გოლიათი ცოლები და დაბნეული ქმრები
font-large font-small
გოლიათი ცოლები და დაბნეული ქმრები
ჩემი მეგობარი ფრანგული ენის სპეციალისტია და წესით, სკოლაში უნდა მუშაობდეს.
ინგლისური ენის გადამკიდეს, ფრანგულს ვიღა აგდებს ენების სათვალავში და იძულებული გახდა, საბერძნეთში დიდი ხნის გადახვეწილი მულის გამოგზავნილი ფულით, ქალის თეთრეულის მაღაზია გაეხსნა ქალაქის ცენტრში, სადაც მხოლოდ მინიატურულ და მოდელებზე გათვლილ საცვლებს კი არ ყიდის, არამედ "ხორციან" ქალებზეც გათვალა თავისი ბიზნესი და მალე მიიღო მოგებაც...

სადაა საქართველოში მოდელივით ტანწერწეტა ქალები, განსაკუთრებით ორ-სამ შვილს რომ გააჩენენ და სულაც არ ფიქრობენ მერე ფორმის შენარჩუნებაზე - ყურადღებას განიერი თეძოებით და ფაშფაშა მკერდით უფრო მეტად იქცევენ. ამიტომ, დიდი ზომის საცვლებზე ხშირად რიგიც კი უდგას ეკას მაღაზიაში, სადაც კურიზულ სიტუაციას ხშირად წააწყდებით.

პირველ ფაქტს თავად შევესწარი, როცა მეგობარს მაღაზიაში შევუარე: მამაკაცი მორიდებით შემოვიდა და ვიდრე ხმას ამოიღებდა, სახეზე ალმური მოედო:

- რა გნებავთ, ბატონო?! - შეეცოდა ეკას.

- კაცი არ მუშაობს აქანე ვინმე?! - მოუქცია ზესტაფონურ კილოზე.

- არა, მარტო გოგონები ვართ! - მრავლისმნახველი ეკაც კი დაიბნა.

- თქვენ რაფრა გითხრათ, აპა, ჩემი გაჭირვება?!

- ასეთი რა გაგიჭირდათ?! - არ მომასვენა ცნობისმოყვარეობამ.

- რაი და... აქანე დიდი ზომის ტრუსიკები გქონიათ, ჩემს ოჯახობას უყიდია ამის წინეებზე და მევითქვი სულიო. ჰოდა, კიდო დამაბარა ხუთი ცალი. რომ არ ჩოვუტანო, არ შემიშობს სახლში.

- კი, ბატონო, ზომა გვითხარი და შეგირჩევთ! - გაეღიმა ეკას.

- ზომა-ა?! - თავი მოიქექა კაცმა. მერე გაფარჩხული თითები დაგვანახა: - გავა აქ ჩემი სამი მტკაველი და ცოტა კიდო მეტიც...

გული წამივიდოდა, რომ არ გადამეხარხარა. არადა, კაცი კიდევ უფრო დავაფრთხე. ეკამ ისე მიჩქმიტა, ცრემლები წამომაყრევინა. მერე უჯრიდან სანტიმეტრი ამოიღო და გაშალა:

- მობრძანდით და თქვენი მტკაველი გავზომოთ! - უთხრა ისე სერიოზულად, მართლა გამაკვირვა მისმა თავშეკავებამ. მოგვიანებით მითხრა, - ამაზე უარესებიც მინახავსო.

მოკლედ, აიღო ზომა და მაინც დააზუსტა:

- ხომ არაფერი გეშლებათ?!

- რავა გეკადრებათ... ოცდაათი წელიწადია, რაც ჩემს ქალს გავა-წელს ამ ხელებით ვუზომავ...

სასწრაფოდ საწყობში ვდურთე თავი, რომ მოძალებული სიცილისგან ისტერიკა არ დამწყებოდა.

მოგვიანებით ეკამ მიამბო:
- ერთი კვირის წინ კაი "მოსული" კაცი შემოვიდა. სვანური ქუდი არ ეხურა, მაგრამ მაინც მგონია, რომ სვანი იქნებოდა ან ალალი რაჭველი. ცოლისთვის ლიფი უნდოდა. ზომა ვკითხე და შეწუხდა, - დამავიწყდაო. მერე პეშვი მიჩვენა: აი, ამას მთლიანად შეავსებსო! - გაცინება ვერ გავბედე, ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა და ლამის გული წამივიდა... ამას წინათ კიდევ, 20-22 წლის ბიჭი მოვიდა. ხომ იცი, ახალ თაობას ძველივით არ აწუხებს კომპლექსები:

- ბებიას მინდა ლიფი ვუყიდო და მე რომ კაი ქუდივით მომერგება, ისეთი ზომის შემირჩიეთ! - მითხრა სერიოზულად და მეც ის გავატანე, რაც მართლა ქუდივით მოერგო...

ეკას ნაამბობმა ჩემი მეგობრის მშობლების გასაჭირი გამახსენა: ვანო ძია ჩვენს ბავშვობაში ხშირად დადიოდა მოსკოვში, მივლინებით. ნუცა დეიდა ყოველთვის ზორბა ქალბატონი გახლდათ და შესაბამისად, ფეხიც დიდი ზომის ჰქონდა - 43; ზუსტად იმ ზომის, რაც მის ქმარს და ამიტომ, აქ რომ ვერაფერს მოირგებდა, იქაურ "გოლიათების მაღაზიაში" შევლას დაავალებდა ქმარს: ჩაიცვი, გაიარ-გამოიარე და რომელიც კარგად გექნება, ის ფეხსაცმელი წამომიღეო...

მეტი რა გზა ჰქონდა ვანო ძიას, ცოლს ფეხშიშველს ხომ არ ატარებდა და მოირგებდა ქალის ფეხსაცმელს მოსკოვურ მაღაზიაში, დააბაკუნებდა აქეთ-იქით, თან - სარკეში ამოწმებდა მის სიკოხტავეს. ჰოდა, ერთხელაც, იმ სექციის გამყიდველ თვალებანთებულ მამაკაცს დაუსვია მისთვის საჯდომზე ხელი: ოღონდ ეს ღამე ჩემთან ერთად გაატარე და მაგ ფეხსაცმელს სულ გაჩუქებო...

კაცისგან საჯდომზე ხელის დასმა კარგს რომ არაფერს ნიშნავდა, რა დიდი მიხვედრა უნდოდა? ჰოდა, გაუშალა თურმე მარჯვენა და ისეთი ლეწა, ყბის ძვალი გაუტეხა. რა თქმა უნდა, დაიჭირეს და ვიდრე საქართველოდან არ ჩაიტანეს მისი "ნორმალურობის" საბუთი, საკანშიც აყურყუტეს. მას შემდეგ ნუცა დეიდას ქმრისთვის ფეხსაცმელი აღარ დაუბარებია, ხელოსანთან იკერავდა, ორმაგ ფასში.
ინგა ჯაყელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
23.05.2015
რამდენი ვიცინე :) თქვენ გაიხარეთ :)
ელე
22.05.2015
Neta sul eset samxiarulo ambebs bechdavdet,didi madloba.
redaktsias
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პანდემია, ეკონომიკური კრიზისი და ვაქცინა - ასტროლოგის თვალით დანახული სამყარო
იყვნენ თუ არა ჩვენი წინაპრები უნაკლოები?..
რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე თათა გიორგობიანმა
ძველად ყველა დედა უმღეროდა შვილს "იავნანას", ახლაც ასე უნდა იყოს
დილას 6-საათიანი ლოცვით ვიწყებ და მას მერე სულ ვმუშაობ
აუცილებლად ჩამოვიყვან საქართველოში, ხომ უნდა გაიცნონ რძალი
მეგობრობდნენ თუ არა ცეკას ბიუროს წევრების ცოლები
როგორ მოიწვია ვახტანგ ჭაბუკიანმა ვერა წიგნაძე თბილისში
რაც ონლაინგაკვეთილების ჩატარება დავიწყე, უამრავმა ბავშვმა შემიყვარა
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი