ქაღალდით მოწნული ნივთები - გზაპრესი

ქაღალდით მოწნული ნივთები

მოწნულ კალათებს, როგორც დეკორატიული, ისე ფუნქციური დანიშნულება აქვს. მასალად გამოყენებული ქაღალდი, ეკოლოგიურად სუფთა აკრილის ლაქ-საღებავებით მუშავდება და ხდება მყარი, არის ნესტგამძლე და სურვილის შემთხვევაში, ირeცხება კიდეც. დიზაინერი ეკა გოგოლაძე ხელნაკეთ ნივთებს ბავშვობიდან ქმნის, თუმცა კონკრეტულად მოწნულ კალათებზე 10 წელზე მეტია, მუშაობს და პირველი ნივთები საკუთარi სახლის ინტერიერისთვის შექმნა. ჰყავს მოსწავლეებიც, რომლებსაც გამოცდილებას უზიარებს.

- ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე, დიზაინის სპეციალობით. წლების განმავლობაში სკოლაში ვმუშაობდი, ხელოვნებას ვასწავლიდი. ამჟამად ერთი კერძო მოსწავლე მყავს და ამავდროულად, ხელსაქმით ვარ დაკავებული. პერიოდულად მოსწავლეებიც მყავს, რომლebიც პირველად პანდემიის დასაწყისში ავიყვანე და ახლაც, დროდადრო ყველა მსურველს ვასწავლი ამ საქმეს. თავდაპირველად სწავლების იდეა სხვებისგან წამოვიდა, ანუ რამდენიმე ადამიანმა მთხოვა, მათთვის მესწავლებინა. ჯერ უარი ვთქვი, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, ჩამოვყალიბდი და სწავლის მეთოდი შევიმუშავე, რომლის მიხედვით, 8 გაკვეთილში სხვადასხვა ფორმის კალათისა და რამდენიმე “უზორის” გაკეთებას ვასწავლი. სხვადასხვა ასაკის მოსწავლე მყავს, მხოლოდ ერთი გოგონა იყო 21 წლის, თურმე ბებიამ შეაყვარა ხელსაქმე და ძალიან მესიამოვნა, გამიკვირდა კიდეც, თავად რომ გამოთქვა დაინტერესება, რადგან როგორც წესი, ძირითადად 30 წელს გადაცილებულ ადამიანებს სურთ ამ ტექნიკის დაუფლება. სწავლა ადვილი არ არის, თუმცა დაძლევადია და სიამოვნებითაც მუშაობენ. შემდეგ ხელს დამოუკიდებლად ხვეწენ და ეტაპობრივად ვითარდებიან.

3-1659341015.jpg

- როგორ მოვიდა თქვენთან ეს გატაცება?

- მოწნული კალათების გაკეთება სახლისთვის დავიწყე. მინდოდა, მსგავსი ნივთები მქონოდა ყველგან: მისაღებში, საძინებელში, saაბაზანoში... ვთვლი, რომ პრაქტიკულია და ინტერიერსაც ძალიან უხდება. მასალად დამუშავებული ქაღალდი გამოვიყენე, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, უფერო ლაქით იფარება. ბევრნაირი ქაღალდი გამომიყენებია, მათ შორის კრაფტი, ჟურნალ-გაზეთები და საოფისეც, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მისაღები სამომხმარებლო ქაღალდი გამოდგა, რომელსაც ოდნავ ნაცრისფერი დაჰკრავს. პატარაობაში დასავლეთში ხშირად დავდიოდი და რიკოთზე კალათებს რომ ვხედავდი, ძალიან მომწონდა. ხშირად ვყიდულობდი, მაგრამ იმდენად ბევრი მომწონდა, ყველას ვერ შევიძენდი, ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რომ დაწვნა მეც მეცადა. ქსოვა ბავშვობიდან ვიცოდი. მესამე კლასში ვიყავი, როცა სამელნეს ჩასადები მოვქსოვე. სტუდენტობის დროს კი სულ ჩემი ხელით მოქსოვილი და შეკერილი სამოსი მეცვა. მას შემდეგ სულ ვქსოვ, ვქარგავ, ვკერავ და ვფიქრობდი, რომ ეს გამოცდილება კალათების დაწვნაშიც დამეხმარებოდა.

მაშინ კალათის საწვნელად თბილისში მასალას ვერ მოვიძიებდი, არც ალტერნატივა მქონდა, რით შეიძლებოდა ჩამენაცვლებინა. ერთხელაც ინტერნეტში წავაწყდი, რომ თურმე შეიძლება კალათი ქაღალდითაც დამზადდეს. მაშინვე ვცადე და პირველი კალათი გავაკეთე, საკმაოდ მოზრდილი გამოვიდა. რა თქმა უნდა, იმ დონისა და ხარისხის არ იყო, რასაც ახლა ვაკეთებ, მაგრამ ძალიან მიყვარს და მასში საქსოვ ძაფებს ვინახავ. მეორე კალათი გაცილებით უკეთესი გამოვიდა, ამიტომ აზარტში შევედი და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. თან სხვებმა მოტივაცია მომცეს: ვინც მსტუმრობდა, ჩემი ნახელავი ყველას მოსწონდა და სიამოვნებით ვჩუქნიდი ხოლმე. დღეს სხვადასხვა ფორმისა და ზომის ნივთებს ვქმნი, როგორც კალათებს, ისე ჩანთებს. ამა თუ იმ საიტზე ნანახი ნივთების გარდა, პროფესიაც მიწყობს იმაში ხელს, რომ სხვადასხვა ფორმის, “უზორისა” და მრავალფეროვანი მოწნული ნივთები გავაკეთო. ბოლო ხანს ქვილთის ტექნიკამაც გამიტაცა და ვფიქრობ, სამომავლოდ ამ მიმართულებითაც ვცადო მუშაობა.

ანა კალანდაძე