წარსულში დარჩენილი სიყვარული და ბავშვური გრძნობის "მარილი"
font-large font-small
წარსულში დარჩენილი სიყვარული და ბავშვური გრძნობის "მარილი"
ცნობილი ადამიანების პირველ პაემანსა თუ სიყვარულზე სახალისო ამბებს "გზის" არქივიდან შემოგთავაზებთ.
ინტერვიუები, რომლებიც წლების თუ თვეების წინ ჩაიწერა, ბევრისთვის დღესაც სიახლე იქნება, ზოგისთვის კი იმის შეხსენება, რაც თავის დროზე ცნობილებმა გულახდილად გვიამბეს. გთავაზობთ ამონარიდებს ქეთა თოფურიას, ინგა გრიგოლიას, რუსკა მაყაშვილის, ზურა ხაჩიძისა და კრისტი ყიფშიძის ინტერვიუებიდან.

"თითოეული შეცდომა გაკვეთილია"

ქეთა თოფურია:
"12 წლის რომ ვიყავი, მთელი ჩემი სამეგობრო და სანათესავოს ბავშვები წყნეთში ვისვენებდით. მაგარ დროს ვატარებდით. მაშინ პირველად მომეწონა ბიჭი და პირველ პაემანზეც მასთან წავედი. ხელიხელჩაკიდებულებმა წყნეთს 30 "კრუგი" მაინც დავარტყით. ჩვენ შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი გაიმართა: ქეთა-ა... - რა-ა? - რა ლამაზი ცააა! ქეთა-ა... - ბატონო. - რა ლამაზი ხეა! - ასე გრძელდებოდა დაუსრულებლივ. ბოლოს მითხრა, - შენზე "ვეცემიო". - უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე, რომ გეთქვა? ამისთვის დამარტყმევინე წყნეთის გარშემო 30 "კრუგი"-მეთქი? - მერე კი გამოვუტყდი, რომ მეც მომწონდა. ეს ისეთი ხუმრობის ფორმით ვუთხარი, რომ ერთი კვირა არ იჯერებდა... თბილისში რომ ჩამოვედი, იმ ბიჭს დავშორდი. წყნეთში, გვინდოდა თუ არა, ერთმანეთს ვხვდებოდით, თბილისში კი პაემნებზე სპეციალურად უნდა მევლო. მივხვდი, ამისთვის ძალიან პატარა ვიყავი და დავშორდი. იმის მერე წლები გავიდა და ის ბიჭი ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა.
- პირველმა პაემანმა რა გამოც­დილება შეგძინა?
- ძალიან პატარა ვიყავი და გამოცდილება არ მიმიღია. უბრალოდ, წყნეთის ქუჩებში გატარებული საღამო ჩემთვის ერთ ლამაზ მოგონებად დარჩა.
- შეყვარებული მტირალა ხარ?
- საერთოდ, არ ვარ დეპრესიული ადამიანი. ძალიან ცუდ ხასიათზე მაქსიმუმ, ორი დღე ვარ. მერე თვითონ ვშველი საკუთარ თავს. იმ გოგონების რიგს არ მივეკუთვნები, რომლებიც წარსულს მისტირიან. რეალისტი ვარ და სიმართლეს თვალს იოლად ვუსწორებ.
- სასიყვარულო ურთიერთობებში შეცდომა ხშირად დაგიშვია?
- ყოველთვის ვიცი, ჩემს საქციელს როგორი რეაქცია მოჰყვება. საკმაოდ რისკიანი ვარ და ხშირადაც მიმართლებს. თუ რაიმე ისე არ მოხდა, როგორც მინდოდა და ვხვდები, ურთიერთობისას რაღაც შემეშალა, მაინც არ ვნანობ ჩემს საქციელს, რადგან თითოეული შეცდომა გაკვეთილია.
- რა უნდა გააკეთოს ბიჭმა, რომ სიყვარული დაგიმტკიცოს?
- მე თვითონ ძალიან ყურადღებიანი ვარ. რასაც გავცემ, იმასვე მოვითხოვ სხვისგან. ამიტომ, ბიჭი უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი და არასდროს არ უნდა მომატყუოს..."

"ერთმანეთს ფარულად ვხვდებოდით"
ინგა გრიგოლია:
"როცა შეყვარებული ვარ, გაცილებით უკეთ გამომდის ყველაფერი, უფრო მიზანდასახული ვხდები.
- როგორ ფიქრობ, მამაკაცებს შენი ენერგიულობით ხომ არ აშინებ?
- ჩემთვის მეგობარ ბიჭებს ხშირად უთქვამთ, - საშინელება იქნება, ინგა გრიგოლიასთან რომანი რომ გვქონდესო. ეტყობა, მათზე ძალზე ენერგიული და დაუოკებელი ემოციების მქონე ქალის შთაბეჭდილებას ვტოვებ. თუმცა, არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც აქტიური ქალები მოსწონთ. იმისთვის, რომ ვიღაცას მოვეწონო, ჩუმი და მოკრძალებული ქალის როლს ვერ ვითამაშებ. პირადად ჩემთვის, ასეთი ქალები სამეგობროდაც არ არიან საინტერესონი. ყველა ჩემი მეგობარი გოგო ჩემნაირი ან ჩემზე უარესი "გიჟია".
- პირველ სიყვარულს როგორ იხსენებ ხოლმე?
- საბავშვო ბაღიდან მოყოლებული, ყოველთვის ვიღაც მომწონდა. სერიოზულად კი, დაქალის შეყვარებული შემიყვარდა. ეს მართლაც, სამარცხვინო ფაქტი იყო და მთელმა სკოლამ გაიგო. დედაჩემი სკოლაში დაიბარეს და უთხრეს, რომ აღარ ვმეცადინეობდი. მოკლედ, ჩემს თავს ძალიან სამარცხვინო რამ ხდებოდა, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებდი. რუსულის გაკვეთილზე მასწავლებელი რომ გამომიძახებდა, ვეუბნებოდი: გაკვეთილი არ ვიცი, მაგრამ ესენინის ან ცვეტაევას ლექსს წავიკითხავ-მეთქი. თავადაც დავიწყე ლექსების წერა, ოღონდ, ამის შესახებ არავინ იცოდა. რაც ყველაზე მთავარია, მე და ჩემს დაქალს იმ ბიჭის გამო არასდროს გვიჩხუბია და დღემდე ვმეგობრობთ, იმ წლებს კი სიცილით ვიხსენებთ ხოლმე...
მერვე კლასში ვიყავი, როცა დაქალს ის ბიჭი შეუყვარდა და მთელ სადაქალოს გვიყვებოდა ხოლმე, როგორი კარგი ვინმე იყო. მერე მის გასაცნობად წამიყვანა. ის ბიჭი რომ ვნახე, უკვე იმდენად "ახლობელი" იყო ჩემთვის, დანახვისთანავე შემიყვარდა და დავიწყე კეკლუცი. ისიც დაინტერესდა ჩემით და ფარულად ვხვდებოდით, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს, ეს ამბავი ჩემმა დაქალმა არ გაიგო... მისი მადლიერი ვარ, რადგან ყველაფერი ისე გაატარა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
- პირველი პაემანი მასთან გქონდათ?
- ჩემი პირველი პაემანი პირველ სიყვარულს საერთოდ არ უკავშირდება. ჩემს ბავშვობაში ტელეფონომანია იყო, როგორც ახლა - მესიჯომანია. ვურეკავდით გოგონები ბიჭებს, ბიჭები - გოგონებს. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, შეხვედრაზე დავეთანხმებინეთ. ერთ მათგანს პაემანზე დავთნხმდი, რადგან ძალიან კარგი ხმა ჰქონდა. თან, ტელეფონით საინტერესოდ ვსაუბრობდით. მე და ჩემი დაქალი გამოვიპრანჭეთ და დათქმულ ადგილას, სპორტის სასახლესთან მივედით. როცა შევხვდი, სრული შოკი განვიცადე: ის ნამდვილი კოშმარი იყო. მართალია, ყავის დასალევად გავყევით, მაგრამ ურთიერთობის გაგრძელება აღარ მოვინდომე. ყველაზე სასაცილო რა იყო იცი? მოგვიანებით გავიგე: ის არ გახლდათ, ვისაც უნდა შევხვედროდი..."
მსახიობის პლატონური
სიყვარული
რუსკა მაყაშვილი:
"დაახლოებით 21 წლის ვიყავი, როცა პაემანზე კინოში წავედი. სხვანაირი ტიპი გახლდით, პაემნები არ მაინტერესებდა. სტუდენტობისას სულ ვმეცადინეობდი.
