ულვაშა ძიძა
font-large font-small
ულვაშა ძიძა
როცა საქართველოს მოსახლეობის ლამის 90% უმუშევარი დარჩა, გამონაკლისი არც სოსოსა და იამზეს ახალგაზრდა ოჯახი გახლდათ. წყვილმა ინსტიტუტში გაიცნო ერთმანეთი, თანაკურსელები იყვნენ.
პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტის (გემო-კვების სპეციალობა ერქვა მაშინ) სტუდენტები თავიდან რომელიმე ფაბრიკაში მუშაობის დაწყებაზე ოცნებობდნენ, შემდეგ - რესტორნის გახსნაზე... იმ პერიოდში, როცა ინსტიტუტი დაამთავრეს და დიპლომები აიღეს, ქვეყანაში ფაბრიკა-ქარხნები აღარ არსებობდა და საკუთარი რესტორნის გახსნას ვინ ჩივის (უფულობის გამო, რა თქმა უნდა), უბრალო მზარეულის ადგილიც ვერსად იშოვეს "უპატრონოებმა"... არადა, ისე მოხდა, რვა წელიწადში გახდნენ ოთხი შვილის მშობლები: ორი ვაჟის შემდეგ მესამის გაჩენა ქალიშვილის ყოლის ხათრით გადაწყვიტეს და ისევ ვაჟი რომ გაუჩნდათ, თანაც - ტყუპი, სოსო ლამის კედელს შეასკდა თავით. შვილები სიგიჟემდე უყვარს და მათ გამო მგელს ჩაუვარდება ხახაში, მაგრამ იმის შიშმა დაუჩრდილა სიხარულის შეგრძნება - გაჩენილები არ დამეხოცონ შიმშილითო...

სხვა გზა არ იყო და როგორც სხვა ოჯახების უმრავლესობას, იამზესა და სოსოსაც საზღვარგარეთ წასვლითა და თუნდაც, მონური შრომით უნდა ერჩინათ ოჯახი. იამზეს საბერძნეთში ეპატიჟებოდა ერთი წლით ადრე წასული უფროსი და, მაგრამ სამიოდე თვის ტყუპი როგორ დაეტოვებინა?! ამოდენა მოვალეობის საკუთარ თავზე აღება ვერც სოსომ გაბედა და სხვა რომ ვეღარაფერი გააწყვეს, სოსომ თავად გადაწყვიტა საბერძნეთში წასვლა. უშლიდნენ: იქ კაცისთვის სამუშაოს პოვნა თითქმის შეუძლებელიაო, მაგრამ არ დაიშალა, ვეღარ უძლებდა სანახევროდ მშიერი შვილების ცქერას და მაინც გარისკა. ცოლისდამ საცხოვრებლად კი შეიფარა, მაგრამ როცა სამი თვე ისე გავიდა, მართლა ვერ იშოვა სამსახური, ლამის ჭამაც აიკრძალა დარცხვენილმა: ქალების ჭაპანწყვეტით ნაშოვნი ფულით ნაყიდი პური როდემდე უნდა ვჭამოო?! ერთხელაც, ცოლისდამ ამბავი მოუტანა: იმ სახლის მეზობლად, სადაც მე ვმუშაობ, ორი უზნეო, ტუტუცი ბიჭი ჰყავთ, რომლებსაც ვერც ერთი ძიძა ვერ უძლებს და მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა, სათვალავი ამერია, მერამდენე ქალი გამიქცაო...

სოსოს ბევრი არც უფიქრია, ისე წამოიძახა:
- სხვა გზა არ არის, უნდა მივიღო ეგ სამუშაო!
- არ გამოვა! - წყალი გადაუწურა ინეზამ (ცოლისდა): - მამაც არანორმალური და ეჭვიანი ჰყავს იმ ბავშვებს, კაცს არ შეუშვებს სახლში. ამდენი ხნის ცოლ-ქმარია და მეზობელთანაც არ გვინახავს ის ქალი.

- ვერ დავიცდი მეტს, უნდა ვიმუშავო! - კატეგორიული გახდა სოსო და ინეზას ტანსაცმელს დაავლო ხელი. პირველად გაახარა იმ ფაქტმა, რომ ტანმორჩილი და გამხდარი იყო.

- ულვაშებს რას უშვრები?! - შეახსენა ინეზამ, რადგან მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა, ძველმოდური ულვაშები გაეპარსა, სოსო "ნამუსს" ვერ ელეოდა.

- შვილების ხათრითა და სიყვარულით თავსაც მოვიჭრი, თუ საქმემ მოითხოვა, - სამართებელს დაავლო ხელი და აბაზანაში შევარდა. იქიდან გამოსულმა სახეზე პუდრის შეყრაც იკადრა და მართლა ქალს დაემსგავსა. საბედნიეროდ, რადგან ფული არ ჰქონდა, ბოლო სამი თვის განმავლობაში არც სალონისკენ გაუხედავს და ტალღოვანი თმაც კარგა წამოზრდილი ჰქონდა...

მეორე დღეს ცოლისდას რეკომენდაციის გაწევა სთხოვა და გეზი ძიძის მაძებარი ოჯახისკენ აიღეს. სოსო სამსახურში ისე აიყვანეს, ბევრი ძიებაც არ დაუწყიათ. ეტყობოდათ, სხვა გზა არ ჰქონდათ, ნებისმიერი "მოხალისე" უნდა მიეღოთ ოჯახში...

შვიდი და ცხრა წლის ბიჭები გამოუყვანეს და გააცნეს. მათი დღის რეჟიმი და სამუშაო განრიგი დაუდეს წინ და ხელფასიც ორასი ევროთი მეტი შესთავაზეს, ვიდრე სხვა ქალები იღებდნენ იმავე საქმეში...

თავნებობას დაჩვეულმა ბავშვებმა პირველ კვირაში იმდენი ოინი მოუწყვეს, თავბედი აწყევლინეს და წასასვლელი რომ ჰქონოდა, პირველსავე დღეს გამოიქცეოდა უკანმოუხედავად, მაგრამ ამის უფლებას მისი დახმარების იმედად მყოფი ოჯახი არ აძლევდა. სხვა გზა არ ჰქონდა და ბიჭების მშობლებს ულტიმატუმი წაუყენა: ან არ ჩაერევით აღზრდის ჩემეულ მეთოდებში და ამ ტუტუცი ბიჭების გონზე მოყვანას დამაცდით, ან არადა, დღესვე გავიქცევი აქედან და დამერწმუნეთ, ძიძას ვეღარასოდეს ეღირსებითო...

- ცემით არ სცემო და სხვა ყველაფრის უფლებას გაძლევთ! - ერთხმად განაცხადეს თანხმობა დედამაც და მამაც. ჰოდა, სოსოც მაშინვე შეუდგა საქმეს: საკმარისი იყო, კერძის ჭამაზე უარი ეთქვათ და თეფშზე დაწყობილი საკვები ძირს დაეყარათ, რომ იმ დღეს და არც მომდევნო დღეს ვეღარაფერს შეჭამდნენ, ვიდრე ბოდიშს არ მოიხდიდნენ, მერე კი თავად უნდა დაერეცხათ გამოყენებული ჭურჭელი; ღამით კომპიუტერის გამორთვა რომ გააპროტესტეს, მეორე დღეს, დილის ხუთ საათზე აუწკრიალა მაღვიძარა სოსომ და ფეხზე წამოყარა, - სავარჯიშოდ გასვლა გვაგვიანდებაო. მერე კი ისე აქტიურად ათამაშა და ავარჯიშა ბიჭები მთელი დღე, საწოლამდე მისვლამდე ჩაეძინათ ტელევიზორის წინ მსხდომებს...

თუმცა, დასჯის პარალელურად, არც წახალისებას აკლებდა მათ და ხან ფეხბურთის თამაშის წესებს ასწავლიდა, ხანაც - ველოსიპედის ტარებას. ყველა ის თამაში გაიხსენა, თავად რომ აინტერესებდა მათ ასაკში და ისე შეაყვარა ბიჭებს თავი, ცოტა ხანში მხოლოდ მას უჯერებდნენ და გაკვეთილებსაც კი ყოველგვარი პროტესტის გარეშე ამზადებდნენ. სემესტრის ბოლოს გახარებული დაბრუნდნენ სკოლიდან მათი მშობლები და პრემიის სახით, ერთი თვის ხელფასი აჩუქეს სოსოს დამატებით, რაც მისი ოჯახისთვის ნამდვილი მისწრება იყო. ორი წელიწადი იმუშავა იმ ოჯახში და როცა იმდენი თანხა დააგროვა, რომ საქართველოში საკუთარი საქმის წამოსაწყებად ეყოფოდა, წამოსასვლელად დაიწყო მზადება, რაზეც საშინელი რეაქცია ჰქონდა მის დამქირავებელ ოჯახს - ცალკე ბავშვები ტიროდნენ და ცალკე მათი მშობლები. როგორ არ ეხვეწნენ დარჩენას; რომ არ გასჭირვებოდათ მასთან განშორება, ისიც კი გაამხილა სოსომ, რომ კაცი იყო, მაგრამ მისდა გასაკვირად, ოჯახის უფროსმა ეს ამბავი ჩვეულებრივად მიიღო:
- დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ კაცი იყავი, თანაც - ნამდვილი ვაჟკაცი, ამიტომ არაფერი შევიმჩნიე. ჩემს ბიჭებს უბრალო ძიძა ვერ გაუმკლავდებოდა და ვერც მათ დაინტერესებას შეძლებდა...

- თქვენზე რომ მითხრეს, ეჭვიანიაო?! - სოსომ პირი დააღო.

- არ გეწყინოს, მაგრამ არანაირად არ ჯდები ჩემი ცოლის გემოვნებაში და შეუძლებელი იყო, შენდამი ინტერესი გასჩენოდა... ერთი წელიწადი მაინც დარჩი და არ დამრჩები ნაწყენი, დიდ პატივს გცემ! - შეეხვეწა.

- შვილების მონატრებას ვეღარ ვუძლებ! - დაიკვნესა კაცმა და შეთანხმდნენ, რომ ორკვირიანი შვებულებით წავიდოდა ოჯახის მოსანახულებლად, გზის ხარჯიც კი დამქირავებელმა გაიღო.

შვებულების შემდეგ თავისი საყვარელი ულვაშებით დაბრუნდა საბერძნეთში სოსო, რაც არავის გაუპროტესტებია. ისეთი რეკლამა გაუკეთეს დამსაქმებლებმა თავიანთ ულვაშა ძიძას: ჩვენს ველურ შვილებს მის გარდა ვერავინ მოარჯულებდაო, რომ გაწვალებული მშობლების ნამდვილი რიგი დაუდგა: - თუ მაგ ოჯახიდან წამოსვლას გადაწყვეტ, ჩვენთან მოდი, არ გაწყენინებთო...

სოსოს კი აღარც საბერძნეთში ყოფნა უნდა და აღარც - ძიძობა. ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება საქართველოში, სადაც აღარც რესტორანს გახსნის და აღარც კაფეს, როგორც ადრე ფიქრობდა: კერძო საბავშვო ბაღის გახსნა აქვს გადაწყვეტილი ძნელად მოსარჯულებელი ბავშვებისთვის.
ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
11.03.2015
,,გზა" რომ გადაარქვათ და ,,მტავრობა" დაირქვათ არა?? მთავრობასავით გვაბოლებთ მაინც.
ლილე
07.03.2015
ყოჩაღ რაც არ უნდა იყოს სიმართლე თუ ტყუილი სახალისო კი იყო და
Tamo
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
რამდენი დაცვითი მექანიზმი ჰქონდა სახელმწიფოს, რომ ანტისაბჭოთა ტექსტი არ გაპარულიყო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი