ქალბატონი, რომელიც 26 წელია, თბილისის ზოოპარკში ცხოვრობს
font-large font-small
ქალბატონი, რომელიც 26 წელია, თბილისის ზოოპარკში ცხოვრობს
გულიკო ჭიტაძე თბილისის ზოოპარკში მუშაობს და იქვე ცხოვრობს. 26 წელია, ზოოპარკის ბინადართა ძიძა გახლავთ და როგორც ამბობს, იაგუარის გარდა, ყველა ცხოველი მისი გაზრდილია...
ქალბატონ გულიკოს სახლი აქვს, მაგრამ იქ ხშირად არ მიდის, რადგან ღამის საათებში პატარა არსებების უყურადღებოდ დატოვება უჭირს.

- ახლა 23 დღის მაიმუნ მარტას ვზრდი... ჩემს ხელში გაიზარდნენ: ბეჰემოთი, სპილო, ვეფხვი, ლომი, აფთარი, მგელი, მაიმუნი, ტურა, გეპარდი, კვერნა, ენოტი, კაჭკაჭი (ლაპარაკიც ვასწავლე), შველი, იხვი ტასიკო...

- მათ სახელებს თქვენ ურჩევთ?

- კი, მაგრამ მერე ხშირად, სახელს უცვლიან, რის გამოც გული მწყდება... თავიდან მომვლელი გახლდით: მათთან ვოლიერში შევდიოდი და ვუვლიდი, ვაკვირდებოდი.

- და ახლა ცხოველების ენა კარგად იცით...

- კი, ვიცი (იღიმის)...

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?

- სამედიცინოზე ვსწავლობდი და მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტიც მაქვს დამთავრებული. ცოტა ხანს ტუბდისპანსერში ვიმუშავე, "არამიანცის" საავადმყოფოშიც - გინეკოლოგიურ განყოფილებაში, მაგრამ მერე შემცირება მოხდა: გამოცდილები დატოვეს, ახლები გამოგვიშვეს. მერე ზოოპარკში მოვედი. ცხოველები ყოველთვის მიყვარდა... ესპანელი ბებია მყავდა. მან 100 წლამდე იცოცხლა და მისი წყალობით სახლში სულ გვყავდა ძაღლი, თხა, ხვლიკი და რა ვიცი, კიდევ ბევრი სხვა არსება.

- გამოდის, რომ ზოოპარკში საკმაოდ რთულ, 90-იან წლებშიც მუშაობდით...

GzaPress- დიახ და მახსოვს, ვინაიდან არც შუქი გვქონდა და არც - გაზი, ცეცხლს ვანთებდით, ცხოველები რომ გაგვეთბო. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. მერე ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ბევრი ცხოველი გვყოლოდა. მათი გაზრდა საპასუხისმგებლო საქმეა.

- შვილი არ გყავთ?

- 2 წლის იყო ჩემი შვილი, როცა გარდამეცვალა... რთული ფეხმძიმობა მქონდა ყოველ ჯერზე, ნაყოფს ვერ ვინარჩუნებდი ან მკვდარი ჩვილი იბადებოდა, მე კი საშუალება არ მქონდა, მემკურნალა, ექიმთან ვერ მივდიოდი.

- მეუღლე გყავთ?

- კი, ისიც აქ მუშაობს, ცხოველების მომვლელია და შეიძლება ითქვას, რომ ორივე აქ ვცხოვრობთ, რადგან სახლში წასვლის დრო არ გვრჩება. ცხოველებისთვის საათობრივი კვებაა საჭირო, ყურადღება სჭირდებათ, განსაკუთრებით - ღამის საათებში. პატარებს დროზე თუ არ მიხედე, შეიძლება, ტირილით მოიკლან თავი...

2014 წელს ვეფხვის 10 თეთრი ბოკვერი გავზარდე. უკვე დიდები არიან და სხვა განყოფილებას ჩავაბარე. საერთოდ, 6 თვე არიან ჩემთან, მერე კი ზრდასრულებად მიიჩნევიან და ხორცის ჭამასაც იწყებენ, დამოუკიდებლად შეუძლიათ ცხოვრება. სხვათა შორის, ჩემს გაზრდილ თეთრ ლომებთან გალიაში ხშირად შევდივარ და მათ ვეთამაშები ხოლმე...

- ეს საშიში არ არის?

- დედისთვის შვილი საშიშია?!

თითოეული ცხოველის შესახებ ჩანაწერს ვაწარმოებ და ანკეტა-ისტორიას ვუქმნი.
აი, ამ ძაღლმა - დოდოლინამ, რომელიც ჩემთან ცხოვრობს, აფთარი გამაზრდევინა. ეს მაილო კი დაბადების დღეზე მაჩუქეს. ორივე კარგი "გოგოა". დოდო პატარა ცხოველების სერიოზული დამცველია. სხვათა შორის, ის ერთ წვიმიან დღეს ვიპოვე. საბრალოს მანქანამ დაარტყა, მძღოლი კი გაიქცა. არ მოვიყვანე და ვუმკურნალეთ. მერე ზოოპარკის შემოსასვლელ კართან გამოვაკარით განცხადება: თუ ვინმემ დაკარგეთ ესა და ეს ძაღლი, იცოდეთ, რომ გადარჩა და წაიყვანეთო, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა.

- როცა თქვენი გაზრდილი ცხოველების ვოლიერებს უახლოვდებით, თუ გცნობენ?

- როგორ არა! მათ დავუძახებ თუ არა, სირბილით მოდიან. ვგრძნობ, ცხოველებს ძალიან ვუყვარვარ...

- რა იყო თქვენი პირველი შვილობილი?

- ჩემი პირველი შვილობილი ხვლიკი გახლდათ. ნაკვეთში, მცხეთაში ვიყავით და იქ ვიპოვე, კუდი ჰქონდა ბარის პირით მოჭრილი. იოდი წავუსვი, რამდენიმე დღე ვუმუშავებდი ჭრილობას და კუდი ნელ-ნელა წამოეზარდა (ხვლიკები კუდს აღიდგენენ ხოლმე). მერე მცხეთაში რამდენჯერაც ჩავედი, ჭიშკრის ბოქლომზე შემოხვეული დამხვდა. როცა აცივდა, თბილისში, შინ წამოვიყვანე. ძველი რადიატორებით ლაბირინთი გავუკეთე, რომ შიგ შემძვრალიყო. დავდიოდი და მისთვის ბუზებს, მწერებს ვაგროვებდი. მიწაც მიმქონდა, წვრილად დაკეპილ სალათის ფურცლებსაც ვაჭმევდი. ერთხელაც, მეზობლის ბავშვი შემოვიდა და შეეშინდა, გველი ეგონა. ჰოდა, გვიჩივლეს, შედეგად კი უბნის ინსპექტორი გვესტუმრა. ზაფხულში ხვლიკი ისევ ნაკვეთში წავიყვანე, სადაც გამრავლდა და როცა ჩადიოდი, უკვე მთელი ოჯახით მხვდებოდა ჭიშკართან (იღიმის)...

- მუდმივად ამ ცხოველების გარემოცვაში ყოფნა მოსაწყენი არ არის?

- შეიძლება, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობით უფრო მეტად ვიღლები, ვიდრე ცხოველებთან ყოფნით. ცხოველს შეიძლება, პატარა სიკეთე გაუკეთო და ამის გამო მისგან მადლიერება იგრძნო, ზოგიერთ ადამიანს კი სიკეთეს ვერ დაანახებ... საღამოს ვოლიერებთან მივდივარ ხოლმე და ჩემს გაზრდილებს ველაპარაკები. ტურები, ლომი გიჟდებიან ჩემზე...

ჩემმა გაზრდილმა სპილომ, ერთხელ, მადლიერების ნიშნად, ზურგზე შემისვა და ვიდრე ჩემი ტარებით არ დაიღალა, არ ჩამომსვა. მრცხვენოდა, ამხელა ქალს სპილოზე გადამჯდარს რომ მხედავდნენ, მაგრამ მან ასე მოინდომა და რა მექნა? ცალი ფეხი დახარა, მერე ხორთუმი ფეხზე შემომახვია და მექაჩებოდა, თავიც დაბლა ჰქონდა დახრილი. მივხვდი, კისერზე უნდა შევჯდომოდი.

- ცხოველს არასდროს დაუშავებიხართ?

- როგორ არა! ნახეთ, თვალზე როგორი იარა მაქვს. ეჭვიანობის გამო, ადამიანის მსგავსმა გიბონმა დამაზიანა. რომ დამინახა, პატარას ვუვლიდი, შემომახტა, თვალში მეცა და მიკბინა... გვყავდა ძალიან კეთილი აქლემი მაშიკო, რომელიც ასევე, ზურგზე შემომისვამდა ხოლმე. სამწუხაროდ, ახლახან მოკვდა... კვერნები პატარები რომ იყვნენ, ჩემს ოთახის ჩუსტებში ეძინათ...

- ახალშობილი ცხოველების მოსავლელად სპეციალური ოთახები გაქვთ, სადაც უამრავი სათამაშო და ყველა ის ნივთია თავმოყრილი, რაც ჩვილ ბავშვებს სჭირდებათ. ამის გაკეთება თქვენი იდეა იყო?
- კი, თავად მოვინდომე, რომ პატარა ცხოველები, როგორც ბავშვები, ჩამესვა კალათაში, მათთვის სათამაშოები ჩამეყარა, პამპერსი გამეკეთებინა...

- რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ ერთ ცხოველს მეორეს ვაზრდევინებო...

GzaPress- დიახ, ასეა. მგელი კატას გავაზრდევინე, ტურას კი ძაღლივით, ოთახში ვზრდიდი, თავისი საწოლი ჰქონდა. ადამიანები ხშირად ვერ უგებენ ერთმანეთს, მე კი ვცდილობ, ცხოველებმა ერთმანეთს გაუგონ. ხშირად მიფიქრია: იქნებ გამოჩნდეს ადამიანი, ვისაც ვასწავლი, ავუხსნი ამ ყველაფერს, ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ-მეთქი, მაგრამ ამ საქმით დაინტერესებულს ვერავის ვხედავ.

- რა უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს ცხოველთან მომუშავე ადამიანმა?

- ცხოველმა ხანდახან შეიძლება, გიკბინოს, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოს - ისინი ხომ ამას უმეტესწილად, თავის დასაცავად აკეთებენ. ხომ იცით, საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა (იღიმის). მაიმუნმა რომ მიკბინა, მივედი და მივეფერე. დარცხვენილი მიყურებდა. აი, შეხედეთ ჩემს ხელს? მაიმუნი ჭიჭიკოს გამო დამეწვა. საჭმელს ვუმზადებდი და შევნიშნე, რომ ცხელი წყლით სავსე ჭურჭელთან მივიდა. შევეცადე, ქაფქაფა წყალი არ გადასხმოდა და ამასობაში, მე დავიწვი, რადგან ჭურჭელი ამოყირავდა. არ ვნანობ, ასე რომ მოვიქეცი. ჭიჭიკო რომ დამწვარიყო, ჭრილობა დიდხანს არ მოუშუშდებოდა და ისევ ჩემი საწვალებელი გახდებოდა.

კიდევ ბევრი ჭრილობა და ნაიარევი მაქვს, მაგრამ შეცდომებს ადრე უფრო ხშირად ვუშვებდი. ახლა უკვე ვიცი, რომელ ცხოველს როგორ უნდა მოვექცე, წლებმა დიდი გამოცდილება მომიტანა.
ლალი ფაცია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
27.05.2015
ვიდეოს ატვირთვა თუ მოხერხდება რამე ნაირად მიშკა?
26.05.2015
დღეს დიდებული დღეა , Dამოუკიდებლობის დღე, დიდებულად ავღნიშნე ოჯახთან ერთად , საღამოს უმცროსი 3 წლის შვილი (საბა)ოჯახი მყავდა წაყვანილი ზოოპარკში, პატარისთვის ეს პირველი გასეირნება იყო ზოო-ში და მე შევესწარი პირველივე წამიდან ბოლო წამამადე ამ ქალბატონის უბედურებას, ამ 4 ვეფხვთან კლანჭებიდან ვერაფრით გამოვტაცე ეს ქალბატონი უფალი მაპატიებს , ძალიან ვნანობ რომ უმტკივნეულოდ ვერ გადავარჩინე , უფალს მადლობა მეუღლემ მაინც დაინახა რა ჩავიდინე და სულ რაღაც 13 წამიანი ვიდეო გადავიღე!!!
მიშკა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
რამდენი დაცვითი მექანიზმი ჰქონდა სახელმწიფოს, რომ ანტისაბჭოთა ტექსტი არ გაპარულიყო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი