რა მიზნით გადაცურა ეტლით მოსარგებლე გურამ ზურაბიანმა თბილისის ზღვა
font-large font-small
რა მიზნით გადაცურა ეტლით მოსარგებლე გურამ ზურაბიანმა თბილისის ზღვა
"ერთი მაღალჩინოსნის ერთჯერადად დარიცხული პრემია მთელ რეგიონს გახდიდა ადაპტირებულს..."
გურამ ზურაბიანი ტრავმამდე სპორტის სხვადასხვა სახეობით, მათ შორის: ფეხბურთით, ფრენბურთით, ცურვით, ბოქსითა და მეკლდეურობით იყო გატაცებული. როგორც იხსენებს, მაღალი სირთულის კლდეებს ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე იპყრობდა... პარადოქსია, მაგრამ ეტლით მას შემდეგ გადაადგილდება, რაც შემთხვევით, სულ ორი მეტრის სიმაღლის აივნის მოაჯირმა უმტყუნა და... უხერხულად დაეცა... ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და რომ მთავარი სულის სიმტკიცეა... სწორედ ამ ლოზუნგით გადაცურა გასულ ზაფხულს თბილისის ზღვა...

- გურამ, საოცრად ოპტიმისტური განწყობა გაქვთ. ტრავმის შემდეგ თითქმის ყველა განიცდის აპათიას. თქვენთვის არ იყო ეს პერიოდი რთულად დასაძლევი?
- ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იყო, მაგრამ დეპრესიაც არასოდეს მქონია. 5 წელი ეტლიდან წამოდგომის მოლოდინში დავკარგე. განსაკუთრებით ნეგატიურად აღვიქვამდი ხალხის ჩემდამი დამოკიდებულებას, მაღიზიანებდა ჩემი დანახვისას წარმოთქმული სინანულისა და შეცოდების შორისდებულები. ახლა ვხვდები, რომ ტრავმის შემდეგ პირველი 10 წელი უმიზნოდ დავკარგე.

- 10 წელი არც ისე ცოტაა. დროის ამ საკმაოდ ვრცელი მონაკვეთის შემდეგ რამ მოგცათ მუხტი, ცხოვრების წესი შეგეცვალათ?

- ერთმა უბრალო ფაქტმა: გავიგე, რომ არსებობს "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და ჩავერთე მათ პროექტში, რომელიც სენაკში განხორციელდა. იქ გატარებულმა რამდენიმე დღემ ჩემი ცხოვრების სტილი ძირფესვიანად შეცვალა. შევიძინე დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, გადამიფასდა დამოკიდებულება ჩემი ცხოვრების, შესაძლებლობების მიმართ, გავხდი მიზანსწრაფული, აქტიური - ეს მოხდა 2011 წელს. მას შემდეგ დიდი სირთულეების გადალახვის მიუხედავად, ავიღე მართვის მოწმობა, შევიძინე ავტომობილი და გადავადგილდები დამოუკიდებლად. სვანეთში სახლი გვაქვს, სადაც არავინ ცხოვრობს. ახლა უკვე ხშირად ჩავდივარ იქ და სრულიად მარტო, რამდენიმე კვირით ვრჩები. ამას ადრე ვერ ვრისკავდი.

- წინა ზაფხულს თბილისის ზღვა გადაცურეთ. თქვენი გადაწყვეტილება სარისკო არ იყო?

- მდინარესთან ახლოს ვცხოვრობდი და ცურვა ექვსი წლის ასაკში, დამოუკიდებლად ვისწავლე. მას შემდეგ, რაც შშმ პირი გავხდი, დაახლოებით 13-14 წელი წყალში არ ჩავსულვარ. ერთხელაც, მითხრეს, რომ ცურვა საუკეთესო რეაბილიტაციაა. გარდაბნიდან რუსთავის საცურაო აუზზე წავედი და მცირე მანძილი გავცურე.Mთანდათან წყალთან კონტაქტი აღვიდგინე და აუზზე რეგულარულად დავდიოდი. მინდოდა, სხვა შშმ ადამიანებისთვის მეთქვა, რომ ცურვა მართლაც, საუკეთესო თერაპიაა, ეს აქცია სწორედ ამ მიზნით განვახორციელე.

- ახლობლები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

- ოჯახში მხოლოდ დედა მყავს. ის მხოლოდ სიფრთხილისკენ მომიწოდებს ხოლმე, სხვა მხრივ არ მზღუდვას, ჩემი სჯერა. როცა მეგობრებთან სიტყვა "ცურვა" ვახსენე, არ დაიჯერეს მანამ, ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახეს, რომ ეს ნამდვილად შემეძლო.

- რაიმე მოსამზადებელი პერიოდი გაიარეთ?

- თბილისის ზღვაზე ერთი კვირით ადრე ავედი. საერთოდ, ეს ზღვა ცივია. როცა კილომეტრზე მეტი გავცურე, დავრწმუნდი, რომ მის გადაცურვასაც შევძლებდი. მოსამზადებელი პერიოდი აუზზე მხოლოდ 15-დღიან ვარჯიშს მოიცავდა. გადაცურვისას ბოლო 100 მეტრზე პრობლემა მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარმა შექმნა, რომელმაც ტალღა გაააქტიურა. ტალღებთან გამკლავებამ ბევრად მეტი ენერგია წამართვა, ვიდრე უკვე დაძლეული მანძილის გაცურვამ. წყალში 3 საათზე მეტიც გავჩერებულვარ, მხოლოდ, ცურვისას საჭირო სისწრაფეს ვერ ვავითარებ.

- გინესის რეკორდისთვის ემზადებით. ამჯერად, მომზადების რა ეტაპზე ხართ?

GzaPress- გინესის ფედერაციიდან პასუხს ველოდებით - რა არის ჩემი კატეგორიის შშმ პირისთვის რეკორდული მაჩვენებელი. ზაფხულამდე ამას გავიგებთ და იმედია, დასახულ მიზანს მივაღწევ. გარდა ამისა, განზრახული მაქვს თბილისის ზღვა სიგრძეზე გადავცურო. ასევე, ვაპირებ შავ ზღვაზე 10-კილომეტრიანი მანძილის დაფარვას. ამ საქმეში მხარდაჭერას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროც მპირდება. ტრავმა 1999 წლიდან მაქვს. 10 წელი უქმად რომ დავკარგე, ეს მხოლოდ ინფორმაციის უქონლობის გამო მოხდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ახლა ჩემი სპორტული კარიერა ევროპის დონეზე იქნებოდა. უკვე თითქმის 40 წლის ვარ, პროფესიონალურ სპორტში კი ეს ასაკი უკვე მაღალია. გერმანიაში სტატუსს "ფორმა #100"-ის მიხედვით ანიჭებენ. თუ საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო კატეგორიის სტატუსი მომანიჭეს, მაქვს შანსი, მონაწილეობა ტურნირებში მივიღო, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მარათონული მიმართულებით ვიმუშავებ. გარდა ცურვისა, მთელი ცხოვრება ყოველდღიურად, ფიზიკურად ვვარჯიშობ. ტრავმამდე ძიუდოსა და ბოქსში რაიონისა თუ ქვეყნის მასშტაბით, ჩემპიონის სტატუსი არაერთხელ მოვიპოვე. ვთამაშობდი ფეხბურთს, ფრენბურთს, გატაცებული ვიყავი მეკლდეურობით. ყოველგვარი დამცავი საშუალებების გარეშე ისეთი ადგილები დავიპყარი, რომ იქ ასვლაზე პროფესიონალიც დაფიქრდებოდა. ჩემი სახლიდან 4 საათის სავალ მანძილზე მთაა, საიდანაც ნისლში გახვეული უშბა მოჩანს. იქ ძალიან ხშირად დავდიოდი. თუ მწვერვალს ნისლი არ ედგა, საათობით ვიჯექი და უბრალოდ, ვუყურებდი...

- გარდა სპორტული გატაცებისა, როგორც ვიცი, დასაქმებულიც ხართ...

- დიახ, გარდაბნის დღის ცენტრში სოციალური თერაპევტი ვარ. სხვადასხვა შეზღუდვით 45, 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარი გვყავს. სოციალური თერაპია ფიზიკურ და სულიერ განვითარებას, კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, საზოგადოებასთან კავშირსა და ცხოვრებისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მოიცავს. ამ მიმართულებით ორგანიზაციის დაარსებას თავადაც ვაპირებ, წესდება უკვე შედგენილი გვაქვს.

- რამდენად ადაპტირებულია გარდაბნის რაიონში გარემო შშმ პირებისთვის?

- ადაპტირებული გარემო სამწუხაროდ, საერთოდ არ არის. შესაბამისად, შშმ პირები, ფაქტობრივად, არ მოძრაობენ. "ბუნებრივად ადაპტირებული" მხოლოდ ორი მაღაზია და ერთი აფთიაქია. როცა დასაქმება განვიზრახე, გამგეობას მივაკითხე. კეთილგანწყობილნი დამხვდნენ და გამგეობაში დასაქმების საშუალებაც აღმოჩნდა, მაგრამ იმის გამო, რომ შენობა ადაპტირებული არ არის, ჩემი იქ მუშაობა ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, იმ დაწესებულებებს შორის, სადაც ჩემთვის სამუშაო მოიძებნა, ადაპტირებული მხოლოდ დღის ცენტრი აღმოჩნდა. კიდევ ერთ პრობლემას მინდა შევეხო: მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა ტრავმა მივიღე და სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი. გარდაბნიდან შშმ პირის თბილისში ყოველდღიური ჩამოსვლა თითქმის შეუძლებელია. სამი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი მომცეს, მაგრამ საჯარო სამსახურში დიპლომის გარეშე არავის იღებენ. მინდა, ამ პრობლემაზე შესაბამისმა უწყებებმა იზრუნონ - არსებობენ შშმ პირები, ვინც ტრავმა სრულწლოვანებამდე ან სწავლის პერიოდში მიიღო, შესაბამისად, სწავლის გაგრძელების ფიზიკური საშუალება არ აქვთ. გამოდის, საჯარო სამსახურში ვერასოდეს დასაქმდებიან...

- ამ პრობლემის მიზეზად ხშირად, დიდ თანხებს ასახელებენ...

- გარდაბნის კულტურის სახლი შესაძლებელია, ადაპტირებული სულ რაღაც 300 ლარად გახდეს, ეს კი რაიონში მცხოვრებ შშმ პირებს თუნდაც, კონცერტზე დასწრების საშუალებას მისცემს. გარწმუნებთ, ერთი მაღალჩინოსნის ერთჯერადად დარიცხული პრემია მთელ რეგიონს გახდიდა ადაპტირებულს... გარდა ამისა, როცა სახელმწიფო დაწესებულებები ადაპტირებული იქნება, კერძო ორგანიზაციებიც თავისთავად, მათ მიბაძავენ... ასე რომ, კეთილი ნება უფროა საჭირო, ვიდრე კოლოსალური თანხა...

- რას ისურვებდით?

- ვფიქრობ, მთავარი ფსიქოლოგიური შემართებაა, ბრძოლის ჟინი არ უნდა მოკვდეს ადამიანში, თორემ, ბევრი ვიცით, ფიზიკური შესაძლებლობა აქვთ, მაგრამ არ ან ვერ იყენებენ... ვისურვებდი, ბრძოლისუნარიანობამ არასოდეს მიმტყუნოს... მინდა, გაითვალისწინოთ: როცა შშმ პირი დადებითადაა დამუხტული და მომავალს რწმენით შეჰყურებს, ეს შეგრძნება უნახევრდება, როცა ირგვლივ სიბრალულს აწყდება. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ სიბრალული ძალიან ადვილად გადაკეთდება სიყვარულად (იცინის). მგონი, ბევრი დრო არაა დარჩენილი იმ ეტაპამდე, როცა არაჯანსაღი სტერეოტიპების საბოლოოდ დამსხვრევა მოხდება.
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
19.02.2015
გული არასოდეს უნდა გაიტეხო.იბრძოლე და მოიგებ.
სოფიკო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ანუ რას გვაჭმევენ ჩვენი მეწარმეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი