ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - VII ნაწილი
font-large font-small
 ქურდყოფილის აღსარება... 15 წლის ასაკში ქურდად "მონათლული" მამაკაცის საოცარი ცხოვრება - VII ნაწილი

დასაწყისი იხილე აქ

როგორ დახვრიტეს ქურდი, თამაზ ბანძელაძე და მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში, თამაზ ნამგალაური; ვისგან და რატომ ყიდულობდა თოვლს სპარტაკი...



დახვრეტა

ამავე პერიოდში, "სმერტნიკების" (სიკვდილმისჯილების. - ავტ.) კამერაში იჯდა მსოფლიო ჩემპიონი, მოჭიდავე თამაზ ნამგალაური, რომელსაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი. მას არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ედებოდა ბრალი. იაპონელები ეხვეწებოდნენ, ჩვენს მთავრობას - არ დახვრიტოთ, ეგ კაცი ჩვენ მოგვეცითო... მე მოვახერხე მასთან კამერაში შესვლა. დამათვალიერებინა ფოტოები, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნისას ჰქონდა გადაღებული. ყველგან ულამაზესი ქალების გარემოცვაში იყო აღბეჭდილი, ზოგი კალთაში ეჯდა, ზოგი - კისერზე ეკიდებოდა...
ერთ საღამოს, კამერაში ექიმი გამოიძახა. ბუნებრივია, მას ციხის თანამშრომლებიც ახლდნენ. ყველას დაერია და მუშტით გათიშა, გასაღები აიღო და "სმერტნიკებს" კარი გაუღო. მერე დანარჩენი კამერებიც გავხსენით და პატიმრები გარეთ გამოვუშვით. ციხე ხელმეორედ გატყდა... დერეფნებში ხელჩართული ბრძოლა მიდის პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის. ჩემთან მოვიდა ერთი ჩეჩენი პატიმარი და მითხრა - სანამ ესენი აქ ჩხუბობენ, ჩვენ კედელი გავანგრიოთო: ციხის ერთი კედელი "სვაბოდაზე" გადიოდა. გაანგრიეს კედელი და პატარა ხვრელით რამდენიმე კაცი უნდა გავსულიყავით. 2-3 პატიმარი გადაძვრა. მერე ერთი მსუქანი კაცი გაიჭედა ხვრელში. ზოგი აქედან აწვება, ზოგი იქიდან ეჭიდება, ეს კაცი ხვნეშის, ვეღარც შიგნით შემოდის და ვეღარც გარეთ გადის. კარგა ხანს ვეჯაჯგურეთ. ამასობაში გარეთაც სროლა ატყდა. გასვლას აზრი აღარ ჰქონდა... ისევ ჩაწყნარდა ციხე. ნამგალაური კი, მეორე დღესვე დახვრიტეს. ჩვენ ვერც კი გავიგეთ. თუმცა, ამ დროს, პარლამენტში სიკვდილით დასჯის გაუქმების საკითხი წყდებოდა და ყველა დახვრეტა შეჩერებული იყო. როცა ვინმეს ხვრეტდნენ, სპეციალურ მოტორებს რთავდნენ ხოლმე, რომ სროლის ხმა დაეფარა და ზევით კამერებში არ გაეგონათ. "სმერტნიკების" კამერები სარდაფში იყო. ღამით ბიჭები ქვევიდან გვეხმიანებოდნენ ხოლმე, მოგვიკითხავდნენ... თუ ვინმეს გული უგრძნობდა, რომ მეორე დღეს უნდა დაეხვრიტათ, დაიძახებდა ხოლმე - ვიცი, ხვალ დამხვრეტენ და თქვენი ჭირი წამიღიაო...
ერთი მეგობარი მყავდა, ქურდი, თამაზ ბანძელაძე. მას ულამაზესი დედა ჰყავდა... თამაზი "პაბეგში" იყო. დედამისი ცოლად შეირთო მაღალი თანამდებობის პირმა, პოლიციელმა. ქმარმა დაარწმუნა, რომ თუ შვილის ადგილსამყოფელს გაამხელდა, მხოლოდ 15 წელს მიუსჯიდნენ და თან დაეხმარებოდა, რომ დროზე ადრე გათავისუფლებულიყო. ამ ქალმაც დაიჯერა და ყველაფერი "დაფქვა", შვილი დააჭერინა. მაგრამ ქმარმა სიტყვა არ შეასრულა და თამაზს დახვრეტა მიუსაჯეს... როცა მასთან კამერაში მისულან, რომ დასახვრეტად წაეყვანათ, ის საკნიდან არ გამოსულა - აქ შემოდით, თქვენი დედაო!.. - შეაგინა ჯალათებს. კარიდან ესროლეს და იქვე, საკანში დახვრიტეს. ამ დროს, მე "კრიტში" მიმიყვანეს და რამდენიმე წუთის შესული ვიყავი კამერაში, რომ რაღაც ხმაური შემომესმა. "ვალჩოკში" (საკნის კარში დატანებული სათვალთვალო. - ავტ.) გავიხედე და დავინახე, რომ თამაზისთვის ორ თანამშრომელს ფეხებში ჩაევლო ხელი და მკვდარს მიათრევდნენ. ამან ჩემზე ისე იმოქმედა, რომ კარგა ხანს ვერ მოვდიოდი გონზე.

წამალდამოკიდებულები

თბილისში, ციხეში ყოფნის დროს, ერთი პერიოდი "რეზბალნიცაზე" ვიყავი. აკრძალული იყო წამლის შემოტანა და მართლაც, ერთი გრამი წამალიც კი არ შემოდიოდა. იქ იჯდა ერთი მდიდარი ოჯახის შვილი, რომელსაც ერთი გრამი ჰეროინი ძლივძლივობით შემოუგზავნეს. იქ გასაყოფიც არაფერი იყო. მასთან ერთად ოთახში ერთი კაცი იჯდა, რომელიც წამლის გულისთვის უკან არაფერზე დაიხევდა. ბიჭმა ვერაფრით გაარტყა ვენაში და ამ კაცს სთხოვა დახმარება, მკლავი უკუღმა ამოუტრიალა; იმანაც, კანი გახვრიტა და მეორე მხრიდან, თვითონ თითში გაიკეთა წამალი... ბიჭი კუთხეში ჩაცუცქდა და "პრიხოდს" ელოდება. არავითარი რეაქცია. ეს კაცი კიდევ, "განგრეულ" კაიფშია. ატყდა ერთი ამბავი. ავიდა ქურდებში ეს საქმე. მათ კი ყველა გააფრთხილეს - წამლის ამბავში ამას ნურავინ ენდობით, თუ რამე იაღლიში მოხდება, ჩვენთან ნუღარ მოხვალთო...
ერთ დღეს, ერთ-ერთი პატიმარი, "ტრუსიკიანი" აძვრა მაღალ ალვის ხეზე და იმუქრებოდა - აქედან უნდა გადმოვხტეო. ატყდა ერთი ამბავი, მთელი სამინისტრო და დეპარტამენტი შეიძრა, დგანან "ძაღლები" ალვის ხის ქვემოთ და ეხვეწებიან - ჩამოდიო. ის კიდევ, არ ჩამოდის. ქურდებიც ჩაერივნენ საქმეში, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ... წეღან ვისზეც გიამბეთ, საქმეში ის კაცი ჩაერია. "ძაღლებს" უთხრა - 5 გრამი ჰეროინი მომიტანეთ და მე ჩამოვიყვანო. უცებ გააჩინეს წამალი. იმან ერთი "ზახოდი" იქვე გაიკეთა, ტანისამოსი გაიხადა და ისიც "ტრუსიკიანი" აძვრა ხეზე. სულ ფეხის თითები დაუკოცნა, ეხვეწებოდა - ჩამოდი, ასე ნუ იქცევიო, - მიეფერა, მიუალერსა და ორივენი ერთად ჩამოვიდნენ ხიდან... აი, ასეთი ამბებიც ხდებოდა ციხეში.

რა ღირს თოვლი?

ერთ ამბავსაც გავიხსენებ. რაღაც საქმეზე დამიჭირეს და გურჯაანის მილიციაში მიმიყვანეს. ზამთარი იყო. მოგეხსენებათ, პატიმარს ერთი ჭიქა წყალი ერგება, მაგრამ ეს რას გეყოფა!.. იქ ჩაის ვადუღებთ, იქ ყავას, ჩიფირს, ჰოდა, წყალს არ გვაძლევდნენ. გადავწყვიტე, მილიციის უფროსს მოვლაპარაკებოდი. დავითანხმე, რომ თოვლი მოეტანა ჩვენთვის. იმანაც, ფულის შოვნის საშუალება დაინახა და დამთანხმდა. ერთ ცელოფანის პარკ თოვლში 10 მანეთს ვიხდიდით, მერე ვადნობდით და საჭი­როებისამებრ ვიყენებდით. არ იყო ეს კაცი მოსაკლავი?.. სწორედ მაგაზეა ნათქვამი - ზამთარში თოვლს მოგყიდისო... ისე იყო ხალხი მიჩვეული, ჩემს ციხეში ყოფნას, რომ ერთხელ, წნორში მოხუცი ქალი შემხვდა, დამაკვირდა, გარშემო შემომიარა და გაოცებულმა მკითხა - შენ სპარტაკი ხარო? - ჰო-მეთქი - მერე, აქ რა გინდაო? - აბა, სად უნდა ვიყო-მეთქი? - ალბათ, ციხე რემონტშიაო... ჩაილაპარაკა და წავიდა. აბა, რას ვეტყოდი მოხუცს?.. ახლა რომ მახსენდება, მეღიმება. მაშინ კი, მართლა გავბრაზდი და კაცი რომ ყოფილიყო, პასუხს მოვთხოვდი...

გააგრძელე კითხვა

მარი ჯაფარიძე

ჟურნალი "გზა", 2004 წელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
11.01.2015
ესაა 2011 წელს დაბეჭდილი ვალერიან ტაბაღუას (ციხეების უფროსის) ინტერვიუ: მოჭიდავე ნამგალაური სიკვდილმისჯილთა საკანში იხდიდა სასჯელს. კარგი სპორტსმენი იყო, მაგრამ უმძიმესი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი - გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს. დიდხანს ელოდა დახვრეტას... სწორედ ამ დროს დაინგრა საბჭოთა კავშირი. 1991 წელს მეხუთე საპყრობილეში სერიოზული შემთხვევა მოხდა: დასახვრეტ საკანში მყოფმა პატიმრებმა ციხიდან გაქცევა დააპირეს. გამთენიისას, 4-5 საათზე, თანამშრომელს კარი გააღებინეს. პირველად ნამგალაურის საკანი გაიღო, მან კი ყველა სიკვდილმისჯილს გაუღო საკნის კარი. პატიმრებმა ოფიცერი მძევლად აიყვანეს და იმუქრებოდნენ, - თუ არ გაგვიშვებთ, მოვკლავთო. ციხის ეზო პატიმრებით იყო სავსე... ყველა ერთად მიადგა ჭიშკარს... თავისუფლებამდე მხოლოდ ერთი კარიღა რჩებოდა... მაშინ, რატომღაც, მხოლოდ ქურდების საკნები არ გაღებულა. ყველაფრის ორგანიზატორად ნამგალაური დასახელდა. მინისტრი რომან გვენცაძე მივიდა ციხეში. ყველა უწყება ფეხზე დადგა, მობილიზებული იყო ჯარი და სპეცსამსახურები. საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე შეძლეს ვითარების განმუხტვა. ციხის უფროსის მოადგილე მოხსნეს, რადგან შიდა პერიმეტრში იარაღი გამოიყენა - კიბეზე პატიმრების შესაშინებლად ისროლა... ერთი ერთში ამბობს ამას სპარტაკა, 2004 წელს... ე.ი. ეს კაცი არ იტყუება....
ვაა, გავგიჟდი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყველა ადამიანი უნიკალურია, თუმცა ამჯერად მრავალმხრივად გამორჩეული პერსონის შესახებ უნდა გიამბოთ.
პიროტექნიკოსი, რომელიც ფილმში მძიმე კადრების რეალურთან მიახლოებაზე ზრუნავს
მე ვმღერი, ანდრეა აკომპანიატორობას მიწევს
"ყველაფრის გამო შეეძლოთ ადამიანები გაეციმბირებინათ ან დაეხვრიტათ..."
ნამდვილი სტიქია თუ წარმოსახვითი ქარაშოტი?
სირთულეების გადალახვა თავისებურ სიამოვნებას განიჭებს
ქალზე ძალადობა ოჯახის ფარგლებს სცდება და ეს სოციალური პრობლემაა.
უსინათლო ქალის აქტიური ცხოვრება
რატომ შეინიღბა მწერალი ფესევდონიმით
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2528 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
1 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
2 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2438 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1202 კომენტარი