მეგობრის ნაჩუქარი ახალი წელი
font-large font-small
მეგობრის ნაჩუქარი ახალი წელი
ძია ვახო სამოცდაათს მიღწეული კაცია. დიდი ოჯახი აქვს - ოთხი შვილი და ცამეტი შვილიშვილი ჰყავს.
ტრადიცია აქვთ - ახალ წელს აუცილებლად, ყველანი ერთად ხვდებიან ძველ სახლში და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ წასვლის უფლება, ვისთანაც და საითაც გული გაუწევთ. ძია ვახოც არ არის გამონაკლისი: ღამეს საკუთარ ჭერქვეშ კი გაითენებს, მაგრამ დილაუთენია ტკბილეულით, სანოვაგითა და ღვინით სავსე ჩანთას დაიჭერს ხელში და, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, სასაფლაოზე მიდის ათი წლის წინ გარდაცვლილ მეგობართან...

1945 წელს დაიბადა. მამამისი დიდი სამამულო ომიდან კი ჩამოვიდა, მაგრამ ძველმა ჭრილობამ არა და არ შეიკრა პირი. არასწორად გაკეთებულმა ოპერაციამ გართულება გამოიწვია და ორი თვის იყო ძია ვახო, როცა მამა გარდაეცვალა. გაჭირვებისა და შიმშილობის წლები იდგა ომგამოვლილ ქვეყანაში. დედა კი მუშაობდა ქარხანაში, მაგრამ მაინც ძალიან უჭირდათ და საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში მასავით ჩაუცმელ-დაუხურავი არავინ დადიოდა. ზურა სკოლაში გაიცნო. თავიდანვე მოეწონათ ერთმანეთი: მიუსკუპდნენ ერთ მერხს და ვერავინ შეძლო მათი დაშორება არაერთი მცდელობის მიუხედავად.

ზურას მამას ფიზიკური ნაკლი ჰქონდა - კოჭლი იყო და ამიტომ ომში არ წაუყვანიათ. ჰოდა, ვიდრე მისი ტოლები იბრძოდნენ, ის სწავლობდა. ექიმი გახდა და მალე დაფასებულ კაცადაც იქცა, რადგან მართლა კარგად იცოდა თავისი საქმე. კოჭლობას არც დაოჯახებაში შეუშლია მისთვის ხელი. ჯერ ერთი, სად იყვნენ ასარჩევად დასაქორწინებელი ბიჭები, რომ გოგონებს უარის თქმა ეფიქრათ და ეგეც არ იყოს, საყოველთაო გაჭირვების ფონზე, ზურა შეძლებული ოჯახის პატრონადაც ითვლებოდა. ექიმის ერთადერთი შვილი იყო და რა გასაკვირია, რომ კლასში ყველაზე უკეთ ჩაცმული და მოვლილი ყოფილიყო, ვახო კი პირიქით, ყველაზე საცოდავად გამოიყურებოდა მუდამ სხვის გამონაცვალ, გახუნებულ ტანსაცმელში... უკვირდათ კიდევაც მათი მეგობრობა. ყველას ხომ არ შეუძლია გაცვეთილი სამოსის მიღმა ბევრად მნიშვნელოვანის დანახვა და აღმოჩენა?!

ერთ ზამთარს კი ვახო მთელი თვე ვერ მივიდა სკოლაში იმის გამო, რომ ძველ ფეხსაცმელში წყალი შედიოდა, გაცივდა და ფილტვების ანთება დაემართა; ძლივს გამოგლიჯეს სიკვდილს ხელიდან. ყველამ გაიგო მისი ამბავი, მათ შორის - ზურას მამამაც, რომელმაც სახლშიც მიიტანა ამბავი და მეორე დღესვე მოაკითხა ვახოს მეგობარმა, ახალთახალი თბილი ფეხსაცმელი მოუტანა საჩუქრად: მამამ მიყიდა, მაგრამ მე სხვებიც მაქვს, შენ უფრო გჭირდებაო...

აღმოჩნდა, რომ პატარა ბიჭს დაუკითხავად წამოუღია მეგობრისთვის საჩუქარი და როცა სიმართლე გაირკვა, უკან აბრუნებდა ვახოს დედა, მაგრამ ზურას მამამ არ გამოართვა: ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩემი შვილის კეთილი გულიაო...

ის დღე იყო და ის - ძია ვახოს უმამობა აღარ უგრძნია: კეთილი ექიმი როგორც საკუთარი შვილისთვის, ისე ყიდულობდა მისთვისაც ყველაფერ აუცილებელს. იმ ახალ წელს კი მეკვლედაც ესტუმრა შვილთან ერთად და ნაძვის ხე მოუტანა საჩუქრად, რომელიც მანამდე ბიჭს არასოდეს ჰქონია და არც განსაკუთრებულ დღესასწაულად მიაჩნდა, ამიტომ ახალი წელი...

მას შემდეგ უამრავი ახალი წელი მოვიდა და წავიდა - ხან ვახოს ჰქონდა მეტი და ხანაც - ზურას, მაგრამ ლუკმას ყოველთვის უყოფდნენ ერთმანეთს და ამიტომაც, გაჭირვება არასოდეს უგრძნიათ. ახალ წელსაც სულ ერთად ხვდებოდნენ და არც მას შემდეგ დარღვეულა ტრადიცია, როცა ათი წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა ზურა - იმ კეთილმა გულმა უღალატა, წესით, საუკუნეზე მეტხანს რომ უნდა ეფეთქა და ემუშავა...

ის პირველი ახალი წელი სასაფლაოზე გაატარა მეგობართან ერთად ძია ვახომ და ვერავინ დაუშალა... იჯდა და დილამდე "ელაპარაკებოდა" იმ "ნაჩუქარ ახალ წელზე", ბავშვობა რომ დაუბრუნა...

ახლა დღისით მოდის, რამდენიმე საათს ატარებს მეგობრის საფლავზე და რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, უამრავ ადამიანს ხვდება ამ დროს სასაფლაოზე... საღამოს კი მეგობრის ოჯახისკენ იღებს გეზს და როგორც საკუთარ ბაბუას, ისე ხვდებიან ზურას შვილიშვილები.
ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
16.03.2015
F3itUG fmpkgwftdiov, [url=http://seksllkmtkld.com/]seksllkmtkld[/url], [link=http://girtjxswrowb.com/]girtjxswrowb[/link], http://vcwygfghcope.com/
ubibvy
10.02.2015
ბავშვივით ავღნავლდი :)
აპოლიტიკური
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
"ოჯახური იდილია განაპირობებს წარმატებას ადამიანის ცხოვრებაში..."
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2088 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი