როგორ ცხოვრობენ ქართველები უცხოეთში
font-large font-small
როგორ ცხოვრობენ ქართველები უცხოეთში
"აქ სიბეჯითით ვერავის გავაკვირვებ"
საზღვარგარეთ წასული ქართველების წარმატება აღარავის უკვირს: დიდი შრომის ხარჯზე, ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ კარგი კარიერა გაიკეთა...

საქართველოში დაბრუნებაზე თითოეული მათგანი ფიქრობს, მაგრამ როდის? - ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.

ნიკოლოზ ლატარია, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

- ბავშვობაში ზუგდიდის ფოლკლორულ ანსამბლში - "კოლხა" ვცეკვავდი. ერთხელ "ერისიონის" მთავარი ქორეოგრაფი, რეზო ჭოხონელიძე გვესტუმრა. მან მითხრა, - როდესაც გაიზრდები, ჩემს ანსამბლში მოდიო. მასთან წლების შემდეგ, 2000 წელს მივედი და მიცნო, "ერისიონში" ამიყვანეს. სახელმწიფო ანსამბლისთვის ფეხის აწყობა გამიჭირდა, მაგრამ საკუთარ თავზე ვიმუშავე და მოცეკვავედ ჩამოვყალიბდი. რამდენიმე სოლო პარტია მქონდა... 2006 წელს, თურქული შოუდან - "ანატოლიის ცეცხლი" მოწვევა მოგვივიდა და რამდენიმე მეგობართან ერთად წავედი. "ტროას" ისტორიულ ომზე შოუს დგამდნენ და ქართული ცეკვის ელემენტები სჭირდებოდათ, შემდეგ კი ნაციონალური ცეკვების შოუ "ანატოლიის ცეცხლიც" დადგეს, სადაც ქართული ცეკვა ჩოხებით სრულდება. ამ ორ შოუში 7 წელი ვიცეკვე და ჩემს ქართველ (და არა მხოლოდ) მეგობრებთან ერთად, თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარე. მერე თურქულ "ნიჭიერში" ვცადეთ ბედი და წარმატებით გადავედით მომდევნო ტურში, მაგრამ ვინაიდან ძალზე დატვირთული სამუშაო რეჟიმი გვქონდა, შოუს საკუთარი სურვილით გამოვეთიშეთ. ვიცოდით, ასე რომ მოხდებოდა, მაგრამ მონაწილეობა იქ მცხოვრები გურჯების, ლაზებისა და აფხაზების გამო გადავწყვიტეთ. მათთვის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები არ არსებობს; სცენიდან ჩამოსულებს აფხაზი, ლაზი და ქართველი - ერთნაირი სითბოთი გვხვდებოდნენ. კონცერტის შემდეგ, შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ და გვეუბნებოდნენ: ქართული ფოლკლორი გვენატრებოდაო.
GzaPress
- ცეკვას თავი რატომ დაანებეთ?

- მთელი ცხოვრება სცენაზე ვერ ვიქნებოდი... თურქეთში შოუბიზნესი პოპულარულია. შოუპროგრამებში 30-ზე მეტი ქვეყნიდან უამრავ მოცეკვავესა და მსახიობს იწვევენ ხოლმე და სიამაყით გეტყვით, რომ ქართულ ცეკვას ყველა შოუში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სხვადასხვა შოუს პროდიუსერები მეუბნებოდნენ ხოლმე, - ქართველი მოცეკვავეები გვჭირდებაო. ვიცოდი, რომ ბევრი ქართველი ცდილობდა თურქულ შოუში მოხვედრას და ზოგჯერ გაუგებრობა ხდებოდა. მაგალითად, ზოგიერთი მოცეკვავე კონტრაქტის გარეშე, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე იწყებდა მუშაობას, შედეგად კი ხან დაქირავებული აღმოჩნდა ცუდ დღეში, ხანაც - დამქირავებელი. ჰოდა, გადავწყვიტე, მათი დასაქმებისთვის ჩემი კავშირები გამომეყენებინა და შუამავლის ფუნქცია ვიკისრე... თურქულ კომპანიებს თავიანთი მკაცრი კრიტერიუმები აქვთ. აქ მხოლოდ ცეკვა არ არის მთავარი. შეიძლება, ადამიანი ძალიან ნიჭიერი იყოს, მაგრამ არ იყოს პუნქტუალური და მოწესრიგებული... ახლა ვთანამშრომლობ ყველაზე დიდი კომპანია "სეანსის" მეპატრონე ჰალის ჰალტაისთან. როდესაც თუნდაც ერთი ადამიანი იქცევა ცუდად, ის მხოლოდ თავის სახელს კი არა, სამშობლოს არცხვენს და მერე მისი ქვეყნიდან ჩამოსულ სხვა მოცეკვავესაც აღარ ენდობიან. ამიტომ, ხანდახან სიმკაცრის გამოჩენაც მიწევს.
GzaPress
- ვიცი, რომ თურქეთის კულტურულ წრეებში საკმაოდ დიდი სამეგობრო გყავთ.

- დიახ, თურქეთის თითქმის ყველა ქალაქის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ვინაიდან ანტალიაში ვცხოვრობ, ადგილობრივი მერიის კულტურული განყოფილების თანამშრომლებთან განსაკუთრებულად ვმეგობრობ. შარშან რამადანის ფესტივალის ფარგლებში, ქართული კულტურის საღამოს მოწყობა შემომთავაზეს. აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს და მათ ამაზე დიდ საჩუქარს ვერც გავუკეთებდით. ჰოდა, საქართველოში მოქმედ ფოლკლორულ ანსამბლებს დავუკავშირდი და 350-ზე მეტი მოცეკვავე ჩამოვიყვანეთ. ანტალიაში, კონიალტეს ამფითეატრში საინტერესო ქართული კულტურის საღამო გაიმართა, რომელსაც ანტალიის მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. განყოფილების უფროსის მოადგილეს, გუვენ ულუტეკინი საჩუქრად ქართული მჭედლობით შესრულებული ხმალი გადავეცით... ძალიან მინდა, საქართველოში "ტროას" ჩამოყვანა, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოვიდა.

- საქართველოში დაბრუნებაზე რას ფიქრობთ?

- აუცილებლად დავბრუნდები, ოღონდ მაშინ, როდესაც საქართველოში ხელოვან ადამიანებს უფრო მეტად დააფასებენ, ვიდრე ეს დღეს ხდება.

ანტონ ჯღამაძე, ამერიკაში მცხოვრებ ქართველი:

- საქართველოში ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში ვმუშაობდი, პროფესიით იურისტი ვარ. ყოველთვის მაინტერესებდა სხვა ქვეყანაში სწავლა და ცხოვრება. ნიუ-იორკში 2006 წელს, სტუდენტური ვიზით ჩამოვედი. "ედელფის" უნივერსიტეტიდან კი მქონდა მოწვევა, მაგრამ აქ მოხვედრა სწავლის დაწყებას არ ნიშნავს, - ჯერ ენის კურსები, "იესელი" უნდა გამევლო და წინა ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ მომეცემოდა სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა...

ბავშვობიდან სპორტში აქტიურად ვიყავი ჩართული, კარატისტი ვარ. ამერიკაში წამოსვლამდე ევროპისა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი. ჰოდა, ვიფიქრე, რომ ამერიკაში უფრო მეტი პერსპექტივა მქონდა, მაგრამ პარალელურად რაიმე საქმეც უნდა მეშოვა. ნიუ-იორკში მეგობარი, ქეთი ბერიანიძე დამხვდა, რომელმაც შემიკედლა, მიპატრონა და გზაზე დამაყენა. მისი დახმარებით, მუშაობა ბრუკლინში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მენეჯერად დავიწყე. ინგლისურად კარგად ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ ამის გამო ჩემთვის არასდროს არავის დაუცინია, პირიქით - თუ შეამჩნევენ, რომ რაღაცას ცდილობ, აუცილებლად დაგეხმარებიან... მოკლედ, საღამოს 6-დან დილის ხუთ საათამდე ვმუშაობდი, 9-ზე კი ლექციები მეწყებოდა და სასწავლებლამდე მისასვლელად საათ-ნახევარი მჭირდებოდა... ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვსწავლობდი ადამიანებთან ურთიერთობას და დამოუკიდებლობას. ამერიკული ცხოვრების სტილსა და რიტმს თანდათან მოვერგე.

- როგორც ვიცი, ერთი პერიოდი ცნობილი იაპონელი დიზაინერის, იოში იომომოტოს კომპანიაში მუშაობდი...
- კი და იქ დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლდით. ამ კომპანიას თავისი კლიენტები ჰყავდა, ძირითადად, ჰოლივუდელი მსახიობები. ხშირად ჩამოდიოდნენ რუსეთიდანაც, განსაკუთრებით ხშირად კი ფილიპ კირკოროვი გვსტუმრობდა... ამ კომპანიის ყველაზე დიდი მაღაზია ნიუ-იორკშია და მისი უსაფრთხოებაზე ზრუნვა მევალებოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ მეხუთე ავენიუზე, კომპანია "დიბიერსში" გადავედი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი კომპანია, რომლის მფლობელებს ბრილიანტის საბადოები აქვთ. ძვირფას ქვას თავად მოიპოვებენ, ამუშავებენ და ყიდიან. კომპანიას მთელ ამერიკაში აქვს მაღაზიები, მე ნიუ-იორკის მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დამნიშნეს.

- ვინ იყვნენ თქვენი კლიენტები?

- დადებული კონტრაქტის მიხედვით, ახლაც კი არ მაქვს უფლება, კლიენტები დაგისახელოთ. იმის თქმა კი შემიძლია, რომ ისინი იყვნენ მულტიმილიონერები, რომლებთანაც შეკვეთის უსაფრთხოდ მიტანა გვევალებოდა. ვთანამშრომლობდით ფედერალურ სამსახურთან, პოლიციის დეპარტამენტთან და სადაზღვევო კომპანიებთან. როდესაც 5 მილიონზე მეტი ღირებულების ნივთზე იყო შეკვეთა, ის თავად ხელმძღვანელ პირებს მიჰქონდა შემკვეთთან... როდესაც მაღაზიაში ახალი თანამშრომელი მოდიოდა, ჯერ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან უნდა გაევლო გასაუბრება, შემდეგ კი მასზე ინფორმაციის მოგროვება მევალებოდა. მერე მას ტრენინგებს ვუტარებდით, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო გაუთვალისწინებელ შემთხვევაში.

- ამ კომპანიიდან რატომ წამოხვედით?

- მთელი ცხოვრება რაღაც ახალს ვეძებ და კიდევ, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი, საკმაოდ კარგი სპორტული მონაცემების მიუხედავად, ფინანსების უქონლობის გამო, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ვერ ვახერხებდი. ალბათ, ამანაც მიბიძგა და მეგობართან, გიორგი მაჩაბელთან ერთად ნიუ-იორკში გავხსენი დარბაზი, სადაც ქართველი ემიგრანტების შვილები დადიან და არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც მათ ხარჯებს საკუთარი ჯიბიდან ვფარავთ. ეს ჩემთვის თითქოს, წარსული მძიმე ცხოვრებისგან მიყენებული ტრავმის კომპენსაციაა.

- ცოტა ხნის წინ საქართველოში იყავით, არა?

- საქართველოში ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი კარატეში, სადაც 52 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. თბილისში 7 სპორსტმენი ჩავიყვანეთ, მათ შორის - 4 ქართველი ემიგრანტი იყო. ისინი მეორედ იყვნენ საქართველოში: პირველად, როდესაც დაიბადნენ და მეორედ - ახლა. ამერიკაში ორი ოქროთი და სამი ბრინჯაოთი დავბრუნდით... ახლა ამერიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ. პარალელურად, ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც რესტორნებისა და ღამის კლუბების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ამავდროულად, ნიუ-იორკის კოლეჯში ინჟინრის პროფესიას ვეუფლები.

ანა წერეთელი, ბელგიაში მცხოვრები ქართველი:

- აქ სამუშაოდ ჩამოვედი. ბელგიაში მეგობრები მყავდა და მათი იმედი მქონდა. ქალაქ ბრიუგეში დავსახლდი. ადგილობრივებმა ინგლისური იცოდნენ, მაგრამ მივხვდი, მხოლოდ ინგლისურით ფონს ვერ გავიდოდი და მუშაობის ნებართვის აღებამდე, ბელგიურის სწავლა განვიზრახვე. მალე სამუშაოც მომცეს და პარალელურად, ვსწავლობდი კიდეც, მაგრამ აქ ყველა ასე იქცევა და ჩემი სიბეჯითით ვერავის გავაკვირვებ. ფლანდრიის ისტორიისა და კულტურის შესწავლის პარალელურად, სათბურში ვმუშაობდი, ყვავილებსა და ბოსტნეულს ვრგავდი, წიგნებს კი შესვენების დროს ვკითხულობდი. მერე სათბურის მეპატრონემ ბარი გახსნა და ჭურჭლის მრეცხავად წამიყვანა, მოგვიანებით დამაწინაურეს და მიმტანად გადამიყვანეს. შემდეგ უკვე შეფ-მზარეულს ვეხმარებოდი და საკმაოდ კარგი ანაზღაურება მქონდა - თვეში 2 ათას ევრომდე. აქ ბებიებისგან ნასწავლი კულინარიული ცოდნა გამოვიყენე და ზოგჯერ ქართულ კერძებსაც ვამზადებდი.

- ქართული კერძები მოეწონათ?

GzaPress- ძალიან მოეწონათ ხაჭაპური, ჩიხირთმა, ხარჩო, ჩაქაფული... ცოტა ხანში მზარეულის თანაშემწედ გადამიყვანეს. ამავდროულად, ორ ადგილას ვსწავლობდი და მეძინა ყველგან, სკვერში, ტრანსპორტში, შეფ-მზარეულის მაგიდაზე, ჭურჭლის სარეცხ ოთახში... დროთა განმავლობაში ცოდნა და გამოცდილება დავაგროვე და მეორე სამსახურიც ვიშოვე, - გიდობაც შევითავსე და თარჯიმნობაც (როგორც გითხარით, ინგლისურიც ვიცი). რაღაც პერიოდის შემდეგ ბრიუსელში, საქმეზე მომიხდა ჩასვლა და მოულოდნელი შემოთავზება მივიღე, - ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში, მსოფლიოში ცნობილი ადამიანები დადიოდნენ, ადმინისტრატორის თანამდებობა მომცეს. აქ შევხვდი ანჯელიან ჯოლის, ელტონ ჯონს, სტივენ სიგალს, არაბეთის შეიხს, პოლონეთის აწ უკვე გარდაცვლილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, რომელიც საოცრად თბილი ადამიანი გახლდათ. ერთხელ ამერიკელი მულტიმილიონერი ჩამოვიდა. მან თურმე, ინტერნეტით გაიცნო პოლონელი გოგო, რომელიც ზღვაზე ბარმენად მუშაობდა და მას ჩამოაკითხა. როგორც ვიცი, იმ გოგომ ინგლისური არ იცოდა, კაცმა კი მასწავლებელი დაუქირავა და სთხოვა, სამსახურისთვის თავი დაენებებინა, განათლებისთვის მეტი დრო დაეთმო. ამბობენ, რომ მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.

იქ 3 წელზე მეტხანს ვიმუშავე და ბელგიაში ცხოვრებისთვის საჭირო ყველა საბუთი მოვაგროვე. ახლა სამი შვილის დედა ვარ და ტაიმ-აუტი ავიღე, მაგრამ ერთ-ერთი რესტორნის მეწილე გახლავართ და ვიდრე აქტიურ ცხოვრებას დავუბრუნდები, საკუთარი ფული მაინც მაქვს.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (19)
22.06.2015
საქმე არ ვიცი, რა მდენად ეროვნულია, უცეკო თურქებს ქართული, ამაში დიდებულს მაინცდამაინც ვერაფერს ვხედავ, თუმცამ აშკარად ნიჭია, როდესაც უცხო ქვეყანაში ასეთ კარიერას გაიკეთებ... მისე კი, სიმპაწიჩნი კი არის ნოკოლოზი :))) თურქის სტილი რატო არჩიე ნიკუშ?.. :)
თათია
18.06.2015
ზევით აღნიშნულ ზოგიერთ კომენტარს ვერაფლით ავხსნიდი გარდა შორისა და ბაღისა... მთავარია ვინც პირადად ვიცნობთ და ვთანამშრომლიბთ ნიკოლოზ ლატარიასთან,კარგის გარდა არა გვეთქმის და ეს საკმარისია... მინდა წარმატებები ვუსურვო ამ ნიჭიერ და მონდომებულ ადამიანს...
კონცელიძე თამთა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ანუ რას გვაჭმევენ ჩვენი მეწარმეები
პოლიტიკოსი ქალბატონის ბელგიური წარმატება და გულის ამაჩუყებელი ინტერვიუ
80 წლის ქალბატონი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ კითხულობს ლექციებს
ძლიერი, წარმატებული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და ცოტათი ბუტია საპატარძლო
ბოლოს დროს სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ სულ სხვანაირი, ე.წ. ინდიგო
ქვემო ქედი შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს, დედოფლისწყაროდან 41 კილომეტრით არის დაშორებული.
"ჩემს წარსულში ბევრი საინტერესო თავგადასავალია"
საახალწლო და საშობაო ტრადიციები საზღვრებს მიღმა
ზამთრის დადგომასთან ერთად, როგორც ყოველთვის, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება და წელსაც სეზონის ყველაზე აქტუალური თემა სწორედ ვირუსია.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2198 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2448 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი