დაკარგული ქმარ-შვილი და თაღლითი ქალის მსხვერპლად ქცეული მოხუცი
font-large font-small
დაკარგული ქმარ-შვილი და თაღლითი ქალის მსხვერპლად ქცეული მოხუცი
"იქნებ თქვენი ჟურნალი აღმოჩნდეს შუამავალი სააღსრულებო ბიუროს და ჩემ შორის"
"გამარჯობა, შვილო.

მე თემქის მოხუცებულთა პანსიონატიდან გაწუხებთ. ძალიან მინდა, ჩემ შესახებ გესაუბროთ და ის სიხარულიც გაგიზიაროთ, რაც მოხუცებულთა თავშესაფარმა მომცა. იქნებ დრო დამითმოთ იმისთვის, რათა ყველას გავაგებინო, რომ აქ ცხოვრება დასამალი და სამარცხვინო სულაც არ არის. პირიქით, 5-ოთახიანი ბინაც რომ მომცენ და მითხრან, - შეგიძლია, წახვიდეო, აქაურობას ვერ დავტოვებ. მე ჟუჟუნა გოცირიძე გახლავართ და იმედია, ჩემი ინტერვიუ თქვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება", - ეს სიტყვები ეკუთვნის 75 წლის ქალბატონს, რომელმაც საოცრად რთული ცხოვრება გამოიარა, მაგრამ ოპტიმიზმით სავსემ, იუმორის გრძნობა არ დაკარგა და ცდილობს, გარშემო მყოფებს კარგი განწყობა შეუქმნას.

- თბილისში დაბადებული, გაზრდილი და დაბერებული ქალი ვარ. მყავდა შესანიშნავი ქმარი და ორი შვილი. მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდია თბილისიდან რომ გააძევეს, ამ ამბავს მოჰყვა მიტინგები. ჩემი შვილი პოლიტიკაში დიდად ჩართული არ იყო, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ ამბავს შეეწირა. 1992 წლის 2 თებერვალი იყო. რკინიგზის სადგურზე მიტინგი გაიმართა, კიტოვანის ბანდა კი მოქალაქეებს თავს დაესხა. თურმე, მშვიდობიანი ხალხის დარბევა კი არა, მათი დახოცვა ჰქონდათ გადაწყვეტილი და ცეცხლიც გახსნეს. იმ პერიოდში ჩემი უფროსი ვაჟი იქვე, მიწისქვეშა გადასასვლელში იყო. მოგეხსენებათ, იქ საოცარი აკუსტიკაა და სროლის ხმა კიდევ უფრო გამძაფრებულად ისმოდა. მაშინ გამხდარა პირველად ცუდად, მაგრამ შინ მოსულმა არაფერი შეიმჩნია. 3 დღე ცუდად ყოფილა, თუმცა იმდენად თავმოყვარე იყო, რომ ეს არ გაგვიმხილა და ჩვენც ვერაფერი ვიეჭვეთ, რადგან ჩვეულებისამებრ, იჯდა, კითხულობდა, წერდა. 3 დღის შემდეგ ანუ 5 თებერვალს მისმა გულმა ვერ გაუძლო ნერვიულობას, ტკივილს და გარდაიცვალა. მაშინ ის 31 წლის იყო.

- რას საქმიანობდა?

GzaPress- ტელევიზიაში მუშაობდა, პრაქტიკებს გადიოდა. სურვილი ჰქონდა, მომავალშიც ტელევიზიას არ მოსცილებოდა... მაპატიეთ, მასზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს...Mშვილი რომ დავკარგეთ, ეს ამბავი ჩემმა ქმარმა ისე განიცადა, რომ სამჯერ დაემართა ინფარქტი. თუმცა, სამივეჯერ დაუძვრა სიკვდილს კლანჭებიდან, მაგრამ 2005 წელს, როცა მეოთხედ გახდა ცუდად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სიკვდილმა წამართვა ორი საყვარელი ადამიანი... მეუღლის მკურნალობისა და ქმარ-შვილის დაკრძალვის ხარჯებმა ჩემს მხრებზე გადაიარა. ცხადია, ვალის აღებაც დამჭირდა. დიდი არაფერი, მაგრამ ოროთახიანი ჩეხური ბინა მქონდა. ვიფიქრე, ამ ბინას გავყიდი, ვალებს გავისტუმრებ და ერთოთახიან ბინას შევიძენ სადმე, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილი საზღვარგარეთ აპირებს წასვლას-მეთქი.

- შვილმა ამ გაჭირვების დროს როგორ მიგატოვათ? საქართველოდან წასვლა რამ აიძულა?

- ჩემი უმცროსი ვაჟი, რომელიც მომღერალი გახლავთ, ფილარმონიის სცენაზე არაერთხელ მდგარა, გასტროლებზეც ხშირად უწევდა წასვლა, მაგრამ ვინაიდან მატერიალურად წელში ვერ გაიმართა, როგორც მომღერალს, რესტორანშიც უხდებოდა მუშაობა და ამით თითქოს, თავმოყვარეობა ელახებოდა. მერე გადაწყვიტა, უკრაინაში წასულიყო. მართალია, იქაც რესტორნებში უნდა ემღერა, მაგრამ იქ ხომ არავინ იცნობდა და თან - გაცილებით მეტსაც გადაუხდიდნენ ალბათ...Mმოკლედ, მარტო დავრჩი და ბინაც გავყიდე. გავისტუმრე ვალები და დამრჩა 20.000 დოლარი, რაც სავსებით საკმარისი იყო ერთოთახიანი ბინის შესაძენად. მაგრამ ვიფიქრე, - ასე უცებ როგორ ვიყიდო? ჯერ კარგად შევარჩევ, მანამდე კი სადმე შევაფარებ თავს-მეთქი. მივედი დეიდაშვილთან, რომელსაც ორსართულიანი კერძო სახლი აქვს, მაგრამ მომერიდა, ხელი არ შევუშალო-მეთქი და ვთხოვე, - ეზოში პატარა სათავსო რომ გაქვს, იქ მოვიწყობ ოთახს, დროებით-მეთქი. ისე, მოხუცს სხვა აბა, რა მინდოდა?..

- სათავსოში ცხოვრების ნება დაგრთოთ?

- კი და ოთახის მოწყობაშიც დამეხმარა. ჩემდა ჭირად თუ საბედნიეროდ, იმ ეზოში, ჩემი დეიდაშვილის სახლის ქვედა სართულზე, ქირით ცხოვრობდა ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ტორტების ბიზნესი ჰქონდა და "ხაზეიკაც" თავისთან ჰყავდა დასაქმებული. მითხრეს, რომ თვეში, მოგების სახით, 1.000 ლარი მაინც რჩებოდა. იმ გოგომ რომ გაიგო, ბინის შესაძენად ფული მქონდა, შემომიჩნდა, - მასესხე და მერე მე დაგეხმარები კარგი ბინის ყიდვაშიო. ცოტა არ იყოს, ვიჭოჭმანე, მაგრამ ის ფეხებში მედებოდა, აღარ მომშორდა, ტვინი გადამიტრიალა და გადავწყვიტე: რაც არის, არის, სად დამეკარგება-მეთქი? სხვათა შორის, იმდენი ჭკუა კი ვიხმარება, რომ ნოტარიუსთან ყველაფერი წესის მიხედვით გავაფორმეთ.

- ალბათ ბიზნესი გააფართოვა და მოგების გარკვეულ პროცენტსაც შეგპირდათ, არა?

- არა, უბრალოდ, ვასესხე იმ იმედით, რომ ბინის საშოვნელად სირბილი არ დამჭირდებოდა. თუმცა, ისიც მითხრა, ცოტაოდენ ფულს შენც იშოვიო და ნოტარიუსთან რომ მივედით, მასაც უთხრა, - თვეში ამდენს მივცემო. არ ვიცი, ერთმანეთთან შეკრულები იყვნენ თუ რა ხდებოდა, მაგრამ ნოტარიუსმა გააპროტესტა, - პროცენტის სახით ამდენის მიცემა არ შეიძლებაო. - არ მინდა, სულ ნუ დაწერთ-მეთქი. - ამ გოგოსAასე ენდობიო? -Kკი-მეთქი. სიმართლე ვთქვი, ნამდვილად ვენდობოდი! აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ოჯახის ქალი, რომელსაც შესანიშნავი მეუღლე, კარგი დედამთილი და სამი შვილი ჰყავდა, ასე გამაცურებდა? ჩემი ჭკუით, კეთილი საქმე გავაკეთე... თანხა 2 წლის ვადით ვასესხე, მაგრამ ვადის ამოწურვის შემდეგ არც ფული მომცა, არც რაიმეს მპირდებოდა. როცა მივხვდი, რომ მწარედ მომატყუეს, დავიწყე იმაზე ფიქრი, სად წავსულიყავი? დარჩენილ ცხოვრებას დეიდაშვილის სათავსოში ხომ არ გავატარებდი? მართალია, პირველ ხანებში ბინის ქირას ვუხდიდი (მიზერულ თანხას, მაგრამ მაინც...), მაგრამ მას მერე, რაც ფული ხელიდან წამგლიჯეს, ამის საშუალებაც აღარ მქონდა. ჰოდა, სწორედ ამ გასაჭირმა გამახსენა ეს პანსიონატი.

- მიკვირს, ნუთუ არავინ გყავდათ გვერდით, როცა ბინის ყიდვა გსურდათ? დეიდაშვილისთვის ქირის გადახდას არ გერჩივნათ, სადმე გარეუბანში მაინც შეგეძინათ ბინა?

- როგორ არ მერჩივნა, მაგრამ არ ვიცი, რა დამემართა, ძალიან დაბნეული ვიყავი და ბინის დამოუკიდებლად შოვნაც გამიჭირდა. ვიფიქრე, ცოტას დავწყნარდები და ჭერის ძებნას ამის შემდეგ შევუდგები-მეთქი...

- თავშესაფარში როგორ მიგიღეს?

- აღრიცხვაზე დავდექი ჯანდაცვის სამინისტროში. იმისთვის, რომ აქ უფასოდ, ყოველგვარი ქირის გარეშე მეცხოვრა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანის სტატუსი უნდა მქონოდა. ჰოდა, შევიტანე განცხადება სააგენტოში. მოვიდნენ შესამოწმებლად და საოცრად მაღალი ქულა - 82 ათასი დამიწერეს. იმ ქულებით აქ რომ მოვხვედრილიყავი, თვეში 150 ლარი მაინც უნდა გადამეხადა. საიდან მეშოვა თვეში ამდენი ფული? მე ხომ არც ბინა მაქვს, არც - არაფერი ღირებული. იმ სათავსოშო საწოლისა და კარადის გარდა, არაფერი ეტეოდა და არც არაფერი ეწყო. მერე მითხრეს: ეტყობა ეგონათ, რომ ნივთები გადამალული გქონდა და უფრო მეტიც, ამ სარდაფში მათთვის თვალის ასახვევად ცხოვრობდიო. რა ვიცი, ალბათ ასეთებიც ხდება, მაგრამ მე ხომ მართლა იქ ვაფარებდი თავს? ჰოდა, ეს ამბავი გავაპროტესტე. სოციალურ სააგენტოში მივედი: ასეთ და ასეთ პირობებში ვცხოვრობ და ეტყობა, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. გთხოვთ, ხელმეორედ შემამოწმოთ-მეთქი. 2 კვირაში მოვიდა პასუხი ჩემს განცხადებაზე: ვინაიდან წელს უკვე შეგამოწმეს, მეორედ აგენტს ვერ გამოვუშვებთ. თუ რაიმე პრეტენზია გაქვთ, გაისად მოგვმართეთო. ვიფიქრე, მანამდე სად უნდა ვიცხოვრო-მეთქი? დასახმარებლად მერიას მივმართე და განცხადება იქაც დავტოვე. თავად გიგისთან ვერ შევაღწიე, რადგან მერს მოქალაქეების მიღების საათი არ ჰქონდა. განცხადებაში ყველაფერი დეტალურად აღვწერე და უგულავას ვთხოვე, - იქნებ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ ჩემი სამყოფელი-მეთქი. ეტყობა, მერიაში ეს საკითხი განიხილეს და ჩემთან ისევ მოვიდა სოცაგენტი, რომელმაც 70 ათასი ქულა ჩამიწერა. ესეც არ მაწყობდა, რადგან ამ შემთხვევაში, თავშესაფარში ყოფნისას თვეში 90 ლარი მაინც უნდა გადამეხადა. გავბრაზდი და წერილი ახლა პრეზიდენტს გავუგზავნე. ის პერიოდი იყო, როცა ლტოლვილებს ბინებს ურიგებდენ პირად საკუთრებაში. ჰოდა, მეც მივწერე: იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი დევნილებს ბინებს უფორმებს, მე, თბილისში დაბადებულს, გაზრდილსა და დაბერებულს ნუთუ, ერთი პატარა ოთახი არ მეკუთვნის უფასოდ, პანსიონატში-მეთქი? ცოტა ხანში ისევ მოვიდა აგენტი და მითხრა: რასაც გინდათ, იმას დაგიწერთო. - ეგრე არ მინდა! რაც ნამდვილად მეკუთვნის, ის დამიწერე-მეთქი. შემაფასა და აღმოჩნდა, რომ სოციალურად დაუცველი ვიყავი და აქ უფასო თავშესაფარი მომცეს.

- თქვენმა შვილმა იცის, სადაც ცხოვრობთ?

- ეს რომ გაიგო, გადაირია: რას შვრები, თავს მჭრიო? ვუთხარი: შვილო, ჯერ ერთი, არ არის იმის საშუალება, რომ სადმე გავჩერდე. დეიდაშვილთან აბა, როდემდე უნდა ვიყო-მეთქი?.. თავიდან ერთ ოთახში სამი ქალი ვცხოვრობდით, მერე დამპირდნენ, - თუ ჭკვიანად იქნები, ცალკე გადაგიყვანთო (იცინის).

- რამდენი ხანია, რაც აქ ხართ?

- სექტემბერში მოვედი აქ.

- რა ბედი ეწია თქვენი ბინის ფულს?

GzaPress- გამოვიდა, რომ დავკარგე... მას მერე, რაც აქ მოვედი, სასამართლოში შევიტანე განცხადება. სასამართლო პროცესზე ჩემი მევალე - ლალი ჩუბინიძე არ გამოცხადაა. მართალია, დაადგინეს, ის თანხა ნამდვილად გეკუთვნისო, მაგრამ რაში მარგია სასამართლოს გადაწყვეტილება?..

- იმ გოგოს ვეღარ პოულობთ?

- ამასობაში, კიდევ ერთი შვილი გააჩინა,Mმაგრამ თავისი საქციელის გამო, ცხოვრება გაიმწარა. მხოლოდ ჩემი ვალი რომ ჰქონოდა, რა უჭირდა. მას კიდევ რამდენიმე ადამიანი ჰყავდა მოტყუებული, 5 ოჯახი გააუბედურა; ამ ადამიანებს ბინები ჩაადებინა იპოთეკით და ახლა ხუთივე გამოსახლებულია საკუთარი სახლიდან. ყველა ჩემსავით ლმობიერი კი არ არის. თუ დამიჯერებთ, მისთვის ხმამაღალი სიტყვაც არ მითქვამს; რატომღაც, ეს ვერ შევძელი, მეცოდებოდა და ვფიქრობდი, - იქნებ ახლა ვერ ახერხებს, იქნებ ძალიან უჭირს-მეთქი... მე კიდევ რა მიჭირდა, მარტო ვიყავი და საკუთარი თავისთვის უნდა მეშველა, სხვებს კი ოჯახები ჰქონდათ, შვილებიანად ქუჩაში დარჩნენ და ცხადია, მათ პატიება უფრო მეტად გაუჭირდათ. შევსწრებივარ სურათს, როცა ლალის ცხვირწინ დანას უტრიალებდნენ, მაგრამ ვერავინ შეძლო მისი დაშინება. სახლში მიუვარდებოდნენ, დააწიოკებდნენ ხოლმე. ძალიან კარგი ქმარი ჰყავდა, მაგრამ ამ ყველაფრის გამო, საცოდავი გალოთდა, მერე ღვიძლი დაეშალა და გარდაიცვალა. ამ ქალმა კიდევ, 4 შვილი დედამთილს მიუყარა, რომელიც სიმსივნით დაავადებულია და მკერდი აქვს მოკვეთილი, თავად კი სად წავიდა, არავინ იცის...

- თქვენმა შვილმა იცის, როგორ მოგატყუეს?

- იცის და ცხადია, ამის გამო ინერვიულა კიდეც, მაგრამ რომ შემატყო, კარგად არ ვიყავი, დამამშვიდა: დაწყნარდი. რაღას იზამ? ფული და ბინა უკვე დავკარგეთ, ნერვიულობისგან შენც რომ რამე დაგემართოს, სულ გამაუბედურებო. მეც ვითომ დავიმშვიდე გული... ახლა მასწავლეს, სააღსრულებო ბიუროში მიდი და თანხის ამოღებაში დაგეხმარებიანო. იქაც მივედი, მაგრამ მითხრეს, - ამოსაღები თანხის 2% წინასწარ უნდა გადიხადოთო ანუ მათთვის, საწყის ეტაპზე, 400 დოლარი უნდა მიმეცა. ჯერ ერთი, სად მქონდა ამდენი თანხა და მეორეც, გარანტიას არ იძლევიან. მაგალითიც მქონდა: აქ ერთი კაცი ცხოვრობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. 1.000 დოლარის ამოღება უნდოდა და 50 დოლარი გადაახდევინეს, მაგრამ ის ფულიც დაკარგა. ამის შემდეგ როგორღა გავრისკავდი? იქნებ თქვენი ჟურნალი აღმოჩნდეს შუამავალი სააღსრულებო ბიუროს და ჩემ შორის. იქნებ გამონაკლისი დაუშვან და თანხის ამოღების შემდეგ გადამახდევინონ 2 კი არა, თუნდაც - 4%.

- როცა იმ "ბიზნესმენს" ფულს აძლევდით, დეიდაშვილმა არ გირჩიათ, არ მისცე, ბევრი ვალი აქვსო?
- არა, მაშინ ეს ამბავი არც მან იცოდა, თორემ როგორ არ მეტყოდა? თანაც, ეს ფული ოხერი რამ ყოფილა: დეიდაშვილის შვილმაც მთხოვა, მასესხეო, მაგრამ არ მივეცი, რადგან სახლში ზის, მუშაობა ეზარება და დედამისი ასმევს, აჭმევს, ის გოგო კი მუშაობდა და კეთილსინდსიერიც მეგონა. იმედი მქონდა, რომ ვალს დროზე დამიბრუნებდა. მარტო მე რომ მოვეტყუებინე, ვიფიქრებდი, - ქალი დავბერდი და ეტყობა, ჭკუაც დავკარგე-მეთქი, მაგრამ ის ხუთი ახმახი ბიჭი მაინც როგორ გააცურა?

- თქვენი შვილი მატერიალურად არ გეხმარებათ?

- თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ მაინც, 100 დოლარს მიგზავნიდა, მაგრამ შეგროვებას ვერ ვახერხებდი. ვერც იმას ვეტყვი, 400 დოლარი გამომიგზავნე, ფულის ამოსაღებად მინდა-მეთქი. შვილს ჩემი გულუბრყვილობით, ისედაც დავაკარგვინე ბინა.

- ქალბატონო ჟუჟუნა, ვიდრე ვაჟს დაკარგავდით, როგორ ცხოვრობდით?

- 35 წელი ვიმუშავე გამომცემლობა "საქართველოში". კარგი დირექტორები მყავდა: ელგუჯა მაღრაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე... სკოლა რომ დავამთავრე იმ პერიოდში, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად აუცილებელი იყო, მუშაობის 2 წლის სტაჟი გქონოდა. ბაბუაჩემი მუშაობდა ამ გამომცემლობაში, საიდუმლო ნაწილის გამგე იყო, კადრები ებარა და რაღაც კურსების გავლის შემდეგ, მბეჭდავ-მემანქანედ მომაწყო. იქვე გავიცანი მომავალი მეუღლე, შეგვეძინა 2 შვილი, მაგრამ მე სწავლის გაგრძელებაზე მაინც ვფიქრობდი და უმაღლეს სასწავლებელში, ბიბლიოთეკათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე კიდეც. მერე შემეძლო, სხვაგანაც მეშოვა სამსახური, მაგრამ გამომცემლობას ვერ შეველე. თანამშრომლებმაც ყველაფერი ისე მოაწყვეს, რომ არსად წავსულიყავი. გრამატიკა ძალიან კარგად ვიცოდი და ჩემი უფროსები, ცნობილი მწერლები, პოეტები რაღაცებს მაბეჭდინებდნენ.

- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

- ის სტამბაში მუშაობდა. საერთოდ, ყოველთვის ლამაზი ბიჭები მომწონდა, თავად კი სილამაზით ვერ დავიკვეხნიდი. ერთხელ გოგონებმა მითხრეს, - ჩვენთან ძალიან სიმპათიური ბიჭი მოვიდაო. ისე აქეს, დავინტერესდი, - ვინ არის-მეთქი? - წამოდი, ნახეო. ის რომ დავინახე, ლამის გონება დავკარგე. მართლაც, საოცრად ლამაზი იყო. მაშინ მისი გაცნობა ვერ მოვახერხე. სხვათა შორის, ის გიტარაზე უკრავდა, თან - შესანიშნავად მღეროდა. ჩემი კაბინეტის გვერდითა ოთახში კლუბი იყო და იქ ხშირად მოდიოდა. კლუბში შესასვლელად, ჩემი ოთახი უნდა გაევლო და ამის წყალობით გავიცანი. მერე შეგვიყვარდა კიდეც ერთმანეთი. თანაცხოვრების პერიოდში მეხუმრებოდა: შენ სახლში ერთი ღამისთვის მოგიყვანე და რამდენი ხანი შემორჩიო (იღიმის). 45 წელი გავატარეთ ერთად. ჩემი ნათესავებიც კი ამბობდნენ: ასე რით მოაჯადოვე, ცოლად რომ მოგიყვანაო?

- როცა ახალგაზრდა იყავით, თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებზე, მათ ნათესავებზე რას ფიქრობდით?
- მაშინ ასეთ რაღაცებზე საფიქრალად არ მეცალა. სამაგიეროდ, უკვე თავადაც ხანში შესულს, ვიდრე აქ მოვხვდებოდი, ძალიან მეცოდებოდა პანსიონატში მცხოვრები ადამიანები. მინახავს გადაცემები, სადაც მოწვეული მოხუცები ნაღვლიანები ჩანდნენ, ტიროდნენ... მე კი შემიძლია გითხრათ, რომ აქ ძალიან კარგად ვარ. შვილო, ჩემი ასაკის ადამიანმა ყველაფერი ხომ უნდა გაითვალისწინოს? სახლი არ მაქვს და კარი, აქ კი არც მაწვიმს, არც მათოვს და არც - მცივა. ჩემთვის ვარ, როცა მინდა, დავწვები, როცა მინდა - ავდგები, უბატონოდ ხმას არავინ გამცემს. გადასახადზე არ ვფიქრობ, არაფერი მევალება, ექიმი და ექთნებიც არიან, წამლები ასე თუ ისე, გვაქვს და სხვა რა უნდა მინდოდეს მოხუც ადამიანს?

- მას მერე, რაც საქართველოდან წავიდა, თქვენი ვაჟი არ გინახავთ?

- როგორ არა! ბოლოს რამდენიმე თვის წინ მესტუმრა. დირექტორთან მივედი და ვთხოვე, - რამდენიმე დღე ჩემთან დარჩება, წასასვლელი არსად აქვს, მალე საქართველოდან უნდა წავიდეს და ამ დღეებში მაინც ნუ მომაკლებთ მის გვერდით ყოფნის სიამოვნებას-მეთქი. ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს და ჩემს შვილს უფლება მისცეს, აქ მოეწყო ლოგინი. ამ პატარა ოთახში ლამის ერთი თვე, ერთად ვიყავით. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ვაჟი გვერდით მყავდა. აქაურობას ისე შეეჩვია, მეუბნებოდა: ვიდრე გნახავდი, შოკში ვიყავი, დედაჩემი სად მივიდა-მეთქი, ახლა კი ვხედავ, რომ ჩემზე უკეთესად ცხოვრობო.

მადლობას ვწირავ უფალს, რომ ეს თავშესაფარი მაქვს. ჩვენთვის ხშირად აწყობენ ღონისძიებებს, მოდიან ცნობილი ადამიანებიც. ამასთანავე, დირექცია ხშირად მიშვებდა ტელევიზიებში, რადიოში, როგორც რესპონდენტს. ერთხელ "მზესუმზირებში" მიმიწვიეს. პირდაპირ ეთერში ვიღაც ქალმა დამისვა შეკითხვა: შენმა შვილმა რა თქვა, მანდ რომ ცხოვრობო? ავუხსენი, რომ პანსიონატში ცხოვრება საშინელება არ არის. ჩვენთან ერთად რამდენიმე საათს თუ გაატარებთ, მიხვდებით, რომ ამაში სამარცხვინო და საშიში ან საგანგაშო არაფერია-მეთქი და ეს მართლაც, ასეა! აბა, გაიარეთ ქუჩაში და დაითვალეთ, ბუნკერებთან, ნაგავში რამდენი ადამიანი იქექება. ხანდაზმულები ბოთლებს, რკინებს აგროვებენ, აბარებენ და ნაშოვნი ფულით პურს ყიდულობენ, ღამეს კი სკვერებში ათენებენ. ამას არ ჯობია, თავშესაფარში იყვნენ, სადაც მათზე შესაბამისად იზრუნებენ? თქვენი აზრით, რა უფრო ულახავს ადამიანს ღირსებს, სუფთა ბინაში ცხოვრება, თუნდაც სახელმწიფოს ხარჯზე თუ ნაგავში ქექვა და ქუჩა-ქუჩა წანწალი?
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (7)
03.09.2015
რაა აქ გაუგებარი? წავიდა და რახან იცის დედას აქ ინახავენ აღარ უგზავნის ფულს? უამრავია ასე წასული და ნახევარზე მეტს ფეხებზე კიდია აქაურობაც და აქაურებიც.
გერა
03.09.2015
tyrme erti gamis qalic kofila tavis droze,
/////////
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
პრობლემის მარეგულირებელი მაწანწალა ძაღლები დაბინძურებულ ქალაქში
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2164 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი