მორიდებული ჯემალ ღაღანიძე და ფაქტობრივად "წართმეული" ანტიკვარული ბუფეტი
font-large font-small
მორიდებული ჯემალ ღაღანიძე და ფაქტობრივად "წართმეული" ანტიკვარული ბუფეტი
ჯემალ ღაღანიძე 60 წელზე მეტია, რუსთაველის თეატრის ერთგული მსახიობია. საახალწლო სპექტაკლში ,"ჯადოსნური ღამე" მასთან ერთად, მისი შვილიშვილი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძეც მონაწილეობს.
ახალ წელს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოჯახში ხვდება და სტუმრად მერე მიდის. რუსთაველის თეატრი საგასტროლო გრაფიკს თურმე ისე ადგენდა ხოლმე, რომ საახალწლოდ ყოველთვის საქართველოში ყოფილიყვნენ. ბატონი ჯემალი იმ რელიკვიებზე საუბრობს, რომლებიც მას ახლობელ და საყვარელ ადამიანებს ახსენებს.

GzaPress- 33 წლისამ "თოხნა" დავიწყე - ოჯახის შექმნას ასე ვეძახი. უამრავი მეგობრიდან ერთ-ერთი ხელისმომკიდე - დიდი ფეხბურთელი მიშა მესხი (ქართველ პელედ მონათლული) იყო. იგი თეატრალურ ინსტიტუტში ხშირად დადიოდა და ჩვენს საკურსო სპექტაკლს დაესწრო. სწორედ მაშინ გავიცანი და მერე დავმეგობრდით. თეატრალი კაცი იყო, სპექტაკლებსა და პრემიერებზე ხშირად მოდიოდა. ყოფილა შემთხვევა, ე.წ. თავის წრეს, რომელშიც ეროსისა და ჩემ გარდა, სხვა მსახიობებიც შედიოდნენ, დაგვპატიჟებდა და რამდენჯერმე, პრემიერის აღსანიშნავი პურმარილი მას გადაუხდია. ფეხბურთელი კი იყო, მაგრამ ქეიფი უყვარდა. მაშინ ხისგან დამზადებული ნაკეთობები მოდურად ითვლებოდა. ჩვენი თეატრის გვერდით სუვენირების მაღაზიაში კარგი საჩუქრები იყიდებოდა. ეტყობა, მიშამ ბზისგან გაკეთებული არყის სერვიზი იქ შეიძინა და ქორწილში მომართვა. დღესაც შენახული მაქვს, ვუფრთხილდები და ძალიან მიყვარს, რადგან მიშას მახსენებს.

60 წელია, რუსთაველის თეატრის სცენაზე ვდგავარ. ამ ხნის მანძილზე ბევრი საჩუქარი, პრემია თუ წოდება მიმიღია. მათ შორის გამოვარჩევ თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრიზს "იპო". ეს არის თოჯინა - იპოლიტე ხვიჩიას გმირი არღნით კინოფილმიდან "არ იდარდო". ამბობენ, კომიკოსი მსახიობები ცხოვრებაში ცოტა უხეშები არიანო. ეს მოსაზრება მას არ მიესადაგება. ჩვენ სპექტაკლებსა და ფილმებში ბევრჯერ გვითამაშია ერთად. რაც უნდა ცუდ ხასიათზე ყოფილიყავი, მისი შემხედვარე კარგ გუნებაზე მოხვიდოდი. თვითონ ამბობდა ხოლმე, 50-მდე პანაშვიდი მექნება ჩაშლილიო. ერთ-ერთის მომსწრე თავად ვარ. "ფეოლას" ვიღებდით. ფილმში მონაწილე ერთ-ერთი ბავშვის ბაბუა გარდაიცვალა და ბათუმთან ახლოს, სოფელში სამძიმარზე წავედით. იპოლიტეს დანახვას ხალხის სიცილი მოჰყვა. ამ ამბავს ასე ვაგრძელებ ხოლმე: "ოთახში რომ შევედით, უკვე მიცვალებულიც "იცინოდა"... ძალიან მიყვარდა ბატონი იპოლიტე, ჩვენ ვძმაკაცობდით და მიხარია, რომ ამ დიდი მსახიობის სახელობის პრიზის ლაურეატი ვარ.

GzaPressოჯახი რომ შევქმენით, ჩემმა მეუღლემ დაUმე ორიენტირი ანტიკვარების შეძენაზე ავიღეთ. ასევე იყვნენ გურამ საღარაძისა და რამაზ ჩხიკვაძის მეუღლეები - ტანია და ნატაშა. ერთხელაც, სამივე, მეუღლეებთან ერთად, კიევში გასტროლებზე ვართ. სხვათა შორის, გურამის მანქანით წავედით უკრაინაში. ქალბატონებმა აღმოაჩინეს, რომ კიევთან ახლოს, სადღაც დასახლებაში ანტიკვარული ბუფეტი ყოფილა და მისი იაფად შეძენა შეიძლებოდა. ყველანი გურამის მანქანით წავედით. მივაგენით სახლს ტყის პირას. პატრონი არ ჩანს, კარი ღიაა. სოფელია და კარს არ კეტავენ. მერე მეზობელმა ყურადღება მოგვაქცია. შეგვიყვანა სახლში, სადაც ჩვენი სასურველი ლამაზი და ცოტა სარესტავრაციო კარადა ვნახეთ. მეზობელმა გვითხრა, პატრონი ტყეში იქნება წასული, ხანდახან ნადირობსო. ავდექით და ტყეში წავედით, ამ კაცს თავზე დავადექით. ისიც გაგიჟდა, არ ვყიდიო, მაგრამ ქალები შეუჩნდნენ და დაითანხმეს. ფაქტობრივად, "წაართვეს". ისეთი მძიმე ბუფეტი იყო, წლების მანძილზე ერთსა და იმავე ადგილზე ედგათ, იატაკს მხოლოდ მის გარშემო ღებავდნენ. ჩვენს სახლში ამ კარადამ ასე დაიმკვიდრა ადგილი.

GzaPressჩემი შვილიშვილის დაბადების დღეს, ლენინგრადში გასტროლზე ვიყავი. იმ სპექტაკლის აფიშაზე, რომელსაც მაშინ ვთამაშობდით, იქ მყოფმა ყველა მსახიობმა მილოცვა და ხელმოწერა დამიტოვა, ამიტომ ჩემთვის ძვირფასი აფიშაა და კედელზე კიდია. ახლა სანდრო რუსთაველის თეატრის მსახიობია. ჩემთვის სპექტაკლის - "უფლისწული და მათხოვარი" აფიშაც მნიშვნელოვანია იმით, რომ ამ დადგმაში მე და სანდრო ერთად, პირველად ვმონაწილეობდით. აფიშას დავაწერე: "ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ რუსთაველის თეატრის სცენაზე ერთად ვითამაშეთ, ჯემალი". ჩვენთვის ყოველი პრემიერა დღესასწაულია. ბევრს შრომობ რეპეტიციებზე, ამიტომ როცა შედეგი ნაყოფიერია, ამ ამბავს ყოველთვის დიდი სიხარული და კოცნა-პროშნა მოყვება. დროს ვიხელთებთ ხოლმე და ვისი კოცნაც გვინდა, ვკოცნით და ვკოცნით (იცინის)... წელიწადში მინიმუმ ორი პრემიერა გვაქვს. ე.ი. 120 პრემიერა მაინც ვითამაშე. როგორია?!

არის მოქანდაკე ქალბატონი, რომელიც ერთხელ ჩვენთან მობრძანდა და მე და ჩემს მეუღლეს თავისი ჩანაფიქრი გაგვიზიარა. მას სურვილი ჰქონდა, ჩვენი ცოლ-ქმრობის ამსახველი ფიგურა დაემზადებინა და შემოგვთავაზა, ერთმანეთში გადაჭდობილი ხელის თითების სკულპტურა. აი, ეს არის ჩემი და ლენას ნატურალური ზომის ხელის მტევნები. ვფიქრობ, საინტერესო მიგნებაა. სანამ შევუღლდებოდით, ლენას მანქანით ვასეირნებდი ხოლმე. ერთხელ ლისის ტბისკენ წავედით. გაზაფხულია, ხეებზე კვირტები თეთრად არის გადაპენტილი. მანქანა გავაჩერე, ტოტი მოვტეხე და საბარგულში ჩავდე. როგორც ლენა იხსენებს, იმდენად მორიდებული იყავი (ამით მოხიბლულა), თბილისში რომ ჩამოვედით, ის ტოტი მერე მომართვიო.

მსახიობები მწერლებთან, პოეტებთან ვმეგობრობთ. ბედნიერი ვარ, რომ ჯანსუღ ჩარკვიანთან დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ერთმანეთი გვიყვარს და პატივს ვცემთ. თეატრში ახალი მისული ვიყავი, როცა მან პიესა თარგმნა, რომელიც რობიკომ დადგა. იმ დროიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ყოველთვის ვგრძნობ მის დიდ სიყვარულს ჩემდამი. ლეგენდა-პოეტმა 75 წლის იუბილეზე ასეთი ლექსი მომიძღვნა. "ვერცა წლებმა ვერ დაგღალეს,/ ღვთითბოძებული ხატი ხარ,/ კვლავ ძველებურად ღაღანებ,/ კვლავ ძველებურად ანთიხარ./ შენი სახელი გვჭირდება,/ ვით თბილისს ძველი აშუღი,/ ქართული სცენის დიდებავ,/ შენ გენაცვალოს ჯანსუღი. 2008 წლის 20 აპრილი, მარად შენი ჯანსუღი".

GzaPressრობიკო სტურუამ 1948 წელს თავისი პირველი სპექტაკლი - "მესამე სურვილი" დადგა, სადაც როლი მეც მომცა. მაშინ ახლოს არ ვიცნობდი. ჩემზე პატარა იყო და თავის კურსელებთან მეგობრობდა. პრემიერის შემდეგ წერილი მომწერა: "კმაყოფილი ვარ თქვენთან მუშაობით. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით". წერილი შენახული მაქვს. მართლაც ბედნიერი ვარ, რომ მის უამრავ სპექტაკლში ვთამაშობ. ერთხელ ისიც კი თქვა, ჯემალი ჩემი თილისმა არისო. მსახიობისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი მაყურებლის სიყვარულია. ქუჩაში უეცრად ვიღაც უცნობი ადამიანი რომ გაგაჩერებს, დაგლოცავს და თბილ სიტყვებს გეტყვის, ამას არაფერი ჯობს.
ნანული ზოტიკიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
რამდენი დაცვითი მექანიზმი ჰქონდა სახელმწიფოს, რომ ანტისაბჭოთა ტექსტი არ გაპარულიყო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი