"არ არსებობს ფრაზა - "ვერ გავაკეთებ", "არ შემიძლია", "საშიშია", "საფრთხე მემუქრება"...
font-large font-small
"არ არსებობს ფრაზა - "ვერ გავაკეთებ", "არ შემიძლია", "საშიშია", "საფრთხე მემუქრება"...
იყო დრო, როდესაც ძლიერი სქესის წამომადგენლებს, ქალბატონების საქმიანობად მხოლოდ შვილების გაზრდა და კერძების მომზადება წარმოედგინათ. წლები გავიდა და ეს წარმოდგენა სხვა რეალობამ ჩაანაცვლა.
მანდილოსნებმა ზოგიერთი მამაკაცური პროფესია ისე აითვისეს, რომ ხშირად კონკურენციასაც უწევენ მათ. არაერთი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება...

25 წლის სოფო ბობოხიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც კოლეგა მამაკაცებს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაუმტკიცა, რომ პროფესიას სქესი არა აქვს. ქუთაისელი ოპერატორის ყოველდღიურობა, ხშირად ექსტრემალურ პირობებში გადაღებებზე სიარული და სხვადასხვა თემებზე სიუჟეტების მომზადებაა.

ერთი კადრის მოსაპოვებლად ხანდახან ისეთ რისკზეც მიდის, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს. თუმცა, პროფესიული ჟინი იმდენად დიდია, რომ მაშინ ამაზე საერთოდ არ ფიქრობს. ყოველთვის კადრს მიღმა რჩება, თუმცა მის გადაღებულ კადრებს ყოველდღიურად, საინფორმაციო გამოშვებებში ხედავთ.

GzaPressბავშვობაში სხვა თანატოლებისგან განსხვავებით, ექიმობაზე არასდროს უოცნებია. სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც ჯერი პროფესიის არჩევაზე მიდგა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა.

სოფო ბობოხიძე:

- დავიბადე ბელორუსიაში. მყავს დედა, ძმა, რძალი და ძმისშვილი, მაგრამ ოჯახის წევრებთან არ ვცხოვრობ. დაახლოებით 5 წელია, რაც დამოუკიდებლად ცხოვრება გადავწყვიტე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არასოდეს მიოცნებია ექიმობასა და მასწავლებლობაზე. ყოველთვის ორ პროფესიას შორის ვცდილობდი არჩევანის გაკეთებას: ეს იყო იურიდიული ფაკულტეტი და ჟურნალისტიკა. როგორც აღმოჩნდა, ჟურნალისტიკა უფრო მისაღები ყოფილა ჩემთვის. არც ისე ცუდი სტუდენტი ვიყავი. პირველი კურსის დასასრულ, მუშაობა დავიწყე ადგილობრივ ტელევიზიაში, კორესპონდენტად. დავდიოდი მასალებზე, ვაკეთებდი სიუჟეტებს. შემდეგ იყო ადგილობრივი გაზეთი და ინტერნეტპორტალები. ვიყავი ფოტოგრაფი და ვამზადებდი ვიდეომასალებს. შემდეგ ვმუშაობდი ფოტორეპორტიორად. ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის იმერეთის ბიუროს ოპერატორად ვმუშაობ.

- ამ პროფესიის ადამიანები საქართველოში ძირითადათ ბიჭები არიან. რატომ და როდის გადაწყვიტე ან რა გახდა მიზეზი, პროფესია შეგეცვალა და ოპერატორობა დაგეწყო?

GzaPress- არ ვთვლი, რომ მხოლოდ ბიჭები არიან ამ პროფესიის წარმომადგენლები. არც ის მგონია, რომ პროფესია შევიცვალე. უბრალოდ, ვარ ჟურნალისტი, რომელიც კამერითაც იღებს. როდესაც ადგილობრივ ტელევიზიაში ვმუშაობდი, ერთ-ერთმა მაშინდელმა ოპერატორმა, დათო სირბილაძემ ნახა ჩემი გადაღებული ფოტო, მოეწონა და მითხრა, გადაღებაც სცადეო. კარგად მახსოვს, როდესაც პირველად კამერით გავედი გადაღებაზე, ძალიან ვნერვიულობდი და ვშიშობდი, მოეწონებოდათ თუ არა. როცა გადაღებიდან ტელევიზიაში დავბრუნდი და თანამშრომლებმა მასალა ნახეს, აღმოჩნდა, რომ არც ისე ცუდი კადრები გადავიღე. ამ პროფესიის დაუფლება ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ტელევიზიაში ვიყავით ძალიან ცოტა თანამშრომელი, რის გამოც გვიწევდა კორესპონდენტობასთან ერთად, შეგვეთავსებინა ოპერატორობა და მონტაჟი.

- ალბათ თავიდან იყო გარკვეული დისკომფორტი და უხერხულობა...

- ჩემთვის დისკომფორტი არასდროს ყოფილა ოპერატორობა. როდესაც კამერა დავიჭირე ხელში და გადაღებაზე გავედი, არ ვფიქრობდი და ახლაც არ ვფიქრობ იმაზე, ვინ რას იტყვის ან როგორ შემომხედავს. რაც შეეხება ადამიანების დამოკიდებულებას, სხვადასხვაგვარია. ლანძღვა, სასიამოვნოდ გაოცებული თვალები, ძალიან ცუდი მზერაც... ფიზიკურადაც გამსწორებიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ კამერა მეჭირა. უბრალოდ, მეც ისევე მისწორდებოდნენ, როგორც კოლეგა მამაკაცებს. მაგალითად, შეურაცხყოფა მომაყენეს, როდესაც ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან, მოსახლეობა ერთ-ერთი კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდა. შენობიდან გამოსვლისთანავე, როდესაც გადაღება დავიწყე, ჯგუფებად მოდიოდნენ და შეურაცხმყოფელ ფრაზებსაც არ ერიდებოდნენ. ყოფილა ძალიან კარგი შეხვედრებიც. როცა მხედავენ, რომ შტატივი და კამერა მიჭირავს, მოდიან და მეხმარებიან. ძირითადად მეკითხებიან ხოლმე: - არ გიჭირს? რატომ - ოპერატორი? ხშირ შემთხვევაში ექსტრემალურ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. როდესაც ასეთ გადაღებაზე ვარ, ნაკლებად მრჩება დრო, რამეზე ვიფიქრო, გარდა იმისა, რომ უნდა მქონდეს ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია: არ გამომრჩეს არც ერთი კადრი, დეტალი და ვიყო მოვლენათა ეპიცენტრში. არ არსებობს ფრაზა: "ვერ გავაკეთებ", "არ შემიძლია", "საშიშია", "საფრთხე მემუქრება" და ასე შემდეგ. ცეცხლმოკიდებული ავტომობილი, რომელიც შესაძლოა აფეთქდეს, სტიქიები და კიდევ უამრავი რამ, ჟურნლისტიკის ყოველდღიურობაა. არაერთი ფაქტის გახსენება შეიძლება. მაგალითად, ჩამონგრეული შენობები, ხანძარი, ავტოსაგზაო შემთხვევები, ოკუპირებულ ზოლში მუშაობა... ცნობილი "ბომბების სერია" მახსენდება: როდესაც პირველად პარლამენტში ევაკუაცია გამოცხადდა და ყველა გარეთ გარბოდა, ჟურნალისტების ნაწილი შიგნით დავრჩით და ვაგრძელებდით მუშაობას. ნაწილი გარეთა პერიმეტრზე მუშაობდა. ყოველთვის თვითკრიტიკული ვარ. არ ვარ საკუთარი ნამუშევრებით კმაყოფილი ტექნიკური თვალსაზრისით, თუმცა, ყველა ნამუშევარი დიდი ძალისხმევითაა შექმნილი. მომწონს, როდესაც სოციალურ თემებზე ვაკეთებთ სიუჟეტებს, ხოლო მისი ეთერში გასვლის შემდეგ, პრობლემა გვარდება. მიჩნდება კმაყოფილების გრძნობა, რომ ჩემი შრომით ვიღაცას ვეხმარები. მალე ორი წელი გახდება, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის იმერეთის ბიუროს ოპერატორი ვარ. მართალია, ყოველთვის კამერის მიღმა ვდგავარ, მაგრამ ვთვლი, რომ ყველა ოპერატორი უნდა ერკვეოდეს ჟურნალისტიკაში და - პირიქით. ჩვენ გვყავს ოპერატორი ბიჭები, რომლებმაც იციან "ამბის დანახვა", ტექსტსაც წერენ და ამბავსაც ჰყვებიან. ოპერატორობა მხოლოდ წითელ ღილაკზე ხელის დაჭერა არ არის. როდესაც გადაღებაზე მიდიხარ ჟურნალისტთან ერთად, უნდა იცოდე, მას რა უნდა, მისი გონებით დაინახო სიუჟეტი და შენი ხედვით გადაიღო თითოეული კადრი. ვარ იქ, სადაც მსიამოვნებს, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს და ამ ეტაპზე არ ვფიქრობ რაიმეს შეცვლას.
თორნიკე ყაჯრიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
21.02.2015
სოფო! შენ ჩემი „დიდი ოჯახის" წევრი ხარ, სულ გეუბნებოდი, რომ განსხვავებული ხარ, ოპერატორი-გოგო სულ სხვაა! ნუ, „ტიპშა" ხარ!და თან ძალიან ნიჭიერი, ჭკვიანი.... ლაპარაკი რომ არ გიყვარს, განსაკუთრებით საკუთარ თავზე ამ ინტერვიუდანაც ვიგრძენი! წარმატებები შენ!
ნანა
21.02.2015
გაიხარე სჰვილო,წარმატებებეეეეეეეეეეე
ტინი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2161 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი