სხვისი შვილების დედა
font-large font-small
სხვისი შვილების დედა
ავჭალის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფმა პატიმრებმა ახალი წლის დადგომა ერთად იზეიმეს. მთელი კვირა მილოცვებსა და საახალწლო საჩუქრებს იღებდნენ.
სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად ეწვია მათ და საახალწლო საჩუქრებიც გადასცა. სტუმრებმა პატიმრებს სურვილების რეალობად ქცევა უსურვეს. ყველაზე დიდი სურვილი მათთვის თავისუფლებაა. ეს სურვილი 3 არასრულწლოვანს აუსრულდა: ახალი წლის წინა დღეებში ვადაზე ადრე 3 მათგანი გათავისუფლდა. ამჟამად 44 არასრულწლოვანია გისოსებს მიღმა და ყველა თავისუფლებაზე ოცნებობს. დეკემბრის ბოლოს "ეტალონის" ტურნირიც ჩატარდა დაწესებულებაში. პატიმრებმა პატრიარქისგანაც მიიღეს საახალწლო საჩუქრები და ძალიან ბედნიერები იყვნენ. ნაძვის ხე თავიანთი ხელით მორთეს, კონცერტებიც გამართეს და საახალწლო დღეები გაილამაზეს. 31 დეკემბერს წარმატებული საქმიანობისთვის სასჯელაღსრულების მინისტრმა 22 თანამშრომელი დააჯილდოვა, მათ შორის იყო არასრულწლოვანთა დაწესებულების სოციალური მუშაკი მადონა ცინცაძე. ქალბატონ მადონას ყოველდღიური ურთიერთობა აქვს პატიმრებთან და ყველა მათი პრობლემა კარგად იცის. ის ძალიან უყვართ ბავშვებს.

მადონა ცინცაძე, სოციალური მუშაკი განათლების განხრით:
- ძალიან გაგვიხარდა ბავშვების ვადაზე ადრე გათავისუფლება, ისინი ახალ წელს თავიანთ სახლებში შეხვდებიან. დაწესებულებაში დარჩენილებს გაულამაზეს ეს დღეები. ყოველ დღეს ამ შეკითხვით იწყებდნენ: დღეს ვინ მოვა ჩვენთან მოსალოცად და რა საჩუქრებს მოგვიტანს? ბევრი მათგანი კარგად უკრავს, მღერის და კონცერტებიც გამართეს. როცა მათი მეგობარი გადის ციხიდან, სხვას უჭირს, თავისუფლება ყველაზე ძვირფასია მათთვის. როცა დაწესებულებაში დავიწყე მუშაობა, ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მქონდა. ორი პროფესია მაქვს - ექიმი და ინჟინერი, მაგრამ 15 წელი საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ძირითადად, ბავშვებთან მიწევდა ყოფნა. ე.წ. "ციხის კადრებმა" ყველა ჩვენგანი შოკი ჩააგდო, სულ პატიმარ ბავშვებზე ვფიქრობდი, კადრების ნახვის მერე. გადავწყვიტე, დავხმარებოდი. ქუჩიდან ბევრი ბავშვი ამიყვანია და დამიყენებია სწორ გზაზე. აზარტულ თამაშებში ჩართული ბევრი არასრულწლოვანი, წამალზე დამოკიდებული ბავშვი გადაგვირჩენია. ეს ძალიან მტკივნეული თემაა.

- დაწესებულებაში მუშაობა "ციხის კადრების" შემდეგ დაიწყეთ?
GzaPress- კადრების ნახვის შემდეგ დაწესებულების დირექტორთან მივედი, ვესაუბრე ჩემს გამოცდილებაზე და ვთხოვე, მათთან ურთიერთობის საშუალება მოეცა. მითხრა, ბევრი სითბო და სიყვარული სჭირდებათ ბავშვებს და თუ ამის გაცემა შეგიძლიათ, რატომაც არაო. კადრების შესარჩევი კონკურსები გავიარე და ასე აღმოვჩნდი არასრულწლოვან პატიმრებთან. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ციხესთან. როცა პირველად აღმოვჩნდი გისოსებს მიღმა და თანამშრომლების გაღიმებული სახეები დავინახე, ვფიქრობდი, ნუთუ აქ მომუშავე ადამიანებს შეუძლიათ, გაიღიმონ-მეთქი? ამდენი არასრულწლოვანი პატიმარი გყავდეს და შენ იღიმოდე, ეს წარმოუდგენელია-მეთქი, ვეუბნებოდი ჩემს თავს, მაგრამ როცა მათთან მუშაობა დავიწყე, მივხვდი, ასე არ არის. ბევრი ღიმილი, სითბო და სიყვარული უნდა გქონდეს. ბავშვები მაშინვე გატყობენ, ყალბი ხარ თუ მართლა გიყვარს ისინი. მე იოლად მოვიპოვე მათი ნდობა და სიყვარული. ძალიან ბედნიერი ვარ.

- ამბობენ, ბევრმა მათგანმა წერა-კითხვაც არ იცოდა და თქვენ ასწავლეთ, ადვილად შეძელით მათი დაყოლიება?
- თავიდან ყველა ამბობს, - სწავლა არ მინდა, არ მოიტანო ჩემი საბუთები, მეზარება, არ უთხრა ჩემს მშობლებს სკოლაში სიარულზე რამე. თუ არ უნდა სწავლა, ვერ დააძალებ. დაწესებულებაში ჩვეულებრივ, სკოლა ფუნქციონირებს და სკოლის პედაგოგები ასწავლიან, მაგრამ ბევრი არ დადიოდა სკოლაში. ვეუბნებოდი, მოდი, ვნახოთ კომპიუტერული გაკვეთილები, სახალისო თამაშებია-მეთქი. მერე სურვილი უჩნდებოდათ სწავლის. ასე თამაშ-თამაშით სწავლობდნენ. ხშირად მეუბნებოდნენ, V-VI კლასის მერე სკოლაში არ გვივლიაო. VIII კლასელი ბავშვი მყავდა, წერა-კითხვა არ იცოდა, ჩვენთან ისწავლა. ისინი ეძებენ სითბოს, სიყვარულს და როცა ამას ხედავენ, მერე ყველაფერში მოგყვებიან. ორი წელი ხდება, რაც აქ ვმუშაობ. ორმა ახალგაზრდამ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. წელს ეროვნული გამოცდები რომ ჩააბარა, ის ბიჭი, სრულწლოვანი გახდა თუ არა, დიდებში გადაიყვანეს. ვფიქრობ, ასეთ ბავშვებს ხელშეწყობა სჭირდებათ. მიკვირს, მათ შეწყალებით რომ არ უშვებენ, არადა, დიდი სტიმული იქნებოდა მათთვის. ახლა 4 არასრულწლოვანს ვამზადებ ეროვნული გამოცდებისთვისთვის. დარწმუნებული ვარ, წარმატებით ჩააბარებენ. ჩემს შვილებად ვთვლი და ვემზადები 4 შვილის სტუდენტობისთვის. ერთი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იხდის სასჯელს, სამედიცინოზე უნდა ჩაბარება, მაგრამ ახლა რომ ჩააბაროს, ციხიდან გასვლის შანსი ჯერჯერობით არ აქვს. ძალიან მძიმეა, 15 წლისას 10 წელი რომ გაქვს მისჯილი. უნიჭიერესი ბიჭია, დავიყოლიეთ, რომ სკოლის ატესტატი აეღო - მაღალი ქულები აიღო. გასაოცრად ნიჭიერია. ის მთელი დაწესებულების ტკივილია. განვიცდით, რომ საუკეთესო წლების გატარება ციხეში უწევს.

- მკვლელობისთვის იხდის სასჯელს? ნანობენ ჩადენილს?
- გარედან ცუდად ჩანს, გგონია, საშინელი ადამიანები არიან. მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არ არის. ყველანი ძალიან ნანობენ. ის ამბობს, - როცა ეს ჩავიდინე, მაშინ გავიფიქრე, ღმერთო, ოღონდ ის წუთი უკან დაბრუნდეს და ამას არ ჩავიდენ-მეთქი. კიდევ ერთი მყავს, ისიც მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. მითხრა, - მე იქ მოვკვდი, როცა ეს დანაშაული ჩავიდინეო. ისინი იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. მათზე ძალადობდნენ, აშინებდნენ და სხვა გზა ვერ ნახეს. ერთმა თანატოლი მოკლა, მეორემ თავისზე გაცილებით უფროსი. მერწმუნეთ, ყველა ნანობს. როცა ვეკითხები, - რატომ ხარ მოწყენილი? მეუბნება, მომხდარზე ვფიქრობო. ერთმა მითხრა, ლოცვებში სულ ვინანიებ მომხდარს, მაგრამ ასე მგონია, ჩადენილი არ მეპატიებაო.

- ყველას აკითხავს ოჯახის წევრი?
- სამწუხაროდ - არა. ეს ძირითადად მატერიალური პრობლემების ბრალია. რაიონიდან ჩამოსვლა ძალიან უჭირთ. ხშირად 5 ლარსაც ვერ ურიცხავენ შვილებს ციხეში...

- როგორც მითხრეს, თქვენ ოჯახი არ შეგიქმნიათ, მაგრამ გაზარდეთ 3 ბავშვი. იქნებ მიამბოთ?
- ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს. 3 პატარა შვილივით გავზარდე, ისინი დედას მეძახიან. მათ გარდა ბევრი მყავს გაზრდილი, მათაც შვილებად მივიჩნევ. ბავშვები ცდილობდნენ, ძალადობას გაჰქცეოდნენ და დღეს სწორ გზაზე არიან. 22 წლის ვიყავი, როცა სამი ბავშვის გაზრდა ვიტვირთე. ისინი ჩემი ნათესავები არიან. ვხედავდი, როგორ ძალადობდნენ მათზე. თვითონ მითხრეს ბავშვებმა, რომ სურდათ, ჩემთან ეცხოვრათ. არც მშობლებს გაუწევიათ წინააღმდეგობა. ისინი დიდები არიან ახლა. ეს ჩავლილია. პატარა 21 წლის არის, უფროსები - 28 და 30 წლისები. როცა ისინი წამოვიყვანე, მაშინ ბიჭი 2 წლის იყო, გოგონები 10 და 12 წლისები. გოგონებმა ოჯახები შექმნეს. ბებიაც ვარ. ბიჭმა ჯარი მოიარა, შემდეგ კოლეჯი დაამთავრა, ახლა სამუშაოს იშოვის და ისიც შექმნის ლამაზ ოჯახს. მშობლებთან არანაირი ურთიერთობა არა აქვთ. ზოგჯერ მამას ნახულობენ. ამის გარდა დაახლოებით 6 ბავშვი მყავს გაზრდილი, ისინი სისტემატურად ჩემთან იყვნენ, მხოლოდ დასაძინებლად მიდიოდნენ სახლში.

- ისინიც ძალადობის მსხვერპლი იყვნენ?
GzaPress- ეს მათ ეხებათ, ამიტომ არ არის საჭირო დეტალებზე საუბარი. ერთ ასეთ ამბავს გავიხსენებ: ლიდერთა ბანაკში ბავშვი უნდა წამეყვანა. სკოლის დირექტორმა მითხრა, - ისეთ ბავშვს გაგატან, რომლის პატრონიც გვერდში დაგიდგებაო. არადა, მე სხვა ბავშვის წაყვანა მინდოდა, რადგან ის გამორჩეული იყო. - ეს რატომ არ უნდა წავიყვანო-მეთქი? მითხრა, - მამამისი ქუჩაში აგდებს და ხის ქვეშ კითხულობს გაკვეთილებსო. სწორედ ის წავიყვანე, მაშინ მეცხრე კლასში იყო ის გოგონა. მისთვის არაფერი მითქვამს. როცა დავახლოვდით, მიამბო, როგორ აგდებდა მამა სახლიდან და ეჩხუბებოდა, - დაანებე კითხვას თავი, სწავლა არ გჭირდება, დიასახლისი უნდა იყოო. გოგონას ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავდა, რომელიც წავიდა საზღვარგარეთ და თავისი სახლი დაუტოვა. მთელი დღე ეს ბავშვი ჩემთან იყო და ღამით დასაძინებლად იმ სახლში მიდიოდა. წარმატებით დაამთავრა უნივერსიტეტი და დღეს ძალიან ცნობილი და აქტიური გოგონაა. 25 წლის არის, ეხმარება ბავშვთა სახლებს, პროექტებს აკეთებს. არასრულწლოვანთა დაწესებულებაშიც მყავდა 15 წლის 2 ყმაწვილი. ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ. არც ერთს სკოლაში არ უვლია. წერა-კითხვა არ იცოდნენ. ჩვენი მეგობრობა შედგა. ორივე ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ციხიდან სამი დღის გასული იყო, ერთმა რომ დამირეკა, - მადო, მაპატიე, ახლა ალბათ დამიჭერენო. სისხლი გამეყინა, - რა დააშავე-მეთქი? - არაფერი დამიშავებია, პირობა მოგეცი, მაგრამ სახლიდან გამოვიქეცი, არ ვაპირებ მამაჩემის აგრესიას შევეგუო, ახლა სხვისი ნომრიდან გირეკავ და არც ის ვიცი, სად ვარო, და გათიშა ტელეფონი. ავფორიაქდი, ის ნომერი გათიშული იყო. მერე ისევ დამირეკა და მითხრა, - თბილისში ვარო. ერთ-ერთ მამაოს დავურეკე და მისამართი ვუთხარი. მან სხვა მამაო გაგზავნა და ბავშვი რამდენიმე დღე ეკლესიაში იყო, მერე დავუკავშირდი სოციალურ მუშაკებს და საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბედნიერი ვარ მათთან ურთიერთობით. ყველას უგზავნის უფალი ანგელოზს ბავშვის სახით. ბავშვები ჩემი სუსტი წერტილია. მინდა, დიდი სახლი მქონდეს და ბევრი ბავშვი დავაყენო სწორ გზაზე.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
15.01.2015
უკეთილშობილეს საქმეს აკეთებთ,უფალი შეგეწიოთ...
ანი
14.01.2015
გაიხარე კეტილო ქალბატონო
ეკა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2189 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი