გერმანელი ადვოკატი: ”თქვენს ქვეყანას უკეთ გაპიარება სჭირდება”
font-large font-small
გერმანელი ადვოკატი: ”თქვენს ქვეყანას უკეთ გაპიარება სჭირდება”
”განვიცდით იმას, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება. არავინ იცის, რით დასრულდება ყველაფერი”.
ცნობილი გერმანელი ადვოკატი - კლაუს კესლერი მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული გერმანული იურიდიული კომპანიის თბილისის, კიევის, კიშინიოვისა და ბაქოს ოფისებს ხელმძღვანელობს. გერმანელებმა საქართველოში ოფისი 2010 წლიდან დააარსეს, ხოლო კლაუს კესლერი უკვე ორი წელიწადია, ამ კომპანიის დირექტორია. ბატონი კლაუსი გერმანიასა თუ სხვა ქვეყნებში პოპულარიზაციას უწევს ჩვენს ქვეყანას და ინვესტორების დაინტერესებასაც შეძლებისდაგვარად ცდილობს. საქართველოს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ცხადია, ვალდებულებებიც მოემატა ჩვენს ქვეყანას და განვითარებისთვის ასპარეზიც გაუფართოვდა. დავინტერესდით, ამ ფონზე რა ვითარებაა უცხოელი მოქალაქეების, ასევე - ინვესტორების უფლებების დარღვევა-დაცვის კუთხით და ხშირად მიმართავენ თუ არა ისინი ბატონი კლაუსის ოფისს დასახმარებლად.

- ეკონომიკური მიმართულებით სახელმწიფოს ან სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქართველოში ინვესტორების უფლებები არ ირღვევა; ასეთი რამ უფრო კონკურენტების მხრიდან შეიმჩნევა. ისინი ცდილობენ, ადგილობრივი კანონები სათავისოდ მოირგონ. მაგალითისთვის ერთ შემთხვევას გავიხსენებ: უცხოელმა იყიდა მიწის ნაკვეთი, რომელიც ბიზნესისთვის უნდა გამოეყენებინა, მისმა კონკურენტმა კი ამ ნაკვეთამდე მიმავალი გზა შეისყიდა, რაც ამ უკანასკნელს უცხოელის ნაკვეთის დაბლოკვის საშუალებას სამართლებრივად აძლევს: უცხოელი ან საერთოდ ვერ გამოიყენებს ნაკვეთს, ან იძულებული გახდება, საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მეტი გადაიხადოს, რათა ეს გზა შეიძინოს.

- ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამ რა შეცვალა? ამან უცხოელი ინვესტორების საქართველოსადმი ინტერესი ხომ არ გააძლიერა?

- ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ძალიან ცოტა პერიოდია გასული საიმისოდ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევნიშნოთ. გარდა ამისა, არის სტანდარტები, რომელიც ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დაეკისრა საქართველოს და სტანდარტების დასაქვემდებარებლად რამდენიმე წელიწადია საჭირო, ეს ხანგრძლივი პროცესია. რაც შეეხება უცხოელ ინვესტორთა დაინტერესებას: გერმანიის მაგალითით თუ ვიმსჯელებ, საქართველოსადმი ინტერესი იზრდება, მაგრამ ეს სულაც არ უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველო ჯერჯერობით შეიძლება, განვიხილოთ, როგორც ბიზნესის საკეთებლად კარგი ქვეყანა.

- უცხოელი ინვესტორების დაინტერესების თვალსაზრისით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს - მოლდოვას, აზერბაიჯანისა და უკრაინას ხომ არ ჩამორჩება?

- ობიექტურად თუ შევადარებ, სამართლებრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით, თქვენ მიერ დასახელებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო წინაც კი არის, მაგრამ თავად ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში ჯერჯერობით ასე არ ფიქრობენ. მოლდოვა იქვე, მეზობლადაა და სწორედ ეს სიახლოვეა მისი უპირატესობა, არადა, კორუფციასთან ბრძოლის ანუ სამუშაო გარემოს თვალსაზრისით, საქართველო მაინც უპირატესი მგონია. აქ ხელისუფლებასთან ჯანსაღი თანამშრომლობითაც კი შეგიძლია, ბიზნესი აწარმოო.

- მასშტაბი რომ გავზარდოთ და ყველა სამუშაო პირობა გავითვალისწინოთ, მსოფლიოს 42 ქვეყნიდან, სადაც თქვენი კომპანიის ფილიალებია, რა პოზიციას მიუჩენდით 43-ე ქვეყანას - საქართველოს?

- სამ ნაწილად რომ დავყოთ, ინვესტორებისთვის საქართველო დაახლოებით, ბოლო მესამედშია მოქცეული, პირადად მე კი, ერთიდან თორმეტამდე შკალაში მეცხრე ადგილს მივანიჭებდი. ჩვენი კომპანია აქ კომფორტულად გრძნობს თავს. ასე იყო წინა ხელისუფლების პერიოდში და ასეა ახლაც.

- საქართველოს კულტურის გაცნობა თუ მოახერხეთ? თბილისის გარდა, სხვა ქალაქებში თუ იმოგზაურეთ?

- პირველად საქართველოში 2 წლის წინ ჩამოვედი. მაშინ მცხეთაში ვიყავი და ერთი მონასტერიც მოვინახულე, ძირითადად კი მაინც, თბილისს "ვიცნობ".

- როგორც შევიტყე, თქვენი მეუღლე კიევიდანაა. როგორც უკრაინელთა სიძე და შესაბამისად, გულშემატკივარიც, როგორ შეაფასებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს?

- ცხადია, განვიცდით იმას, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება. არავინ იცის, რით დასრულდება ყველაფერი. ჩემი ვაჟი უკრაინაში სწავლობდა, მერე სწავლის გაგრძელება ევროპაში მოისურვა, ამიტომ გერმანიაში წავიყვანე. გერმანული კარგად იცის და იმედია, არც პროფესიის არჩევა გაუჭირდება.

- არ ვიცი, გიყვართ თუ არა ფეხბურთი, მაგრამ რომც არ გაინტერესებდეთ სპორტის ეს სახეობა, თქვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობა, მით უფრო, სხვა კონტინენტზე ჩატარებულ ჩემპიონატში, მაინც გაგახარებდათ. ისიც აღსანიშნავია, რომ ბავარიის მხრიდან ხართ და ბავარიელებს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი გაქვთ - მიუნხენის "ბაიერნი". დავიჯერო, არ გულშემატკივრობთ?

- მართალია, ბავარიიდან, მიუნხენიდან ვარ (ფეხბურთის თემამ აშკარად გაახალისა. - ავტ.), მაგრამ ჩემი უსაყვარლესი გუნდი მაინც, "ნიურნბერგია". სამწუხაროდ, ეს გუნდი დღეს გერმანიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში თამაშობს, მაგრამ ყოველ შაბათს ვუყურებ, განვიცდი და ვნერვიულობ. "ბაიერნს" ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, მართლაც, მსოფლიოს ვარსკვლავები და ეს გუნდი სუპერბიზნესივითაა, მაგრამ ჩემთვის - გაცილებით უინტერესოა, თითქოს მის თამაშზე გული ისე არ მიძგერს. ის სტერილური, პროფესიული გუნდია და ამითაა ჩემთვის ჩვეულებრივი, თუმცა, სხვა ქვეყნის გუნდს თუ ეთამაშება, რასაკვირველია, მას ვგულშემატკივრობ (თუ რა თქმა უნდა, მისი მეტოქე "ნიურნბერგი" არ არის)... რაც შეეხება წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატს: ყველა თამაშს ვუყურე, მხოლოდ ფინალი არ მინახავს (იცინის). ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა. იმ დღეს შვილები წავიყვანე ექსკურსიაზე, შემდეგ მშობლებს შევუარე - მიუნხენის სიახლოვეს, პატარა სოფელში ცხოვრობენ... სახლში შესვლისთანავე "შემომეგება" ყიჟინა და ფოიერვერკები - მივხვდი, რომ ჩვენებმა გაიმარჯვეს! ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ გჯერათ, რომ დღემდე არ მინახავს გამარჯვების გოლი? ასეთი რამ მართლაც, ცხოვრებაში პირველად შემემთხვა (იღიმის).

- ბატონო კლაუს, უახლოეს პერიოდში რას გეგმავთ?

- უპირველესად, საქართველოში მყოფ ინვესტორებთან ვაპირებთ თანამშრომლობას, პარალელურად კი გერმანიაში მოწყობილი სემინარებისა და იქაური სავაჭრო პალატის დახმარებით აქტიურად ვცდილობ თქვენი ქვეყნით სხვა უცხოელების დაინტერესებას. კიდევ გაგიმეორებთ, რომ საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად ძალიან კარგი პირობებია, მაგრამ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ეს არ კმარა - საინვესტიციო გარემოს წარმოსაჩენად თქვენს ქვეყანას უკეთ "გაპიარება" სჭირდება, მის სარეკლამოდ გაცილებით მეტი ძალისხმევა, მეტი ფულის დახარჯვაა საჭირო.
ირმა ხარშილაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საოჯახო ალბომში ძალიან ბევრი უნიკალური ფოტო ინახება.
როცა ცხოვრება გაიძულებს, სუროგატი დედა გახდე...
გოჩა შათირიშვილი ბოლო 25 წელია, არგენტინაში ცხოვრობს.
საქართველოს ისტორიაში იყვნენ ქალები, ვინც ამა თუ იმ ეპოქის დოგმებს არ ეპუებოდნენ და წინაპრების წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ მიდიოდნენ.
ექვსი წელია, ნიკას სკოლაში, ყოველ გაზაფხულს ტარდება საქველმოქმედო ღონისძიება
ძლიერი ქალი, რომელსაც უბრალოდ, ადამიანები უყვარს
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2533 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1404 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი