ერთადერთი ქართველი ქალი რეინჯერის ცხოვრება
font-large font-small
ერთადერთი ქართველი ქალი რეინჯერის ცხოვრება
24 წლის სალომე იდოიძე ერთადერთი ქართველი რეინჯერი ქალია. ის უკვე 4 წელია, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერად მუშაობს და მის მოვალეობაშია იქაურობის ყოველდღიური კონტროლი, პატრულირება.
სალომე ბუნებით მამაცი, ენერგიული და შრომისმოყვარე ადამიანია, ეს თვისებები კი ხელს უწყობს იმაში, რომ წარმატებული რეინჯერი იყოს. ბუნებასა და მთაზე შეყვარებულ გოგონას რამდენიმე ჰობი აქვს: ფოტოგრაფია, ცხენით ჯირითი და ლაშქრობა.

- კახეთის სოფელ ზემო ალვაანში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქვე დავამთავრე. მყავს ორი წლით უმცროსი და, რომელიც ამჟამად სტუდენტია. რაც შეეხება მშობლებს: დედაჩემი, როგორც ბევრი ქართველი, სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა, მამა კი საოჯახო საქმეების მოგვარებით არის დაკავებული.

- სოფლისა და მთის სიყვარული ალბათ, ბავშვობიდან გაქვს...

- თუ სოფელი და საერთოდ, ბუნება ბავშვობიდანვე არ გიყვარს, აქ ცხოვრებას უბრალოდ, ვერ შეძლებ. ამ ბოლო დროს მოდური გახდა მთის სიყვარული, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამას გულწრფელობასთან საერთო არაფერი აქვს: ორი დღე რომ უყვართ და მესამე დღეს გაქცევაზე ფიქრობენ, ეს მთის სიყვარული არ არის! ჩემთვის ბევრს უთქვამს, - როგორ ძლებ თუშეთში, ყველანაირი ცივილიზაციისა და კომფორტის გარეშეო? ჩემთვის მთასა და ბუნებასთან სიახლოვე უკვე აბსოლუტური კომფორტია და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მთაში ადამიანური ურთიერთობები გაცილებით გულწრფელია, ვიდრე დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროში.
GzaPress
- როგორც ვიცი, ცხენით ჯირითი შენი ჰობია.

- დაახლოებით სამი წლის გახლდით, როცა მამამ ცხენზე დამსვა და ხელში აღვირი დამაჭერინა. ეს დღე განსაკუთრებულად მახსოვს. ოჯახში ორი ძალიან კარგი, ჭკვიანი და ლამაზი ცხენი გვყავდა: "ქორია" და "ყარაბახა". ცხენები საოცრად გონიერი არსებები არიან. თუშეთში ცხენზე თუ დაჯდები, კარგი მხედარი უნდა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს საფრთხეში ჩაიგდებ.

- საკუთარ თავს პროფესიონალ მხედრად მიიჩნევ?

- იქიდან გამომდინარე, რომ ცხენზე ჯდომა ბავშვობაში ვისწავლე და თითქმის ყოველდღიურად მქონდა ჯირითის საშუალება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი მხედარი ვარ. ფაქტობრივად, ცხენებთან ერთად გავიზარდე (იღიმის).

- ცელქი იყავი?

- ძალიან ცელქი ვიყავი და ახლაც მეტყობა ამ სიცელქის კვალი. უამრავი ბავშვობის დროინდელი ნაიარევი მაქვს. მახსოვს, სახლში მხოლოდ დასაძინებლად შევდიოდი. ისე, როგორც მახსოვს, ყველა ჩემი თანატოლი ცელქი და ძალიან აქტიური იყო. ერთმანეთს აყოლილები მთელი დღეები დავრბოდით, ვთამაშობდით, ჩვენებურად ვერთობოდით.
GzaPress
- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დედაქალაქში გააგრძელე?

- დიახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, "საერთაშორისო ტურიზმის" სპეციალობით.

- პროფესიით მუშაობაზე არასდროს გიფიქრია?

- არა, პროფესიით მუშაობასა და სამსახურის შეცვლაზე ნამდვილად არასოდეს მიფიქრია. ჩემთვის წარმოუდგენელია თვეობით ერთ ოთახში ჯდომა და ერთფეროვანი სამუშაოს შესრულება. არ ვიცი, წლების შემდეგ რა იქნება, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ.

- საქართველოში ერთადერთი რეინჯერი ქალბატონი ხარ, არა?

- რეინჯერად მუშაობის სურვილი არ მქონია, მაგრამ მთის, ტყის, ბუნებისა და ცხოველების სიყვარულმა მომიყვანა აქამდე. წლების განმავლობაში ვუყურებდი, როგორ იქმნებოდა და ვითარდებოდა თუშეთის ეროვნული პარკი და მქონდა სურვილი, აქ დასაქმებული ადამიანების გვერდით მემუშავა. სტუდენტობის პერიოდში, სწორედ თუშეთის ეროვნულ პარკში გავიარე პრაქტიკა და სწორედ მაშინ გამოცხადდა რეინჯერის ვაკანსიაც. რა თქმა უნდა, უკან არ დამიხევია და კონკურსის გზით, რეინჯერი გავხდი... ორი წლის შემდეგ გავიგე, რომ საქართველოში პირველი ქალი რეინჯერი ვიყავი (იღიმის).

- ბევრს ეს საქმე ქალისთვის შესაფერისად არ მიაჩნია...

- გააჩნია ქალების რომელ კატეგორიას მიეკუთვნები (იცინის). სუსტი და დაუცველი იმიჯის მქონე გოგონები, რომლებიც ყველაფერზე წუწუნებენ და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ხელის შეშველება სჭირდებათ, ამ საქმისთვის შეუფერებლები არიან, ჩემთვის კი რეინჯერობა რთული ნამდვილად არ არის.
GzaPress
- რამდენი ხანია, რაც რეინჯერად მუშაობ?

- მეოთხე წელი დაიწყო, რაც რეიჯერად ვმუშაობ და ჯერჯერობით, დაკისრებული მოვალეობის შესრულება არ გამჭირვებია. სამსახური ხელს მიწყობს იმაში, რომ პარალელურად, ორი საყვარელი საქმე ვაკეთო: ფოტოგრაფია და "ლაშქრობაში" სიარული ძალიან მიყვარს. ამ ყველაფერის გარეშე უბრალოდ, ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ბუნებით აქტიური, ენერგიული და მიზანდასახული ვარ. ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მომწონს და მიყვარს. სხვას არასოდეს არაფერში ვბაძავ.

- რომელ საათზე იწყება შენი სამუშაო დღე?

- სამსახური დილის 9 საათზე გვეწყება. გავდივართ პატრულირებაზე, ვესაუბრებით ადგილობრივ მოსახლეობას, მეცხვარეებს, მესაქონლეებს, ვატარებთ გარეული ცხოველებისა და ფრინველების აღრიცხვას - გამოკითხვითა და ფოტოხაფანგების მეშვეობით... საჭიროების შემთხვევაში, ვატარებთ ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებსაც. დაინტერესებულ პირებს, ვიზიტორებს ვაწვდით საჭირო ინფორმაციას და ა.შ.

- თქვენს ფოტოხაფანგში ხშირად გაბმულა მტაცებელი ცხოველი?

- რა თქმა უნდა, ბევრი მტაცებლისა და ჩლიქოსანი ცხოველის ფოტო გვაქვს არქივში.

- მუდმივად მთაში ყოფნა მართლა არ გწყინდება? ქალაქში ცხოვრებას ვერ შეძლებ?

- მთელი წელი მთაში არ ვარ. მოგეხსენებათ, ზამთარში გზა იკეტება და ამიტომ, კახეთში ჩამოვდივართ. აქაც, სულ აქეთ-იქით დავდივარ, ერთ ადგილას არ ვჩერდები, მოსაწყენად ვერ ვიცლი. ქალაქში ცხოვრება კი ჩემთვის მოსაწყენი და უინტერესოა.

- როცა მამრობითი სქესის წარმომადგენლები შენი საქმიანობის შესახებ იგებენ, როგორი რეაქცია აქვთ?
- ძირითადად, გაკვირვებას გამოხატავენ და საკმაოდ საინტერესოა მათი გაოცებული სახეების ყურება (იცინის).
ვინც ბავშვობიდან მიცნობს, მათ ჩემი არჩევანი ცხადია, არ გაჰკვირვებიათ...

- რამდენი რეინჯერი გადიხართ პატრულირებაზე?

- ძირითადად, ორი რეინჯერი გავდივართ, მაგრამ პატრულირება ყოველდღიურად ნამდვილად არ გვიწევს.
GzaPress
- ალბათ, ასეთ დროს საგზალიც მიგაქვთ, არა?

- კი, საგზალი ყოველთვის მიგვაქვს, მაგრამ თუშების სტუმართმოყვარეობიდან გამომდინარე, როგორც წესი, ყველაფერი ხელუხლებელი, უკან მოგვაქვს. მთაში პატრულირებაზე გასულს, ყველა შინ გვეპატიჟება. მეცხვარეები ძირითადად, ხორციანი კერძებით გვიმასპინძლდებიან, მესაქონლეები - რძის ნაწარმით... მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით გემრიელია კოტორი (თუშური ხაჭაპური).

- აღნიშნე, რომ დედაშენი საზღვარგარეთაა. მამას საოჯახო საქმეების კეთებაში არ ეხმარები?

- საოჯახო საქმეების კეთებაც მიწევს, მაგრამ ამ საკითხში ჩემი და უფრო ყოჩაღია, მე კი ცოტას ვზარმაცობ...

- შენი მომავალი მეუღლე აუცილებლად, მთაში უნდა ცხოვრობდეს?

- ასეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ, რადგან მომავლის დაგეგმვა ყველაზე დიდ სისულელედ მიმაჩნია. მივყვები ცხოვრების დინებას, რომელიც თავისთავად დამანახვებს, რა დროს და რა უფრო კარგი იქნება ჩემი მომავლისთვის.
სოფო ჭონიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (13)
08.06.2015
საყვარელია
nini
07.06.2015
ვ ა ჰ კაგი გოგო ხარ ჯიგარი ხარ ეგეტ გოგოს რზლად მო
გიზო ბერიზე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ანუ რას გვაჭმევენ ჩვენი მეწარმეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი