როგორ ვმართოთ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა - გზაპრესი

როგორ ვმართოთ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა

საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, ერთი შეხედვით წარმატებული კარიერის და ცხოვრების მიღმა, ხშირად აქვთ დაბრკოლებები. როგორ ახერხებენ გადალახონ ადამიანების თუ გარემოებების მიერ შექმნილი ბარიერები, რა არის ამ დროს მათთვის ძალის მიმცემი, ჰქონიათ თუ არა დათრგუნვის მომენტი? - ჩვენი მკითხველისთვის ისინი საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე დაგვთანხმდნენ.

ჯანმრთელობა ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ღირებულებაა, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გამო, მას სათანადოდ ვერ/არ ვუფრთხილდებით და უფრო მეტიც, ხშირად უდიერადაც ვექცევით. ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას არასწორი გზებით ვცდილობთ ხოლმე, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს არა აქვს სათანადო ცოდნა სწორი სამედიცინო დახმარების, მკურნალობის მეთოდებისა და საშუალებების შესახებ.

საბაზისო სამედიცინო ცოდნა ყველას უნდა ჰქონდეს, რადგან ხშირად, სწორედ ასეთ ცოდნაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე გადაუდებელი სიტუაციების დროს. სამედიცინო წიგნები, რომლითაც უნივერსიტეტებში ასწავლიან, რიგითი ადამიანებისთვის რთული გასაგებია. სწორედ ამიტომ, კარგი სიახლეა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სამედიცინო წიგნების სერია - "8 წიგნი ჯანმრთელობაზე", რომლებიც პოპულარული ენით არის დაწერილი და მოიცავს სხვადასხვა დაავადების მიზეზებსა და სიმპტომებს, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და პრაქტიკულ რჩევებს.

"8 წიგნი ჯანმრთელობაზე" 19 დეკემბრიდან გამოვა. ეს სერია დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ მართოთ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა 21-ე საუკუნეში. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი გახლავთ, რომელიც ახალი წიგნების შესახებ გვესაუბრა.

- რა ცოდნას მისცემს ეს სერია მკითხველს?

- ამ თემით დაინტერესებულ მკითხველს ვპირდებით, რომ წიგნების შინაარსის გაცნობისას არაერთხელ გაიფიქრებს: ეს აქამდე როგორ არ ვიცოდი? ეს ხომ აუცილებლად უნდა მცოდნოდა! სამედიცინო წიგნების სერია - "8 წიგნი ჯანმრთელობაზე" კიდევ ერთი სამაგიდო პროექტი იქნება იმ ადამიანებისათვის, ვინც იცის ჯანმრთელობის ფასი და ზრუნავს მხნეობის ხანგრძლივად შენარჩუნებაზე. "8 წიგნი ჯანმრთელობაზე" სრულიად განსხვავებულად, მარტივად, მკითხველისთვის გასაგებ ენაზე მოგითხრობთ ურთულეს სამედიცინო პრობლემებზე და სიმარტივე სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ინფორმაცია ზედაპირული იქნება - ამ წიგნებში გაეცნობით საკმაოდ სრულფასოვან, ამომწურავ ცნობებს ყველაზე გავრცელებული დაავადებების მიზეზების, სიმპტომების, შესაძლო გართულებების, მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ. მკითხველი მიიღებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც უთუოდ დიდ დახმარებას გაუწევს ყველა ძირითადი დაავადებისა თუ ცალკეული სიმპტომის დროს, ასევე დაეხმარება, რომ თავიდან აიცილოს ესა თუ ის პათოლოგიური მდგომარეობა.

- როდის გამოვა და რა თემაზე იქნება პირველი ნაწილი?

- პირველი ნაწილი 19 დეკემბერს გამოვა და ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნება. სტატისტიკის მიხედვით, ენდოკრინოლოგიური პრობლემები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პათოლოგიებია მსოფლიოშიც და საქართველოშიც.

- ვინ მუშაობდა პროექტზე?

- წიგნების სერიაზე პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებისგან შემდგარი გუნდი მუშაობდა. პროექტის თითოეული ტომისთვის შესაბამისი პროფილის ცნობილი სპეციალისტები გვიწევდნენ კონსულტაციებს.

- დანარჩენი ტომების შესახებ რას გვეტყვით?

- რაც შეეხება მომდევნო ტომებს, მათში წარმოდგენილი იქნება ორგანოთა სისტემების დაავადებები. ბოლო, მერვე ტომი კი ყველაზე გავრცელებულ სინდრომებსა და სიმპტომებს დაეთმობა.

შეგახსენებთ, რომ "8 წიგნი ჯანმრთელობაზე" 19 დეკემბრიდან, სპეციალურ ფასად - 16 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. ეს უნიკალური 8 წიგნი იქნება სახელმძღვანელო იმისთვის, რომ თქვენს მკურნალ ექიმთან ერთად გონივრულად და სწორად მართოთ საკუთარი ჯანმრთელობა.

თეა ინასარიძე