- პირველ პაემანზე ვის შეხვდი?
- ძალიან კარგ ბიჭს. ის ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ შეხვედრას მაინც "პაემანი" დავარქვით.
- შენი პირველი სიყვარული ამ ბიჭს არ უკავშირდება?
- არა.
- მაშინ პირველი სიყვარული გაიხსენე...
- სიყვარული იყო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, სალაპარაკოდაც არ ღირს. უბრალოდ, იყო და დამთავრდა, ამისთვის მადლობა ღმერთს (იცინის)!..
- სტრესი მიიღე?
- არა, არა... იცი, ჩემი პირველი, ტანჯული სიყვარული ვინ იყო? - ჯიმ მორისონი (იცინის)!
- ამ სიყვარულს როგორ გამოხატავდი?
- ყოველღამე ვტიროდი, ჯიმ მორისონი მესიზმრებოდა, მხოლოდ "დორსის" სიმღერებს ვუსმენდი. პლატონურად შეყვარებული ვიყავი. მოკლედ, ვგიჟდებოდი!
- რთული პერიოდი როგორ გადალახე?
- ამ ყველაფერმა ასაკთან ერთად "გადამიარა..."

"სამი დღე და ღამე არ მეძინა, სულ იმ გოგონას სახე მედგა თვალწინ..."
ზურა ხაჩიძე:
"სიყვარული კედელზე ამაკრავს და ხელებს ამაწევინებს; მამუნჯებს კიდეც და ლექსსაც მაწერინებს. ამ გრძნობის გამოისობით, კარგი მძღოლი გავმხდარვარ. ვფიქრობ, ადამიანი სიყვარულისთვისაა დაბადებული და ამის გამო, თავიც უნდა გასწიროს.
- პირველად საბავშვო ბაღში შეგიყვარდა?
- იმ ასაკში უფრო, ჩხუბით ვიყავი დაკავებული. გოგონების მიმართ კი ინტერესს იმით გამოვხატავდი, რომ მათ საწოლში ვუძვრებოდი... მეოთხე კლასში ყოფნისას, კლასელი შემიყვარდა. მახსოვს, ქერათმიანი იყო და ორი ბაფთით დადიოდა. ჩემს ძმაკაცს კი მისი დაქალი შეუყვარდა. შემომთავაზა, შეყვარებულთა სახელები ხელზე დაგვეწერა. ვიყიდეთ რამდენიმე კოლოფი ასანთი და ისეთ ადგილას წავედით, სადაც ვერავინ გვიპოვიდა, მერე კი ასანთის ღერების ხახუნით მე "თამუნა" დავიწერე, მან - "მაიკო". ის "შრამი" ხელზე კარგა ხანს მაჩნდა. ასე რომ, პირველი სიყვარულის გამო ძალიან დიდ ტკივილს გავუძელი.
- იმ გოგომ შენი ასეთი თავგანწირვა დააფასა?
- ისეთ ასაკში იყო, რომ მარტო იპრანჭებოდა და ამ გრძნობას სერიოზული ურთიერთობა არ მოჰყოლია. მახსოვს, იმ გოგონებს არ უთქვამთ, ჩვენც გვიყვარხართო (იცინის).
- პირველად პაემანზე როდის წახვედი?
- 13-14 წლის ვიქნებოდი. ძალიან არაორდინარული პირველი პაემანი მქონდა. მაშინ ფეხბურთზე დავდიოდი. სტადიონის გვერდით აუზი იყო, სადაც ვარჯიშის მერე მივდიოდი ხოლმე. იქ ხშირად ვხედავდი ლამაზ გოგონას, რომელიც ძალიან მომწონდა. ერთ მშვენიერ დღეს მისი მეგობარი მოვიდა და მითხრა, - ჩემი დაქალი პაემანს გინიშნავსო. ძალიან გამიკვირდა იმ გოგოს სითამამე, მაგრამ ვიფიქრე, რაღაც საქმე აქვს და ამიტომ მიბარებს-მეთქი. ის კი ადგა და პირდაპირ მითხრა, მიყვარხარო. მერე მაკოცა. სამი დღე და ღამე არ მეძინა, სულ იმ გოგონას სახე მედგა თვალწინ...
- ანუ პირველი ნაბიჯის გადადგმა გოგონამ დაგასწრო, არა?
- მეც ვაპირებდი მეთქვა, - მიყვარხარ-მეთქი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ დამეწყო ამ თემაზე მასთან საუბარი. ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, შემდეგ დავშორდით..."

"ჩემს ეზოში შევხვდით და ყვავილები მაჩუქა"

კრისტი ყიფშიძე:
"იმ ადამიანთა რიგს არ მივეკუთვნები, ვისაც სიყვარული საბავშვო ბაღშივე ეწვევა ხოლმე. ჩემი შვილი კი საერთოდ არ მგავს: 3 წლისა უფროს ბიჭებს ეპრანჭებოდა... არც ცალმხრივად ვყოფილვარ ოდესმე შეყვარებული. ყოველთვის მიკვირდა იმ მეგობრების, რომლებიც ამბობდნენ, - მიყვარს და როგორ მოვიქცე, მისი ყურადღება რომ მივიქციოო? გრძნობა ყოველთვის ბიჭების სიყვარულის საპირისპიროდ მიჩნდებოდა ხოლმე.
- პირველი სიყვარული როგორ გახსენდება?
- თინეიჯერულ ასაკში ერთი უცნაური და ალბათ, ბავშვური ჩვევა მქონდა: როცა გავიგებდი, რომ რომელიმე ბიჭს მოვწონდი, მასზე ვბრაზობდი და ვერ ვიტანდი. 13 წლის ვიქნებოდი, ერთი თაყვანისმცემელი რომ მომეწონა. მასთან შეხვედრებს პაემანს ვერც დავარქმევ. რესტორანში არასდროს ვყოფილვართ. ერთმანეთს პირველად ჩემს ეზოში შევხვდით. ყვავილები მაჩუქა. რა თქმა უნდა, გამიხარდა, მაგრამ ზოგიერთი ჩემი ნაცნობი გოგონას მსგავსად, ყვავილების ფურცლები სათუთად არ შემინახავს. ის ბიჭი საკმაოდ დიდხანს, რამდენიმე წლის მანძილზე მიყვარდა. ჩვენს ერთ-ერთ პაემანს ჩემი პირველი კოცნა მოჰყვა, რის შემდეგაც ორივე გავწითლდით. ვერ გეტყვით, პირველი კოცნის შთაბეჭდილება დიდხანს გამყვა-მეთქი. აღარც მახსოვს, მე და ის ბიჭი რატომ დავშორდით. დღეს ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა დიდი LOVE შთOღY სულაც არ ყოფილა... შემდეგი გატაცება სტუდენტობის დროს მქონდა. იმ ბიჭთან პაემანზე რომ მივდიოდი, სულ ვნერვიულობდი. პუნქტუალური ადამიანი ვარ და იმაზე ვფიქრობდი, დათქმულ დროს მივიდე და მას რომ დააგვიანდეს, როგორ უნდა მოვიქცე-მეთქი? მაგრამ ტყუილად ვშიშობდი... ჩვენი ურთიერთობა სულ რაღაც, ერთ თვეს გრძელდებოდა, მერე გიორგიმ მომიტაცა. არადა, მანამდე ისიც კი არ ვიცოდი, თუ მოვწონდი. გიორგიმ და მისმა დამ - ლენუკამ დამირეკეს და ერთი საერთო ნაცნობის დაბადების დღეზე წასვლა შემომთავაზეს. წავედი, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მომიტაცეს. საშინლად გავბრაზდი. დღესაც არ ვიცი, რა ძალამ გადამაწყვეტინა მასთან დარჩენა..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
იმედი მაქვს, ომის ვეტერანების მიმართ მიდგომა შეიცვლება
შესაძლებლობა, რომელსაც შენთვის უცხო ქვეყანა გაძლევს
"არ წახვიდე, არ დამტოვო" - რას საქმიანობს გოგიტა გეგიძე ამერიკაში
როგორც ზღაპრებშია, მათი სიყვარულის ამბავიც ისე გაგრძელდა
სხეულის ენით ამბობს, - ვისაც გნებავთ, გიწილადებთ ჩემს ნახელავსო
"მიხა მილიციის სამოცკაციან რაზმს მარტო დაესხა თავს, კომისარი მოკლა და რაზმი განაიარაღა"
დაკლებული კილოგრამების ხარჯზე დაწყებული "ახალი სიცოცხლე"
"ამ მეთოდმა ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობა თითქმის გაანახევრა"
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი