კალათბურთელისა და მოდელის შეხმატკბილებული წყვილი - გზაპრესი

კალათბურთელისა და მოდელის შეხმატკბილებული წყვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, კალათბურთელი თორნიკე შენგელია ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილზე, საკმაოდ წარმატებულ ქართველ მოდელ სალომე ჯუღელზე დაქორწინდა. წყვილი ამერიკაში ცხოვრობს და შვილის დაბადებას ელოდება. მათი სიყვარულის ამბავზე თავად სალომე მოგვიყვება.

- თოკო ზაზა ფაჩულიას შვილის ნათლობაზე გავიცანი.

- როგორც ვიცი, შენ და ზაზა დეიდაშვილები ხართ.

- ასეა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. თოკო ზაზას მეგობარია და აქედან გამომდინარე მოვიდა ბავშვის ნათლობაზეც.

- ერთმანეთი დანახვისთანავე მოგეწონათ?

- როგორც ზაზა ამბობს, ჩემით პირველივე დანახვით მოიხიბლა. თუმცა, არც მე დამრჩენია შეუმჩნეველი მისი გაწონასწორებული და ვაჟკაცური ქცევები.

- გაცნობის შემდეგ ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს?

GzaPress- იმ პერიოდში მე პარიზში ვცხოვრობდი, თოკო - ბელგიაში. პირველი შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დავმეგობრდით და ერთმანეთს მხოლოდ ასე ვეკონტაქტებოდით. გარკვეული პერიოდის მერე თოკომ პარიზში ჩამომაკითხა. სიმართლე გითხრათ, მისგან ასეთი სიურპრიზი ძალიან მესიამოვნა. პარიზში ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით და დავახლოვდით. ამის შემდეგ თოკო ხშირად ჩამოდიოდა და ერთმანეთს ვხვდებოდით.

- პირველად სიყვარულში როდის გამოგიტყდა?

- პარიზული შეხვედრების შემდეგ ისე მოხდა, რომ საქართველოში ორივე ერთდროულად ჩამოვედით და სიყვარულშიც ჩვენს მშობლიურ ქალაქში გამომიტყდა. შეხვედრები და სიურპრიზებით აღსავსე ურთიერთობა 3 წელი გაგრძელდა. სიყვარულის ახსნის შემდეგ კიდევ ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ერთი წლის შემდეგ კი ვიქორწინეთ.

- გარდა იმისა, რომ სამოდელო საქმიანობას ეწევი, კიდევ რა პროფესია გაქვს?

- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე. საოცრად მადლიერი ვარ ყველა იმ პედაგოგის, რომლებმაც სწავლაში შემიწყვეს ხელი. სწავლის პერიოდში 4 წელი პარიზში, "მეტროპოლიტენის" მოდელად ვმუშაობდი. გამოცდებისთვის საზღვარგარეთ ვემზადებოდი. საფრანგეთში წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე, 3-წლიანი მიწვევა მივიღე ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟული სამოდელო სააგენტოდან. ეს ის პერიოდი იყო, როცა მე და თოკო შეყვარებულები ვიყავით და თოკო ამერიკაში ცხოვრობდა. ცხადია, ამ მიწვევამ გამახარა. სწორედ ამერიკაში გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავით და ოჯახი შეგვექმნა.

- ქორწილი სად გადაიხადეთ?

- მცხეთაში. ჩემი და თოკოს მეჯვარეები ჩვენი უახლოესი მეგობრები იყვნენ. სხვათა შორის, ქორწილი ისე დავგეგმეთ, რომ უცხოელი და ქართველი სტუმრებისთვისაც საინტერესო და სასიამოვნო ყოფილიყო ანუ 2-ნაწილიანი წვეულება გვქონდა - ევროპული და ქართული.

- მშობლებმა როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება?

- ჩვენმა მშობლებმა ყველაფერი თავიდანვე იცოდნენ და შესაბამისად, არც გაჰკვირვებიათ, ჯვრისწერა რომ გადავწყვიტეთ. შეყვარებულობის პერიოდში გავიცანით ერთმანეთის მშობლები და დავმეგობრდით კიდეც.

- დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- ძალიან კარგი დედამთილი მყავს. ის თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. მიყვარს და მინდა, ჩვენით სულ ბედნიერი და გახარებული იყოს.

- ამჟამად სად ცხოვრობთ?

- თოკოს საქმიანობიდან გამომდინარე, ამერიკაში ვცხოვრობთ.

- შენ ისევ სამოდელო საქმიანობას ეწევი?

- ამ ეტაპზე, გარკვეული მიზეზების გამო, სამოდელო საქმიანობას შევეშვი.

- როგორც ვიცი, შვილს ელოდებით. საქმიანობაში ხელი ალბათ ამან შეგიშალა.

- დიახ, ასეა! უკვე მოლოდინის რეჟიმში ვართ, ყოველდღე ველოდებით ჩვენი პატარას დაბადებას.

- რამდენი შვილის ყოლას აპირებთ?

- რამდენსაც უფალი გვაჩუქებს (იცინის).

- შენი დეიდაშვილი ზაზა ფაჩულიაც ამერიკაში ცხოვრობს. ხშირად ნახულობთ ერთმანეთს?

GzaPress- დიახ, ზაზა თავის მეუღელესთან ერთად, ამერიკაში ცხოვრობს. მას არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს. ის ყველაფერში მხარში მიდგას და მგულშემატკივრობს. როცა ჩვენს მეუღლეებს თავისუფალი დრო აქვთ, ვიკრიბებით და სადმე გასართობად მივდივართ.

- საინტერესოა, მოდელობა რა ასაკიდან დაიწყე?

- 14 წლის ვიყავი, სამოდელო სააგენტო "ნატალიში" რომ მივედი. სწორედ ამ სააგენტოდან დაიწყო ჩემი წარმატებები.

- როგორც ვიცი, შენი ფოტოები რამდენიმე ფრანგულ გამოცემებშიც დაიბეჭდა.

- არა მარტო ფრანგულ, არამედ სხვა უცხოურ გამოცემებშიც. 5 წელი საკმაოდ დატვირთული სამოდელო კარიერა მქონდა.

- შენი მეუღლე საკმაოდ წარმატებული კალათბურთელია. ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. მათზე ხომ არ ეჭვიანობ?

- როცა წარმატებული და ცნობილი ადამიანი ხარ, ბუნებრივია, ბევრი თაყვანისმცემელიც გყავს. ეს გააზრებული გვაქვს და ვიცით, რომ ერთმანეთი უაზრო ეჭვიანობით არ უნდა დავღალოთ. მეც და თორნიკეც პოზიტიური ადამიანები ვართ და შესაბამისად, ყველაფერში პოზიტივს ვხედავთ. ერთმანეთი გვიყვარს და აქედან გამომდინარე, ერთურთს თვალდახუჭული ვენდობით. სიყვარული უნდა აბედნიერებდეს ადამიანს და არ ტანჯავდეს.

- სტადიონზე თორნიკეს საგულშემატკივროდ ხშირად დადიხარ?

- რა თქმა უნდა, თოკოს ყველა თამაშს ვესწრები და აქტიურად ვგულშემატკივრობ. ასეთ დროს ძალიან ვღელავ. მინდა, თოკოს სულ წარმატებები ჰქონდეს და მისით საქართველო ამაყობდეს.

- დაბოლოს, ცოლ-ქმარი ერთმანეთს რით ანებივრებთ?

- პირველ რიგში, ერთმანეთს სიყვარულით, ერთგულებითა და პატივისცემით ვანებივრებთ. გვიყვარს, როცა ერთმანეთს ვახარებთ.

სოფო ჭონიშვილი