დანგრეული ოჯახები და მიტოვებული შვილები
font-large font-small
დანგრეული ოჯახები და მიტოვებული შვილები
"სიტყვა "დედასაც" ვეღარ ვიტან!"

როცა ოჯახი ინგრევა, ამით პირველ რიგში, წყვილის შვილები ზარალდებიან.
დედ-მამის გაყრა ცხადია, ბავშვებზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ უფრო ძნელი ყოფილა იმ ფაქტთან შეგუება, როცა მშობელი ოჯახს ხელმეორედ ქმნის. ბევრს "ახალი" დედის ან მამის მიღება სულაც არ უჭირს, რადგანაც "ძველ" მშობელთან მხოლოდ უსიამოვნო მოგონებები თუ აკავშირებს, მაგრამ უმეტესობას "ახლის" მიღება არ შეუძლია, რადგანაც ფიქრობს, რომ სწორედ ეს ქალი თუ კაცია მისი მშობლების გაყრის ნამდვილი მიზეზი.

მაკა, 16 წლის:
- 9 წლის ვიყავი, როცა მამა სახლიდან წავიდა და სულ მალე, 9 წლით უმცროს გოგონაზე დაქორწინდა. თავიდან მათთან სტუმრად ხშირად მივდიოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მშობლების გაყრის მიზეზი სწორედ დედინაცვალი იყო, იმ გოგოზე გული ამიცრუვდა.
- ეს ამბავი შენ საიდან გაიგე? დედამ გითხრა?
- არა, ის ამას ცოცხალი თავით არ მეტყოდა. დედაჩემი კეთილშობილი ქალია და მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ცუდად მოექცა, ის მაინც უყვარს, ჩემგანაც ყოველთვის იცავს... სიმართლე ბებიამ, მამის დედამ მითხრა, რომელსაც რძალი ანუ დედაჩემი სიგიჟემდე უყვარს. მართალია, მამა ჩვენთან აღარაა, მაგრამ დედა მაინც ყოფილ დედამთილთან და მამამთილთან ერთად ცხოვრობს. დაუჯერებელია, არა? აი, ასეთი კარგი დედა მყავს, ის ქალი კი ნამდვილი კატაა. თურმე, მამას თავგზა აურია და მანამ არ მოეშვა, ვიდრე ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება არ მიაღებინა.
- ახლა არ მითხრა, მამაჩემიც უდანაშაულოა, ის იმ ქალის მსხვერპლიაო...
- არა, ამას ვერ ვიტყვი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვიცი, კაცს თავად თუ არ უნდა, მას ვერაფერს აიძულებ, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ქალს, თავისი მაცდურობის წყალობით, ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია... ახლა დედას ვეუბნები, - შენც შექმენი ოჯახი, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს-მეთქი, მაგრამ უარზეა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკვე გასათხოვარი გოგო ვყავარ და ამბობს, - არ შეგარცხვენო და მეორეც - ისევ მამა უყვარს; მას იმედი აქვს, რომ ქმარი ოდესმე დაუბრუნდება. ჰგონია, თუ მის მშობლებს მოუვლის, ამით ყოფილი მეუღლის პატივისცემასა და სიყვარულს დაიბრუნებს, მაგრამ ცდება, მამა ბრმადაა შეყვარებული იმ კატაზე, რომელიც მართალია, დედას გარეგნულად სჯობია, მაგრამ ნამდვილი "ფუტლიარია" და სხვა არაფერი.
- მამაშენს იმ ქალთან შვილები არ ჰყავს?
- ჯერ არა, მაგრამ მალე ეყოლებათ - დედინაცვალი 8 თვის ფეხმძიმეა. დედა მზადაა, ის ბავშვიც მიიღოს და მიუხედავად იმისა, ქმარი დაუბრუნდება თუ არა, მის შვილზე იზრუნოს. დედამთილ-მამამთილსაც ეუბნება: ისიც თქვენი შვილიშვილი იქნება და ჩემ გამო ხელს ნუ ჰკრავთ, მე არ გაგიბრაზდებით, პირიქით - მას ისე მივიღებ, როგორც ღვიძლ შვილს და თუ დასჭირდება, მოვუვლი კიდეცო. ზუსტად ვიცი, დედა ამ კეთილშობილებამ დაღუპა, მაგრამ მე მას ვეღარ შევცვლი.

ქეთი, 17 წლის:
- ჩემი მშობლებიც დაშორებულები არიან და ორივემ ხელმეორედ სცადა ოჯახის შექმნა. დედას გაუმართლა და კარგი მეუღლე ჰყავს, მამა კი მეორე ცოლსაც გაშორდა და ახლა მესამის ძიებაშია (იცინის). იცით, ძალიან "ტეხავს", როცა დედა გითხოვდება ან მამას მოჰყავს ცოლი, თანაც - თუ უკვე თინეიჯერი ხარ. პირადად ჩემზე, მშობლების განქორწინებამ და მერე მათმა გათხოვება-დაოჯახებამ ცუდად იმოქმედა და ახლა არც ერთის დანახვა აღარ მინდა.
- ვისთან ერთად ცხოვრობ, შენზე ვინ ზრუნავს?
- საკუთარ თავს თავადვე ვუვლი. ისე კი მამიდასთან ერთად ვცხოვრობ. ის გაუთხოვარია და იმედი მაქვს, რომ ჩემს თავმოყვარეობას მამიდუნა მაინც არ შელახავს - 52 წლისაა და რომ გათხოვდეს, შეიძლება, ინფარქტი მივიღო.
- შენი აზრით, მას გათხოვების უფლება არა აქვს?
- შეიძლება, უფლება აქვს, მაგრამ რაღა დროს მისი გათხოვებაა ან ამ ასაკში კაცი და მძიმე უღელი რა ჯანდაბად უნდა? ბოლოს და ბოლოს, შეუძლია, საყვარელი გაიჩინოს, გაუთხოვარ ქალს ამის გამო ვინ დაძრახავს?..
- დედ-მამასთან საერთოდ არ ურთიერთობ?
- მათ მხოლოდ მაშინ ვურეკავ, როცა რაღაც მჭირდება, სხვა დროს კი მათი არსებობის გახსენებაც არ მინდა. ჩემს მშობლებს შვილი რომ ნდომოდათ, ერთმანეთს არ გაეყრებოდნენ. ისინი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ და ასეთი ადამიანების გვერდით ცხოვრება რატომ უნდა მინდოდეს? ოჯახი იცი, რის გამო დაანგრიეს? დედამ მამა ღალატში გამოიჭირა და იმის ნაცვლად, რომ თავად მაინც მოქცეულიყო ღირსეულად, ქმარს სამაგიერო გადაუხადა - თავის პირველ სიყვარულს დაურეკა და ლოგინში ჩაუგორდა. ცოტა ხანში ერთმანეთს ყოველგვარი სკანდალის გარეშე დაშორდნენ და ყოფილ საყვარლებს დაუკავშირეს ცხოვრება, ჩემზე კი არც უფიქრიათ. ჰოდა, მითხარით, ასეთი მშობლების ყოლაზე რომელი ჭკუათამყოფელი იოცნებებს? ამას სჯობს, დედ-მამა მკვდარი გყავდეს!  

ნანა, 15 წლის:
- 8 წლის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა. მამა ცოლის შერთვისგან წლების განმავლობაში თავს იკავებდა და როცა ეუბნებოდნენ, - თავს ნუ იტანჯავ, ისეთი ქალი მოიყვანე, რომელიც შენც მოგივლის და ბავშვსაცო, ყვირილს იწყებდა, მაგრამ 1 წლის წინ ჩემი დედინაცვალი ჩაუვარდა გულში და შეირთო კიდეც ისე, რომ ჩემთვის აზრიც არ უკითხავს. ჰოდა, გაბრაზებული შინიდან გავიპარე. 2 დღე ქუჩაში დავწანწალებდი, მერე კი პოლიციამ დამიჭირა და შინ დამაბრუნა. იმ დღის მერე დედინაცვლის გამწარებას ვცდილობდი, ამისთვის სხვადასხვა მეთოდს ვიყენებდი და ახლა ამის ძალიან მრცხვენია... ნათელა არაჩვეულებრივი ქალი აღმოჩნდა. ის არა მარტო მამაჩემზე, არამედ ჩემზეც ნამდვილი დედასავით ზრუნავს და იმდენი ქნა, რომ თავი შემაყვარა... საცოდავი ქალი ჩემს გამოხდომებს, უხეშ საქციელს მშვიდად იტანდა, არაფერს მსაყვედურობდა. ჰოდა, ამით ვსარგებლობდი და მის გასამწარებლად ყოველდღე ახალ-ახალ ხრიკს ვიგონებდი, მაგრამ ერთხელაც, მისმა საქციელმა გონს მომიყვანა: დაბადების დღეზე ნათელამ კომპიუტერი მიყიდა, სუფრა გამიშალა და მითხრა, რომ შემეძლო, ჩემი მეგობრები მიმეყვანა. კომპიუტერი დავუწუნე, სულ უგემოვნო ბებერი ვეძახე, მისი გაშლილი სუფრა კი ფეხით გადავთელე; მერე საძინებელში გავედი და ვითომ წიგნის კითხვა დავიწყე, ცოტა ხანში კი ოთახიდან გამოვედი, რათა ნათელას ტანჯვისთვის მეცქირა, მისთვის დამეცინა, მაგრამ... ის მაგიდასთან, მუხლებზე იდგა და მოთქმით ტიროდა, უფალს ევედრებოდა, - ამ ბავშვს ჩემი თავი შეაყვარე, ის მართლა მიყვარსო; მერე დედაჩემის სულს სთხოვა: დამეხმარე, რომ დედობა გავუწიოო. უცებ, გულში სითბო ჩამეღვარა და მივხვდი, რომ ცუდად ვიქცეოდი. ვიგრძენი, ზეციდან დედა მიყურებდა, ჩემი საქციელის გამო მასაც ძალიან რცხვენოდა და... ნათელასთან მივირბინე, გულში ჩავეკარი და პატიება ვთხოვე. მას მერე არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. მართალია, დედას ვერ ვეძახი, მაგრამ ამის გამო არ მსაყვედურობს. ახლა ყველანაირად ვცდილობ, ვასიამოვნო და ის გავაკეთო, რაც მას გაახარებს... მერწმუნეთ, ყველა დედინაცვალი კუდიანი არაა, როგორც ამას ზღაპრებში აღწერენ და ჩვენ, ბავშვებმა "ახალ დედებსაც" უნდა მივცეთ შანსი...

მარიტა, 19 წლის:
- მე და ჩემი ძმა ვატო (ტყუპი ვართ) 5 წლის გახლდით, როცა დედამ მიგვატოვა და როგორც ამბობენ, ვიღაც კაცს გაეკიდა. ის ქალი ბუნდოვნად გვახსოვს და ეს გვიხარია კიდეც - არ გვინდა, ჩვენს მეხსიერებაში ისეთი ქალის სახე იყოს აღბეჭდილი, რომელსაც საკუთარი სიამოვნების გამო შვილების მიტოვება შეუძლია. ის ქუჩაში რომ შემხვდეს, მუხლებზე დამიდგეს და პატიება მთხოვოს, არ შემეცოდება. დედის მიმართ ზიზღს ვგრძნობ და ამიტომაც, სიტყვა "დედასაც" ვერ ვიტან!
- მას შემდეგ, რაც სახლიდან წავიდა, დედა თქვენს ცხოვრებაში არ გამოჩენილა?
- მე და ვატო 16 წლის ვიყავით, როცა სკოლაში მოგვაკითხა და სცადა, მოვეთაფლეთ, ნიანგის ცრემლები გადმოყარა და გვეფიცებოდა, - ძალიან მიყვარხართ, უთქვენოდ მოვკვდებიო. კარგი, რა, ასეთი რაღაცების ვიღას სჯერა? უჩვენოდ წლების განმავლობაში თავს კარგად გრძნობდა და უცებ მიხვდა, რომ ვუყვარდით? რა სისულელეა! ვატომ ის ქალი გააფრთხილა: ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაა. იცოდე, ჩვენს ცხოვრებაში აღარ გამოჩნდე, თორემ საკუთარ საქციელზე პასუხს აღარ ვაგებო. ჩვენ ბებიამ გაგვზარდა და თავს მის შვილებად მივიჩნევთ, სხვა დედა არ გვჭირდება.
- მამა არ დაოჯახებულა?
- კი, მას რუსი ცოლი ჰყავს და რუსეთში ცხოვრობს.
- მამას აპატიეთ ახალი ოჯახის შექმნა?
- რა თქმა უნდა! მერწმუნეთ, მას საპატიებელი არაფერი ჰქონდა. ახალგაზრდა კაცს ცოლი ხომ უნდოდა? ჰოდა, მოიყვანა ისეთი ქალი, რომელიც თავს ევლება და სხვათა შორის, ჩვენც დიდ პატივს გვცემს. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ნატაშას შვილი არ ეყოლება. ამბობს, - არ ვდარდობ, რადგან მე უკვე მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი - ქალ-ვაჟიო. ცხადია, მე და ვატოს გვგულისხმობს... აი, მამას რომ დაენგრია ოჯახი, მაშინ ვერც მას ვაპატიებდით ნატაშასთან ქორწინებას და დედის მიტოვებას, მაგრამ ვინაიდან პირველი ის მიატოვეს, ცხადია, ოჯახის დანგრევაში დამნაშავედ ვერ მივიჩნევთ.
- შენი აზრით, როგორი იქნებოდა შენი და ვატოს ცხოვრება იმ შემთხვევაში, თქვენი ოჯახი რომ არ დანგრეულიყო?
- ალბათ, არ ვიქნებოდით ისეთი დამოუკიდებლები, როგორებიც ახლა ვართ. სამაგიეროდ, ოჯახური სითბოთი გაბრუებულებს, გვექნებოდა სიყვარულის ნიჭი, არ ვიქნებოდით ეჭვიანები... მოკლედ, ყველაფერი სულ სხვაგვარად იქნებოდა...

ლიკა ქაჯაია

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
19.03.2015
როცა ოჯახი ინგრევა ეს ორივეს ბრალია, რაღაც გაიპარა, მაგრამ მერწმუნეთ შვილებს იმის ყურება როგორ ვერ იტანენ მშობლები ერთმანეთს, ჯობია შეეგუონ რომ ცხოვრება გრძელდება და დედაც და მამაც ღირსია ბედნიერების, მარტოობა საშინელებაა, თუნდაც შვილების გამო, იმიტომ რომ ბავშვები იზრდებიან,საკუთარ ცხოვრებას იწყობენ და მშობელი რჩება მარტო. ბავშვებო ნუ იქნებით ძალიან კრიტიკულები მშობლების ქცევის, არავინ იცის წინ რა გელოდებათ
ნატო
27.01.2015
TAMRIKO-ს. ძალიან მომეწონა თქვენი განმარტება. დიდი ხანია ასეთი ჭკვიანური არაფერი წამიკითხავს. კარგი იყო. (Y)
სნუპდოგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
უშიშარი და "ფერადი" ნინუცა დარბაიძე
ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე შეყვარებული აზერბაიჯანელი რეჟისორი
"სახლში რომ არ დავხვდი, ჯოხი მომცხო და მომცხო"
"მე ძალიან გამიმართლა, ჯვრის ტარების უფლებაც მქონდა"
"პოპულარობა ჩემთვის ხალხისგან მიღებულ სიყვარულსა და სითბოს ნიშნავს"
"საოცრებაა: ზოგჯერ მოკლული არის, მაგრამ თურმე, მკვლელი არც არსებობს"
"მსოფლიოში უკეთ იციან მათი ღვაწლის შესახებ, ვიდრე საქართველოში"
"სტერეოტიპების ტყვეობიდან გათავისუფლება ყოველთვის ამართლებს"
კიდევ ერთი ამბავი იმაზე, თუ რატომ მიდიან ქართველები საზღვარგარეთ
"მასწავლებელს დამატებით ერთი სიცოცხლე აქვს მოსწავლეებისთვის, მეფუტკრეს - ფუტკრისთვის"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2526 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2654 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
1 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2432 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1201 კომენტარი