საქართველოში შვილად აყვანის რეგულაციები მკაცრდება
font-large font-small
საქართველოში შვილად აყვანის რეგულაციები მკაცრდება
საქართველოში თითქმის 3000-მდე ადამიანი ელოდება ბავშვის შვილად აყვანას და წლების მანძილზე უწევთ რიგში ყოფნა.
სამწუხაროდ, ხშირად - უშედეგოდ, რადგან გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვი ძალიან ცოტაა. ამიტომ ადამიანებს მოთმინების ფიალა ევსებათ და ისინი იმაზე იწყებენ ფიქრს, რომ სხვა გზით იშვილონ პატარა. სამწუხარო რეალობაა, რომ წლების წინ შვილის გაყიდვა ზოგიერთისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, ბევრმა ეს ოჯახის შემოსავლის წყაროდაც აქცია. მიზერულ ფასად, 500 ლარადაც კი ყიდდნენ დედები საკუთარ ჩვილებს. საბედნიეროდ, საქართველოში ეს პრობლემა მოგვარდა. ყველამ იცის, რომ დღეს მსგავსი ქმედების ჩადენისთვის, უმკაცრესად დაისჯება. თუმცა, ისიც ფაქტია: რისკის მიუხედავად, ფარული გარიგებები მაინც ხდება. ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული ფორმა მშვილებელსა და გამშვილებელს შორის მოლაპარაკებაა. როცა ორივე მხარე დაინტერესებულია, ძნელია გამოავლინო კორუფცია.

შვილად აყვანისა და მინდობითი აღზრდის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. დღეს მოქმედი კანონით, მშობელს, რომელიც შვილზე უარს ამბობს, აქვს უფლება, ბავშვის მშვილებელი ოჯახი თავად შეარჩიოს. პირდაპირი წესით გაშვილების პროცედურებში ცვლილების შემდეგ, მშობელს ამის უფლება აღარ ექნება. გასაშვილებელი ბავშვი პირდაპირ რეესტრში მოხვდება და რიგში მყოფ ადამიანს შესთავაზებენ პატარას.

კანონის ამოქმედების შემდეგ, 50 წელს გადაცილებულ პირებსაც აღარ ექნებათYჩვილის აყვანის უფლება. თუ დაქორწინებული პოტენციური მშვილებლებიდან ერთ-ერთი 50 წელს გადაცილებულია, ხოლო მეორეს ჯერ არ მიუღწევია 50 წლამდე, მაშინ გამონაკლისს დაუშვებენ და წყვილი სასურველ პატარას იშვილებს.

შვილად აყვანის პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო არეგულირებს. გვესაუბრება სამსახურის ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე:
- პატარა რომ გააშვილონ, მას პირველ რიგში, გასაშვილებელი სტატუსი უნდა მიენიჭოს. სტატუსის მინიჭება მაშინ ხდება, თუ პატარას მშობლები გარდაცვლილი ან დაკარგული ჰყავს და ეს აღიარებულია სასამართლოს გზით. სტატუსი ენიჭებათ ისეთ ბავშვებსაც, რომელთა მშობლები ქმედუუნარო არიან და თანხმობას აცხადებენ ბავშვის გაშვილებაზე. მას შემდეგ, რაც ეს სტატუსი მიენიჭება, იწყება გაშვილების პროცედურა და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირდება. 16 წელი მაინც უნდა იყოს სხვაობა მშვილებელსა და გასაშვილებელს შორის, ზედა ზღვარი კი 50 წელი იქნება. არსებობს მშვილებელ კანდიდატთა რეესტრი. როგორც კი წყვილი დარეგისტრირდება, ხდება როგორც პიროვნების, ასევე მისი სოციალურ, ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმება. ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი ამ ადამიანებს შეხვდება და არკვევს, რამდენად მისაღები ოჯახია ანუ ბავშვის ინტერესია უმთავრესი. მშვილებელს უნდა ჰქონდეს მისი გაზრდისთვის შესაბამისი გარემო, უნდა შეეძლოს სტრესთან გამკლავება, პატარასთან ურთიერთობა. რეესტრში ხდება ასევე მშვილებელის სურვილების დაფიქსირება, თუ როგორი ბავშვი უნდა, რა ასაკის, გოგო თუ ბიჭი...

- ბავშვის აყვანის დროს სქესაც აქცევენ ყურადღებას?
- უმეტეს შემთხვევაში, მოთხოვნა ჩვილ გოგონაზეა. რეესტრში მხოლოდ უშვილო წყვილები არ არიან დარეგისტრირებული: შვილის აყვანის სურვილი მარტოხელა ქალებსაც აქვთ და ურჩევნიათ, გოგონა აიყვანონ. აგვისტოს მონაცემებით, 2981 მსურველი ელოდება შვილს, მაგრამ თითქმის ყველას უნდა ჩვილი, მაქსიმუმ, 2 წლამდე პატარა. არ სურთ, ბავშვმა იცოდეს, რომ აყვანილია. ამიტომაც იქმნება პრობლემა: ამ სტატუსის მატარებელი, ასაკით უფროსი ბავშვები რიგში დგანან, მაგრამ მათზე მოთხოვნა ძალიან მცირეა. 10-12-14 წლის ბავშვები გვყავს გასაშვილებელის სტატუსით, ასევე, გვყავს ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარა, მაგრამ მათზე მოთხოვნა საერთოდ არ არის. წელს მხოლოდ ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი გაშვილდა და ისიც, უცხოეთში.

- უცხოეთში ბავშვის გაშვილება უპრობლემოდ ხდება?
- ამას კანონი არეგულირებს. უცხოეთში ძირითადად, დაავადებული ბავშვები ხვდებიან, ვინაიდან საქართველოში მათი შვილად აყვანა პრაქტიკულად, არ ხდება. საერთაშორისო გაშვილება ხდება ჰააგის კონვენციით. იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობენ, გავლილი აქვთ აკრედიტაცია. ბავშვის უსაფრთხოებაზე პასუხს აგებს სახელმწიფო. ცნობისათვის, ყველა საერთაშორისო შვილად აყვანა წინასწარ უნდა შეთანხმდეს როგორც გამშვილებელი, ასევე მიმღები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებთან - ესეც ბავშვის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია.

წელს გაშვილებული 3 წლის გოგონა, რომელიც უსინათლო იყო, ახლა ამერიკაში, ძალიან კარგ ოჯახშია. წარმოიდგინეთ, წყვილმა, ვიდრე მას წაიყვანდა, ცოტა ქართულიც ისწავლა, რათა კომუნიკაცია არ გასჭირვებოდათ. ასევე, ისწავლეს "ბასტი-ბუბუს" ქართული სიმღერებიც: რადგან ბავშვი მღეროდა, სურდათ, აყოლოდნენ...

- ამჟამად რამდენი გასაშვილებელი პატარა გყავთ?
- გასაშვილებელი სტატუსის მქონე 64 ჯანმრთელი ბავშვი გვყავს, აქედან - მხოლოდ 21-ია შედარებით პატარა ასაკის, რომელზეც არის მოთხოვნა. დანარჩენები არიან 14 წლისები და უფრო დიდები, მაგრამ მათი წაყვანის სურვილი არავის აქვს. ჯანმრთელობის პრობლემით კი 113 პატარა გვყავს და როგორც მოგახსენეთ, მათზე მოთხოვნა ნულია. 29 ბავშვი წინააღმდეგია გაშვილების. ცნობისათვის, 10 წლის ასაკიდან უკვე მოზარდის აზრს ითვალისწინებენ... მიმდინარე წელს საქართველოში ოჯახებმა 116 ბავშვი გაიყვანეს. უპირატესობა ენიჭება რიგში მყოფ ადამიანს, მაგრამ თუ პატარა მისი მოთხოვნის შესაბამისი არ არის, მაშინ ბავშვს სხვას სთავაზობენ. რიგში დგას წყვილი, რომელიც 1998 წელს არის დარეგისტირებული. წლების მანძილზე, მათ რამდენიმე შეთავაზებაზე უარი თქვეს, რადგან უნდოდათ მაინცდამაინც ჩვილი გოგონა. ახლა უკვე 63 წლისები არიან და ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, მათზე ვეღარ მოხდება გაშვილება. კანონის ამოქმედების შემდეგ, ეს გზაც მოესპობათ.

- დღეს მოქმედი კანონით, გაშვილების მეორე გზა ბიოლოგიურ მშობელსა და მშვილებელს შორის შეთანხმება იყო. ირკვევა, რომ მომავალში ადამიანებს ამის უფლებას კანონი აღარ მისცემს.
- პირდაპირი მიშვილების წესის შემთხვევაში, ოჯახებს შემოაქვთ განაცხადი. ყველა ასეთ საქმეს ეცნობა პროკურატურა, რათა გამოიკვლიოს, ხომ არ არის იქ რაიმე სახის გარიგება. როგორც წესი, პროკურატურიდან დადებითი პასუხი მოდის და პატარას გაშვილება ხდება. ბუნებრივია, არც ერთი მხარე არ აღიარებს, რომ ფული გადაიხადა ან შვილი გაყიდა.

- შვილობილობის ინსტიტუტმა გაამართლა?
- სახელმწიფოს სურს, ბავშვთა სახლებში არ იყვნენ პატარები. ჩვენ ვცდილობთ შევისწავლოთ იმ ოჯახების მდგომარეობა, რომლებიც აკეთებენ განაცხადს, რომ სურთ ჰყავდეთ შვილობილი. მოგეხსენებათ, მათ სახელმწიფო თითო ბავშვზე 450 ლარს უხდის და დღევანდელი მონაცემებით, სულ 1178 ბავშვი იზრდება ოჯახურ გარემოში. ნაწილი ნათესაობით მინდობით აღზრდაშია. მათ შედარებით ნაკლებს უხდის სახელმწიფო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ვინც გაიყვანს, მას თვეში 600 ლარს გადაუხდიან. იყო შემთხვევა, როცა კახეთში 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი გაიყვანა ადამიანმა. მერე გაირკვა, რომ ის ბავშვებს არ უვლიდა, მეზობლებში ჰყავდა განაწილებული და მათ თითო პატარას მოვლაში 200 ლარს აძლევდა. აუცილებლად უნდა შემოწმდეს ოჯახები. ერთი ქუთაისელი ქალბატონი დაჟინებით ითხოვდა შვილობილობაში ბავშვის გადაცემას. ამბობდა, მომეცით, თორემ შიმშილისგან სული გამძვრაო. იმათ, ვინც ამას მხოლოდ დამატებითი შემოსავლის გამო აკეთებს, პატარას ვერ გავატანთ.

კანონპროექტის შემუშავებაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები იყვნენ ჩართული. გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, საშა გრაუმანი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია მხარს უჭერს ამ ცვლილებებს.

- გვინდა კანონმდებლობა დაახლოებული იყოს საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, ჰააგის კონვენციასთან. მშობლის მაქსიმალური ასაკი - 50 წელი მისაღებია. მთავარია, ისეთი ლიმიტი იყოს, ბავშვმა მშობლებთან მიაღწიოს ზრდასრულ ასაკს. თუ ასაკოვან ოჯახში მოხვდება, დიდი ალბათობაა, მშობელი გარდაიცვალოს. ბავშვი მძიმედ განიცდის, როცა ერთი ოჯახიდან მეორეში უწევს გადასვლა. გასაგებია, ბევრი ადამიანი დგას წლობით რიგში, მაგრამ პირველ რიგში, ბავშვის უფლებები უნდა დავიცვათ. აუცილებელია, გასაშვილებელსა და პოტენციურ მშობელს შორის შეთავსებადობა პროფესიონალმა შეაფასოს; პოტენციური მშობლებისთვის უნდა ტარდებოდეს ტრეინინგი და ბავშვის მდგომარეობის მონიტორინგი უნდა ხდებოდეს მას მერეც, როცა მას ოჯახში წაიყვანენ... რაც შეეხება შვილობილობას: მნიშვნელოვანია ბავშვები ოჯახურ გარემოში იზრდებოდნენ. განსაკუთრებით, ეს ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებს. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბავშვის პირდაპირ გაშვილებას. არ არის მართებული, როცა მშობელი ბავშვს უყურებს როგორც სავაჭრო ობიექტს. სხვა საკითხია, თუ პირდაპირი გაშვილება ხდება ოჯახის ნათესავებზე...
ის ოჯახები, რომლებიც პატარას გაშვილებას მხოლოდ მატერიალური პრობლემების, სიღარიბის გამო ცდილობენ, სახელმწიფომ ფულადი შეღავათით უნდა წაახალისოს, რათა შვილის სხვისთვის მიცემა არ დასჭირდეთ. ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახს სიღარიბის გამო არ უნდა ტოვებდეს!.. მძიმე მდგომარეობაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შემთხვევებში: ბევრი შემთხვევა იყო, როცა მშობელი ასეთ ბავშვს ბავშვთა სახლში აბარებდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ არსებობდა დღის ცენტრი ან სხვა დაწესებულება, სადაც შეეძლო, ის რამდენიმე საათით დაეტოვებინა. შესაბამის პირობებს თუ შეუქმნიან მშობელს, ის ბავშვს არ მოიშორებს. მეორე საკითხია სტიგმა: სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი გამოხატავს სტიგმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ. ამ სტიგმის დასაძლევად ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და მედიას შეუძლია, დიდი როლი ითამაშოს ამ პრობლემის გადაჭრაში.

რეესტრში დარეგისტრირებული ყველა მსურველის ვინაობა მკაცრად კონტროლდება და ის კონფიდენციალურია, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი ოჯახის წევრთან გასაუბრება შევძელი. წყვილი 5 წელზე მეტია, თავის რიგს ელოდება, მაგრამ შემოთავაზება ერთხელაც არ მიუღიათ.

ნინო, 42 წლის:
- სიყვარულით შეიქმნა ჩემი ოჯახი. 16 წელია, ცოლ-ქმარი ვართ და შვილი არ გვყავს. ამ პრობლემის გამო, კონფლიქტი დედამთილთანაც მქონდა. ის მიიჩნევდა, რომ მე ვიყავი უშვილო და ბევრჯერ სცადა ჩვენი ოჯახის დანგრევა. თენგოს ეუბნებოდა, დამშორებოდა და სხვა შეერთო. არადა, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი... ექიმები მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა და შვილი გამიჩნდებოდა. იმედს არ ვკარგავდი. რაც დრო გადიოდა, უშვილობას ძალიან განვიცდიდი. ბოლოს გაირკვა, რომ ქმარს ჰქონდა რაღაც პრობლემა. მას მერე სამჯერ ვცადე ხელოვნური განაყოფიერების გზით დაფეხმძიმება, მაგრამ - უშედეგოდ. დეპრესიაში ჩავვარდი. კარგა ხანი სახლიდან გასვლა აღარ მინდოდა... 5 წლის წინ ახლობელმა მირჩია დარეგისტრირება. ქმარიც დავიყოლიე და შევიტანეთ განცხადება, მაგრამ ჩვენს რიგს მგონი, ტყუილად ველით.

- ალბათ განცხადებაში გიწერიათ, რომ ჩვილი გინდათ.
- კი, ასეა. ძალიან მინდა, ბავშვი მე გავზარდო. ბევრი ჩემი ნაცნობი ელოდება თავის რიგს და ისინიც უშედეგოდ. ერთი ადამიანიც ვერ ვნახე, რომელმაც ამ გზით ბავშვი იშვილა.

- შვილის აყვანის სხვა გზა არ გიცდიათ?
- კანონის დარღვევის მეშინია. ჩემმა ახლობელმა მოიძია ფეხმძიმე მარტოხელა ქალი და შემომთავაზა, რომ მასთან მოლაპარაკება მეწარმოებინა, მაგრამ ვერ გავრისკე. ეს ამბავი რომ გახმაურებულიყო, შეიძლება, ციხეში აღმოვჩენილიყავი და შემეშინდა. თან, მაშინ ხელოვნური განაყოფიერების მორიგი პროცედურისთვის ვემზადებოდი... არადა, უკვე ვხვდები, რომ ამ სამსახურის იმედი არ უნდა მქონდეს... ერთმა ჩემმა ახლობელმა იპოვა 17 წლის გოგო, რომელიც ვიღაცას შეუცდენია და ფეხმძიმედ იყო. მისი დეიდის დახმარებით, პატარა გააშვილეს და ახლა მას ჩემი ახლობელი ზრდის. უკვე მესამე კლასშია, ძალიან ლამაზი გოგონაა. მან შეცვალა ამ ოჯახის ცხოვრება, ძალიან ბედნიერები არიან. ყველას ვუსურვებ შვილის ყოლას და იმედი მაქვს, ჩემს სახლშიც გაიზრდება პატარა!
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
21.05.2017
მოგესალმებით..მინდა გთხოვოთ შვილად ავიყვან ბავშვს თუნდაც როგორც თკვენს სტატიაში ცავიკითხე გყავთ ავადმყოპებიც, მინდა განმიმარტოთ გენეტუკუტ დავადებეზე საუბერი თუ, უბრაოდ ავადმყოპი ბავშჰვები...თუ კი მინდა ასეთი პატარა ავიყვანო შვილად..და ამას დიდი სიმოვნებით და სიყვარულით გავაკეთებ და მინდა მქონდეს თქვენი დახმარების და ხელშჰეწყობის სიმედი..მადლობა დიდი..დაგიტოვებტ ჩჰმეს ტელეს და გტხოვტ დამიკავშიდიე599216731
ნინო
27.02.2017
გამარჯობათ, მე და მეუღლე ვართ 50 წლის, ჯანმრთელები. ფინანსური მხარეც მოწესრიგებულია. მაქვს სამსახური, ვარ უმაღლესი განათლებით. რატომ არ შეიძლება ვიშვილო 5- წლამდე ბავშვი.
ეკა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საოჯახო ალბომში ძალიან ბევრი უნიკალური ფოტო ინახება.
როცა ცხოვრება გაიძულებს, სუროგატი დედა გახდე...
გოჩა შათირიშვილი ბოლო 25 წელია, არგენტინაში ცხოვრობს.
საქართველოს ისტორიაში იყვნენ ქალები, ვინც ამა თუ იმ ეპოქის დოგმებს არ ეპუებოდნენ და წინაპრების წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ მიდიოდნენ.
ექვსი წელია, ნიკას სკოლაში, ყოველ გაზაფხულს ტარდება საქველმოქმედო ღონისძიება
ძლიერი ქალი, რომელსაც უბრალოდ, ადამიანები უყვარს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1398 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი