ახალგაზრდა თბილისელის წარმატებული თურქული ცხოვრება
font-large font-small
ახალგაზრდა თბილისელის წარმატებული თურქული ცხოვრება
"ჩვენ სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტების უფლებებს ვიცავთ"
თბილისში ცხოვრობდა. მამით უკრაინელია, დედით - ქართველი. რუსული სკოლაც თბილისში დაამთავრა.

1990-იან წლებში დედასთან ერთად, თურქეთში წავიდა. დღემდე ხშირად ჩამოდის საქართველოში ბებია-ბაბუის, ახლო ნათესავებისა და ძველი თუ ახალი მეგობრების მოსანახულებლად. ანკარაში მცხოვრებ სამედიცინო ინჟინერს, წარმატებულ მეცნიერსა და ბიზნესმენს - ნიკოლაი ვისკუსენკოს თურქეთში "სკაიპით" დავუკავშირდით.

GzaPress- მე და დედა სწორედ იმ პერიოდში ჩამოვედით თურქეთში, როდესაც საქართველოს ბევრი ტოვებდა. ცხადია, ძნელი იყო უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდება, საქმის დაწყება. 1998 წელს ანკარის ერთ-ერთ ლიცეუმში დავიწყე სწავლა, თანაც - თურქულად. არადა, თურქული ენა ხეირიანად არც ვიცოდი - ვლაპარაკობდი, მაგრამ წერა-კითხვა არ შემეძლო. ყველა ფიქრობდა, ჯგუფში ჩავრჩებოდი, მაგრამ შეცდნენ. ჰუმანიტარული საგნები იოლად დავძლიე, მათემატიკა და ფიზიკაც კარგად მესმოდა და თქვენ წარმოიდგინეთ, მომდევნო წელს ლიცეუმის სანიმუშო მოსწავლეც კი გავხდი. მოკლედ, სასწავლებელი უმაღლესი სანიმუშო მოსწრებით დავამთავრე. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ უცხო ქვეყნის აბიტურიენტები გაცილებით იოლად აბარებდნენ უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს, თურქულენოვანებისთვის კი საკმაოდ ძნელი იყო იქ მოხვედრა: დაახლოებით 2 მილიონ ახალგაზრდას იღებდნენ, ხოლო ჩემს არჩეულ ფაკულტეტზე - თურქეთის მხოლოდ 500 მოქალაქეს. საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად, სწორედ გამოცდებზე გასვლის წინ მომცეს თურქეთის მოქალაქეობა და რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეების შეღავათზე არაფერი ვიცოდი, ბილკენტის უნივერსიტეტში თურქეთის მოქალაქის სტატუსით ჩავაბარე. რასაკვირველია, ძალიან რთული გამოცდები გავიარე, მაგრამ მაინც მოვეწყვე ელექტროსაინჟინრო ფაკულტეტზე. ისიც უმაღლესი წარჩინებით დავასრულე და ჩემი კარიერის ბედიც ამავე უნივერსიტეტში გადაწყდა. ბავშვობიდანვე ვოცნებობდი ექიმობაზე...

- თუ ასეა, სამედიცინო ფაკულტეტზე რატომ არ ჩააბარეთ?

- თურქეთში სამედიცინოზე სწავლა ძალიან დიდხანს გრძელდება, ამიტომაც ვარჩიე ელექტრონიკა. მეორე კურსზე ვიყავი, ჩვენს უნივერსიტეტში მსოფლიოში ცნობილი ჯონ ჰოფკინსის სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი რომ ჩამოვიდა და მალევე თქვა, სამედიცინო ელექტრონიკაზე მომუშავე ინჟინერს ვეძებო. მისი უნივერსიტეტი სწორედ სამედიცინო ინჟინერიის კუთხით არის სახელგანთქმული და ამიტომ იმ პროფესორს ჩვენთან აღმერთებდნენ. განცხადების ნახვისთანავე კაბინეტში მივაკითხე. გულახდილად ვუთხარი, რომ მისი სტუდენტებივით საუკეთესო არ ვიყავი, მაგრამ ოღონდ მეცადინეობის, ექსპერიმენტების პერიოდში მის გვერდით ყოფნის უფლება მოეცა, ყავასაც მოვადუღებდი, აუდიტორიასაც დავალაგებდი, ნებისმიერ ყოფით საქმეში დავეხმარებოდი. პროფესორმა ამაზე გულიანად იცინა და... დამთანხმდა.

- გამოდის, რომ ათიანში გაარტყით, არა?

- სწორედაც (იცინის)! მეორეკურსელი სტუდენტი მთელ თავისუფალ დროს ასეთი პროფესორის გვერდით რომ გაატარებს, ეს ძალიან მაგარი რამ არის.

- და ელექტრონიკასაც ასე შეუთავსეთ სანატრელი მედიცინა. მერე როგორ გაგრძელდა ცხოვრება?
GzaPress- უმაღლესი ქულებით დავხურე უნივერსიტეტი და იმ პერიოდისთვის უკვე ძალიან კარგად ვიცოდი ოთხი ენა: თურქული, ინგლისური, რუსული და ქართული. თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი კომპანიიდან შემოთავაზებაც მივიღე, ასევე, მქონდა შემოთავაზება ინგლისიდან - "იაგუარ ლანდ როვერის" ფაბრიკიდან... მოკლედ, ბევრი ვარიანტი იყო, მაგრამ მაინც, სამედიცინო კუთხით მუშაობა ვირჩიე. ჩემს პროფესორთან ერთად შევქმენი კომპანია, სახელად "ტროიკა", - ასე დავარქვით, რადგან ჩვენთან ერთად ჩემი თანაკურსელიც იყო და დღემდე ერთად მოვდივართ. კომპანიის შექმნის პარალელურად, სამედიცინო ელექტრონიკაში დისერტაციაც დავიცავი და სამედიცინო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საექიმო ფაკულტეტზეც ვისწავლე. კომპანიის შექმნის პირველსავე წელს კი დავიწყეთ პროექტი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთმა დიდმა ორგანიზაციამ დაგვიფინანსა, პარალელურად, საკმაოდ დიდი დაფინანსება მივიღეთ თურქეთის სახელმწიფოსგან და დავიწყეთ მუშაობა ანკარაში. ჩვენ ვაწარმოებთ ახალ ტექნოლოგიებს სამედიცინო ელექტრონიკაში ანუ მსოფლიოში პირველები სწორედ ჩვენ ვავითარებთ სხვადასხვა სახის უახლესი აპარატურის 40-მდე ამერიკულ პატენტს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი ელექტრომაგნიტური ანტენები, რომელიც ადამიანის ორგანიზმში იდგმება და მისი მეშვეობით უმჯობესდება ვთქვათ, კიბოს მკურნალობა; ის ეხმარება ექიმებს გულისა და ნევროლოგიური ოპერაციების მიმდინარეობისას.

- ეს ანტენები დიაგნოსტიკისთვის არ გამოიყენება?

- რასაკვირველია, გამოიყენება. სწორედაც რომ დიაგნოსტიკისთვისაა ძალიან კარგი - ჩვენი ანტენა ხუთმაგად აადვილებს ორგანიზმში კიბოს უჯრედების აღმოჩენას, რითიც ფაქტობრივად, ზუსტად განსაზღვრავ რადიოდასხივებისთვის წერტილებს და სხივების რაოდენობას.

- როგორც ვიცი, საქართველოსთან კავშირი არათუ არ გაგიწყვეტიათ, თურქეთში დიაგნოსტიკისთვის, სამკურნალოდ თუ საოპერაციოდ ჩამოსულ ბევრ ქართველს ეხმარებით. იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა სახის დახმარებაზეა ლაპარაკი?

GzaPress- ჩემს ნაამბობს ერთს დავამატებ: კომპანიის შექმნის შემდეგ ჩემი კომპანიონი პროფესორის მიერ თურქეთის სახელმწიფოსგან მიღებული დიდი გრანტით მაგნიტორეზონანსული კვლევის უზარმაზარი ეროვნული ცენტრი შევქმენით და ხელშეკრულება გავაფორმეთ "სიმენსთან", რომლის აპარატურასაც კვლევებისთვის ვიყენებთ. დღეისთვის ამ ცენტრში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 30-მდე აკადემიკოსი გვყავს და სწორედ მათთან ერთად ვმუშაობთ ახალ-ახალი სამედიცინო ტექნოლოგიების შექმნაზე. ამ პროცესის საშუალებით თურქეთის მთელი სამედიცინო სისტემა შევისწავლეთ და მუდმივად ვთანამშრომლობთ საუკეთესო პროფესორებთან. იმასაც გეტყვით, რომ ამ ადამიანებთან თავისუფლად მოხვედრა თითქმის შეუძლებელია. მე თურქეთის ყველა დიდი კლინიკის ხელმძღვანელს, წამყვან ექიმსა და თითქმის მთელ სამედიცინო პერსონალს კარგად ვიცნობ. საქართველოდან, ძირითადად, ჩემი და ოჯახის მეგობრების ან საკონსულოს მეშვეობით გვიკავშირდებიან ავადმყოფების ახლობლები და მათ ყოველთვის ვეხმარებით. საქართველო ყოველთვის ძალიან მენატრება, რადგან ის ჩემი დედასამშობლოა. ამიტომ განსაკუთრებით სწორედ ჩემი თანამემამულეების დახმარებას ვეშურები. მით უფრო, რომ კარგად ვიცი, რა პრობლემებს აწყდებიან საქართველოს მოქალაქეები თურქეთში.

- რა თქმა უნდა, იოლი არ არის უცხო ქვეყანაში კარგი და თანაც - ხელმისაწვდომი კლინიკისა და ექიმის მოძებნა. თქვენ ამაშიც ეხმარებით საქართველოს მოქალაქეებს?
- ცხადია, ვეხმარებით არა მარტო სწორი გზის პოვნაში, არამედ ვიცავთ კიდეც, რომ ვინმემ არ აზარალოს, არ მოატყუოს. ხომ წარმოგიდგენიათ, ისედაც რა განცდები აქვს თუნდაც, კიბოთი დაავადებულ ადამიანს? სულიერად და ფიზიკურად როგორ უჭირს და ვთქვათ, კერძო კლინიკაში მოხვედრილი რომც მიხვდეს, რომ ატყუებენ, წინააღმდეგობის გაწევის თავიც არ აქვს - ყველაფერს თანხმდება, ოღონდაც გადარჩეს! აკადემიური კვლევები ჩავატარე თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო კლინიკის მთავარ ექიმთან ერთად, შევიმუშავეთ მოდელი და პროექტი ანკარის განვითარების სააგენტოში (Ankara Development Agency) წარვადგინეთ. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ, გრანტიც მივიღეთ და ასე ავამუშავეთ მოდელი, რომელიც უპირველესად, ქართველი და ასევე, ყოფილი თანამეგობრობის ქვეყნების პაციენტების ყველა უფლებას იცავს. როდესაც ჩვენთან კიბოთი დაავადებული ქართველი პაციენტი ჩამოდის, ვუღებთ ანალიზებს და ვუგზავნით ჩვენს ონკოლოგ კონსულტანტს, რომელიც კონკრეტულად იმ სპეციალიზაციით მუშაობს. არადა, ხშირად ანალიზები ხვდება ხოლმე ზოგადად - ონკოლოგთან, მაგრამ არა ვთქვათ, კონკრეტულად მამოლოგთან ან გინეკოლოგთან და ა.შ. კლინიკებში ხომ ძირითადად, თითო-ოროლა ძლიერი ონკოლოგი ჰყავთ, რომლებიც ვთქვათ, კუჭის კიბოსაც მკურნალობენ და მკერდისასაც. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება მცდარია, მით უფრო, რომ თურქეთში საკმაოდ ბევრია კონკრეტული ორგანოს დაავადების ძლიერი სპეციალისტი, მთავარია, მოახერხო და სწორედ მასთან მოხვდე. ჩვენ ხელშეკრულებას ვაფორმებთ საავადმყოფოსთან, ყველანაირად ვიცავთ პაციენტის უფლებებს და რაც მთავარია, თანხის ეკონომიასაც ვაკეთებინებთ ანუ ჩვენთან წინასწარი დაკავშირების შემდეგ, პაციენტის ჩამოსვლამდე ვპოულობთ საუკეთესო სპეციალისტს, კლინიკას და საუკეთესო აპარატურას გამოკვლევებისთვის (თურქეთის მასშტაბით კლინიკებს, ძირითადად, ჩვენ ვამარაგებთ აპარატურით და კარგად ვიცით, ვინ რა ხარისხის აპარატურა შეიძინა), თანაც, შეძლებისდაგვარად - იაფად. კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს გეტყვით: რადგან სახელმწიფო გვაფინანსებს, ჩამოსული პაციენტისთვის ჩვენი სამსახური უფასოა! ის მხოლოდ კლინიკაში, გამოკვლევასა და მკურნალობაში იხდის ფულს და როგორც გითხარით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვინმემ ზედმეტი უსარგებლო კვლევა არ ჩაუტაროს ან ზედმეტი არ გადაახდევინოს.

GzaPress- ნიკოლაი, რას ურჩევთ დამწყებ ქართველ ბიზნესმენებს, გაქვთ წარმატების მიღწევის თქვენეული ფორმულა?
- ვურჩევ, უპირველესად კი არ იოცნებონ, - რაღაც შანსი მომეცემა და უცებ გავდიდრდებიო, არამედ მწვერვალების დაპყრობას თუ დააპირებენ, ბევრი უნდა ისწავლონ და თავდაუზოგავად იშრომონ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ღამე გამითენებია ლაბორატორიაში, მაშინ, როდესაც ჩემი თანაკურსელების უმრავლესობა ფეხბურთის საყურებლად ან კაფეში დროის გასატარებლად მიდიოდა. საძირკველი რომ არ ჩამეყარა, დღეს ამდენს ვერ მივაღწევდი. ურიგო არ იქნება, თუ საზღვარგარეთ განიმტკიცებენ ცოდნას, რადგან ამით კიდევ უფრო მეტ ადამიანსაც გაიცნობენ და ბევრ მეგობარსაც შეიძენენ. რომ იცოდეთ, როგორ მაძლიერებენ ჩემი მეგობრები! ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და ერთმანეთი გვეიმედება.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
10.03.2017
ბატონო ნიკოლაი ღმერთმა სიკეთით დაგიბრუნოთ ყველა ის მადლი, რასაც საქართველოდან ჩამოსულ პაციენტებს უკეთებთ. ბევრი კარგი გვსმენია თქვენი ადამიანობის შესახებ! გაიხარეთ! კიდევ მეტ წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ!
ნელი იაშვილი
07.10.2015
როგორ მიხარია, რომ ჩემს ქართველებს ასეთი გადამრჩენი გამოუჩნდა, ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო ნიკოლოზ
ნინო ხვადაგიანი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
რატომ იწვევს დომენიკ მანგო ნანუკა ჟორჟოლიანს დებატებში
შემოქმედი, რომლის ნაწარმოებების მიხედვით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში წარმოდგენები იმართებოდა
კომპოზიციის დასრულების შემდეგ ყველა გარს ეხვეოდა და ალაგ-ალაგ ვახერხებდი მის დამარტოხელებას
შვილებისთვის შენარჩუნებული მშობლიური ტრადიციები
"20 ბავშვი გაცვლითი პროგრამით უნდა წაგვეყვანა საქართველოში"
"ყველაზე მეტად თქვენი სითბო, ზრუნვა და სიყვარული სჭირდებათ"
"ღირებულებები გადაეცემა თაობიდან თაობას"
"სადაც უცხოვრია თუ უმუშავია, ყველგან ვაზი აქვს დარგული"
რამდენი დაცვითი მექანიზმი ჰქონდა სახელმწიფოს, რომ ანტისაბჭოთა ტექსტი არ გაპარულიყო
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი