევქმნა ბევრი საინტერესო და ლამაზი ნამუშევარი. ყოველდღიურობა სავსეა გამოწვევებით. ვმუშაობ საკუთარი თავის განვითარებაზე, ვეძებ ახალ ტექნიკებს, ვწყდები ყოველდღიურობას და ვრჩები მხოლოდ ჩემს ნამუშევრებთან. ეს შემოქმედებითად საუკეთესო შეგრძნებაა.

მანანა გაბრიჭიძე