ნაყიდი ბავშვები და მილიარდერის უცნაური აკვიატება
font-large font-small
ნაყიდი ბავშვები და მილიარდერის უცნაური აკვიატება
რამდენიმე თვეა, ძალოვნები ჩვილი ბავშვების დაბადების მოწმობების გაყალბებასთან დაკავშირებულ საქმეს იძიებენ და არკვევენ, მართლა მოხდა თუ არა საზღვარგარეთ ჩვილების უკანონოდ გაყვანის ფაქტები.
ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სახალხო დამცველის აპარატმა, პროკურატურას დაწყებული გამოძიების გონივრულ ვადებში დასრულებისკენ მოუწოდეს. თუმცა, ძალოვანებს ჯერჯერობით არ უცნობებიათ საზოგადოებისთვის, დადასტურდა თუ არა დანაშაული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ორგანიზაცია - "მომავლის იმედის" მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ დანაშაულის სავარაუდო სქემა ასეთია: კანონის მიხედვით, სუროგატ დედას დაბადებული ჩვილის მშობლად ცნობის უფლება არ აქვს, რადგან ის არ არის ბავშვის ბიოლოგიური დედა. ამიტომ სუროგატი დედები სუროგაციის ფაქტს მალავდნენ, ისინი რეესტრში კანონიერ დედებად რეგისტრირდებოდნენ და ბავშვის მამად ასახელებდნენ იმ უცხოელს, რომელსაც ჩვილის საქართველოდან გაყვანა სურდა. შემდეგ ბიოლოგიურ დედად მითითებული პირი დედობაზე უარს ამბობდა, რაც ბავშვის მამად მითითებულ უცხოელს შესაძლებლობას აძლევდა, პატარა საქართველოდან გაეყვანა.

"მომავლის იმედის" ხელმძღვანელი - თამარ ხაჭაპურიძე ამ მაქინაციებში "ნიუ ლაიფ ჯორჯიას" ხელმძღვანელ მარიამ კუკუნაშვილს ადანაშაულებს. მათ შორის დავა დიდი ხანია მიმდინარეობს. თავად კუკუნაშვილმა უკვე უჩივლა ხაჭაპურიძეს ცილისწამებისთვის და მის დასჯას ითხოვს.

მარიმ კუკუნაშვილი:
GzaPress- ეს ადამიანი, იმისათვის, რომ გამოჩნდეს ტელევიზიაში, ექვსი წელიწადია მებრძვის და ტყუილებს იგონებს. ისიც კი თქვა, თითქოს ჩემი შვილებიც გასაყიდად მინდოდა და ამის გამო, დნმ-ის ტესტის გაკეთება მოგვიხდა. სხვადასხვა უწყებაში მიჩივლა. პროკურატურა ვალდებულია, საქმე აღძრას შემოსულ განცხადებაზე და მოიკვლიოს დეტალები. მართალია, ყველა საქმე დანაშაულის ნიშნის არარსებობის გამო იხურება, მაგრამ ძალოვან სტრუქტურებში ჩვენების მისაცემად სიარული არა მარტო მე მიწევს, არამედ ორსულ სუროგატებსაც, ექიმებსაც. რაც შეეხება მის ბრალდებას, რომ ეს იყო საქართველოდან ბავშვის გაყვანის მეშვიდე შემთხვევა, ამას ვადასტურებ, მაგრამ აქვე განვმარტავ: ბრიტანეთის საელჩო წყვილებს მიუთითებდა, რომ ჩვილის დაბადების მოწმობაში სუროგატი დედა ჩაეწერათ. შემდეგ ბრიტანული კანონმდებლობით, როცა მშობლები თავიანთ ქვეყანაში ჩავლენ, სასამართლოს გზით ხდება სუროგატი დედის ამოწერა ამ მოწმობიდან და ჩვენც მოგვდის შეტყობინება ამის შესახებ, იქვე მითითებულია ბავშვის ბიოლოგიური მშობლების სახელი. შვიდმა ბრიტანელმა წყვილმა გააკეთა მსგავსი რამ და ამის გამო ატეხა ხაჭაპურიძემ ხმაური. მერე ისიც თქვა: ჩემს პაციენტსაც მოსთხოვეს საელჩოში ანალოგიური სქემით ემოქმედაო. თუ ამას საელჩო ავალებდა, მე რა შუაში ვარ?.. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისიც კი თქვა, რომ ბავშვის გაყიდვა მოხდა "გეებზე". თუ ჩვეულებრივ წყვილებზე ვამბობთ, რომ მათ პატარა იშვილეს, არატრადიციული ორიენტაციის მქონე წყვილების შემთხვევაში, რატომ ვიყენებთ სიტყვას - "გაყიდვა"? ეს დისკრიმინაციაა. ჰომოფობია სამარცხვინოდ ითვლება. გეებსაც ჩვეულებრივი ოჯახები აქვთ. თუმცა, სისულელეა იმის თქმა, რომ საქართველოდან გაშვილებული პატარა "გეებთან" მოხვდა, რადგან ამას ქართული კანონმდებლობა კრძალავს და შეუძლებელია, ასეთი რამ მომხდარიყო. ამას ვაკეთებთ მხოლოდ უცხოეთის ფილიალებში. მერწმუნეთ, ყველა გაშვილება მაქსიმალურად, კანონის დაცვით მიმდინარეობს.

- ხომ არ იცით უკანონოდ გაშვილების ფაქტები?
- იყო სამი შემთხვევა, როცა დარეკა ჩვენთან ფეხმძიმემ და გვითხრა, რომ სურდა ბავშვის გაშვილება. ისინი ჩვენგან ითხოვდნენ, მოგვეძებნა უცხოელები, რომლებიც პატარას სანაცვლოდ დიდ თანხას გადაიხდიდნენ. ჩვენი პასუხი ასეთი იყო: "მიმართეთ გაშვილების სამსახურს!" იმის გამო, რომ მათ რაიმე კრიმინალი არ ჩაედინათ, დავწერეთ განცხადება და სამართალდამცავებს მათი სახელი და გვარები მივაწოდეთ, თუმცა, პოლიციამ ისინი ვერ იპოვა.

- ცოტა ხნის წინ, თქვენი ინფორმაციის საფუძველზე, იაპონელი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ჩვილების გაყიდვა წარუდგინეს...
- ერთხელ მარტოხელა მამაკაცმა გვითხრა, რომ სურდა, სუროგატს მისთვის შვილი გაეჩინა. თავიდანვე დამაეჭვა მისმა ასაკმა - 22 წლის იყო. ძირითადად, შემკვეთები 35 წლიდან არიან. ეს მამაკაცი სუროგატ ქალს ტაილანდის ფილიალში აჩენინებდა შვილს. ცოტა ხანში ამ მამაკაცის ასისტენტს შეეშალა და მისი სხვასთან გასაგზავნი წერილი ჩემთან აღმოჩნდა. იმ წერილით გავარკვიე, რომ სხვა ქვეყანაშიც ჰყავდა ორსულები და იმ მომენტისთვის ერთდროულად, 6 ბავშვს ელოდებოდა. ამის მერე გავგზავნეთ წერილი ინტერპოლის სათავო ოფისში, იაპონიის საელჩოში, ეს ამბავი ვაცნობეთ ჟურნალისტებს. მის სახლში 15 ბავშვი იპოვეს, რომელთა მოსავლელად ძიძები ჰყავდა აყვანილი. თავიდან ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა, კრიმინალი ყოფილიყო, მაგრამ მალე გაირკვა მისი ვინაობა და ოჯახური მდგომარეობა. ამ მამაკაცის მამა "ფორბსის" მილიარდერების სიაში მეხუთე ადგილზეა. ამჟამად 4 ბავშვი ჰყავს სახლში, დანარჩენი პატარები კი ჩამოართვეს. მიმდინარეობს გამოძიება. მამამისმა დაიქირავა იურისტები და ცდილობენ, ბავშვები დაიბრუნონ. არ ვიცი, ამ ადამიანს აქვს თუ არა ფსიქიკური გადახრა, მაგრამ როცა მას ჩვენმა თანამშრომელმა ჰკითხა: ამდენი ბავშვი რად გინდაო? მან ჯერ უთხრა: არჩევნებში მინდა, გავიმარჯვოო, - მერე კი თქვა, - მინდა, ჩემი ბიზნესები მათ გადავაბარო, რადგან სხვებს არ ვენდობიო. ბოლოს ფილოსოფიური პასუხი გასცა ამ მარტივ კითხვას, - იმაზე კარგი რა უნდა გავაკეთო ამ ქვეყანაში, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ უამრავ შთამომავალს დავტოვებო?!

- თქვენთან გაუჩინეს სუროგატებმა შვილები?
GzaPress- ჩვენთან, ტაილანდის ოფისში მან აიყვანა ორი სუროგატი და ვიდრე ბავშვები გაჩნდებოდნენ, მანამდე გახმაურდა ყველაფერი. ეს ამბავი საქართველოში არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, რადგან აქ იკრძალება მარტოხელა მამაკაცების მიღება... მერე მისი მილიარდერი მამაც ჩამოვიდა ტაილანდში და თქვა, - ნაწილობრივ საქმის კურსში ვიყავი, ვიცოდი, რომ ჩემს შვილს ბევრი შვილის ყოლა სურდაო. ამ სკანდალის მერეც ითხოვდა ჩვენგან, რომ სუროგატებს მისთვის ბავშვი გაეჩინათ, მაგრამ უარი ვუთხარით. იმასაც ამბობდა: არ მინდა ცოლის მოყვანა, მხოლოდ შვილები მინდა და მსურს, წელიწადში 15 პატარა მყავდეს. აზოტის აპარატურა უნდა შევისყიდო, რომ ჩემი სპერმა გავყინო და როცა დავბერდები, მერეც გაჩნდებიან ჩემი შვილებიო. არაორდინარული შემთხვევაა, ადამიანს ათასობით ბავშვის გაჩენა უნდოდეს.

- თქვენ კატეგორიულად უარყოფთ, რომ საქართველოდან გაყვანილი ჩვილი "გეი" წყვილთან მოხვდა?
- საქართველოში ყველაფერი კანონის შესაბამისად ხდება. ჩვენი ფილიალები ტაილანდში, ნეპალში, ინდოეთში, კალიფორნიაში გვაქვს და იქ ემსახურებიან ერთსქესიან წყვილებს. საქართველოში კი ასეთ ოჯახს ვერ მივიღებთ, რადგან ჩვენი კანონმდებლობით, მსგავსი ქმედება დასჯადია; აუცილებელია, სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენის მსურველი წყვილი კანონიერ ქორწინებაში იყოს. ასაკობრივი შეზღუდვა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ არასოდეს გვყოლია 20-25 წლის ასაკის მსურველი, 60-63 წლის ადამიანებს კი, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, უარს ვეუბნებით.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (6)
15.10.2014
მილიარდერის საქციელი არაორდინალურია, ტუმცა ნორმალურია?ახლა მეორე:60 წლის ხალხს უარს რომ ეუბნებით ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე,იგივე მიზეზით უარის თქმა "გეებზე" სირცხვილი და მათი დისკრიმინაციაა? ამ დროს ბავშვის უფლებები არ ირღვევა? იქნებ ბავშვს ჯანსაღი ოჯახი უნდოდა
ara
14.10.2014
...და ამ ბავშვების ცოდვით რა მილიონერობაზეა საუბარი...და საერთოდ მილიონერობა ხომ არაა ადვილი და იქნებ ვინმე დაინტერესდა ამ სტატუსის წარმომავლობით.მე პირადად დიდი ეჭვი მაქვს...
დალი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საოჯახო ალბომში ძალიან ბევრი უნიკალური ფოტო ინახება.
როცა ცხოვრება გაიძულებს, სუროგატი დედა გახდე...
გოჩა შათირიშვილი ბოლო 25 წელია, არგენტინაში ცხოვრობს.
საქართველოს ისტორიაში იყვნენ ქალები, ვინც ამა თუ იმ ეპოქის დოგმებს არ ეპუებოდნენ და წინაპრების წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ მიდიოდნენ.
ექვსი წელია, ნიკას სკოლაში, ყოველ გაზაფხულს ტარდება საქველმოქმედო ღონისძიება
ძლიერი ქალი, რომელსაც უბრალოდ, ადამიანები უყვარს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1404 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი