შეცვლილი ბარგი...
font-large font-small
შეცვლილი ბარგი...
ეს ამბავი ჩემს ახლობელს გადახდა ცოტა ხნის წინ და ახლა მხოლოდ ვხალისობთ ამის გახსენებისას, მაგრამ მაშინ ლამის ოჯახი დაენგრა ნანას, რადგან საზღვარზე იჭერდნენ როგორც საშიშ დამნაშავესა და ერთ-ერთი ბანდის ძებნილ წევრს...
დაახლოებით ათი წელიწადია, იტალიაში მუშაობს და უკვე იმდენს მიაღწია, რომ ლეგალური ცხოვრების უფლება მოიპოვა. ჰოდა, მეორე წელია, საქართველოში მაშინ ჩამოდის, როცა ამისი სურვილი და რაც მთავარია, მატერიალური საშუალება გაუჩნდება. საახალწლოდაც დაეთხოვა დამქირავებელ ოჯახს და ორკვირიანი არდადეგების მოწყობა გადაწყვიტა. რადგან ფრენა ძვირად ღირებული სიამოვნებაა, ავტობუსით გამოემგზავრა სამშობლოში. პირველსავე საზღვარს რომ მოადგნენ, მაშინ გაეხვა შარში. პოლიციელებმა მგზავრები გააფრთხილეს: ინფორმაცია გვაქვს, რომ თქვენი ავტობუსით იტალიაში ძებნილი მგზავრობს, თან - ნაქურდალი ნივთები მოაქვს. ამიტომ ბარგი უნდა გავჩხრიკოთო.

გახსნეს ავტობუსის საბარგული და პატრონების თვალწინ დაიწყეს ჩანთების ჩხრეკა. როცა ჯერი ნანას ჭრელ ჩანთაზე მიდგა, თამამად წარდგა პოლიციელების წინაშე: ჭაღი მიმაქვს დედამთილისთვის, დაშლილ მდგომარეობაშია და ფრთხილად გახსენით, ნაწილები არ გამიბნიოთო...

მსგავსი ჭაღი გასულ წელს თავისი ბინისთვის ჩამოიტანა ნანამ და დედამთილს ისე მოეწონა, გადაწყვიტა, მისთვის სიურპრიზი მოეწყო - ბოლოს და ბოლოს, ამ ქალის დახმარების გარეშე ხომ ფეხსაც ვერ გაადგამდა საზღვარგარეთ...

გახსნეს ჩანთა და მაშინვე დაადეს ხელბორკილი გაოგნებულ ქალს, როცა "უბრალო ჭაღის" ნაცვლად, პირველსავე ფუთაში ოქროს სამკაულები აღმოჩნდა, მეორეში - იშვიათი საკოლექციო საათები და საყაჩაღოდ საჭირო ნიღაბი, მისაწებებელი წვერ-ულვაშიც...

ის-ის იყო, უნდა ეკივლა: ეს ჩანთა ჩემი არ არის, ვიღაცამ გამწირაო, რომ პირზე ხელი ააფარეს და ურჩიეს, ხმა არ ამოეღო: ადვოკატის გარეშე ნათქვამი თითოეული სიტყვა შენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებულიო და იტალიაში გააბრუნეს. ოჯახს კი იმავე საღამოს შეატყობინეს: არ ელოდოთ, რადგან კარგა ხანს მოუწევს ციხის კედლების ხეხვაო და ასეც იქნებოდა, იმ ოჯახის უფროსს რომ არ ემარჯვა, სადაც ნანამ ამდენი წელიწადი გაატარა ინვალიდი მოხუცის მომვლელად. ამ კეთილმა ადამიანებმა ადვოკატი დაუქირავეს და დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი იყო, ქალს რაიმე საერთო ჰქონოდა მძარცველთა ბანდასთან. გამოძიება დააჩქარებინეს და მალე ვიდეოჩანაწერიც მოიპოვეს, თუ როგორ დაეხმარა ავტობუსის მძღოლი ვიღაც მამაკაცს საბარგულიდან ნანას ჩანთის ამოღებაში, შემდეგ კი ნაქურდალით სავსე მსგავსი ჩანთა ჩადეს, რომელსაც ალბათ, საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩამოართმევდნენ...

მძღოლი აალაპარაკეს და ნამდვილი დამნაშავის კვალზეც გავიდნენ. ნანას, როგორც დაზარალებულს, კომპენსაცია გადაუხადეს და დაკარგულის სანაცვლო ჭაღიც შეუძინეს, მაგრამ თავად აღარც დედამთილის სახელის ხსენება უნდოდა და აღარც - ქმრის. საქმე ის არის, რომ როცა ოჯახს მისი დაკავების ამბავი შეატყობინეს, იმის ნაცვლად, მხარში ამოსდგომოდნენ, ქმარმა უცებ დაიჯერა, რომ ნანა მართლა ბანდის წევრი იყო და მეზობელ-ნათესავების გასაგონად თავში ხელს იცემდა, ილანძღებოდა: ამიტომ არ მინდოდა გაშვება. მეშინოდა რომ შეაცდენდნენ. პატიოსანი შრომით ვის რა უშოვია უცხოეთში, ეს ჩემი არიფი ცოლი რომ აშენებულიყო? ბანდის წევრი ყოფილაო... თურმე, დედამთილიც ვიშვიშებდა: ეს ვინ შემომიშვია სახლშიო?!

მოკლედ, ვიღაცამ ნანას ეს ყველაფერი ჩაუკაკლა და იმანაც, სამართლიანად შემოუთვალა ქმარსა და დედამთილს: ჩემი სახელი აღარ ახსენოთ. რა უნდა მქონდეს საერთო ხალხთან, ვინაც ჩემი უნამუსობა დაიჯერაო? მაგრამ ჩავერიეთ მეგობრები და მაინც შევარიგეთ ოჯახის წევრებთან, დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახი დასანგრევად ვერ გავიმეტეთ.
ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (9)
09.05.2015
me ar shevurigdebodi.ra siyvarulzea laparaki roca mxarshi ar daudga cols da arc ki ikitxa iqneb da shecdoma iyo.ee kacebi ro zixart da ushvebt colebs samushaod,cota mouxmet ckuas.tu ki man gachirvebashi ar migatova,ojaxistvis gadaixveca,egre uxdi samagieros.???? romc damnashave yofiliyo,valdebuli iyo qmari mxarshi amosdgomoda,erti shecdoma yvelas mosdis.
lali
08.05.2015
არ შევურიგდებოდი,ვისაც რა უნდა ის ეთქვა!!!!
დაჯი
06.05.2015
ტარზანას-- ზოგს ცოლები სახლში ყავთ მარა მაინც სხვების ზემოდ და ქვემოტ არიან , ისე რომ ნუ იქნები მთლად დარწმუნებული
მე
05.05.2015
ამ ქალის მოტანილს კარგად ჭამდით. არ გიკითხიათ სად ნახა ეს ფული და როცა გაუჭირდა, მოკოთხვის და დახმარების სანაცვლოდ გალანძღეთ კიდევაც. შენ კაცი გქვია? არ გაგეშვა ქალი და სახლში არ დამჯდარიყავი. ამ ქალის ადგილზე განატრებდით ყველაფერს ამ ინციდენტის შემდეგ, რომელ შერიგებაზეა ლაპარაკი, როცა ქმარი თურმე საქკუთარ ცოლს ვერ იცნობს
მე
04.05.2015
Ivarget katsebad DA tsolits saxlshi gekolebat,an zevit an qvevit.
tarzanas
03.05.2015
აი ხომ ხედავთ რაღა უნდა გაგიკვირდეს ოჯახის წევრისაგან ? გაუგებრობაში მოხვდა ქალი და ის არ აპატიეს ასეა ჩვენ ყველა მსხვერპლები ვართ,თუ ცოტა შეგეშალა არ გაპატიებენ ღმერთის მადლით არსებობენ ისეთი ხალხი რომლებზეც არ ითქმის ცუდი ,,მაგრამ რად გინდა გამოვა აქ ვიღაცა ტარზანი და ნადირი და გულში გაგარჭობს შხამს .ტარზანა ხარ ტუ ნადირა იქნება შენს ცოლმა ცომის მოზელა არ იცის კიტXე (კარგი წყევლა ვიციტ ემიგრანტებმა და ნუ გვატკენ გულს უსამართლოდ ტორემ იცოდე მიიიღებ მარტლაც. ღმ
krima
02.05.2015
ტარზანა-ს" იქნებ დედაცენიც ცევს ვინმეს ზევიტ ან ქვემოდან, ან კიდე ცოლი ვინ იცის აა!!
ლელა
02.05.2015
ეს ამბავი რა თქმა უნდა მოგონილია,მაგრამ იმ ე.წ.ქმარს რა ვუთხრა ცოლს რომ საზღვარგარეთ გაუშვებს სამუშაოდ,თვითონ მისი გამოგზავნილით ცხოვრობს და არც დარდობს მისი ცოლი ვის ქვეშა ან ვის ზემოდ.თან ძმაკაცებში საგღეგრძელოს რომ იტყვის „ჩვენი ოჯახის დიასახლისებს გაუმარჯოსო„
ტარზანა
01.05.2015
სულელი ყოფილა ეს ქალი, ასეთი შეურაცხფის შემდეგ არც ეს ქმარი და არც დედამთილი გინდოდეს, ან რომელ სიყვარულზეა აქ საუბარი წუთში გაწირეს ქალი. ხოლო ქმარი და დედამთილი სიამოვნებით შეურიგდებოდნენ, რატომაც არა შემოსავლის წყაროა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მიხა მილიციის სამოცკაციან რაზმს მარტო დაესხა თავს, კომისარი მოკლა და რაზმი განაიარაღა"
დაკლებული კილოგრამების ხარჯზე დაწყებული "ახალი სიცოცხლე"
"ამ მეთოდმა ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა თითქმის გაანახევრა"
"რა ვქნა, გენაცვალე, სიმპათიური გამაჩინა ღმერთმა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი