რაჭველ გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება - გზაპრესი

რაჭველ გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

6 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მას ერთი წლის წინ კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობას დღემდე განაგრძობს. ოჯახში სამი პატარა იზრდება - გიორგი 6 წლისაა, მომდევნო ბავშვი 5-ის, ხოლო ნაბოლარა - სამის. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესახებ გიორგის დედას, ეთო ბარამიძეს ვესაუბრეთ.

- რაჭაში, სოფელ გლოლაში ვცხოვრობთ, ონის მუნიციპალიტეტში. მე ვერ ვმუშაობ, მეუღლეს თუ რამე სამუშაო გამოუჩნდება, მაშინ მიდის. სოციალური დახმარება გვაქვს. გიორგი 3 წლის იყო, როდესაც იაშვილის კლინიკაში კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. თავში აღმოაჩნდა. ვიდრე დიაგნოზს დაუსვამდნენ, რამდენიმე დღით ადრე თავის ტკივილი აწუხებდა, ასევე აწუხებდა ფეხებიც... გავიარეთ მკურნალობის რამდენიმე ეტაპი. საბედნიეროდ, მკურნალობას დაექვემდებარა და ნაწილი გაიწოვა კიდეც. სულ რამდენიმე თვეა, რაც საბოლოოდ დაამარცხა ავადმყოფობა, მაგრამ "კოვიდი" შეხვდა. ვირუსმა გართულებები დაუტოვა, ჟანგბადის აპარატი დასჭირდა. ნაქირავები გვქონდა აპარატი, მერე ხალხის დახმარებით კი ვიყიდეთ, დაახლოებით 2.500 ლარი დაგვჭირდა ამისთვის, მაგრამ ყოველი თვის ბოლოს უწევს გამოკვლევები, რომლებიც 1.500 ლარამდე ჯდება, გერმანიაში გზავნიან ანალიზებს. "კოვიდის" გამო ახლა ჰაერის უკმარისობაც აწუხებს.

გიორგი პატარაა, მაგრამ იცის, რომ სერიოზული პრობლემა აქვს. თავიდან უჭირდა ექიმებთან კომუნიკაცია, მაგრამ თანდათან შეეგუა - აღარ ტირის, აღარც წუწუნებს. ყველასა და ყველაფერზე მეტად, თავის დებთან თამაში უყვარს; როდესაც მკურნალობის კურსს გადის, მათ გარეშე მოიწყენს ხოლმე კლინიკაში. თამაშის დროს მუდმივად დაძაბულია, ეშინია, თავი არაფერს მიარტყას. იმედი მაქვს, ხალხის თანადგომით, ჩვენი პრობლემები მალე მოგვარდება.

P.S. იმისათვის, რომ გიორგიმ დაამარცხოს დაავადება, მას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:

GE15TB7679445061100108 - "თიბისი", მიმღები ემზარი ბარამიძე

GE25BG0000000162579635 - "საქართველოს ბანკი", მიმღები მარიამ ვაჩეიშვილი.

საზღვარგარეთიდან ჩარიცხვა შეგიძლიათ PayPal-iT https://www.paypal.me/emzarbaramidze1968

მშობლის საკონტაქტო ტელ.: 598 417413.

ნინო ჯავახიშვილი