მოძღვარი, რომლის ლოცვა-კურთხევით ოცდაათამდე უშვილო ოჯახში ბავშვი დაიბადა
font-large font-small
მოძღვარი, რომლის ლოცვა-კურთხევით ოცდაათამდე უშვილო ოჯახში ბავშვი დაიბადა
"ექიმების თქმით, ფეხმძიმობა ხელოვნური განაყოფიერების გზითაც კი შეუძლებელი იყო"

დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი მისმა წინამძღვარმა, დეკანოზმა მერაბ დეკანოსიძემ 2010 წელს ააგო. მას შემდეგ ტაძარში არაერთი ღვთიური სასწაული აღესრულა.

მამა მერაბმა და მისმა მეუღლემ, რომელთაც მანამდე არასოდეს დაუხატავთ, ორი წლის წინ ხატვა და ხატწერა დაიწყეს და მათი სურათები თუ წმინდა ხატები დამთვალიერებელმა უკვე ათამდე პერსონალურ გამოფენაზე იხილა... ტაძარში მისულ ოჯახური პრობლემების მქონე მორწმუნეებს მამა მერაბი სახლში დასაბრძანებლად საკუთარი ან მეუღლის, მაია ჯანვერდაშვილის მიერ დაწერილ ხატებს ატანს და გარკვეული დროის შემდეგ მრევლისგან მადლიერების სიტყვებს ისმენს... ამჯერად იმ უშვილო წყვილების შესახებ მოგითხრობთ, ვისაც ბავშვი სწორედ ამ ტაძარში მისვლისა და მამა მერაბის დალოცვის შემდეგ შეეძინათ... ღვთის მადლითა და მამა მერაბის ლოცვა-კურთხევით ორი წლის მანძილზე საქართველოში უკვე ოცდაამდე ბავშვი დაიბადა...

მამა მერაბი:

- ხუთი წლის წინ ტაძარში ერთი გოგონა მოვიდა. მითხრა, უკვე რვა წელია შვილი არ მყავსო. ჯვარი გადავსახე და ვუთხარი, სამ თვეში უფალი შვილს გაჩუქებს-მეთქი. ზუსტად სამი თვის შემდეგ ფეხმძიმედ ვარო - მითხრა. ახლა უკვე ორი შვილი ჰყავს. მახსოვს, უშვილობის გამო ერთხელ ტაძარში ძალიან დამწუხრებული მამაკაცი მოვიდა. ვუთხარი, წმინდა ნიკოლოზის ხატი წააბრძანე და სამ თვეში შვილი მოგეცემა-მეთქი. ნიკოლოზობას ვზეიმობდით, რომ დამირეკა - დღეს ჩემი მეუღლე ექიმთან იყო და ფეხმძიმედ აღმოჩნდაო. ჩემგან გაიგეს, რომ ის დღე ნიკოლოზობა იყო... ასე გაჩნდა პატარა ნიკოლოზი... ერთხელ, უცნობი გოგონას პორტრეტი დავხატე. რამდენიმე დღეში ტაძარში გოგონა შემოვიდა. იქვე ვიდექი. სურათიც ახლოს იდო. ვიფიქრე, რა ნაცნობი სახე აქვს-მეთქი. ორივემ თითქმის ერთდროულად შევხედეთ ნახატს და მივხვდით, რომ სურათზე სწორედ ის იყო დახატული. მას შემდეგ ხშირად მოდიოდა ტაძარში. თურმე, არც მას ეძლეოდა შვილი. წმინდა ნიკოლოზის ხატი გავატანე... ახლა ერთი შვილის დედაა და მეორეს ელოდება...
GzaPress
მიდგომილი მარიამი

შორენა ხელაძე, მორწმუნე:

- შვილი ხუთი წელი არ მყავდა. სად არ ვიარე, როგორ არ ვიმკურნალე... საბოლოოდ, ექიმებმა დამარწმუნეს, რომ შვილი არასოდეს მომეცემოდა. მე და ჩემი მეუღლე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მივედით და მამა მერაბს ჩვენი გულისტკივილი გავანდეთ. მაშინვე გვითხრა, თქვენ აუცილებლად მოგცემთ უფალი შვილსო და თან მისივე დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გაგვატანა. იმ დღიდან ჩემმა მეუღლემ ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, დაიცვა შობის მარხვა. ერთ-ერთ შეხვედრაზე მამა მერაბმა გვითხრა, ძველით ახალი წლის შემდეგ სახლს გიკურთხებთ და მალე ორსულობის ამბავსაც შეიტყობთო. ზუსტად მახსოვს, 25 იანვარი იყო როცა სახლი გვიკურთხა. რამდენიმე დღეში კი გავიგე - ფეხმძიმედ ვიყავი. თანაც, ღვთის მადლით, ორსულობა ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

- უშვილობის მიზეზად ექიმები რას ასახელებდნენ?

- სრულად მქონდა დაზიანებული მილები. ამას ახლდა კიდევ სხვა სამედიცინო პრობლემები, რაც ექიმების თქმით, ჩემს ორსულობას აბსოლუტურად გამორიცხავდა. ეს იმდენად შეუძლებელი იყო, ექიმი ხელოვნურ განაყოფიერებასაც კი არ მირჩევდა. გაოცდნენ, როცა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ გაიგეს. მამა მერაბი მუცელზე ხელს მადებდა, ჯვარს მსახავდა და თან ლოცვას მიკითხავდა ხოლმე...
GzaPress
ხათუნა მაყაშვილი, მორწმუნე:

- შვილი რვა წელი არ მყავდა. როცა უფალმა ინება და დავფეხმძიმდი, ექიმთან ერთ-ერთ ვიზიტზე მითხრეს, რომ ბავშვი არ სუნთქავდა და მეორე დღეს აბორტისთვის დამიბარეს... ალბათ, წარმოგიდგენიათ, იმ დღეს რა დღეში ვიქნებოდით ოჯახის წევრები... მაშინ მამა მერაბი ტაძარს აგებდა და შეწირულობაზე თავად დადიოდა. საღამოს კარზე ზარი გაისმა. გავაღეთ. მამა მერაბი იდგა. ვუთხარით ჩვენი თავზარდამცემი ამბის შესახებ. შემოვიდა და მთელი ღამე ლოცვები მიკითხა, დილამდე არ დაგვტოვა. მეორე დღეს ექიმთან წავედი და მითხრეს, რომ ბავშვი სუნთქავდა... ახლა უკვე ექვსი წლისაა...

სოფო ნაკაშიძე, მორწმუნე:

- მრავალწლიანი მკურნალობის მიუხედავად შვილი არ მყავდა. ყოველგვარმა მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა. მამა მერაბთან დედა იყო მისული. სახლში მიდგომილი ღვთისმშობლის ხატი წავაბრძანეთ. ერთ დღეს, ტაძარში მისულ ჩემს მეუღლეს მამა მერაბმა უთხრა, შენი მეუღლე მაისის თვეში დაფეხმძიმდებაო. მართლაც, მაისში შევიტყვე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი...


GzaPress
ია ბასილაძე, ეკლესიის თანამშრომელი:

- მამა მერაბს ერთი ძველისძველი ანაფორა აქვს, სამშენებლო სამუშაოებისას იცვამს ხოლმე. ერთი თვის წინ მუშა გვყავდა, სამშენებლო მასალა გადმოტვირთეს და 30 ლარი უნდა გადაგვეხადა. მამა მერაბს ფული არ აღმოაჩნდა და ძალიან ნერვიულობდა - მინდა დღესვე მივცე, იქნებ როგორ სჭირდებათო. ის ძველი ანაფორა გადაიცვა, ძაღლს გავხედავო. ერთი წუთიც არ გასულა, დავინახე, ჩემკენ მორბოდა - ანაფორაში ფული შენ ჩადეო? მე, რა თქმა უნდა, იქ არაფერი ჩამიდია. ჯიბეში მოძღვარს ზუსტად 30 ლარი დახვდა... გახარებულმა და გაოცებულმა მისცა ფული მუშებს. მინდა კიდევ ერთი სულ ახლახან მომხდარი ამბავი გიამბოთ... ერისკაცობაში მამა მერაბს ნაცნობმა 200 ამერიკული დოლარი გამოსძალა. მას შემდეგ აღარ უნახავს. ახლახან შეიტყო, რომ ის ადამიანი გარდაიცვალა. ოჯახის წევრებს უთხრა ცხედარი ტაძარში მოესვენებინათ და მიცვალებულის სულის საოხად ყველა საჭირო საეკლესიო წესი აღასრულა. დაკრძალვის დღეს, როცა საღამოს შესაწირი ყუთი გაიხსნა, მასში არც მეტი, არც ნაკლები - ზუსტად 200 ამერიკული დოლარი იყო. დიდება უფალს! მამა მერაბისა და მისი მეუღლის, მაია ჯანვერდაშვილის დაწერილ ხატებს არა მხოლოდ უშვილობის, არამედ ჯანმრთელობის, კონფლიქტის, სიდუხჭირის პრობლემის მქონე ოჯახებში მიაბრძანებენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ადამიანები ამბობენ, რომ მათი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა... მახსოვს, ტაძარში მორიდებული ცოლ-ქმარი დადიოდა. როცა მამაო გაესაუბრა, აღმოჩნდა, რომ არც ერთი არ მუშაობდა და ოჯახი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა... მოძღვარმა ცოლ-ქმარს ჯვარი გადასახა, ხატი გაატანა და უთხრა: მალე ორივეს გექნებათ სამსახურიო... მართლაც, დღეს ორივე მუშაობს...
შორენა ლაბაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (158)
31.05.2017
მომწერეთ ვინმემ რომელ დღეებში შეიძლება ვნახოთ.
ია
29.05.2017
ნებისმიერ დღეს ვნახავთ ტაძარში მამა მერაბს?ვინც ზუსტად იცით მიპასუხეთ, გთხოვთ, რეგიონიდან უნდა ჩავიდე.
ია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მამაკაცებმა საცურაო კოსტიუმების ჩაცმა დაიწყეს"
"ანტუანი და პატარა უფლისწული" მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე
დიდი ბრიტანეთის ბიზნესასოციაციის ქართველი წევრის ინტერვიუ
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
მშენებელი, ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი და ყოფილი მორაგბე სანდრო საკანდელიძე ამჟამად ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ფინანსური დირექტორია.
ახალი სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
0 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
0 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
2 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
0 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
0 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
10 კომენტარი