ქუჩაში გაგდებული ფეხმძიმე გოგონას ამბავი
font-large font-small
ქუჩაში გაგდებული ფეხმძიმე გოგონას ამბავი
"მშობლებმა შეცდომა არ მაპატიეს"
ქალბატონი, რომელზეც ახლა უნდა გიამბოთ, ერთ პატარა ქალაქში დაიბადა.

ამბობს, - ჩემს თავს ერთადერთი, წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ თითქმის ყველანაირი განსაცდელი გამოვიარეო. ჯერ იყო და, მამამ გააგდო სახლიდან, როცა გაიგო, რომ შეყვარებულმა შეაცდინა. მართალია, მერე იმ ბიჭმა ცოლად მოიყვანა, მაგრამ გოგონამ მშობლები ვერა და ვერ შემოირიგა. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე მამის სამძიმარზე მისულს, დედამ საოცრად ატკინა გული უაზროდ ნათქვამი სიტყვებით. არადა, მამის დასატირებლად შვილებთან ერთად მივიდა. ბებიის ნათქვამმა, მოზარდებს თავმოყვარეობა შეულახა და გაბრაზებულებმა მაშინვე დატოვეს იქაურობა. თურმე, ბიჭს დაიკო სახლამდე მიუცილებია, თავად კი გადაკარგულა. დიდხანს ეძებდა დედა შვილს. მხოლოდ თვეების შემდეგ მიაგნო, ერთ-ერთ სკვერში, სკამზე ჩაძინებულს...

- მოგეხსენებათ, საქართველოში შეყვარებულ წყვილს შორის ქორწინებამდე სექსი დაუშვებელია, მე კი შეცდომა დავუშვი და ცდუნებას ვერ გავუძელი: საქმროსთან მარტო რომ დავრჩი, მოსახდენი მოხდა და დავფეხმძიმდი კიდეც. ამას ჩემი ოჯახი ვერ შეეგუა. მამა ისე მოკვდა, ჩემი პატიება ვერ შეძლო და არც შვილიშვილები უნახავს.

- იმ ადამიანთან, რომელსაც საქმროს ეძახდით, რამდენხნიანი ურთიერთობა გაკავშირებდათ?

- 3 წელი გვიყვარდა ერთმანეთი.

- თქვენი მშობლები მასთან ურთიერთობას არ გიკრძალავდნენ?

- არა, არ მიკრძალავდნენ. ისინი ველოდის იცნობდნენ და მოსწონდათ: კარგი ბიჭია, მშობლებიც კარგი ჰყავსო... თუმცა, ვერ მაპატიეს, გათხოვებამდე რომ დავფეხმძიმდი. მე და ველოდი მისი ნათესავის ქორწილში წავედით. იქ მშობლებმა უპრობლემოდ გამიშვეს, რადგან ჩემში დარწმუნებულები იყვნენ, მენდობოდნენ. იმ საღამოს შინ დაბრუნება ვერ მოვახერხეთ, რადგან ქორწილი სულ სხვა რაიონში, ერთ მიყრუებულ სოფელში იყო. ველოდი ნასვამი გახლდათ და საჭესთან დაჯდომის უფლება არ მისცეს. ჰოდა, ფეხით ხომ არ წამოვიდოდი? იძულებული გავხდი, მისი ნათესავების ოჯახში დავრჩენილიყავი. დასაწოლად მეზობლის სახლში გაგვიშვეს. იმ ქალს კი ეტყობა, ცოლქმარი ვეგონეთ და ერთ ოთახში ჰქონდა ორი ლოგინი გაშლილი. რომ გაიგო, დაქორწინებული არ ვიყავით, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა - პატარა სახლი ჰქონდა: ე.წ. "კუხნა" ანუ 2-ოთახიანი პატარა სახლი და ოდა, ბელეტაჟზე, რომელსაც ასევე ორი ოთახი ჰქონდა - მისაღები და საძინებელი. მასპინძელმა დაიმორცხვა: ეს რა დამემართა, მომეჭრა თავიო. დავამშვიდე და გამოსავლის პოვნაში დავეხმარე: მე მისაღებ ოთახში დავწვები, თქვენი ნებართვით-მეთქი. ველოდიმ, - რას ამბობ, შენ აქ დაწექი, "ზალაში" ტახტზე მე მოვისვენებო. მოკლედ, გავინაწილეთ ადგილი. მასპინძელი თავის "კუხნაში" რომ წავიდა, ველოდიმ კარზე მომიკაკუნა: არ მეძინება და შეიძლება, შემოვიდეო? - შემოდი-მეთქი, - ვუთხარი, რადგან ჯერ ისევ ფეხზე ვიყავი, არ ვიწექი. დიდხანს ვილაპარაკეთ, მერე კი მოსახდენი მოხდა...

GzaPressდილით მასპინძლებს დავემშვიდობეთ და წამოვედით. ძალიან შეშინებული გახლდით იმ საღამოს მომხდარის გამო, საქმრო კი ჩემს დამშვიდებას ცდილობდა: რა გადარდებს? დღეს თუ არა ხვალ, მაინც ერთად მოგვიწევს ცხოვრება. ნუ გეშინია, არ მიგატოვებო. შინ მისულმა უგუნებობის მიზეზად თავის ტკივილი დავასახელე. გული მისკდებოდა, მშობლებს სიმართლეს რომ ვუმალავდი, მაგრამ ვიცოდი, ვერც სიმართლის თქმა მომგვრიდა შვებას. ველოდის ვაჩქარებდი: დროზე წამიყვანე-მეთქი. ის კი რუსეთიდან მამის ჩამოსვლას ელოდა და ამიტომ ითრევდა ფეხს... თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, ძალიან ვდარდობდი, ვნერვიულობდი. მამამ შემატყო აფორიაქება და არაერთხელ მკითხა: ხომ მშვიდობაა, ბიჭი ხომ არ გაბრაზებსო? მიზეზს რა დალევს და მეც ხან რას ვამბობდი უგუნებობს მიზეზად და ხანაც - რას.

რამდენიმე კვირის მერე მივხვდი, ჩემს თავს რაღაც უცნაურობა ხდებოდა, ყველაფერზე გულისრევა მეწყებოდა, ჭამის მადა მომემატა. ველოდის ჩემი ეჭვი რომ გავუმხილე, შეშინდა. უკვე ორი თვის ორსულად ვიყავი, როცა დაზუსტებით ვიცოდი, მუცლით ბავშვს რომ ვატარებდი, ველოდი კი დაქორწინებას ისევ არ ჩქარობდა. მოკლედ, ისე მოხდა, რომ დედა დაეჭვდა, - გული ასე ხშირად რატომ ერევაო? ექიმთან რომ არ გავყევი და ნერვებიც აღარ მქონდა მწყობრში, მამას უთხრა: მგონი, ჩვენს თავს უბედურებაა. ძალით თუ ნებით, გოგო ექიმთან უნდა წავიყვანოთო. ექიმმა ზუსტი დიაგნოზი დაუსვა ჩემს ავადმყოფობას და იმ დღის შემდეგ მამა აღარც მინახავს.

- სახლში მისვლა აგიკრძალათ?

- საავადმყოფოში არაფერი უთქვამს, მაგრამ მანქანაში რომ ჩავუჯექი, სილა გამაწნა. ხმა არ ამომიღია. ცოტა გზა რომ გაიარა, ავტომობილიდან ჩასვლა მიბრძანა: ქალიშვილი აღარ მყავს. წადი და თვალით აღარ დამენახვოო. ვთხოვდი, ვევედრებოდი, შეცდომა ეპატიებინა. დღეს თუ ხვალ, ველოდის ცოლად უნდა გავყვე და ნუ გამწირავ, მუცლად მყოფი ბავშვი მაინც შეიბრალე-მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა; ჩემზე და ჩემს თავმოყვარეობაზე რატომ არ ფიქრობდი მაშინ, როცა კაცს ლოგინში ჩაუგორდი? ახლა ისიც აღარ მოგიყვანს და ნაბიჭვრის გაზრდა მარტოს მოგიწევს. დღეის მერე, თვალით აღარ დამენახვო, თორემ შემომაკვდებიო, - თქვა, მანქანიდან ჩამაგდო და წავიდა.

- ავტომობილში ხომ დედათქვენიც იჯდა?

- იჯდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, გასუსული იყო; არც ჩემი დაცვა უცდია და არც ვულანძღივარ. თურმე, თავის დროზე ის მამას "შეეტენა", მთვრალს ლოგინში ჩაუგორდა და შერცხვენილი ქალის ცოლად მოყვანა აიძულეს კაცს. მამა ამას ვერ პატიობდა ცოლს. თუ იკამათებდნენ, ამ ამბავს აუცილებლად წამოაძახებდა და ჩემგანაც მსგავსი შეცდომის დაშვებამ ლამის გადარია: დედაშენის შვილი აბა, სხვანაირი როგორ იქნებოდი? შენგან ამას არ ველოდი, მაგრამ სისხლი ეტყობა, თავისას შვრებაო, - ბრაზობდა ჯერ კიდევ მანქანის დაძვრამდე. სიტყვის კაცი იყო და რამდენჯერაც ვცადე მენახა, იმდენჯერ ცხვირწინ მომიჯახუნა კარი, გული ვერაფრით მოვულბე.

- ქუჩაში დარჩენილმა თავშესაფარი ვის სთხოვეთ?

- ველოდის შინ მივადექი. დედამისი დამხვდა და გამომკითხა, რა ხდებაო? ვერ დავუმალე სიმართლე. აფრები აუშვა: აუფ, პატიოსანი გოგო მეგონე და შენ ვინ ყოფილხარ? ადამიანმა შენნაირი ქალი ოჯახში როგორ უნდა შემოუშვასო? - ცხვირი ამიბზუა. მერე ისიც იკადრა: იქნებ ჩემს შვილს ატყუებ და მუცლით სხვის ნაბუშარს ატარებო? ძალიან მინდოდა, მეყვირა, მეკივლა, მაგრამ ხმაც აღარ მემორჩილებოდა. თავჩაღუნული ვუსმენდი სადედამთილოს ლანძღვა-გინებას. ბოლოს, ძალა მოვიკრიბე, წამოვდექი და გამოვლასლასდი. ქუჩას უაზროდ გავუყევი. გზად ნაცნობი შემხვდა, მანქანით იყო. მკითხა, - რა გჭირს, სად მიდიხარო? ვუთხარი: ჩემს ნათესავს რაღაც ცუდი შეემთხვა და ამას ვდარდობ. შენ სად მიდიხარ-მეთქი? - ქუთაისშიო, რომ მითხრა, გამიხარდა, - მეც გამიყოლე-მეთქი. უარი არ უთქვამს. გზაში რაღაცებს მეკითხებოდა, მაგრამ ან უაზროდ ვპასუხობდი მის კითხვებს, ან ჩუმად ვიყავი. მიხვდა, რომ პრობლემა მქონდა. მოულოდნელად, მანქანა გააჩერა და დაკითხვა მომიწყო. ბოლოს, თავი ვერ შევიკავე, ცრემლები წამსკდა. იმ კაცმა დამიყვავა, მომეფერა, ჩემი გული მოიგო და საბოლოოდ, ჩემი სატკივარი მასაც გავანდე. გულში ჩამიკრა: ნუ დარდობ, ყველაფერი კარგად იქნება. შეცდომა ვის არ მოსვლია? მამაშენმა, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი წარსული გაიხსნეოს... ველოდი ხომ შენი საქმროა და პრობლემა არ შეგექმნება, კარგი ბიჭია, ცოლად მოგიყვანს და ლამაზ ოჯახს შექმნით, მერე კი მშობლებიც შეგირიგდებიანო... ისიც ვუთხარი, ველოდის სახლში მისულს დედამისმა რაც მითხრა. დამამშვიდა: ნუ გეშინია, იმ კუდიანს ჭკუას მე ვასწავლი. ახლა ნუღარ იდარდებ, შენს მდგომარეობაში ნერვიულობა კარგს არაფერს მოგიტანსო. მანქანა მოაბრუნა და ჩვენს ქალაქში დამაბრუნა. გამიკვირდა, - ქუთაისში საქმე არ გქონდა-მეთქი? - ყველაფერი წყალსაც წაუღია, ჯერ შენი პრობლემა მოვაგვაროთ და საქმე მერეც გაკეთდებაო.

- ველოდის სახლში მიგიყვანათ?

- არა, თავის სახლში მიმიყვანა და ცოლს უთხრა, ჩემს მოსვლამდე ყურადღება არ მოაკლოო. ცხადია, იმ ქალმაც გაიგო სიმართლე. ეს ცოლქმარი, როგორც საკუთარ შვილს, ისე მომექცნენ და მათ ამაგს ვერასდროს დავიწყებ... ველოდი მოიყვანა იმ კაცმა და მარტო დაგვტოვეს, - დაილაპარაკეთო. საქმრომ მითხრა: ყველაფერი კარგად იქნება, ცოტა დრო კიდევ მომეციო. "ავფეთქდი", - რაღა დროს ითხოვ? ხომ ხედავ, რა დღეში ვარ. თუ ჩემი ცოლად მოყვანა არ გინდა, იმედს ნუღარ მომცემ, ჩემს გზას უშენოდაც ვიპოვი-მეთქი და ისტერიკა დამემართა. ნათესავები შემოცვივდნენ, დამამშვიდეს. მერე იმ კაცმა ველოდი მეორე ოთახში გაიყვანა და დიდხანს ელაპარაკა. ცოტა რომ მოვსულიერდი, მათთან შევედი და ვუთხარი: ვერ შეგეხვეწები. თუ ჩემთან ერთად ყოფნა არ გინდა, წადი, მომშორდი. მთელი ცხოვრება იმას არ გალაპარაკებ, რომ "შეგეტენე"-მეთქი. მუხლებში ჩამივარდა, - ცოტა დრო მომეცი, რომ გონზე მოვიდე, ჯერ კიდევ შეშინებული ვარ. მაქსიმუმ, ერთი კვირა და ჩემთან წაგიყვანო. მერე დედამისის გამოც ბოდიში მომიხდა: გავიგე, რომ გაწყენინა, ამ პრობლემასაც მივხედავო. ერთი კვირა ნათესავთან ვიყავი. ერთხელ გაპარვა ვცადე, მაგრამ შემამჩნიეს და არ გამიშვეს.

- სად აპირებდით წასვლას?

- თბილისამდე ჩაღწევა იყო ჩემი მიზანი. მეგონა, დედაქალაქში თავის გატანა არ გამიჭირდებოდა და რატომღაც, იმასაც ვფიქროდი, რომ იქ მარტოხელა დედას ფიანდაზს დამიგებდნენ... მოკლედ, ათას რამეზე ვფიქრობდი, ფიქრი და ოცნება კი ერთმანეთისგან შორს არ ყოფილა... ერთი კვირის შემდეგ ველოდიმ მართლა მომაკითხა, მეგობრებთან ერთად და შინ წამიყვანა. პატარა სუფრაც გვქონდა. დედამისმა ძალიან ცუდად მიმიღო. მამამისი რომ ჩამოვიდა, შვილს უყვირა: რით ვერ მოითმინე ჩემს ჩამოსვლამდე? ბოზებში დაგეკმაყოფილებინა სურვილი და ეს ქალი უბიწო შემოგეყვანა ოჯახშიო. ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე და ბავშვის დაკარგვის საფრთხის წინაშეც დავდექი. საბედნიეროდ, ექიმებმა შეძლეს და მუცლადმყოფი პატარა შემინარჩუნეს. შემდეგ ისევ იმ ღვთისნიერმა ნათესავებმა სცადს ჩემი შველა: ვიდრე იმშობიარებს, ჩვენთან იქნება, სითბოს და ყუარადღებას არ მოვაკლებთო, - ველოდს უთხრეს. იმანაც, ყოველგვარი ხვეწნა-მუდარის გარეშე მიმაყენა ნათესავის ოჯახს. მართლაც, ჩემზე შეძლებისდაგვარად ზრუნავდნენ და როცა ბავშვი გავაჩინე, პატარა მომინათლეს კიდეც. რაღა ბევრი გავაგრძელო, ვაჟი გავაჩინე. ველოდის და მისი ოჯახის წევრებს ბიჭის დაბადება ისე გაუხარდათ, რომ ძეობაც კი აღნიშნეს და ხალხის დასანახად, რძლად მიმიღეს, მაგრამ როცა შინ მარტო ვიყავით, ჯოჯოხეთს მიწყობდნენ. სახლში ყველაფრის კეთება მიწევდა, კაცის საქმეებსაც არ ვთაკილობდი და შრომაში ვკლავდი დარდს. რამდენიმე წლის შემდეგ გოგონაც გავაჩინე - ეს ამბავი არ აღუნიშნავთ.

წლების შემდეგ ველოდის დავშორდი და დავრჩი შვილებთან ერთად, სრულიად მარტო. ისევ იმ ნათესავმა შემიფარა და ველოდს მოსთხოვა, საკუთარი შვილებისთვის მიეცა თავშესაფარი. ცოტაოდენი ფული მოგვცეს: ეს იკმაროს და ამიერიდან არ შემაწუხოსო. მას ჩვენი დაშორებიდან სულ ცოტა ხანში, სხვა ქალი შერთეს, მასზე ბევრად უმცროსი. მინდოდა, იმ ადგილს გავრიდებოდი, სადაც ამდენი ტკივილი განვიცადე და ყოფილი მეუღლის მოცემული თანხით ქუთაისთან ახლოს, ერთ-ერთ პატარა სოფელში დავსახლდი. შრომა არ მეზარებოდა არასდროს და როგორღაც გაგვქონდა თავი. მიწის დამუშავების პარალელურად, წვრილმანებით ვაჭრობაც დავიწყე. ბავშვები თვალსა და ხელს შუა გაიზარდნენ. ხომ იცით, სიღარიბე ადამიანს ნაადრევად აბრძენებს და ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვაჟი ისე ამომიდგა მხარში, გეგონებოდათ, ჩემი ძმა იყო. ამის წყალობით, ჩვენი ოჯახი მოძლიერდა. ველოდი შვილებს წელიწადში ერთხელ თუ ნახულობდა - მეორე ცოლმა 2 ვაჟი გაუჩინა და უფროსების ბედ-იღბალი სულაც არ ანაღვლებდა. თან, ის გოგო "ფხიანი" აღმოჩნდა, სულ თავის დაკრულზე აცეკვებს თურმე ქმარსაც და დედამთილ-მამამთილსაც.

- როგორც ვიცი, მამათქვენის გარდაცვალების შემდეგ მის დასატირებლადაც არ შეგიშვეს...

- მამის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, გულმა არ მომითმინა და შვილებთან ერთად მივედი მშობლიურ სახლში. დედამ შინ არ შემიშვა, მამის დატირების უფლება არ მომცა. უფრო მეტიც, ისეთი სიტყვებით გამომლანძღა, რომ თავმოყვარეობა არა მარტო მე, არამედ ჩემს შვილებსაც შეელახათ. მე მაინც ვთხოვდი და ვემუდარებოდი, - ცოტა ხანს გავჩერდები, ვიტირებ და წავალ-მეთქი. ჰოდა, ვერ შევამჩნიე, ჩემმა ვაჟმა თავის დას ხელი რომ ჩაჰკიდა და სახლიდან გაიყვანა. უთქვამს, - დედამ სულ დაკარგა თავმოყვარეობაო და ხელიხელჩაჭიდებულები, ატირებულ-ანერვიულებულები ჩასულან ქუთაისამდე. მერე დაიკო შინ დაუტოვებია, თვითონ კი სადღაც წასულა...

შვილები რომ ვერ დავინახე, ლამის გადავირიე, პანიკაში ჩავვარდი. მერე ვიღაცებმა მითხრეს, - ნუ გეშინია, ამ გზით წავიდნენ, პატარები ხომ არ არიან და სად დაიკარგებიანო? კითხვა-კითხვით გავიგე, რომ ბავშვები ქუთაისისკენ მიმავალ ავტობუსში ჩასხდნენ. შინ მხოლოდ გოგონა დამხვდა. ვაჟი იმ საღამოს რომ არ დაბრუნდა, ძებნა დავუწყე, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერ მივაგენი. საქმეში პოლიციაც ჩავრთე, მაგრამ ბიჭი ვერ იპოვეს. რამდენიმე თვე არ შემხმიანებია და ეს თვეები ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. უძილო ღამეები, ტირილით დასიებული თვალები... ქალიშვილსაც ვეღარ ვაქცევდი ყურადღებას, "სასწრაფო დახმარების" გამოძახებაც არაერთხელ დასჭირდათ მეზობლებს, ამქვეყნისკენ რომ მოვებრუნებინეთ. მერე ჩემმა ერთმა ძველმა ნაცნობმა, რომელიც ქუთაისის ბაზარში შემხვდა, მითხრა: შენი შვილი თბილისში ვნახე, იქ ვაჭრობდაო. მუხლებში ჩავუვარდი: ხვალვე წამიყვანე და მაჩვენე-მეთქი. - ხელით დაჰქონდა წვრილმანები და აბა, როგორ უნდა მივაგნოთ მის ასავალ-დასავალსო? - ხელი ამიქნია. მაინც წამოვედი თბილისში და იმ ბაზრობაზე დავუწყე ძებნა, სადაც იმ კაცმა ნახა. რამდენიმე კვირის შემდეგ ვიპოვე - ერთ-ერთ პარკში, სკამზე ეძინა. არ გავაღვიძე. გვერდით მივუჯექი, მივეფერე და ბოლოს ტირილი წამსკდა, უნებურად მოთქმაც დამიწყია და როგორც მერე მითხრა შვილმა, ლამის საკუთარი ცხოვრების ყველა დეტალი მოვყევი გაუბედურებულმა, შვილის ნახვით გულაჩუყებულმა. ბოლოს, ვიგრძენი, ვიღაც მაგრად ჩამეხუტა და მერე დიდხანს, ძალიან დიდხანს, ერთად ვტიროდით.

ცხადია, შინ დავბრუნდით. მითხრა: როცა დედის წინ ასე დაჩოქილი დაგინახე, იმ დედის წინ, რომელიც საშინლად გლანძღავდა, შვილიშვილებს კი "გველებს" და "ნაბიჭვრებს" გვეძახდა, ლამის გავგიჟდი. შენ იდექი და ჩვენი დაცვა არც გიცდია, როგორც ამას სხვა დროს აკეთებდი. ჰოდა, ვიფიქრე, რომ მართლა "ნაბიჭვრები" ვიყავით. იმანაც კი გამიელვა გონებაში, რომ ჩემი დაიკო სინამდვილეში, ჩემი ნახევრდა შეიძლებოდა ყოფილიყო და სიმართლის გაგების შემეშინდა, ამას გამოვექეციო. ვკითხე, - სავაჭრო ფული როგორ იშოვე-მეთქი? გამომიტყდა, რომ თურმე, ჯერ მამამისთან მივიდა. მას მიუცია ცოტაოდენი თანხა. ეტყობა, გაუხარდა ჩემზე გაბრაზებული შვილის დანახვა და მისთვის ფული არ დაენანა. შვილისთვის ისიც კი არ უკითხავს, სად აპირებდა წასვლას ან ჯერ კიდევ არასრულწლოვანი როგორ აპირებდა თავის რჩენას.

საბედნიეროდ, შვილი დავიბრუნე და საკუთარ თავსაც შთავაგონე, რომ ცრემლების ღვრა არ ღირს მათ გამო, ვისაც არ უნდიხარ. შვილებს ყველაფერი გულახდილად ვუამბე, საკუთარი შეცდომებიც გავუმხილე. ვიგრძენი, ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დამაფასეს... ჩემი ვაჟი უკვე მუშაობს, გოგონა კი სწავლობს და შესანიშნავი საქმრო ჰყავს. ცხოვრება წინ მიდის. შევეცდები, ორივეს ისეთი დედობა გავუწიო, რომ სატირლად არ გაუხდეთ საქმე. ხომ ამდენი უბედურება გადავიტანე, მაგრამ გული ბოღმით მაინც არ მაქვს სავსე და ეს ძალიან მიხარია. ახლა წარსულის დავიწყებას ვსწავლობ და მგონი, ეს გამომდის კიდეც: მეზობელი ქალები მეუბნებიან, - როგორი მხიარული და ლაღი ქალი ყოფილხარ, ვეღარ გცნობთო. უხარიათ ჩემთან ურთიერთობა. სიცოცხლის, სილაღის ხალისი შვილებმა დამიბრუნეს და მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, მათ ამისთვის მადლობა გადავუხადო.

P.S. "გზა" გაძლევთ შანსს, თქვენც გახდეთ ჩვენი რესპონდენტი! თუ ფიქრობთ, რომ სხვებისგან რაიმეთი გამოირჩევით ან საკუთარი საინტერესო თავგადასავლის მოყოლა გსურთ, მოგვწერეთ ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81 ან მეილზე: ლიკა.ქაჯაია@გმაილ.ცომ
ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (19)
17.04.2015
შეიძლება ეს ყველაფერი სიმართლე იყოს, მაგრამ რატომღაც უფრო შეთხზული ამბავია, ვიდრე ნამდვილი.ყველამ იცოდა,რომ თვეების მანძილზე დაკარგულ შვილს ეძებდა,ბიჭი თბილისში ნახეს და გამწარებულ დედას ხელი აუქნიეს, რომ ბაზარში ხელზე მოვაჭრე სად გაპოვნინოთო? რაღაც არა რეალურია...
თი-კო
17.04.2015
შეიძლება ეს ყველაფერი სიმართლე იყოს, მაგრამ რატომღაც უფრო შეთხზული ამბავია, ვიდრე ნამდვილი.ყველამ იცოდა,რომ თვეების მანძილზე დაკარგულ შვილს ეძებდა,ბიჭი თბილისში ნახეს და გამწარებულ დედას ხელი აუქნიეს, რომ ბაზარში ხელზე მოვაჭრე სად გაპოვნინოთო? რაღაც არა რეალურია...
თი-კო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ერთად დავეხმაროთ 14 წლის ზურას ოჯახს!
იტალიურ ქსელურ კაფეში, სადაც მოლარე ვიყავი, რობერტი მზარეულად მუშაობდა
"ჩვენს ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი ამბავი იყო"
რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, რომლებიც შვილებისთვის წამალს ვეტაფთიაქში ყიდულობენ
"ნაზი მასწავლებლის სახლის და გულის კარი მუდამ ღიაა ბავშვებისთვისაც"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
228 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი