დუ­ბა­ის პრინ­ცის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი სიკ­ვ­დი­ლი და სკან­და­ლუ­რი სი­ცოცხ­ლე- თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბი ალა­პა­რაკ­დ­ნენ
font-large font-small
დუ­ბა­ის პრინ­ცის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი სიკ­ვ­დი­ლი და სკან­და­ლუ­რი სი­ცოცხ­ლე- თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბი ალა­პა­რაკ­დ­ნენ
ახ­ლა­ხან მსოფ­ლიო ტრა­გი­კულ­მა ამ­ბავ­მა მო­იც­ვა: დუ­ბა­ის მმარ­თ­ვე­ლის უფ­რო­სი ვა­ჟი, 34 წლის შე­ი­ხი რა­შიდ იბნ მუ­ჰა­მედ ალ-მაქ­თუ­მი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.
თუმ­ცა, ირა­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ფარ­სი" ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი­სა და თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბის მო­ნა­ყოლ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ამ­ტ­კი­ცებს, რომ შე­ი­ხი იემე­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, საბ­რ­ძო­ლო შე­ტა­კე­ბი­სას და­ი­ღუ­პა. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, შე­ი­ხი რა­ში­დი და მი­სი რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მებ­რ­ძო­ლი ში­ი­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა "ან­სარ ალა­ჰის" მომ­ხ­რე­ებ­მა იემე­ნის პრო­ვინ­ცია მა­რიბ­ში მოკ­ლეს.

იმა­ვეს ამ­ტ­კი­ცე­ბენ საბ­რ­ძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბი. 13 სექ­ტემ­ბერს, იემე­ნის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­მა პრო­ვინ­ცია მა­რიბ­ში ფარ­თო­მას­შ­ტა­ბიანი შე­ტე­ვა და­იწყეს. სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია არა­ბუ­ლი კო­ა­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მელ­თა ძა­ლე­ბის იემენ­ში აქ­ტი­უ­რად გა­დას­რო­ლა ჰო­უ­სი­ტე­ბის მი­ერ სა­ფე­რის ავი­ა­ბა­ზის სა­რა­კე­ტო და­ბომ­ბ­ვის შემ­დეგ და­იწყო. შე­დე­გად, ათე­უ­ლო­ბით უცხო­ე­ლი ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა. აქე­დან ყვე­ლა­ზე დი­დი და­ნა­კარ­გი- 46 ჯა­რის­კა­ცი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან. თავ­დას­ხ­მის შემ­დეგ სა­ა­მი­რომ, სა­უ­დის არა­ბეთ­მა და კა­ტარ­მა იემენ­ში ელი­ტუ­რი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის ათა­სო­ბით მებ­რ­ძო­ლი გაგ­ზავ­ნა. მა­რიბ­ში შე­ტა­კე­ბე­ბი დღემ­დე გრძელ­დე­ბა.
რა­ში­დი ამი­რი­სა და მთა­ვა­რი უფ­რო­სი ცო­ლის, ჰინდ ბინტ მაქ­თუ­მის უფ­რო­სი ვა­ჟი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით აღი­ზარ­და. დუ­ბა­ი­ში შე­იხ რა­ში­დის სა­ხე­ლო­ბის ვაჟ­თა სკო­ლა და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი მა­მამ ბრი­ტა­ნეთ­ში, სენ­დ­ჰერ­ს­ტის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში გა­ამ­გ­ზავ­რა სას­წავ­ლებ­ლად, სა­დაც ტრა­დი­ცი­უ­ლად არა­ბი შე­ი­ხე­ბის შვი­ლე­ბი სწავ­ლო­ბენ (სკო­ლა კა­ტა­რის ამ­ჟა­მინ­დელ­მა ამირ­მა, ბაჰ­რე­ი­ნის მე­ფემ და ბრუ­ნე­ის და ომა­ნის სულ­თ­ნებ­მა და­ამ­თავ­რეს).
რა­შიდ იბნ მუ­ჰა­მე­დი მა­მის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბო­და: ამი­რი სა­ხელ­მ­წი­ფო საქ­მე­ე­ბის კურ­ს­ში აყე­ნებ­და და სხვა­დას­ხ­ვა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტის კონ­ტ­როლს ან­დობ­და შვილს, მაგ­რამ 2008 წლის 1-ელ თე­ბერ­ვალს უეც­რად ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა: მემ­კ­ვიდ­რე პრინ­ცად შე­იხ მუ­ჰა­მე­დის უმ­ც­რო­სი ვა­ჟი ჰამ­და­ნი გა­მო­აცხა­დეს. უმ­ც­როს­მა ძმამ მაქ­თუმ­მა დუ­ბა­ის მმარ­თ­ვე­ლის მო­ად­გი­ლის პოს­ტი მი­ი­ღო. რა­ში­დი კი ტახ­ტის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­იკ­ვე­თა. მე­ტიც, მის­თ­ვის სა­ა­მი­როს მმარ­თ­ვე­ლო­ბა­ში ად­გი­ლიც კი არ მო­ი­ძებ­ნა.
თუმ­ცა, დიპ­ლო­მა­ტებ­მა და ექ­ს­პერ­ტ­მა-არა­ბის­ტებ­მა ამი­რის გან­კარ­გუ­ლე­ბამ­დე დი­დი ხნით ად­რე შე­ნიშ­ნეს, რომ ჰამ­და­ნი მა­მის გვერ­დით კა­მე­რე­ბის წი­ნა­შე სულ უფ­რო ხში­რად ჩნდე­ბო­და და პრე­სა­შიც ბევ­რი იწე­რე­ბო­და მას­ზე.
თუ რა­ტომ მოხ­და ასე, ამას "ვი­კი­ლიქ­ს­ში" დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სას აეხა­და ფარ­და. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დე­პე­შებს შო­რის არ­სე­ბობს დუ­ბა­ი­ში აშშ-ის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლის, დე­ვიდ უილი­ამ­სის ტე­ლეგ­რა­მა, სა­დაც ის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ცვლი­ლე­ბებ­სა და წე­სებ­ზე იტყო­ბი­ნე­ბა. წყა­რო­ე­ბის მი­უ­თი­თებ­ლად, უილი­ამ­სი წერ­და, რომ რა­შიდ­მა ამი­რის სა­სახ­ლე­ში მოკ­ლა ერთ-ერ­თი მუ­შა­კი, რა­მაც შე­ი­ხის გან­რის­ხე­ბა გა­მო­იწ­ვია და მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ხაზს გა­და­ხე­და.
მსოფ­ლიო პი­არ­კამ­პა­ნი­ამ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო: ახა­ლი მემ­კ­ვიდ­რე პრინ­ცი მა­ლე­ვე გახ­და პრე­სის რჩე­უ­ლი. და­ი­ვე­რი და პა­რა­შუ­ტის­ტი, შე­ვარ­დენ­ზე ნა­დი­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, სნო­უ­ბორ­დის­ტი და პო­ე­ტი, რო­მე­ლიც ლექ­სებს ფა­ზას ფსევ­დო­ნი­მით აქ­ვეყ­ნებს. უბად­ლო მხე­და­რი, ცხე­ნოს­ნუ­რი ტურ­ნი­რე­ბის არა­ერ­თ­გ­ზის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, ძვირ­ფა­სი იახ­ტე­ბი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მფლო­ბე­ლი- ამ ფუ­ფუ­ნე­ბის დე­მონს­ტ­რი­რე­ბას ჰამ­დან იბნ მუ­ჰა­მე­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ინ­ს­ტაგ­რამ­ში" აქ­ტი­უ­რად ახ­დენს. ჰამ­და­ნი ცნო­ბი­ლია, რო­გორც მე­ცე­ნა­ტი და ფი­ლან­თ­რო­პი, რო­მე­ლიც არ იშუ­რებს შე­მო­წი­რუ­ლო­ბებს ავად­მ­ყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და შშმ პი­რე­ბის­თ­ვის, აგ­რეთ­ვე, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებ­მა მას ალა­დი­ნი შე­არ­ქ­ვეს.
ძმის ფონ­ზე რა­ში­დი მკრთა­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სხვა­ო­ბას მათ კა­პი­ტალ­ში: რა­ში­დის 2 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი, ჰამ­და­ნის 18 მი­ლი­არ­დის წი­ნა­აღ­მ­დეგ. არც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რობ­და. ძმის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მი­სი ფო­ტო­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ქ­სელ­ში იშ­ვი­ა­თად ვრცელ­დე­ბა. თუმ­ცა, რა­ში­დი პრე­სის­გან უყუ­რადღე­ბო­ბას არ გა­ნიც­დი­და. 2005 წლი­დან 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად ხვდე­ბო­და "20 ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ არაბ მა­მა­კაც­თა" სი­ა­ში. 2010 წელს, ჟურ­ნალ­მა "ეს­ქუ­ა­ირ­მა" "სა­მე­ფო დი­ნას­ტი­ე­ბის 20 გა­მორ­ჩე­ულ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შო­რის" და­ა­სა­ხე­ლა. ერ­თი წლის შემ­დეგ კი "ფორ­ბ­ს­მა"- "ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ სა­მე­ფო პი­რად".
არა­ბი შე­ი­ხე­ბი თავს არი­დე­ბენ ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლე­ბის სა­აშ­კა­რაოზე გა­მო­ტა­ნას, მაგ­რამ რო­ცა მა­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ევ­რო­პულ რე­ა­ლო­ბას უპი­რის­პირ­დე­ბა, ხდე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა. ასე მოხ­და რა­ში­დის შემ­თხ­ვე­ვა­შიც.
2011 წელს ბრი­ტა­ნულ სა­სა­მარ­თ­ლოს ამი­რის ბრი­ტა­ნუ­ლი სა­სახ­ლის შავ­კა­ნი­ან­მა თა­ნამ­შ­რო­მელ­მა ონალ­ტუნ­ჯი ფა­ლე­ი­ემ მი­მარ­თა. ის ამ­ტ­კი­ცებ­და, რომ რა­სობ­რი­ვი და რე­ლი­გი­უ­რი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პ­ლი არა­ერ­თხელ გამ­ხ­და­რა: შე­ი­ხის ოჯა­ხის წევ­რე­ბი მას მი­მარ­თავ­დ­ნენ, რო­გორც "შავ მო­ნას" და არა­ერ­თხელ შე­უ­რაცხ­ყ­ვეს მი­სი რე­ლი­გია- ქრის­ტი­ა­ნო­ბა (ფა­ლეიე ან­გ­ლი­კა­ნე­ლი­ა), "სუ­ლე­ლურ, მდა­ბალ და ამაზ­რ­ზენ" მრწამ­სად მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ და არ­წ­მუ­ნებ­დ­ნენ, რომ მი­ე­ღო ის­ლა­მი.
საქ­მის მოს­მე­ნი­სას კი­დევ ერ­თი მო­სამ­სა­ხუ­რე, სა­ხე­ლად ეჯიდ მო­ჰა­მედ ალი გა­მო­ი­ძა­ხეს, რო­მელ­მაც გა­ნაცხა­და, რომ შე­იხ რა­ში­დი ნარ­კო­მა­ნია და ახ­ლა­ხან გა­ი­ა­რა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სი.
თუმ­ცა, მსგავს სკან­და­ლებს დუ­ბა­ის სა­მე­ფო სა­სახ­ლის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლია, რად­გან მმარ­თ­ვე­ლე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლარს არ იშუ­რე­ბენ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და სოც­ქ­სე­ლებ­ში პი­ა­რის­თ­ვის. რა­ში­დის პი­რად "ფე­ის­ბუკ"-გვერ­დ­ზე უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა, მათ შო­რის- უღა­რი­ბე­სი ქვეყ­ნე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბის­გან, მათ­თ­ვის დუ­ბა­ის ამი­რის უფ­რო­სი ვა­ჟის სიკ­ვ­დი­ლი პი­რა­დი ტრა­გე­დი­ის ტოლ­ფა­სია.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"ჩემი მეუღლე მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების კვალს ეძებს"
"ვარჯიში რომ დავიწყე, მაშინ ასეთ წარმატებაზე ვერც ვიფიქრებდი"
"თუ ბავშვი მასაჟის დროს ტირის, აუცილებლად უნდა შევცვალოთ მიდგომა"
რა ბედი ელით თავშესაფარში მოხვედრილ ცხოველებს
ორი ნამდვილი ამბავი და ერთიც - უცნობი ავტორის მოთხრობა
თენგიზ კიტოვანის ქალიშვილის გულახდილი ინტერვიუ
"იქ უფრო რთულადაა რძალ-დედამთილობის საკითხი, ვიდრე ჩვენთან..."
"ყველაზე ძვირფასი, რაც შემიძლია ადამიანებს ვაჩუქო, დროა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი