არიადნა, ქეთევანი და ზინაიდა...
font-large font-small
არიადნა, ქეთევანი და ზინაიდა...
პოეტობაზე პრეტენზია არასოდეს მქონია, მაგრამ ერთი "შედევრი", რომელიც წლების წინ თინეიჯერმა დავწერე, ძალიან მიყვარს და დღემდე შემომრჩა ჩანაწერი:
"ალბათ ღმერთმა თებერვალი იმიტომ გააჩინა დღენაკლული, რომ არ დაღლილიყო მოლოდინში, ვისაც ენატრება გაზაფხული"...

გაზაფხული ვის არ უყვარს, მაგრამ საამისოდ მე განსაკუთრებული მიზეზი მაქვს - აპრილში ვარ დაბადებული და არასოდეს დამიმალავს, რომ დღემდე ბავშვური აღტაცებით ველოდები დღეობას, მეგობარ-ახლობლების ყურადღებას და საჩუქრებსაც კი, რომელთა ყველაზე დიდი ღირებულება ის სიყვარული და სითბოა, მათ შერჩევაში რომ არის ჩადებული. და რაც მთავარია, ყვავილები - უბრალო მინდვრის ყვავილები და არა - დეკორატიული, სურნელის გარეშე და აუცილებლად საზღვარგარეთიდან შემოტანილი, რომლებიც ჩემთვის მხოლოდ პანაშვიდებთან ასოცირდება და ამიტომ, რომც მაჩუქონ, სახლში არასოდეს მომაქვს... იები, ენძელები, ნარცისები და ღიღილოები კი თავადაც მიყიდია საკუთარი თავისთვის და გულში ჩაკრული მიტარებია საყვარელი ქალაქის ქუჩებში...

...აპრილამდე კი მარტია და ორი ულამაზესი დღესასწაული - ჯერ დედის და შემდეგ ქალთა დღე. ამ ორ დღეს განსაკუთრებით უხდება ქუჩებში თაიგულებით მოსიარულე, "სხვანაირად" ლამაზი ქალბატონები და ამაზე რომ ვფიქრობდი, იმ ქალების მიმართ გამიჩნდა თანაგრძნობა, რომლებისთვისაც ალბათ, არასოდეს არავის უჩუქებია ყვავილები და შეიძლება, არც დედის დღე ახსენდებათ ყოველდღიური პრობლემებით დამძიმებულებს...

ზინაიდა ჩემი უბნის დამლაგებელია და სამსახურში მიმავალი ყოველდღე უკვე დაღლილსა და რაღაცნაირად "წაშლილს" ვხედავ. მისი ყველაზე დიდი ფუფუნება ალბათ, ის უფილტრო სიგარეტია, ბორდიურზე ჩამომჯდარი, თვალდახუჭული რომ აბოლებს და თან - იხრჩობა ხველებით...

მივესალმე და ვუთხარი:
- მალე გაზაფხული მოვა და ალბათ, უფრო გაგიადვილდებათ დილით ქუჩაში სამუშაოდ გამოსვლა...

- ჰო, იქნება სითბომ სიცივისგან "დამტვრეული" ძვლები გამითბოს! - გაჰყურებს ზეცას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრეა მზის გამოჩენა...

- დედის დღეს ან რვა მარტს ყვავილებს ვინ გჩუქნით?! - აშკარად დავაბნიე კითხვით. გაოცებულმა შემომხედა და ალბათ, არც გამცემდა პასუხს, კიდევ ერთხელ რომ არ მეკითხა:

- ყვავილებს ვინ გჩუქნით?!

- რა ყვავილები... თუ ჩემთვის საჩუქრის გაკეთებას აპირებ, ფილტრიანი სიგარეტი მაჩუქე. მომკლა ამ უფილტრო შხამმა...

...არიადნა მარტოხელაა და დანამდვილებით ვიცი, შვილები არასოდეს ჰყოლია. ადრე მოხალულ მზესუმზირას ყიდდა ქუჩის კუთხეში, ახლა ბიზნესი ჩაუვარდა - ხალხი ქარხნული წესით დაფასოებულ პროდუქტს ამჯობინებს და ამიტომ, ხშირად ვხედავ ნაგვის კონტეინერებთან: ხან ბოთლებს აგროვებს და ხანაც - რკინის ნაჭრებს. ხურდა ფულს ვაძლევ ხოლმე და ვეხვეწები, რომ რადგან პურის ფული აღარ აქვს სადარდებელი, ნაგავში ქექვას თავი დაანებოს, მაგრამ არ ისვენებს: პურის გარდა წამალი სჭირდება და კიდევ უამრავი რამ...

- ყვავილებს თუ გჩუქნიან?! - ვეკითხები მასაც და რატომღაც, გამიბრაზდა:

- რა ყვავილები, დამცინი?!.

...ქეთევანი სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე "უყველო ხაჭაპურსა" და ლობიანს სთავაზობს მძღოლებსაც და მგზავრებსაც. სიგარეტსაც ყიდის ღერებით და მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე სხვისი გამონაცვალი ქუსლმორყეული ჩექმა აცვია, ტუჩზე სქელ ფენად წაუსვია წითელი (კვასკვასა) პომადა და აშკარად ეპრანჭება მძღოლებს, მიუხედავად სოლიდური ასაკისა...

- რავარი გამოპრანჭულხარ, ქეთინია, გათხოვებას ხო არ აპირებ, გო?! - ეხუმრება მძღოლი და ქეთევანს აშკარად უხარია მისი "სილამაზე" რომ შეამჩნიეს:

- სადაა ღირსეული კაცი, თვარა, რეიზა არ უნდა გავთხოვდე, თუ იცი?! - კეკლუცად ისწორებს თმას. რაღაცით ფუფალა მომაგონა და გული მომეწურა...

გადაწყვეტილი მაქვს: რვა მარტს აუცილებლად ვაჩუქებ იის კონას სამივეს და კიდევ - ზინაიდას ფილტრიან სიგარეტს, არიადნას შოკოლადის კანფეტებს, ქეთევანს კი წითელ პომადას. გავახსენებ, რომ ისინიც ქალები არიან და ამ ამბავს იმ იმედითაც ვწერ, რომ ბევრი ამყვება "წამოწყებაში" და ქუჩაში მოსიარულე ქალბატონებს ყვავილებით ხელში გადაუდგება წინ.
ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
26.03.2015
ეეეეჰჰჰ,რამდენი ქალია,თუ იცით ქმარიც ჰყავს და შვილებიც,თავგანწირული ცოლიც არის და დედაც,მარა მას არც 3-სა და არც 8მარტს რომ არ ულოცავენ,3და 8 მარტი არა ისსაააოოოოო,მააშ!11!!!!...
ჩიკო
10.03.2015
კარგია!
maia
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"სხვა ქვეყანა ვერ შეგიცვლის იმ მიწა-წყალს, სადაც დაიბადე"
ანუ რას გვაჭმევენ ჩვენი მეწარმეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2255 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი