დაძენძილი 13 მანეთიანით მოტყუებული სასიმამრო
font-large font-small
დაძენძილი 13 მანეთიანით მოტყუებული სასიმამრო
"75 წლის ნამოწაფარმა თაიგული რომ მომართვა, ეს ღირდა ერთ ცხოვრებად"
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი იცნობს ანა ლომიძეს. ეს ქალბატონი მალე 92 წლის გახდება, მაგრამ გარეგნულად ასაკი არ ეტყობა და მასზე ხუმრობით ამიტომაც ამბობენ: აზბესტის ,,ტრუბას" აქვს ცვეთის ასაკი და ეს კიდევ, აბრეშუმის ქსოვილივით პრიალებსო. ანა დაახლოებით 70 წელია, ჭიათურის ყველაზე მოშორებულ სოფელ გეზრულში ცხოვრობს, მაგრამ არასდროს უთქვამს, რომ სოფლად ცხოვრება ტრაგედიაა. ორიოდე წელია, რაც მასწავლებლობას თავი დაანება. მის ყოფილ კოლეგებს ხშირად აქვთ განცდა, რომ ანა ტრადიციულად, გერმანული პუნქტუალობით სამასწავლებლოს კარს შეაღებს და გაკვეთილის ჩასატარებლად მოემზადება.

- თავიდან ბევრს უკვირდა, თუ რატომ გავთხოვდი სოფელში ან თუ გავთხოვდი, რატომ არ წავედი საცხოვრებლად ქალაქში. ადამიანი თუ მოინდომებს, ყველგან შეიქმნის იმ საცხოვრებელ პირობებს, რომელიც ესაჭიროება. სადაც უნდა იყო, შრომა არ უნდა დაგეზაროს და ყველაფერი მოგვარდება. იმ დროს, როცა მუშაობა დავიწყე, თითზე ჩამოსათვლელი იყო უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები. დაწყებითი კლასების მასწავლებლი საჩხერის პედაგოგიურ სასწავლებელში გავხდი, მერე კი თბილისში ორი ფაკულტეტი დავასრულე: გეოგრაფიისა და ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის სტატუსი მაშინდელმა პუშკინის სახელობის ინსტიტუტმა მომანიჭა. ეს ის დროა, როცა დაუსწრებლად სწავლება არსებობდა და თან - ვმუშაობდი. მეორე მსოფლიო ომის დროს სხვანაირად შეუძლებელი იყო, თავი გერჩინა. უნდა გენახათ, რა იმედი და შემართება გვქონდა იმ დროს ადამიანებს. იყო სიღატაკე, მაგრამ უიმედობა არასდროს გვიგრძნია. თავდადებული შრომის გამო მედალი - "ზურგში მამაცობისთვის" მომანიჭეს. 1941-1945 წლებში მასწავლებლები სახელმწიფო დავალებებს სრულიად უანგაროდ ვასრულებდით, - ამბობს ანა.

GzaPressსაჩხერელი ანა გეზრულში როგორ მოხვდა, ეს ცალკე თემაა. ის მრავალშვილიანი ოჯახიდან იყო, მაგრამ ლომიძეებს არ უჭირდათ, რადგან მამა - მათე ლომიძე საკმაოდ მოხერხებული კაცი ყოფილა (სხვაგვარად, ვერც წერეთლების სიძე გახდებოდა) და სოფლის მეურნეობის წარმოების გარდა, სავაჭროდ აღზევანშიც ჩასვლასაც ახერხებდა.

როცა გეზრულელი, ორი მეტრის სიმაღლის ახალგაზრდა - მიხეილ შეყილაძე მათეს ქალიშვილის ხელის სათხოვნელად მიადგა, სასიმამრომ მატერიალურ მხარეზე გააკეთა აქცენტი. სასიძოს საქორწინო ნიშანი მოსთხოვეს (ალბათ, ამით სურდათ დაედგინათ სასიძოს ჯიბის სიძლიერე). მიხეილ შეყილაძეს თან არ ჰქონდა ოქროს ნივთი, სანაცვლოდ კი ჯიბიდან გაზეთ "პრავდის" ფურცელში გახვეული ფული ამოუღია და სამოყვაროსთვის უთქვამს, - რა ვიცი, როგორი სამკაული მოსწონს ანას. აი, ფული მაქვს და თავისი გემოვნებით იყიდისო. გახარებულან გოგოს მშობლები. ტანადი, განათლებული და მდიდარი სიძე მათი ოცნების ყველა მხარეს აკმაყოფილებდა. გარეგნობა ორი კაცის სამყოფი ჰქონდა მიხეილს, იმ დროისთვის უპრეცედენტო იყო მისი განათლების ხარისხიც: ქართულის გარდა, იცოდა რუსული, გერმანული და ინგლისური ენები, ამას ემატებოდა ფულის სიუხვე, რომელიც სინამდვილეში, დაძენძილი 13 მანეთიანი იყო და რომ არა გაზეთის ფურცელი, ნაწილებად დაიშლებოდა. მოკლედ, იმერული მოხერხებით, დიპლომიანმა სიძემ აზნაურული ბუნების მოყვრებს მდიდარ კაცადაც მოაჩვენა თავი და მზეთუნახავის გარეგნობის ქალი ომგადატანილ, გაღატაკებულ სოფელში მიიყვანა.

- იმ 13 მანეთით რა ოქროს სამკაულს ვიყიდდი? არც მიფიქრია, რომ ფული ასეთ რამეზე დამეხარჯა. მერე დრო გავიდა, კარგი შემოსავალიც გვქონდა, მაგრამ არც ერთი ოქროს ნივთი არ მიყიდია. ჩემი მთავარი სამკაული - მეუღლე და სამი შვილი იყო... პირველი სანახაობა, რომელიც დედამთილმა სოფელში მაჩვენა, მდინარეზე აგებული წისქვილი გახლდათ. ახლა რომ იძახიან, გაჭირვებააო, სახსენებელიც არ არის იმ დროის სიდუხჭირესთან შედარებით. პურის ფქვილის ფაფას ვადუღებდით ხოლმე, მარილითა და ზეთით (თუ გვქონდა, რა თქმა უნდა) შევკაზმავდით და მჭადთან ერთად ვჭამდით... ცოლ-ქმარი ვმუშაობდით, კიდევ კარგი, სამსახური სახლთან ახლოს მქონდა და გაკვეთილებს შორის დასვენებების დროს შინ გავრბოდი ხოლმე, რომ აკვანში ჩაკრული შვილისთვის დამეხედა, მერე ისევ სკოლაში ვბრუნდებოდი. ქმარი მართლა ღირსეული კაცი იყო. გარეგნობის გარდა, ხმითა და ცეკვით ათას კაცში გამოარჩევდი. სადღესასწაულო სუფრებზე პირველობას არავის უთმობდა. მიმზიდველი ხმის პატრონი, გამორჩეულად კარგი მოცეკვავე თითქმის ყველა სუფრაზე თამადად ინიშნებოდა და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც მუდამ ლიდერი იყო.

1964 წელს შემოიყვანეს ელექტრობა სოფელში და ამის აღსანიშნავად, ჩვენთან გაიმართა უზარმაზარი სუფრა. სოფლის სკოლის აშენების დროსაც უმეტესად, ჩვენთან ტყდებოდა პური, სასაფლაოს შემოღობვაც მისი ინიციატივა იყო და სხვა ბევრი რამეც.

გაგვიმართლა და სამივე შვილმა გვასახელა: ორი მედიკოსია და ერთი - ინჟინერი. თითქმის 70 წელი ვიმუშავე სკოლაში და ბედნიერ ქალად მივიჩნევ თავს. მახსოვს, როგორ გადამიხადეს სკოლაში 80 წლის იუბილე და 75 წლის ნამოწაფარმა თაიგული რომ მომართვა, ეს ღირდა ერთ ცხოვრებად. სოფელში არ არსებობს ოჯახი, სადაც ერთი ნამოწაფარი მაინც არ მეგულება; არის ოჯახები, სადაც ოთხი თაობა ჩემი გამოზრდილია. ჩემი ყველაზე უფროსი მოსწავლეები გეზრულში 80-85 წლისანი არიან და ისევ ის მოკრძალებული სიყვარული გვაკავშირებს, როგორიც გვქონდა ათეულობით წლის წინ...

ძნელია ჩამოთვალო ყველა ის ჯილდო, რომელიც ანას მიუღია გაწეული შრომისთვის. ერთ-ერთი ბოლო ჯილდო - "ღირსების ორდენია". 80 წლისა, თეიმურაზ შაშიაშვილს შეახვედრეს და იმერეთის იმდროინდელი გუბერნატორი ძლივს დააჯერეს იმაში, რომ მის წინ მართლა ამ ასაკის ქალი იდგა. არ მალავს, რომ სააკაშვილსაც შეხვედრია (ექსპრეზიდენტმა ასაკოვან მასწავლებლებს შეხვედრა მოუწყო ავლაბრის რეზიდენციაში) და ხანდაზმულ პედაგოგებში კიდევ უფრო მეტად ჩანდა მისი ასაკთან შეუსაბამობა.

GzaPressროგორც წესი, მასწავლებლების უმეტესობა არსებული ხელისუფლების მხარდამჭერია, მაგრამ ანა ბუნებით რადიკალი გახლავთ და ყოველ დროში ოპოზიციაშია. გია ნოდიას მინისტრობის დროს სკოლის დირექტორი მოუხსნეს და საპროტესტო ტალღის ავანგარდში ჩადგა. ამბობდა, - ტყუილუბრალოდ გაათავისუფლეს, სიმართლეს თუ ვერ გავიტან, ბავშვებს იმას მაინც ვუჩვენებ, რომ ტყუილად არავის დაეჩაგვრინონო. მოხსნილი დირექტორი სამ თვეში დააბრუნებინეს მინისტრს, ამისთვის კი სახალხო დამცველიც ჩაიყვანეს გეზრულში და სამინისტროს წარმომადგენლებიც.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ ქართული სოფლის შენარჩუნებაზე. ვინ უნდა უჩვენოს მაგალითი ადამიანებს, რომ სოფლად ცხოვრება ღირს? ალბათ, ისევ პედაგოგებმა და ექიმებმა. ანა ლომიძის სოფლად ცხოვრება ერთ-ერთი მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ ჭიათურის ყველაზე შორი სოფელი არ გაუკაცრიელებულა და 400 ნასოფლარის სიაში არ შესულა. ანას მოსაყოლი ბევრი აქვს. გასაჭირზე ყურადღების გამახვილება არ უყვარს, მაგრამ სიამოვნებით გიამბობთ, თუ როგორ გადადიოდა ბავშვობისას ოჩოფეხებით ადიდებული მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე, როგორ გაბედა "ზბორებზე" წასულმა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საკვამურზე ასვლა, და კიდევ ათას პოზიტიურ ამბავს.

თუ ვინმეს ანას გაცნობა მოუნდება, სოფელში მისი მიგნება არ გაუჭირდება. უფრო, ზაფხულში ჯობს მასთან სტუმრობა. უზარმაზარი მწვანე ეზოს კუთხეში, მსხმოიარე ხეხილის ქვეშ სამფეხა რკინის მაგიდაზე ქათქათა სუფრას გაფენს, მერე თავისი ხელით გამომცხვარ ხაჭაპურს დაუჭრის სტუმარს, ყავას ან ჩაის შესთავაზებს და კეთილი, ოდნავშესამჩნევი ღიმილით მოგიყვებათ საინტერესო ამბებს.
როლანდ ხოჯანაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
05.02.2015
ნამდვილად-სამარცხვინოა, მედროვეებო...რას ჰქვია არ მალავს, რომ სააკაშვილსაც შეხვედრია? ვის უნდა დაუმალოს და რატომ? სამარცხვინოა, ყოფილი პრეზიდენტი ხანდაზმულ პედაგოგებს რომ ხვდებოდა და პატივს მიაგებდა? თუ სხვებს არ ესიამოვნებათ ეს ამბავი და იმიტომ უნდა დამალოს? გრცხვენოდეთ მედროვეებო.... ვითომ ჟურნალისტებო...
მართლაც
05.02.2015
ნამდვილად-სამარცხვინოა, მედროვეებო...რას ჰქვია არ მალავს, რომ სააკაშვილსაც შეხვედრია? ვის უნდა დაუმალოს და რატომ? სამარცხვინოა, ყოფილი პრეზიდენტი ხანდაზმულ პედაგოგებს რომ ხვდებოდა და პატივს მიაგებდა? თუ სხვებს არ ესიამოვნებათ ეს ამბავი და იმიტომ უნდა დამალოს? გრცხვენოდეთ მედროვეებო.... ვითომ ჟურნალისტებო...
მართლაც
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე თათა გიორგობიანმა
ძველად ყველა დედა უმღეროდა შვილს "იავნანას", ახლაც ასე უნდა იყოს
დილას 6-საათიანი ლოცვით ვიწყებ და მას მერე სულ ვმუშაობ
აუცილებლად ჩამოვიყვან საქართველოში, ხომ უნდა გაიცნონ რძალი
მეგობრობდნენ თუ არა ცეკას ბიუროს წევრების ცოლები
როგორ მოიწვია ვახტანგ ჭაბუკიანმა ვერა წიგნაძე თბილისში
რაც ონლაინგაკვეთილების ჩატარება დავიწყე, უამრავმა ბავშვმა შემიყვარა
ობოლი გოგონების სევდიანი წერილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი