სემუელ უოლტონი - სუპერმარკეტების მეფე - გზაპრესი

სემუელ უოლტონი - სუპერმარკეტების მეფე

XX საუკუნის დასაწყისის პატარა ამერიკული ქალაქები ერთმანეთს ლამის გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდა. მათ ცენტრალურ ქუჩაზე ბანკი, მერია, პოლიციის განყოფილება, სახანძრო ნაწილი და ქალაქის ყველაზე დიდი მაღაზია მდებარეობდა. ცენტრალურს უამრავი პატარა ქუჩა და შესახვევი უერდებოდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებთაAსახლები და ათობით პაწაწინა მაღაზია იყო ჩამწკრივებული. მალე უოლტონების ოჯახი საცხოვრებლად მისურის შტატის ასეთსავე პატარა ქალაქ სპრინგფილში გადავიდა. ეს ქალაქი კინგფიშერისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ სტადიონი, სადაც სემი ხშირად დარბოდა და სკაუტების სახლი, სადაც ორატორული ხელოვნების საფუძვლებს ეუფლებოდა, ქალაქის ცენტრში კი არა, მის გარეუბანში მდეობარეობდა.

GzaPressშვიდი წლის ასაკში სემმა ჟურნალებზე ხელმოწერების გაყიდვას მიჰყო ხელი, მეშვიდე კლასიდან კი ჯიბის ფულს გაზეთების ბინაზე მიტანით შოულობდა. სწავლის პერიოდში სემი გასაყიდად კურდღლებსა და მტრედებსაც აშენებდა. ერთხანს აქტიურად იყო ჩართული საოჯახო ბიზნესშიც და ძროხების მოწველა და კლიენტებთან რძის მიტანა ევალებოდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ერთმანეთის მოძულე მშობლების გამუდმებული ქიშპითა და კინკლაობით ჩამწარებული საკუთარი ბავშვობის გახსენება სემ უოლტონს დიდად როდი უყვარდა. ალბათ ამიტომაცაა, რომMმისი დაწვრილებითი ბიოგრაფიები ჩვეულებრივ, 1940 წლიდან ანუ იმ დროიდან იწყება, როცა მისურის შტატის უნივერსიტეტი დაამთავრა, ბიზნესის ბაკალავრის ხარისხი მიიღო და სამუშაოდ სავაჭრო კომპანიას - J.C. Penney-ს მიაშურა. მაგრამ იქაური ატმოსფერო არ მოეწონა, ამიტომ მალე სავაჭრო კომპანიაში - ჩლარემორე გადაინაცვლა. სწორედ ამ დროს გაიცნო მომავალი მეუღლე - ჰელენ რობსონი, რომელზეც 1943 წელს იქორწინა. ახალშეუღლებულ წყვილს ერთად ყოფნა დიდხანს არ დასცალდა, რადგან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამოკავშირეო ვალდებულების შესრულება და მეორე ფრონტის გახსნა სწორედ იმ პერიოდში გადაწყვიტა და სემიც ჯარში გაიწვიეს. თუმცა, ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ექიმებმა გულთან დაკავშირებული პრობლემები აღმოუჩინეს, ხოლო როცა გასაწვევ პუნქტში ისიც შეიტყეს, რომ უოლტონს ვაჭრობის გარკეული გამოცდილება ჰქონდა, მაშინვე საავიაციო ნაწილის ინტენდანტად გაამწესეს. სწორედ არმიაში სამსახურისას დაასკვნა სემ უოლტონმა, რომ ვაჭრობა მისი მოწოდება იყო.

დემობილიზაციის შემდეგ უოლტონების ოჯახში გაფართოებული საოჯახო საბჭო შედგა, რომელშიც ჰელენის მამაც აქტიურად მონაწილეობდა. სემმაც ამ მომენტით ისარგებლა და სიმამრს პირდაპირ განუცხადა, ან შენს ქალიშვილს სიცოცხლის ბოლომდე სავაჭრო აგენტი ქმრის მიზერულ შემოსავალზე ცხოვრება მოუწევს, ან ჯიბეზე ხელი უნდა გაიკრა და ფეხზე დადგომაში დაგვეხმაროო. ჰელენი მამას ძალიან უყვარდა და ამიტომაც, სემ უოლტონს 20.000 დოლარი ასესხა. ამ ფულით სემმა და ჰელენმა არკანზასის შტატის ქალაქ ნიუპორტში პატარა, მაგრამ ამბიციური სახელის მქონე მაღაზია - Ben Franklin (მხოლოდ სპეციალისტებმა თუ იცოდნენ, რომ ეს ამერიკის პრეზიდენტის სახელი და გვარი კი არა, ამავე სახელწოდების კომპანიის სავაჭრო ნიშანი იყო) გახსნეს. ხუთ წელიწადში უოლტონმა თავისი პატარა მაღაზია Bენ Fრანკლინ-ის ქსელის ყველაზე შემოსავლიან სავაჭრო ობიექტად აქცია. მაგრამ სავაჭრო ქსელის წინდაუხედავმა მფლობელმა იფიქრა, ეს სემისა და მისი მეუღლის მუხლჩაუხრელი შრომის კი არა, მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ნიშნის წყალობით მოხდაო, და უოლტონს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. თუმცა საკუთარ შეცდომას მალევე მიხვდა, რადგან უოლტონს ქალაქ ბენტოლვილში მდებარე ახალ მაღაზია Five&Ten Cents-შიც ჩინებულად წაუვიდა საქმე.

GzaPressამჟამად ამ შენობაში Wal-Mart Stores-ის მუზეუმია გახსნილი, სადაც ნახევარი საუკუნის წინანდელი სავაჭრო ნიმუშებია გამოფენილი. მათ შორისაა დიდი თერმომეტრი, რომელიც ერთმა მყიდველმა უოლტონს იმ მიზეზით დაუბრუნა უკან, რომ მისი აზრით, ის დროს(?!) არასწორად უჩვენებდა. აღდგენილია უოლტონის პირველი კაბინეტის მოწყობილობაც: ხის მაგიდა, სკამი და ტელეფონი.

შემდგომი ათი წლის განმავლობაში უოლტონმა არკანზასსა და მისურიში კიდევ ათი მაღაზია გახსნა, შეისწავლა სავაჭრო საქმის თეორია და პრაქტიკაში გამოცადა მაღაზიების მართვის დამოუკიდებლად შემუშავებული პრინციპები. ასე რომ, 1962 წლისთვის, როცა სემმა პირველი სუპერმარკეტი გახსნა, საკუთარი სავაჭრო კრედო უკვე მთლიანად ჰქონდა ჩამოყალიბებული. როგორც ჰელენ უოლტონი იხსენებს, სემში ერთმანეთს ყოველთვის ორი მისწრაფება ებრძოდა. პირველი ქალაქის გარეუბნებში მიმობნეული Mom&Pop-ის ("დედა და მამა") პატარა მაღაზიებთან (სადაც დედა ბუღალტრის, მამა კი დირექტორისა და მტვირთავის საქმიანობას ითავსებდნენ), მეორე კი ქალაქის ცენტრში მდებარე სუპერმარკეტებთან იყო დაკავშირებული. სემი ორივე ტიპის სავაჭრო ობიექტების მუშაობას გულმოდგინედ აკვირდებოდა და, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში უოლტონის ყველა მაღაზია Mომ&Pოპ-ის ტიპის იყო, ქალაქის ცენტრში სუპერმარკეტის გახსნაზე მეოცნებე სხვა პატარა მაღაზიების მფლობელებისგან განსხვავებით, მას უკვე ასეთი მსხვილი სავაჭრო ობიექტის გარეუბანში გახსნა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და მალე ასეც მოიქცა.

1962 წელს, როჯერსის (არკანზასი) გარეუბანში გახსნილ სუპერმარკეტს, რომლის მმართველიც უოლტონის ძმა, ბადი გახდა, Waltons Five&Dime ეწოდა. სწორედ ამით დაიწყო მსოფლიოში ცნობილი Wal-Mart Stores-ის ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც დღეს აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ჩინეთში, პუერტო-რიკოსა და გერმანიაში 3 ათასზე მეტ სუპერმარკეტს ითვლის.

ბოლო წლებში უოლტონების კომპანია ახალი სუპერმარკეტების გახსნაზე წელიწადში 3-4 მილიარდ დოლარს ხარჯავს. უკვე აამოქმედა ინტერნეტსუპერმარკეტიც, სადაც 80 ათასი დასახელების სავაჭრო ერთეულია გამოფენილი. თუმცა, განუხრელი გაზრდა-გაფართოების მიუხედავად, კომპანიის საკვანძო პრინციპი უცვლელი რჩება: Wal-Mart-ი სუპერმარკეტებს მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის გარეუბნებში ხსნის, რაც სემ უოლტონის ერთ-ერთ პირველ და მთავარ მიგნებადაა მიჩნეული. მეორე მიგნება კი ისაა, რომ უოლტონის ნებისმიერი სუპერმარკეტი თავისი არსით, ისევ ის ჭალ-Mარტ-ია, ოღონდ - ძალიან დიდი, რომელიც მყიდველს, საქონლის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასზე მეტად, განსაკუთრებული მეგობრული ატმოსფეროთი იზიდავს. ასეთ სავაჭრო ცენტრებში დიდი ხნის ნაცნობ გამყიდველთან უახლესი ჭორების განხილვა და საჭირო შენაძენის გაკეთება ერთდროულადაა შესაძლებელი. რაღა თქმა უნდა, დღეს, უამრავი სოციოლოგიური გამოკითხვის წყალობით, ვაჭრობის ეს ხერხი უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მაგრამ გასული საუკუნის 60-ანი წლების დასაწყისში ასეთი დასკვნის გამოტანა საკმაოდ რთული იყო. სემ უოლტონი ყველა თავის სუპერმარკეტში პატარა მაღაზიის ატმოსფეროს შენარჩუნებას ცდილობდა. ის თანამშრომლებს გამუდმებით უმეორებდა: "არის მხოლოდ ერთი ბოსი - მყიდველი. და მას, ფულის სხვაგან დახარჯვით, ჩვენს კომპანიაში ნებისმიერის - დირექტორით დაწყებული და მტვირთავით დამთავრეული - გადაყენება შეუძლია".

უოლტონს ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა თავისი მაღაზიების მომსახურე პერსონალთან და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებისგანაც იმავეს მოითხოვდა: "საუკეთესო იდეები (მათ შორის - მაღაზიებთან უფასო პარკინკების მოწყობა და კლიენტებისთვის საქონლით დატვირთული ურიკების პირდაპირ ავტომობილებთან მიგორების უფლების მიცემა) ყოველთვის კლერკებისა და საწყობის მუშებისგან შემოგვდიოდა და შემოგვდის. ამიტომაც, როგორც თავად იზრუნებთ მაღაზიების თანამშრომლებზე, ისინიც ზუსტად ისე იზრუნებენ კლიენტებზე". უოლტონი მთელი ცხოვრება ჩვეულებრივი სავაჭრო აგენტივით პიკაპით დაიარებოდა და თავს არასდროს არავის ამადლიდა. ერთხელ კი, თავის პარტნიორ დევიდ გასთან რაღაც ნაძლევის წაგების შემდეგ, უოლ-სტრიტზე ჰავაის მკვიდრთა ეროვნული ცეკვა "ხულუ" მათსავით ბალახის ქვედატანში გამოწყობილმაც კი შეასრულა და ამ არაორდინარული საქციელით თავის სუპერმარკეტებს კლიენტები კიდევ უფრო მოუმრავლა.

მაგრამ, ყველაფრისდა მიუხედავად, სემ უოლტონის ცხოვრებაში მაინც რჩებოდა ერთი ძალიან დიდი შავი ლაქა, რომელზეც ყველა მისი არაკეთილმოსურნე (ასეთი კი ნებისმიერ მდიდარ ადამიანს მრავლად ჰყავს) ჯიუტად და გარკვეულწილად სამართლიანადაც მიუთითებდა. უოლტონმა ხომ თავის დროზე Mom&Pop-ის ათიათასობით პატარა მაღაზიის მეპატრონე გააკოტრა, რადგან, მისი მიგნების წყალობით, მყიდველებმა ერთ დიდ Mom&Pop-ში დაიწყეს სიარული. უფრო მეტიც: მავანთა მტკიცებით, მან მარტო კონკრეტული ადამიანები კი არ დააზარალა, არამედ ამერიკის საფუძვლები, მისი "ცენტრალური ქუჩის" კონცეფციაც მოშალა, რითიც გადაშენებისთვის გასწირა პროვინციული ქალაქები და პატარა კოპწია მაღაზიების ადგილებზე უზარმაზარი სუპერმარკეტების წამოჭიმვით სამუდამოდ წაშალა ამერიკის "განუმეორებელი მომხიბვლელობა".

1990-იანი წლების დასაწყისში, როცა Wal-Mart-ის ქსელის გაყიდვების ყოველწლიურმა მოცულობამ 50 მილიონ დოლარს, ხოლო კრიტიკის ნიაღვარმა პიკს მიაღწია, სემ უოლტონი იძულებული გახდა, მემუარების წერა დაეწყო, სადაც დაწვრილებით აღწერა, თუ როგორ იქმნებოდა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საცალო ვაჭრობის ქსელი. ამ გზით ამერიკელმა საზოგადოებამ ბოლოს და ბოლოს შეიტყო და შეიგნო კიდეც, რომ თავისი სუპერმარკეტების გარეუბნებში განთავსებით უოლტონს ამერიკის საფუძვლების მოშლა ფიქრადაც კი არ გაუვლია. უბრალოდ, ის მათ იქ აშენებდა, სადაც უფრო იაფი მიწა და დაბალი გადასახადები იყო. თანაც, ასობით სამუშაო ადგილის შექმნაზე რომ არაფერი ვთქვათ, მოსახლეობას ნაწარმსაც საგრძნობლად დაბალ ფასად სთავაზობდა და ამ გზით მილიონობით დოლარს უზოგავდა.

იძულებით დაწერილი მემუარების წყალობით გამჟღავნდა იმ საკმაოდ მასშტაბური ქველმოქმედების ამბავიც, რომლის აფიშირებასაც უოლტონი ყოველთვის ერიდებოდა. ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება პროვინციულ პატარა ქალაქებში გაატარა, რომელთა პრობლემებსაც კარგად იცნობდა და მათ გადაწყვეტაზეც დღენიადაგ ზრუნავდა. ყოველი ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პარალელურად, უოლტონის თანამშრომლები ადგილობრივი საქველმოქმედო ფონდების მისამართებსაც ადგენდნენ, სავაჭრო ობიექტის გახსნის შემდეგ კი უოლტონი ადგილობრივი კოლეჯების სტუდენტებისთვის სტიპენდიებს აწესებდა და პერიოდულად, საქველმოქმედო გაყიდვასაც უწყობდა. სასწავლო დაწესებულებების გარდა, უოლტონი ფულს რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსაც ხშირად სწირავდა და ზოოპარკების, ბიბლიოთეკების, სპორტული დაწესებულებების მშენებლობასაც აფინანსებდა. ბიზნესმენის ყურადღება თვით პატარა ქალაქების მერებსაც კი არასდროს მოჰკლებიათ. სწორედ ამ მიზნით დააწესა American Hometown Leadership Award-ის პრემია, რომლითაც თავიანთ საგამგებლო ტერიტორიებზე გრძელვადიანი პროექტების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს აჯილდოებდნენ.

ბუნებრივია, რომ თავის მემუარებში უოლტონმა არც ამ ჟანრისთვის დამახასიათებელ, წარმატების ტრადიციული რეცეპტის გამჟღავნებას აუარა გვერდი. აი, როგორია მის მიერ ჩამოყალიბებული "წარმატების ათი მცნება": უერთგულეთ ბიზნესს; გაუყავით შემოსავალი პარტნიორებს; გაუჩინეთ მათ მოტივი; პრობლემებზეც პარტნიორებთან ერთად იმსჯელეთ; დააფასეთ ყველაფერი, რასაც პარტნიორები აკეთებენ; იზეიმეთ წარმატება; მოუსმინეთ თითოეულ პარტნიორს; წინასწარ განჭვრიტეთ კლიენტების მოლოდინები; აკონტროლეთ ხარჯები; დინების ზემოდან მოქცეულებმა იცურეთ.

GzaPressსემ უოლტონის მემუარები ძალიან სწრაფად იქცა ბესტსელერად და იმდენად დიდი რეზონანსიც გამოიწვია, რომ ქვეყნის წინაშე მისი დამსახურების შეუმჩნევლობა უკვე შეუძლებელი გახდა. სწორედ ამიტომაც, 1992 წლის მარტში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სემ უოლტონი "თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით" დააჯილდოვა. ამის შემდეგ სუპერმარკეტების მეფე მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება მის ქონებას, 1985-დან 1988 წლამდე ჟურნალი Forbes-ი სემ უოლტონს ამერიკის ყველაზე მდიდარ ადამიანად ასახელებდა. ბილ გეიტსი აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის სათავეში მხოლოდ 1992 წელს ანუ სემ უოლტონის გარდაცვალების შემდეგ მოექცა. იმავე Fორბეს-მა 1992 წლისთვის უოლტონის ქონება 58,6 მილიარდ დოლარად შეაფასა. კომპანიაში საკუთარი წილი სემ უოლტონმა თავის მეუღლე ჰელენსა და ოთხ შვილს - რობის, ჯონს, ჯიმსა და ელისს უანდერძა. მათ ოჯახისთავის მიერ დაწყებული საქმე ღირსეულად გააგრძელეს და 2005 წლამდე (ანუ კომპანიის დირექტორ ჯონ უოლტონის გარდაცვალებამდე) უოლტონებს (ჰელენს, მის სამ ვაჟიშვილსა და ქალიშვილს) ამერიკის ყველაზე მდიდარი ოჯახების ათეულში ზედიზედ ხუთი ადგილი მყარად ეკავათ.

რუსუდან ლებანიძე